Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 2 (დასასრული)


                      ეპილოგი

თითქმის ყველაფერი თავიs კალაპოტში ჩადგა- ჩვეულ,                     
ზომბობამდელ კალაპოტში- იმაზე ნაკლებ დროში ვიდრე წარმომედგინა. საავადმყოფო გაშლილი ხელებით მიესალმა კარლაილის დაბრუნებას, არავინ შეწუხებულა თავისი აღფრთოვანების დამალვაზე რომ ესმის თავისთვის სულ ოდნავ მოსაწონი ცხოვრება ეპოვა ლოს-ანჯელესში. აღრიცხვის ტესტის წყალობით, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროს გავაცდინე, ელისს და ედვარდს ჩემზე უკეთესი დამამთავრებელი სიტუაცია ჰქონდათ სკოლაში. უცებ კოლეჯი მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის (კოლეჯი ჯერ კიდევ ბე გეგმად მრჩებოდა, იმ შემთხვევაში თუ ედვარდის შემოთავაზება გამოირიცხებოდა, დამამთავრებელი საღამოს შემდეგ პირდაპირ კარლაილთან გავიქცეოდი დანაპირების მისაღებად). ბევრმა ვადამ ჩაიარა, მაგრამ ედვარდს ყოველდღე ახალ-ახალი განცხადებების ზვინი მოჰქონდა, რომ შემევსო. მას უკვე გამზადებული ჰქონდა ჰარვარდის მიმართვა, ამიტომ ასეთ რაღაცეებზე ღელვა არ უწევდა, თორემ მომავალ წელს ჩემი სიზარმაცის წყალობით ორივე ნახევარკუნძულის საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლით დავასრულებდით.


ჩარლი ჩემთან ყოფნით, თუ ედვარდთან საუბრით მაინცდამაინც ბედნიერი არ იყო. თუმცა, ყოველ შემთხვევაში ედვარდს უფლება ისევ მისცა- განსაზღვრული სავიზიტო საათების განმავლობაში- სახლში შემოსულიყო. ამის არშეუსრულებლობის უფლება არ მქონდა.

სკოლა და სამუშაო ერთადერთი გამონაკლისი იყო, კლასის მოსაწყენი, ბუნდოვანი ყვითელი  კედლები უცნაურად მიმზიდველი გახდა ჩემთვის ბოლო დროს. რადგან ბევრი რამ მქონდა გასაკეთებელი იმ პიროვნებასთან ერთად, რომელიც მერხთან ჩემს გვერდით იჯდა.

წლის დასაწყისში ედვარდმა ისე შეცვალა თავისი გაკვეთილების ცხრილი, რომ ჩვენი გაკვეთილების უმეტესობა ისევ ემთხვეოდა ერთმანეთს. კალენების ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ, გასულ შემოდგომას ისე ვიქცეოდი, რომ ჩემს გვერდით თავისუფალი ადგილი არავის დაუკავებია. მაიკიც კი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერი შემთხვევით ესარგებლა, საკმაო დისტანციას იჭერდა ჩემგან. მას შემდეგ რაც ედვარდი თავის ადგილს დაუბრუნდა, თითქმის მეჩვენებოდა, რომ გასული 8 თვე არაფერი იყო, თუ არა უბრალოდ მყუდროების დამრღვევი ღამის კოშმარი.

თითქმის ასე მეგონა, მაგრამ არა სრულიად. ჯერ ერთი, ამ 8 თვეს ადასტურებდა ის, რომ მე შინაპატიმრობაში ვიმყოფებოდი. მეორეც, შემოდგომამდე არ მყოლია საუკეთესო მეგობარი ჯეიკობ ბლექი. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ არ მომენატრებოდა.

ნებადართული არ ვიყავი ლა-პუშში წავსულიყავი და არც ჯეიკობი მოდიოდა ჩემს სანახავად. ჩემს სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობდა.

ამ ზარებს ძირითადად ღამით ვანხორციელებდი, მას შემდეგ რაც ედვარდს ჩემი სახლიდან გარეთ გაუძახებდა-  სასტიკად მოზეიმე ჩარლი ზუსტად 9 საათზე- და სანამ ედვარდი უკან შემოიპარებოდა ჩემი ფანჯრიდან, მას შემდეგ რაც ჩარლი დაიძინებდა. ეს დრო ჩემი უშედეგო ზარების განსახორციელებლად იმიტომ ავირჩიე, რომ შევამჩნიე ედვარდი რაღაცნაირ სახეს იღებდა ყოველთვის როცა ჯეიკობის სახელს ვახსენებდი. კიცხვის და სიფრთხილის.... შეიძლება გაბრაზებისდამაგვარსაც კი. მივხვდი, მასაც რაღაც შესაბამისი ცრუ შეხედულება ჰქონდა მაქციებზე, თუმცა არა ისეთივე მჟღერი როგორც ჯეიკობისა „სისხლისმწოველებზე.“

ასე რომ, ჯეიკობს მასთან ხსენებას მოვუკელი.

