Pages

daklikeeeeeeeee

Monday, November 7, 2011

თოვლი მოვიდაა..



საქართველოს ზოგიერთ კუთხეში თოვლი მოვიდა და ინტერნეტიც ახმაურდა :) ყველა თოვლზე წერს, ყველა იმას კითხულობს მათთან რატომ არ არის, ან პირიქით–რა დააშავეს რომ იყინებიან... საინტერესოა, მაინც რა არის თოვლი:

თოვლი — ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი ფიფქისგან შედგება, რომლებიც ღრუბლებიდან ცვივა. თოვლს ღია და შესაბამისად რბილი სტრუქტურა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გარე წნევითაა დაწნეხილი.–ასეთ განმარტებას ნახავთ ვიკიპედიაში, მაგრამ პირადად ჩვენთვის რა არის თოვლი?

ჩემთვის თოვლი ასოცირდება სითეთრესთან, სითეთრე კი–სიწმინდესთან. როცა არემარე თეთრად შეფერადდება, თითქოს სიწმინდე მოვიდა ჩვენამდეო –   გული სიხარულით მევსება. მიყვარს სითეთრე, მიყვარს თოვლით გადათეთრებული სახლის სახურავები, სადამდეც თვალი მიგვიწვდება ყველაფერი თეთრი და ლამაზია, თუმცა სიწმინდე სამწუხაროდ ბოლომდე არასდროს რჩება ჩვენთან, ეზო კარმიდამო ჭყაპით და ტალახით ივსება, ჩვენც კვლავ წუწუნს ვიწყებთ, თუ რა საშინელებაა ეს თოვლი და რა სამწუხაროა, მუდამ ზაფხული რომ არ არის...


თოვლი თავისი სითეთრის და სილამაზის გამო მიყვარს, მაგრამ ის, რაც მას მოყვება, საშინლად მძულს და მაღიზიანებს... მუდმივი სიცივე, რომ იტყვიან ძვალ–რბილში გამჭოლი ქარი...(განსაკუთრებით ჩემს მხარეში) და მუდამ იმაზე საყვედური რომ მხოლოდ მე ვარ დამნაშავე ჩემს გაცივებაში, მე ხომ  თბილად არ ვიცვამ. არადა ნეტავი ვინ იცვამს ჩემზე თბილად, ზოგჯერ იმდენი მაცვია, სიარულიც კი მიჭირს :)

აი სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ზაფხული მირჩევნია ზამთარს... რა სჯობს მუდმივ სითბოს და მზეს... :) ასე რომ ძალიანაც მიხარია ჯერ რომ არ მოსულა ჩემს მხარეში თოვლი:) თბილისელებმა კი იწუწუნონ რამდენიც უნდათ ამ მოულოდნელ თოვლზე, ადრე თუ გვიან ხომ უნდა გაეგოთ რა არის ნოემბერში სიცივე :)


P.S. თქვენ რას იტყვით, გიყვართ თოვლი?





2 comments:

გააკრიტიკე პოსტი :)