მოკლედ რას არ გაიგებ ინტერნეტით :) დღეს დაახლოებით 11ზე facebook - ს ვესტუმრე და შემდეგი სახის წერილი დამახვედრეს:
fb-ze ყველა გოგოს საყურადღებოდ! ) ვნახოთ, მსგავსი რაღაც საქართველოშიც თუ გამოვა ) ერთი წლის წინ თითქმის ყველა გერმანელ გოგონას სტატუსად ერთ–ერთი ფერი ეწერა. ყველას, განსაკუთრებით კი ბიჭებს აინტერესებდათ, რატომ წერდა ყველა გოგო სტატუსად მაგ: „შავი“ ან „წითელი“. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ ამაზე ტელევიზიაში არ გაკეტდა რეპორტაჟი. საქმე კი იმაშია, რომ ყველა გოგოს უნდა დაეწერა თავის კედელზე ის ფერი, რა ფერის ლიფიც აცვია. ჩვენც დავპოსტოთ ფერები და ვიხალისოთ..ვნახოთ, რამდენი ხანი გასტანს მამაკაცების გაუგებრობაში ყოფნა ამ წერილს არ უპასუხოთ. გაუგზავნეთ ის თქვენს მეგობარ ყველა გოგონას, რათა რაც შეიძლება მეტი გოგო ჩაერთოს ) წაშალეთ ეს მესიჯი, თუ თქვენს facebookზე ბიჭი შემოდის, და აუცილებლად დაპოსტეთ ფერი ...დიდი მადლობა ar upasoxot
ესეც ინგლისური ვერსია, თუმცა მისი შინაარსი მთლად არ შეეფერება ქართულს :
ვიფიქრე უეჭველი ვიღაც მეღადავება მეთქი, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ facebook -ის wall - ები ნამდვილ ცისარტყელას გავდა. გოგონები(და არამარტო:)) სტატუსად ფერებს იწერდნენ. მხვდებოდა ისეთი უცნაური ფერებიც, როგორიცაა: ზღმარტლისფერი, შეშინებულითაგვისფერი, ნაცრისფერი ლუდიანი კაცებით და სხვ. თუმცა ასეთებს ძირითადად ბიჭები წერდნენ :)
ბიჭები კი ასე ერთობიან :) |
აი ასეთ კითხვებსაც გადააწყდებით კედლებზე :) |
ვისაც არ გვაცვია რა ვქნათ? ;დ
ReplyDelete