Pages

daklikeeeeeeeee

Showing posts with label around my life. Show all posts
Showing posts with label around my life. Show all posts

Monday, November 7, 2011

თოვლი მოვიდაა..



საქართველოს ზოგიერთ კუთხეში თოვლი მოვიდა და ინტერნეტიც ახმაურდა :) ყველა თოვლზე წერს, ყველა იმას კითხულობს მათთან რატომ არ არის, ან პირიქით–რა დააშავეს რომ იყინებიან... საინტერესოა, მაინც რა არის თოვლი:

თოვლი — ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი ფიფქისგან შედგება, რომლებიც ღრუბლებიდან ცვივა. თოვლს ღია და შესაბამისად რბილი სტრუქტურა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გარე წნევითაა დაწნეხილი.–ასეთ განმარტებას ნახავთ ვიკიპედიაში, მაგრამ პირადად ჩვენთვის რა არის თოვლი?

ჩემთვის თოვლი ასოცირდება სითეთრესთან, სითეთრე კი–სიწმინდესთან. როცა არემარე თეთრად შეფერადდება, თითქოს სიწმინდე მოვიდა ჩვენამდეო –   გული სიხარულით მევსება. მიყვარს სითეთრე, მიყვარს თოვლით გადათეთრებული სახლის სახურავები, სადამდეც თვალი მიგვიწვდება ყველაფერი თეთრი და ლამაზია, თუმცა სიწმინდე სამწუხაროდ ბოლომდე არასდროს რჩება ჩვენთან, ეზო კარმიდამო ჭყაპით და ტალახით ივსება, ჩვენც კვლავ წუწუნს ვიწყებთ, თუ რა საშინელებაა ეს თოვლი და რა სამწუხაროა, მუდამ ზაფხული რომ არ არის...


თოვლი თავისი სითეთრის და სილამაზის გამო მიყვარს, მაგრამ ის, რაც მას მოყვება, საშინლად მძულს და მაღიზიანებს... მუდმივი სიცივე, რომ იტყვიან ძვალ–რბილში გამჭოლი ქარი...(განსაკუთრებით ჩემს მხარეში) და მუდამ იმაზე საყვედური რომ მხოლოდ მე ვარ დამნაშავე ჩემს გაცივებაში, მე ხომ  თბილად არ ვიცვამ. არადა ნეტავი ვინ იცვამს ჩემზე თბილად, ზოგჯერ იმდენი მაცვია, სიარულიც კი მიჭირს :)

აი სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ზაფხული მირჩევნია ზამთარს... რა სჯობს მუდმივ სითბოს და მზეს... :) ასე რომ ძალიანაც მიხარია ჯერ რომ არ მოსულა ჩემს მხარეში თოვლი:) თბილისელებმა კი იწუწუნონ რამდენიც უნდათ ამ მოულოდნელ თოვლზე, ადრე თუ გვიან ხომ უნდა გაეგოთ რა არის ნოემბერში სიცივე :)


P.S. თქვენ რას იტყვით, გიყვართ თოვლი?





Thursday, September 1, 2011

10 დაუვიწყარი დღე ანაკლიაში

         ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აპრილის თვეში ერთ-ერთ არხზე გამოჩნდა რეკლამა , რომელიც ყველას პატრიოტთა ბანაკ "ანაკლიაში" გვეპატიჟებოდა, მხოლოდ აპლიკაციის შევსება იყო საჭირო... რასაკვირველია ამ რეკლამას უყურადღებოდ არ დავტოვებდი, მითუმეტეს ვიცოდი, რომ ანაკლიაში მხოლოდ "ჩაწყობით" თუ შეიძლებოდა მოხვედრა :) ვიცოდი მამა წინააღმდეგი იქნებოდა და არ გამიშვებდა, მაგრამ მაინც ვცადე და msy.gov.ge - ზე აპლიკაცია შევავსე... სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მქონდა, რომ მოვხვდებოდი, ამიტომ სრულიად დავივიწყე ეს ამბავი და ცხოვრების წყნარ რიტმს გავუყევი :)

Tuesday, May 10, 2011

გაბრაზების ხუთი წუთი... ან იქნებ მეტიც :(

საშინლად ვარ გაბრაზებული... თანაც ბევრ რამეზე....

Sunday, May 8, 2011

სიკვდილზე ფიქრი

სიკვდილზე ფიქრი ნაადრევია,
სიკვდილი ჩემში დიდ შიშსაც აღძრავს,
თუმცა კი ვიცი მას ვერ წავუვალ,
იგი ჩემს კარზეც მოაკაკუნებს.
წყვდიადი ჩემშიც შემოიჭრება,
წყვდიადი მეც კი შემიპყრობს სულმთლად,
უეცრად გული შეწყვიტავს ფეთქვას,
უეცრად მზერაც გამიქვავდება.
თუმცა ის მაინც ვერ დამიმონებს,
ვერ შეძლებს გულის დამორჩილებას,
უკანასკნელად მეც გავიბრძოლებ,
უკანასკნელად გავახელ თვალებს.
თვალცრემლიანი შევხედავ ხატებს,
თვალცრემლიანი შენც შემოგხედავ
და შენი სახის მე დამნახავი,
მშვიდად ჩავწვები ცივ სამარეში.
და როცა გული შეწყვიტავს ფეთქვას,
თვალები ნაზად მიილულება,
სამარის კარი მსწრაფლ გაიღება
და შემიძღვება მე ცივ მიწაში...


By me.