ედვარდის გვერდით ყოფნისას ძნელი იყო უსიამოვნო რაღაცეებზე ფიქრი-ჩემს ყოფილ საუკეთესო მეგობარზეც კი, რომელიც ალბათ ზუსტად ახლა ძალიან უბედური იყო, თანაც ჩემი წყალობით. და როცა კი მასზე მართლა ვფიქრობდი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ უფრო მეტს არ ვფიქრობდი მასზე.

ზღაპარი დაბრუნდა. პრინცი ჩემთან იყო, ავი ჯადო დაიმსხვრა. ზუსტად არ ვიცოდი რა მოუვიდოდა დარჩენილ, გადაუწყვეტელ პერსონაჟს. სად იქნებოდა მისი ბედნიერება ამ ყველაფრის შემდეგ?

კვირები გადიოდა, ჯეიკობი კი ისევ არ პასუხობდა ჩემს ზარებს. მე უკვე მუდმივად ვღელავდი მასზე. თითქოს ჩემს თავს უკან მუდმივად წვეთავდა ონკანიდან წყალი, მაგრამ მე არც მისი კარგად გადაკეტვა შემეძლო და არც უგულებელყოფა. წვეთავს, წვეთავს, წვეთავს. ჯეიკობ, ჯეიკობ, ჯეიკობ.

ასე რომ, თუმცა ჯეიკობს ხშირად  არ ვახსენებდი, ზოგჯერ ნირწამხდრობა და მღელვარება გადადუღდა ხოლმე ჩემში.

„ეს აშკარა უხეშობაა!“ წამომცდა ერთ კვირა შუადღეს, როდესაც ედვარდს სამუშაოდან მივყავდი. რამეზე გაბრაზება უფრო ადვილი იყო, ვიდრე თავის დამნაშავედ გრძნობა. „პირდაპირ შეურაცხმყოფელია!“

სასწრაფოდ შევცვალე ჩემი თარგი განსხვავებული პასუხის მოლოდინში. ამჯერად სამუშაოდან დავურეკე ჯეიკს, და თურმე ისიც მხოლოდ უსარგებლო ბილის გამო. ისევ.

„ბილიმ მითხრა, რომ მას არ უნდოდა ჩემთან დალაპარაკება,“ ვმძვინვარებდი, თან ვუყურებდი წვიმის წვეთები როგორ ზლაზვნით ეცემოდა გვერდითა ფანჯარაზე.

„რომ ის იქ იყო და სამ ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ ყურმილი აეღო! ჩვეულებრივ ბილი ამბობს, რომ ის გარეთაა, ან დაკავებულია, ან სძინავს ან რამე. ანუ, განა იმას ვამბობ, რომ ვერ ვხვდებოდი რომ მატყუებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი თავიდან მოშორების ზრდილობიანი გზა იყო. მგონი ახლა ბილისაც ვძულვარ. ეს უსამართლობაა!“

„შენ არა, ბელა,“ წყნარად თქვა ედვარდმა. „შენ არავის სძულხარ.“

„ასე კი ჩანს და.“ ჩავიბურტყუნე და გულ-ხელი დავიკრიფე. ეს მხოლოდ სიჯიუტის გამოხატულება იყო. ახლა მკერდში ხვრელი აღარ მქონდა- უკვე თითქმის აღარც მახსოვდა სიცარიელის შეგრძნება.

„ჯეიკობმა იცის, რომ ჩვენ დავბრუნდით და დარწმუნებული ვარ დაასკვნა, რომ შენთან ვარ,“ თქვა ედვარდმა. „ის ჩემს სიახლოვეს არ მოვა. მტრობამ ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები.“

„რა სისულელეა. მან იცის, რომ შენ არ... ჰგავხარ სხვა ვამპირებს.“

„მაგრამ ჯერ კიდევ აქვთ კარგი მიზეზი, რომ ჩემგან უსაფრთხო დისტანცია დაიჭირონ.“

ბრმად გავიხედე საქარე მინიდან, მხოლოდ ჯეიკობის სახეს ვხედავდი, რომელიც იმ მწარე ნიღაბს დაეფარა მე რომ ვერ ვიტანდი.

„ბელა, ჩვენ ის ვართ რაც ვართ,“ წყნარად თქვა ედვარდმა. „მე შემიძლია ჩემი თავის გაკონტროლება, მაგრამ მეეჭვება, რომ მასაც შეეძლოს ეს. ის ძალიან ახალგაზრდაა. უფრო მოსალოდნელია, რომ ყველაფერი ბრძოლაში გადაიზრდებოდა და მე დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებდი მის შეწყვეტას, სანამ მე მას მ...“ მან სიტყვა გაწყვიტა და შემდებ ჩუმად გააგრძელა. „სანამ მას რამეს დავუშავებდი. შენ უბედური იქნებოდი. მე კი არ მინდა, რომ ეს მოხდეს.“

გამახსენდა ჯეიკობმა რა თქვა სამზარეულოში, მის მშრალი ხმის ზუსტი გამოძახილით გავიგონე მისი სიტყვები. დარწმუნებული არ ვარ, რომ საკმაოდ გაწონასწორებული ვარ იმისთვის, რომ ამას გავუმკლავდე... ალბათ მაინცდამაინც არ მოგეწონებოდა, თუ შენს მეგობარს მოვკლავდი. მაგრამ მაშინ მან შეძლო ეს...

