Pages

daklikeeeeeeeee

Showing posts with label ახალი ამბები. Show all posts
Showing posts with label ახალი ამბები. Show all posts

Tuesday, November 8, 2011

ნამდვილად უქმდება თუ არა ფეისბუქი






ინტერენტში დიდი ხნის  ძებნისა და კვლევის შედეგად საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ფეისბუქის გაუქმების შესახებ წინა პოსტში წარმოდგენილი საიტი მცდარ ინფორმაციებს აქვეყნებდა და სინამდვილეში მსგავსი რამ იდეაშიც კი არ არის. ცნობილი საიტი SophosSecurity აქვეყნებს შემდეგი სახის ვიდეოს:



სადაც ნათქვამია რომ საიტი http://weeklyworldnews.com მუდმივად აქვეყნებს ცრუ ინფორმაციებს, ამიტომ ამ წყაროს არ უნდა ვენდოთ.

ასე, რომ გაიხარეთ ფეისბუქის აქტიურო მომხმარებლებო :) თქვენს საყვარელ სოციალურ ქსელს უახლოეს მომავალში არაფერი ცუდი არ ემუქრება.





Monday, November 7, 2011

10 ტყუპიიი



რუს ქალს 10 ტყუპი შეეძინააა :) მას ეხო არ გაუკეთებია წინასწარ და სრულიად მოულოდნელი იყო ეს ამბავიი... ამბობენ, ბავშვების გაჩენის შემდეგ მეუღლე საავადმყოფოში აღარ გამოჩენილაო :) საცოდავი დედა :):)






თოვლი მოვიდაა..



საქართველოს ზოგიერთ კუთხეში თოვლი მოვიდა და ინტერნეტიც ახმაურდა :) ყველა თოვლზე წერს, ყველა იმას კითხულობს მათთან რატომ არ არის, ან პირიქით–რა დააშავეს რომ იყინებიან... საინტერესოა, მაინც რა არის თოვლი:

თოვლი — ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი ფიფქისგან შედგება, რომლებიც ღრუბლებიდან ცვივა. თოვლს ღია და შესაბამისად რბილი სტრუქტურა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გარე წნევითაა დაწნეხილი.–ასეთ განმარტებას ნახავთ ვიკიპედიაში, მაგრამ პირადად ჩვენთვის რა არის თოვლი?

ჩემთვის თოვლი ასოცირდება სითეთრესთან, სითეთრე კი–სიწმინდესთან. როცა არემარე თეთრად შეფერადდება, თითქოს სიწმინდე მოვიდა ჩვენამდეო –   გული სიხარულით მევსება. მიყვარს სითეთრე, მიყვარს თოვლით გადათეთრებული სახლის სახურავები, სადამდეც თვალი მიგვიწვდება ყველაფერი თეთრი და ლამაზია, თუმცა სიწმინდე სამწუხაროდ ბოლომდე არასდროს რჩება ჩვენთან, ეზო კარმიდამო ჭყაპით და ტალახით ივსება, ჩვენც კვლავ წუწუნს ვიწყებთ, თუ რა საშინელებაა ეს თოვლი და რა სამწუხაროა, მუდამ ზაფხული რომ არ არის...


თოვლი თავისი სითეთრის და სილამაზის გამო მიყვარს, მაგრამ ის, რაც მას მოყვება, საშინლად მძულს და მაღიზიანებს... მუდმივი სიცივე, რომ იტყვიან ძვალ–რბილში გამჭოლი ქარი...(განსაკუთრებით ჩემს მხარეში) და მუდამ იმაზე საყვედური რომ მხოლოდ მე ვარ დამნაშავე ჩემს გაცივებაში, მე ხომ  თბილად არ ვიცვამ. არადა ნეტავი ვინ იცვამს ჩემზე თბილად, ზოგჯერ იმდენი მაცვია, სიარულიც კი მიჭირს :)

აი სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ზაფხული მირჩევნია ზამთარს... რა სჯობს მუდმივ სითბოს და მზეს... :) ასე რომ ძალიანაც მიხარია ჯერ რომ არ მოსულა ჩემს მხარეში თოვლი:) თბილისელებმა კი იწუწუნონ რამდენიც უნდათ ამ მოულოდნელ თოვლზე, ადრე თუ გვიან ხომ უნდა გაეგოთ რა არის ნოემბერში სიცივე :)


P.S. თქვენ რას იტყვით, გიყვართ თოვლი?





Tuesday, November 1, 2011

facebook უქმდება :(:(:(

როგორც ერთ ერთმა საიტმა განაცხადა, facebook.com  2012 წლის მარტში უქმდება :( სტატიაში ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ საიტი კონტროლს აღარ ექვემდებარება, მან მისი ცხოვება დაანგრია და სურს დამთავრდეს ეს სიგიჟე...

ცუკერბერგი აცხადებს, რომ მარტის 15ის დასაწყისიდან მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ საიტზე შესვლა... ეს დაეხმარება მომხმარებლებს, რომ ნელ-ნელა შეეჩვივნონ საიტის არარსებობას... :)

"15 მარტის შემდეგ მთელი საიტი გაუქმდება"- ამბობს Avrat Humarthi, Vice President of Technical Affairs at Facebook. "ამიტომ თუ გსურთ შეინარჩუნოთ თქვენი ფოტოები, ეხლავე გადაწერეთ საიტიდან, რადგან საიტის შეწყვეტისთანავე აღარ გექნებათ ამისი სესაძლებლობა..."

