Pages

daklikeeeeeeeee

Tuesday, May 10, 2011

გაბრაზების ხუთი წუთი... ან იქნებ მეტიც :(

საშინლად ვარ გაბრაზებული... თანაც ბევრ რამეზე....
ცოფებს ვყრი და არ ვიცი როგორ დავწყნარდე.... :( ჯერ იყო და დილით უნივერსიტეტში მომიშალეს ნერვები(კომპიუტერულ რეჟიმზე გადავდივართო და საბოლოო გამოცდებს კომპიუტერთან ჩააბარებთო...), მერე სახლში დამიმატეს პრობლემები( ამ საატესტატო გამოცდებმა ლამის ოჯახი შემიწიროს,ჩემი ძმა აბარებს წელს, ზღვარი ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ თურმე და ბავშვების ქულების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებასო, თანაც გამოცდების მერეო... უმეტესობა რასაც აიღებს, იმის მიხედვით გადავწყვეტთ ზღვარსო), ბოლოს მეგობრებმაც არ დააყოვნეს და... ეხლა ისე ვარ ვის ვეჩხუბო არვიცი... მაინც რა უბედურებაა ეს კომპიუტერული რეჟიმი. :( მაინცადამაინც ყველანი უნდა ჩავიჭრათ?  არადა თბილისში უკვე მასეაო და ჩვენ ხომ არ ჩამოვრჩებითო :( კი ვხვდები, რომ საჭიროა, სწავლის ხარისხს გაზრდის, მაგრამ... ცოდონი ვართ, ყველა ექსპერიმენტი ჩვენზე ჩატარდა რა :(



No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)