„ედვარდ კალენ,“ დავიჩურჩულე. „შენ აპირებდი გეთქვა სანამ მოვკლავო? ასეა?“

მან თვალი ამარიდა, წვიმას მიშტერებოდა. ჩვენს წინ, წითელი სინათლე, რომელიც მე არ შემიმჩნევია, გამწვანდა და მან ისევ დაძრა მანქანა, ძალიან ნელა ატარებდა. ეს მისი ტარების სტილს არ შეესაბამებოდა.

„მე ვეცდებოდი... ძალიან მაგრად... რომ ეს არ გამეკეთებინა,“ თქვა ბოლოს ედვარდმა.

დაღებული პირით მივაჩერდი, მაგრამ ის ისევ წინ იყურებოდა. ჩვენ ქუჩის კუთხის გაჩერების ნიშანთან ვიყავით გაჩერებულები.

უეცრად, გამახსენდა რა დაემართა პერისს, როცა რომეო დაბრუნდა. დადგმის მიმართულება უბრალო იყო: ისინი ჩხუბობენ. პერისი ეცემა.

მაგრამ ეს სასაცილო იყო. შეუძლებელი.

„კარგი,“ ვთქვი და ღრმად ჩავისუნთქე, თავი გავაქნიე, რომ თავიდან გამომედევნა ის სიტყვები. „არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ოდესმე მოხდება, ასე რომ სანერვიულოც არაფერია. და შენ რა თქმა უნდა იცი, რომ ჩარლი სწორედ ახლა საათს არ აშორებს თვალს. გირჩევნია სახლში მალე მიმიყვანო, სანამ დაგვიანების გამო უარეს ხათაბალაში გავხვეულვარ.“

ავხედე, რომ ცალყბად გამეღიმა.

ყოველთვის როცა სახეზე ვუყურებდი, ამ შეუძლებლად სრულყოფილ სახეზე, ჩემი გული ძალიან ძლიერად და ჯანმრთელად ჩემი მკერდის ძალიან შორეულ სიღრმეში ცემდა. ამჯერად, გული თავისი ჩვეული მთვრალი რითმით აწყდებოდა მკერდს. ვიცანი მისი ქანდაკებასავით მშვიდი სახის გამომეტყველება.

„შენ ისედაც უარეს ხათაბალაში ხარ, ბელა,“ უმოძრაო ტუჩებით დაიჩურჩულა.

ახლოს მივუჩოჩდი, მკლავზე ვებღაუჭებოდი როცა თვალი გავაყოლე მის მზერას, რომ დამენახა რასაც ის ხედავდა. არ ვიცი რას ველოდი- შეიძლება შუა ქუჩაში მდგარ ვიქტორიას, რომლის ცეცხლისფერ წითელ თმებს ქარი აუფრიალებდა, ან ერთ მწკრივ მაღალ შავ მოსასხამებს... ან გაბრაზებული მაქციების ხროვას. მაგრამ საერთოდ ვერაფერი ვერ დავინახე.

„რა? რა არის?“

მან ღრმად ჩაისუნთქა. „ჩარლი...“

„მამაჩემი?“ წამოვიკივლე.

შემდეგ მან დამხედა, იმდენად მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ჩემი პანიკის შემსუბუქება შეძლო.

„ჩარლი... ალბათ არ აპირებს შენს მოკვლას, მაგრამ ფიქრით კი ფიქრობს ამაზე,“ მითხრა. მან ისევ დაძრა მანქანა, ჩემს ქუჩას დაუყვა, მაგრამ ჩემს სახლს ჩაუარა და ტყის პირას გააჩერა.

„რა დავაშავე?“ მძიმედ ამოვისუნთქე.

ედვარდმა ჩარლის სახლს გახედა ზურგსუკან. მის მზერას თვალი გავაყოლე და პირველად შევამჩნიე რა ეყენა სახლთან მისასვლელ გზაზე კრეისერის გვერდით. მბრწყინავი, ღია წითელი შეუძლებელი იყო მხედველობიდან გამოგრჩენოდა. ჩემი მოტოციკლი იწონებდა თავს კრეისერის გვერდით.

ედვარდმა თქვა, რომ ჩარლი მზად იყო მოვეკალი, ესეიგი მან იცოდა- რომ მოტოციკლი ჩემი იყო. მხოლოდ ერთადერთი ადამიანი შეიძლებოდა მდგარიყო ამ ღალატის მიღმა.