ცუკერბერგის თქმით, მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალზე რთული იყო, მაგრამ ფიქრობს, რომ ხალხისთვის ეს არ იქნება მოულოდნელი.


"ჩემი აზრით ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას და ვფიქრობ უკეთესიცაა, რადგან ფეისბუქის გარეშე ხალხი გარეთ გავა და ნამდვილ მეგობრებს შეიძენს,,, ეს ყოველთვის კარგია"- განაცხადა სატელეფონო ინტერვიუში მარკ ცუკერბერგმა.


ზოგი ფეისბუქის მომხმარებელი შოკში ჩავარდა ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ.
"რა მეშველება ფეისბუქის გარეშე" - ამბობს Denise Bradshaw, a high school student from Indiana. ჩემი ცხოვრება მის გარშემო ტრიალებს. დღეში დაახლოებით 10 საათი ვარ საიტზე. ეხლა რა უნდა ვაკეთო ამ თავისუფალ დროს? "


თუმცა მშობლები მოხარულნი არიან ამ ამბით და რწმენაც კი დაუბრუნდათ.
"მოხარული ვარ, რომ ფეისბუქის ღამისთენებები დასრულდება." - ამბობს Jon Guttari, a single parent from Detroit. ახლა ჩემი თინეიჯერების სახეები აღარ იქნება კომპიუტერის ეკრანისაგან დაღლილი. შესაძლოა მათთან გასაუბრებაც კი მოვახერხო ხოლმე".

აქედან შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეისბუქის შენარჩუნების მოთხოვნას... დააწკაპეთ

ცუკერბერგს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ამ მრავალმილიარდიან ინდუსტრიას უნდა ჩამოშორდეს. ფეისბუქი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შემოსავლიანი ბიზნესია მსოფლიოში. ეკონომისტების შეფასებით, ამჟამად მისი ღირებულება 7.9 მილიარდი დოლარია. თუმცა ცუკერბერგი მაინც თავის გადაწყვეტილებაზე რჩება და ამბობს, რომ მას ფული საერთოდ არ სჭირდება. ერთადერთი რაც სურს, ეს ძველი ცხოვრების დაბრუნებაა.

ფეისბუქის კორპორაცია ურჩევს მომხმარებლებს, რომ პირადი ინფორმაცია და ფოტოები ამოიღონ საიტიდან 2012 წლის 15 მარტამდე. ამ დღის შემდეგ ყველა ფოტო, ვიდეო, ლინკი და ნოუთი წაშლილი იქნება სამუდამოდ.


P.S. უკანასკნელი განახლება ფეისბუქის გაუქმების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ: დააწკაპე



Sunday, October 23, 2011

სილქნეტმა იმედები გაგვიცრუა






კომპანია „სილქნეტი“ რეგიონებში ინტერნეტის ქსელს აფართოებს, თუმცა ეს ყველაფერი იმის ხარჯზე ხდება, რომ მომხმარებლებს უკვე მეოთხე დღეა ინტერნეტი არ მიეწოდებათ,  აღარც სილქ ტივის მოხმარების საშუალება გვაქვს... 2 100 100 ზე დარეკვისას მხოლოდ ბოდიშებით გისტუმრებენ და იმასაც კი არ გეუბნებიან, თუ როდის აღდგება ინტერნეტი. ტექსტი მუდმივად ერთიდაიგივეა: "კომპანია სილქნეტის სახელით ბოდიშს გიხდით არსებული შეფერხებისთვის, ინტერნეტის მიწოდება ნებისმიერ დროს შეიძლება აღდგეს, ეხლაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები"...  უკვე ოთხი დღეა რაც ამ ტექსტს მიმეორებენ, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა... არვიცი რამდენ ხანს გვაძლებ ინტერნეტის გარეშე და ალბათ მეოთხედაც რომ დავრეკავ სილქნეტის ოფისში, საინტერესოა კვლავ მექნება თუ არა ზრდილობის ფარგლებში საუბრის სურვილი...

Monday, September 12, 2011

ახალი სასწავლო წელი ახალციხის უნივერსიტეტში (2011-2012)

 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 12 სექტემბერს დაიწო და რასაკვირველია საზეიმოდაც გაიხსნა. კონცერტი 10 საათზე იწყებოდა, ასე რომ მეგობრებთან ერთად მეც ზუსტად 10 ზე ვიყავი უნის ეზოში :) თავდაპირველად იყო რექტორისა და

Friday, May 13, 2011

უქმდება თუ არა ახალციხის უნივერსიტეტი

რატომ საუბრობენ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გაუქმებაზე? რატომ შეწყდა მიღება იურიდიულ, უცხო ენათა და ჟურნალისტიკის სპეციალობაზე? რა ბედი ელით მათ, ვინც უკვე სწავლობს აღნიშნული მიმართულებით? რას მიენიჭება პრიორიტეტი ახალ სასწავლო წელს და როგორ გადანაწილდება სახელმწიფო გრანტი. 

დირექტორის არჩევნების მოლოდინში

ახალციხის საჯარო სკოლებში ჯერ მანდატურების არ ეშინიათ, თუმცა არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებს გართულებული საგამოცდო საკითხები ადარდებთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის 13 არაქართულენოვანი სკოლიდან წელს დირექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადი მხოლოდ 3-მა შეავსო, დანარჩენებს როგორც ამბობენ არა გამოცდის სირთულე არამედ შეცვლილი პირობები აშინებთ. მუნიციპალიტეტის 38 საჯარო სკოლიდან უმეტესობაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. წელს კონკურსანტები ამ ადგილების დასაკავებლად იბრძოლებენ.