„არა!“ ძლივს ამოვთქვი. „რატომ? რატომ უნდა გაეკეთებინა ჯეიკობს ეს ჩემთვის?“ ღალატის გესლმა დამიარა. ჯეიკობს უყოყმანოდ ვენდობოდი- ვანდობდი მას ჩემს თითოეულ მნიშვნელოვან საიდუმლოს. ის ჩემთვის ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარი იყო- პიროვნება რომელსაც შემეძლო ყოველთვის მივნდობოდი. რა თქმა უნდა, ახლა ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ არ მეგონა, რომ რომელიმე საკვანძო მნიშვნელობის არსი შეიცვლებოდა ჩვენს შორის. არ მეგონა საერთოდ თუ იყო შესაძლებელი ამის შეცვლა.

რით დავიმსახურე ეს? ჩარლი ალბათ გაგიჟებული იყო- უფრო მეტიც, ის გულნატკენი და ანერვიულებული იქნებოდა. უამისოდაც საკმარის ტკივილთან არ მოუწია გამკლავება? ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ჯეიკი ასეთი ეგოისტური და ნამდვილი უნამუსო ყოფილიყო. ცრემლები გადმომცვივდა, თვალები მეწვოდა, მაგრამ ეს არ იყო სევდის ცრემლები. მე მიღალატეს. უცებ გავცხარდი, რომ თავმა ისე დამიწყო ფეთქვა, მეგონა გამისკდებოდა.

„ჯერ კიდევ აქაა?“ დავისისინე.

„ჰო. იქ გვიცდის.“ მითხრა ედვარდმა და თავი ვიწრო ბილიკისკენ გაიქნია, რომელიც ორად ყოფდა ტყეს.

მანქანიდან გადმოვხტი და ტყისკენ გავვარდი, მუშტები უკვე დასარტყამად მქონდა გამზადებული.

რატომ იყო ედვარდი ჩემზე ასე ძალიან სწრაფი?

სანამ ბილიკის გზას დავადგებოდი წელზე შემომხვია ხელები და დამიჭირა.

„გამიშვი! უნდა მოვკლა! მოღალატე!“ ხეების მიმართულებით ვტყორცნე ეპითეტი.

„ჩარლი გაიგონებს შენს ხმას,“ გამაფრთხილა ედვარდმა. „და მაშინვე სახლში შეგიყვანს, ალბათ კარის ზღურბლთან გელოდება.“

ინსიქტურად მოვავლე თვალი სახლს, მაგრამ პრიალა წითელი მოტოციკლის გარდა ვერაფერს ვხედავდი. წითელს ვხედავდი. თავმა ისევ დაიწყო ფეთქვა.

„ერთი რაუნდი მაცადე ჯეიკობთან, შემდეგ კი ჩარლის მივხედავ,“ თავისუფლების მოსაპოვებლად ამაოდ გავიბრძოლე.

„ჯეიკობ ბლექს ჩემი ნახვა უნდა. სწორედ ამიტომაა ის ჯერ კიდევ აქ.“

ამის გოგონებაზე გამაცია- ჩხუბი ჩემს ცხვირწინ. ხელები მომიდუნდა. ისინი ჩხუბობენ; პერისი ეცემა.

გავცეცხლდი, მაგრამ არა იმ გაცეცხლებით.

„სალაპარაკოდ?“ ვკითხე.

„მეტნაკლებად.“

„ეგ როგორ?“ ხმა ამითრთოლდა.

ედვარდმა თმაზე სახიდან ზურგისკენ გადამისვა ხელი. „ნუ ღელავ, ის ჩემთან საჩხუბრად არ არის აქ. მას.... ხროვის წარმომადგენლის ფუნქცია აქვს დაკისრებული.“

„ოჰ.“

ედვარდმა ისევ სახლს შეხედა, შემდეგ უფრო მაგრად მომხვია ხელი წელზე და ტყისკენ წამიყვანა. „უნდა ვიჩქაროთ. ჩარლის მოუთმენლობა იპყრობს.“

შორს წასვლა არ დაგვჭირვებია; ჯეიკობი ბილიკიდან რამდენიმე ნაბიჯში გველოდებოდა. ლოდინის დროს კარგად მოკალათებულიყო ხავსიანი ხის ვარჯზე, მტკიცე და გესლიანი სახე ჰქონდა, ზუსტად ისეთი როგორიც ვფიქრობდი რომ ექნებოდა. მან ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ედვარდს. ჯეიკობის პირს ყალბი ჩაცინება მოსწყდა, შემდეგ ხეს მოსცილდა. შიშველ ფეხისგულებზე იდგა ოდნავ წინგადმოხრილი, აკანკალებული ხელები მუშტებად შეეკრა. იმაზე დიდი მომეჩვენა ვიდრე მაშინ იყო ბოლოს რომ ვნახე. ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ როგორღაც ის ისევ იზრდებოდა. ერთმანეთის გვერდით რომ დამდგარიყვნენ ედვარდზე მაღალიც კი იქნებოდა.

მაგრამ ედვარდი მაშინვე გაჩერდა, როგორც კი ის დავინახეთ, ფართო ადგილი დავტოვეთ ჩვენსა და ჯეიკობს შორის. ედვარდმა სხეული შეაბრუნა, ისე გადამაადგილა, რომ მის უკან აღმოვჩნდი. გვერდით გადავიხარე, რომ ჯეიკობისთვის შემეხედა- რომ ჩემი მზერით დამედანაშაულებინა ღალატში.

 ვფიქრობდი,რომ მისი განაწყენებული, ცინიკური გამომეტყველების დანახვა უარესად გამაბრაზებდა. ამის ნაცვლად, მისმა გამომეტყველებამ გამახსენა ბოლოს როგორი ვნახე ის, ცრემლითავსებულთვალებიანი. მას რომ ვუყურებდი ჩემი მძვინვარება დასუსტდა, მერყევი გახდა. იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ვნახე  ის- ვერ ვიტანდი, რომ ჩვენი ხელახალი შეხვედრა ასეთი იყო.

„ბელა,“ მისალმების ნიშნად თავი დამიკრა ჯეიკობმა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ედვარდისთვის.

„რატომ?“ დავიჩურჩულე, შევეცადე არ გამეცა, რომ ყელში მქონდა სევდის ბურთი გაჩხერილი. „როგორ შეგეძლო ეს გაგეკეთებინა ჩემთვის, ჯეიკობ?“

მისი ყალბი ღიმილი გაქრა, მაგრამ სახე ისევ მტკიცე და უხეში ჰქონდა. „ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.“

ეს რას ნიშნავს? გინდა ჩარლიმ დამახრჩოს?  თუ გინდა ჰარივით გულმა დაარტყას? მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გაცეცხლებული ხარ ჩემზე, როგორ შეგეძლო ეს მისთვის გაგეკეთებინა?“

ჯეიკობი შეკრთა და წარბები შეჭმუხნა, მაგრამ არაფერი უპასუხია.

„არავისთვის არ უნდოდა ზიანის მოტანა- მას უნდოდა უბრალოდ ჭკუა ესწავლებინა შენთვის, ისე რომ ჩემთან დროის გატარების უფლება აღარ მოიეცათ.“ ჩაიბუტბუტა ედვარდმა, ჯეიკობის ფიქრებს მიხსნიდა, რომლის თქმასაც თავად ვერ ახერხებდა.

ჯეიკობმა თვალები ნაპერწკლები დააკვესა სიძულვილით, როდესაც ისევ ედვარდს მიაშტერდა.

„აუ, ჯეიკობ!“ ამოვიკვნესე. „მე უკვე მასწავლეს ჭკუა! აბა, როგორ გგონია, რატომ არ ჩამოვედი ლა პუშში და არ გაგძუყნე(JJJ) ჩემი სატელეფონო ზარების უგულებელყოფისთვის?“

ჯეიკობმა ისევ მე მომანათა თვალები, თავიდან შეცბუნებული მომეჩვენა. „ვითომ მაგიტომ?“ მკითხა და ყბები მაგრად მიაჭირა ერთმანეთს, თითქოს წუხდა, რომ ხმა ამოიღო.

„მას ეგონა, რომ ჩარლი კიარა, მე არ გიშვებდი,“ ისევ ამიხსნა ედვარდმა.

„შეწყვიტე მაგის კეთება,“ უკმეხად წამოისროლა ჯეიკობმა.

ედვარდმა არაფერი უპასუხა.

ჯეიკობი ერთხელ შეთრთოლდა, კბილებიც ისევე მაგრად გაახრჭიალა, როგორ ხელებს მუშტავდა. „როგორც ჩანს ბელა არ აზვიადებდა შენს...შესაძლებლობებთან დაკავშირებით,“ კბილებს შორის გამოსცრა. „ესეიგი შენ უკვე უნდა იცოდე რატომ ვარ აქ.“

„ვიცი,“ რბილი ხმით დაეთანხმა ედვარდი. „მაგრამ სანამ დაიწყებ, რაღაც უნდა გითხრა.“

ჯეიკობი იცდიდა, მუშტავდა და ადუნებდა ხელებს, ცდილობდა დაემორჩილებინა კანკალი, რომელიც მკლავებს ურხევდა.

„მადლობ,“ თქვა ედვარდმა, ხმა უთრთოდა ღრმა გულწრფელობის გამო. „ვერასდროს შევძლებ გითხრა, თუ როგორი მადლობელი ვარ შენი. მე შენგან დავალებული ვიქნები მთელი ჩემი... არსებობის მანძილზე.“

ჯეიკობი გულგრილად უმზერდა მას, გაოცებისგან კანკალი შეუწყდა. მან სწრაფად შემომხედა, მაგრამ მეც მასავით დაინტრიგებული სახე მქონდა.

„ბელას გადარჩენისთვის,“ განგვიმარტა ედვარდმა უხეში და გაცხარებული ხმით. „როცა მე... არ გავაკეთე ეს.“

„ედვარდ...“ დავიწყე, მაგრამ მან ხელი აწია, თვალები ჯეიკობზე ჰქონდა მიპყრობილი.

მიხვედრილობამ გადაუარა ჯეიკობს სახეზე, სანამ მტკიცე ნიღაბი დაბრუნდებოდა. „შენი სარგებლისთვის არ გამიკეთებია ეგ.“

„ვიცი. მაგრამ ეს არ ამსუბუქებს მადლიერებას, რომელსაც შენს მიმართ ვგრძნობ. ვფიქრობდი, რომ ეს უნდა გცოდნოდა. თუ ოდესმე შემეძლება რამე გავაკეთო შენთვის...“

ჯეიკობმა ცალი შავი წარბი აწია.

ედვარდმა თავი გააქნია. „ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებული.“

„აბა ვისზეა?“ დაიღრინა ჯეიკობმა.

ედვარდმა დამხედა. „მასზე. მე კარგი მოსწავლე ვარ, ჯეიკობ ბლექ, და იგივე შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ. მე აქ ვიქნები სანამ ის არ მიბრძანებს რომ წავიდე.“

მომენტალურად ჩავიძირე მის ოქროსფერ თვალებში. არც ისე ძნელი მისახვედრი იყო, რა გამომრჩა საუბარში. ერთადერთი რამ რაც ჯეიკობს ედვარდისგან ენდომებოდა, მისი არყოფნა იყო.

„არასოდეს,“ დავიჩურჩულე, ისევ ედვარდის მზერას ვიყავი მიჯაჭვული.

ჯეიკობმა ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს პირში ბურთი ჩასჩარეს.

უხალისოდ გავინთავისუფლე თავი ედვარდის მზერისგან, რომ ჯეიკობისთვის შემებღვირა. „კიდევ გინდოდა რამე, ჯეიკობ? გინდოდა ხათაბალაში გაგეხვიე- მისია შესრულებულია. ჩარლი ალბათ პირდაპირ სამხედრო სკოლაში გამაგზავნის. მაგრამ ეს ვერ შემაკავებს ედვარდისგან შორს. არაფერს შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ რა გინდა?“

ჯეიკობი ედვარდს არ აშორებდა თვალს. „უბრალოდ მინდოდა შენი სისხლისმწოველა მეგობრებისთვის შემეხსენებინა ხელშეკრულების რამდენიმე საკვანძო პუნქტი, რომელსაც ისინი დაეთანხმნენ. საზავო მოლაპარაკება მაჩერებს ამ წუთას, რომ ყელში არ ვეცე და გამოვღადრო.“

„არ დაგვვიწყებია,“ თქვა ედვარდმა ზუსტად იმ დროს, როცა მე ჩავეკითხე, „რა საკვანძო პუნქტები?“

ჯეიკობი ისევ ედვარდს მიშტერებოდა, მაგრამ მე მიპასუხა. „შეთანხმება საკმაოდ თავისებურია. თუ რომელიმე მათგანი უკბენს ადამიანს, ზავი დასრულდება. თუ მხოლოდ უკბენს, კი არ მოკლავს.“ ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვებს. როგორც იქნა შემომხედა. ცივი მზერა ჰქონდა.

მხოლოდ წამი დამჭირდე განსხვავებას რომ დავკვირვებოდი, შემდეგ კი მეც მასავით ცივი გამიხდა სახე.

„ეს შენი საქმე არ არის.“

„ფეხებზე მკიდია...“ სულ ეს იყო რისი ამოთქმაც შეძლო.

არ ველოდი, რომ ჩემი ნაჩქარევი სიტყვები ასე ძლიერ გამოპასუხებას ჰპოვებდა. გაფრთხილების მიუხედავად, რომლის მოსაცემადაც აქ მოვიდა, შეუძლებელი იყო მას ეს ზუსტად სცოდნოდა.ალბათ ეგონა, რომ გაფრთხილება უბრალოდ წინდახედულება იყო.  მას არ ჰქონდა გაცნობიერებული- ან დაჯერება არ უნდოდა- რომ არჩევანი უკვე გავაკეთე. რომ მართლა ვაპირებდი კალენების ოჯახის წევრი გავმხდარიყავი.

ჩემმა პასუხმა ჯეიკობი კინაღამ კრუნჩხვებში ჩააგდო. მუშტები მაგრად მიიჭირა საფეთქლებზე, თვალები მაგრად დახუჭა, ასე ცდილობდა სპაზმების მოგერიებას. მოწითალო-ყავისფერ კანქვეშ სახე მოყვითალო მწვანე გაუხდა.

„ჯეიკ? კარგად ხარ?“ აღელვებულმა ვკითხე.

მისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ედვარდმა დამიჭირა და თავის სხეულსუკან დამმალა. „ფრთხილად! თავს ვეღარ იმორჩილებს,“ გამაფრთხილა.

მაგრამ ჯეიკობი უკვე ნაწილობრივ ეკუთვნოდა თავის თავს; ახლა მხოლოდ მკლავები უკანკალებდა. ედვარდს სუფთა სიძულვილით შეუბღვირა. „ახ,მე არასდროს არაფერს დავუშავებ მას.“

არც მე და არც ედვარდს არ გამოგვრჩენია მის ხმაში ქვეტექსტი და ბრალდება. ხმადაბალი სისინი გამოუსხლტა ტუჩებსშორის ედვარდს. ჯეიკობმა უნებურად მომუშტა ხელები.

„ბელა,“ ჩარლის ღრიალი ექოდ მოისმა სახლის მხრიდან. „ახლავე სახლში შემოდი!“

ყველანი გავხევდით, სიჩუმეს ვუსმენდით, რომელიც ამ ღრიალს მოჰყვა.

პირველმა მე დავილაპარაკე; ხმა მიკანკალებდა. „ჯანდაბა.“

ჯეიკობს სახეზე მძვინვარება შეერყა. „ვწუხვარ მაგის გამო,“ ჩაიბურტყუნა. „ყველაფერი უნდა გამეკეთებინა რაც შემეძლო- უნდა მეცადა...“

„მადლობ.“ ხმისკანკალმა დაამსხვრია ჩემი ირონია. ბილიკს ავხედე, ნახევრად მოველოდი, რომ ჩარლის დავინახავდი როგორ მოაბოტებდა ნესტიან გვიმრებს შორის განრისხებული ხარივით. ამ სცენარში მე ალბათ წითელი დროშის ფუნქცია მექნებოდა.

„მხოლოდ კიდევ ერთი რამ,“ მითხრა ედვარდმა,შემდეგ კი ჯეიკობს შეხედა. „ჩვენს მხარეს ვიქტორიას კვალიც კი ვერსად ვიპოვეთ, თქვენ?“

მან მაშინვე შეიტყო პასუხი, როგორცკი ჯეიკობმა გაიფიქრა ის, მაგრამ მან მაინც თქვა პასუხი. „ტრიე ბოლოს მაშინ იყო, როცა ბელა... წასული იყო. ნება მივეცით ეფიქრა, რომ თავს დაიძვრენდა- წრეს ვავიწროებდით, მისთვის ჩასასაფრებლად ვემზადებოდით...“

ყინულმა დამიარა ხერხემალში.

„შემდეგ ისე გაიქცა, როგორც ღამურა ჯოჯოხეთიდან. როგორც ვიცით აქვე ახლოს მან თქვენი პატარა მდედრის სუნი იკრა და მიხვდა, რომ კარგად ვეღარ იყო მისი საქმე. მას შემდეგ ჩვენი მიწების შორიახლოს აღარ გამოჩენილა.“

ედვარდმა თავი დაუქნია. „როცა დაბრუნდება, ის თქვენი პრობლემა აღარ იქნება. ჩვენ...“

„მან ჩვენ მიწაზე დახოცა ხალხი!“ დაისისინა ჯეიკობმა. „ის ჩვენია!“

„არა...“ ორივე განცხადებას გაპროტესტება დავიწყე.

„ბელა! მის მანქანას ვხედავ და ვიცი რომ მანდ ხართ. თუ ერთ წუთში სახლში არ შემოხვალ...!“ ჩარლის თავი არ შეუწუხებია, რომ მუქარა დაემთავრებინა.

„წავედით,“ თქვა ედვარდმა.

გულგატეხილმა გავხედე ჯეიკობს. ნეტა, კიდევ ვნახავდი ოდესმე?

„მაპატიე,“ ისე ხმადაბლა დაიჩურჩულა, რომ მხოლოდ მის ტუჩებზე დაკვირვებით გავიგე. „მშვიდობით, ბელზ.“

„შენ დამპირდი,“ სასოწარკვეთილად შევახსენე. „ისევ მეგობრები ვართ, ხომ ასეა?“

ჯეიკობმა ნელა გააქნია თავი, ყელში გაჩხერილმა ბურთმა კინაღამ დამახრჩო.

„ხომ იცი, როგორ მაგრამ ვცდილობდი პირობა შემესრულებინა, მაგრამ... აღარ ვიცი როგორ გავაგრძელო მცდელობა.  ახლა აღარ...“ ის შეეცადა თავისი მტკიცე ნიღაბი ადგილზე დაებრუნებინა, მაგრამ ის შეირხა, შემდეგ კი გაქრა. „მენატრები,“ წარმოთქვა. ცალი ხელი ჩემსკენ გამოიწვდინა, თითები ჩემსკენ გაშლილი, თითქოს ოცნებობდა ისეთი გრძელი თითები ჰქონოდა, რომ ჩვენს შორის მანძილი გადმოეკვეთა.

„მეც,“ ამოვთქვი. ფართო სივრცეში გავიშვირე ხელი მისკენ.

თითქოს ერთმანეთთან დაკავშირებულები ვიყავით, მისი ტკივილის გამოძახილი ჩემში გადმოვიდა. მისი ტკვილი, ჩემი ტკივილი.

„ჯეიკ...“ მისკენ ნაბიჯი გადავდგი. მინდოდა წელზე მკლავები შემომეხვია მისთვის და ტანჯვის გამომეტყველება წამეშალა მისი სახიდან.

ედვარდმა ისევ უკან გამწია, მისი მკლავები დაცვის ნაცვლად მაკავებდა.

„ყველაფერი რიგზეა,“ დავპირდი, ნდობით სავსე თვალებით ავხედე რომ მისი სახე წამეკითხა. ის გამიგებდა.

თვალები გაურკვეველი, გამომეტყველება კი არაფრისმთქმელი ჰქონდა. „არა, რიგზე არაფერიც არ არის.“

„გაუშვი,“ ისევ გამძვინვარებულმა ჯეიკობმა შეუღრინა მას. „მას უნდა რომ გაუშვა!“ მან ორი დიდი ნაბიჯი გადმოდგა წინ. წინათგრძნობის ციაგი გაუკრთა თვალებში. გააჟრჟოლა და მკერდი ამოებერა.

ედვარდმა ისევ თავის ზურგსუკან მომიქცია, თვითონ შებრუნდა რომ ჯეიკობს დაპირისპირებოდა.

„არა! ედვარდ...!“

„იზაბელა სვონ!

„წამოდი! ჩარლი გაგიჟებულია!“ პანიკანარევი ხმა მქონდა, ოღონდ ამჯერად არა ჩარლის გამო. „დროზე!“

მთელი ძალით შევეცადე მის წამოთრევას, ის კი მხოლოდ ოდნავ მოდუნდა.  თავის ზურგსუკან ნელა დამაყენა, თვალს არ აცილებდა ჯეიკობს სანამ უკან ვიხევდით.

ჯეიკობი ღვარძლიანი სახით პირქუშად გვიყურებდა.  წინათგრძნობა აორთქლდა მისი თვალებიდან და მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენს შორის ხეები მოექცა, სახე უცებ ტკივილისგან შეეჭმუხნა.

ვიცოდი, რომ მის სახეზე უკანასკნელად თვალის შევლებისას მასზე აღბეჭდილი გამომეტყველება არ მომეშვებოდა მანამ, სანამ მას ისევ გაღიმებულს არ ვნახავდი.

და სწორედ იქ აღთქმა დავდე, რომ მე აუცილებლად  ვნახავდი მას გაღიმებულს და თან ძალიან მალე. აუცილებლად ვიპოვიდი ჩემი მეგობრის შენარჩუნების გზას.

ედვარდს ისევ მაგრად შემოეხვია მკლავი ჩემს წელზე, მჭიდროდ ვყავდი მიკრული. სწორედ ეს იყო ის, რაც ჩემს თვალებში ცრემლებს აკავებდა.

მე სერიოზული პრობლემები მქონდა.

ჩემი საუკეთესო მეგობარი თავის მტრებში მთვლიდა.

ვიქტორია ჯერ კიდევ თავისუფლად დაძრწოდა და ყველა იმ პიროვნებებს აგდებდა საფრთხეში, ვინც მიყვარდა.

თუ მალე ვამპირი არ გავხდებოდი, ვოლტური მომკლავდა.

ახლა კი, როგორც ჩანდა, თუ მართლა გავხდებოდი  ვამპირი, ქვილეთი მაქციები ეცდებოდნენ ეს საქმე თვითონ გაეკეთებინათ- ისინი შეეცდებოდნენ მოეკლათ ჩემი მომავალი ოჯახი. მართალია, რომ ვიცოდი მათ არავითარი შანსი არ ექნებოდათ ამის გაკეთების, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი რომ მომკვდარიყო ამ მცდელობისას?

ეს ძალიან სერიოზული პრობლემები იყო. მაშინ უცებ რატომ მომეჩვენა ეს ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ, როდესაც ბოლო ხეებს შორისაც გავაღწიეთ და ჩემი მხედველობის არეში ჩარლის აჭარხლებული სახის გამომეტყველება მოხვდა?

ედვარდმა ნაზად მომიჭირა ხელზე ხელი. „მე შენთან ვარ.“

ღრმად ჩავისუნთქე.

ეს სიმართლე იყო. ედვარდი ჩემთან იყო, მკლავები ჩემზე ჰქონდა შემოხვეული.

მე შემეძლო ყველაფერს დავპირისპირებოდი სანამ ეს სიმართლე იყო.

მხრებში გავიმართე და ჩემი ბედისწერისკენ გავემართე, ჩემი ბედ-იღბალი ხომ აშკარად ჩემსკენ იყო.


წყარო: დააწკაპეთ აქ

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)