Pages

daklikeeeeeeeee

Monday, October 3, 2011

ანეგდოტები

აქ წარმოდგენილი ანეგდოტები გადმოტანილია ამ გვერდიდან.


რას ამბობ როოოუ, გურიაში სტუმრათა რო ვიყავ, იგრეთი ნესტი იყო ნასკებს იღლიაში ვარშრობდიო
 
 
ერთი ტიპი ეუბნება მეორეს:
– შენ ზაფხულში ხარ დაბადებული?
– კი, საიდან მიხვდი?
– აბა შენი გულისთვის ზამთარში ძუძუს ვინ ამოიღებდა
 
 
ტიპი შედის ტუალეტში, ხედავს წინ წარწერაა:
– გაიხედე მარჯვნივ!
გაიხედავს, იქ წარწერაა:
– გაიხედე მარცხნივ!
გაიხედავს, იქაც წარწერაა:
– გაიხედე უკან!
მიიხედავს, იქ კი აწერია:
– თუ შვრები ქენი, თუ არა და… რას იყურები აქეთ-იქით.
 
 





  მაროვ,შენი მიხო კოჭლიაო?
- რას ამბობ,ქა… ცალი ფეხი “დაჟე” გრძელი აქვსო.
 
 
კახელი და ვიღაც ქალი ერთი კუპით მგზავრობენ.ორივე ჩუმადაა.ბოლოს მიხომ ვეღარ მოითმინა:
-ჩუმათ რათა ხარ?
-მინდა და ვარ.
- ჯოო, თუ გინდა ჩუმათ რაღათა ხარ, ჰაა?
 
 
ექვსი თვეა მიხო ამერიკაშია. შევიდა ქართულ რესტორანში და ქართველივე მიმტანს ეუბნება:
– ახლა მამიტანე ქვაბში მიმწვარი ლობიო, დაახეთქე მაგიდაზე და მითხარი: შაცეცხლე!
– რაა?! – გაოცდა მიმტანი.
– რა და შინ ყოფნა მამენატრა…
 
 
- მიხო, რით მოკვდა შენი სიდედრი?
– ხიჭვი შეერჭო.
– მერე ნატყვიარი რაღათ ეტყობა ტანზე?

– მაგის ტანჯვას ვერ გაუძელი და თოფი ვესროლე.
 
 
ერთ დღესაც მიხო ხედავს თავისი შვილი ჩადის კახეთში საყურეებით და ბენდენით…
მიხო გაკვირვებული უყურებს: -რა არის მაგიო?
შვილი პასუხობს: -აუ ამ ცხოვრებაში ან მეკობრე უნდა იყო ან პიდარასტიო..
მიხო: -რაღაც გემით მოსულს არ გავხარ შენი დედ...
 
 
 
 

 
 
ოფიციანტ!
– ჰაჯან!
– ჩემს წვნიანში ტარაკანა ფართხალებს.
– თავდაღმაა თუ გულაღმა?
– გულაღმა.
– ეგ მოცეკვავეა, კლიენტებისათვის „ბრეიკს“ ცეკვავს
 
 
თვითმფრინავი ვარდება. მოვა სტიუარდესა და იტყვის ვარდებით და ერთი კაცი უნდა გადახტესო. გამოვა ამერიკელი იტყვის გაუმარჯოს ამერიკასო და გადახტება. გამოვა ისევ სტიუარდესა და მაინც ვარდებითო და ერთი კიდე უნდა გადახტესო. გამოვა ფრანგი და იტყვის გაუმარჯოს საფრანგეთსო და გადახტება. მესამედ შემოვა სტიუარდესა და კიდე ვარდებითო და ერთი უნდა გადახტესო. გამოვა ქართველი და იტყვის გაუმარჯოს აფრიკასო და გადააგდებს ზანგს.
 
 

 
 
გამოვიდა არაყი ,,დროის მანქანა”. - დალევ და უკვე ხვალეა
 
 

 
 

 ბიოლოგიის მასწავლებელი ბავშვებს უხსნის, რომ ალკოგოლი მავნებელია.
ერთ ჭიქაში ჩაასხა არაყი, მეორეში კი წყალი. მერე აიღო და წყლიან ჭიქაში ჭია ჩააგდო. ჭიას არაფერი არ მოუვიდა. მერე აიღო და არყიან ჭიქაში გადაიყვანა. ჭია მოკვდა. მასწავლებელი დაინტერესდა:
– აბა, ბაშვებო რა დასკვნა გამოიტანეთ ნანახიდან?
ერთ-ერთმა მოსწავლემ ასეთი პასუხი გასცა:
– არაყი უნდა დავლიოთ ჭიები, რომ აღარ გვყავდეს, მასწ!
 
 
ჩემს სიდედრს ორი კბილი უნდა ქონდეს, ერთი სულ უნდა ტკიოდეს და მეორეთი ლუდი უნდა გამიხსნას...
 
 
 
ბავშვს ეკითხებიან:
– რამდენი ასოა ანბანში?
– ექვსი.
– როგორ ექვსი?!
– ა, ნ, ბ, ა, ნ, ი. სულ ექვსი
 
~გურულს ეკითხებიან:
– უცხო ენა გესმის?

– მესმის, ძამა, მაგრამ ვერ ვგებულობ.
 
 
 
 
გურულს ტყეში ყაჩაღი დახვდა:
– ფული, ჩქარა!
– მზესუმზირა მაქვს აგერ, ბატონო და ინებეთ.
– მზესუმზირა რა ჯანდაბად მინდა?!
– თავს შეიქცევთ, სანამ ვინმე ფულიანი გემეიარს.
 
 
კაცი ამშვიდებს ახლადშერთულ ცოლს:
– მართალია, ბროლის კოშკებს გპირდებოდი, მაგრამ კარგად მახსოვს, სარეცხის მანქანაზე არაფერი მითქვამს.
 
 

 

 
 
დედა ეუბნება შვილს:
- შვილო დისკოთეკაზე ამდენს ნუ დადიხარ, თორემ დაყრუვდები.
- არა გმადლობთ დედიკო, უკვე ვისადილე.
 
 
ორი ნარკომანი ცათამბჯენზე არიან და ლაპარაკობენ:
- საშკა, აქიდან რომ გადავხტე მიწამდე რამდენი ხანი დამჭირდება?
- სამი დღე და ღამე.
- მერე მოვკვდები?
- აბა რა, შე ჩემა სამი დღე-ღამე საჭმლის გარეშე ვერ გაძლებ!
 
 
თუ გინდა სვანმა არ შეგაწუხოს მთელი დღე, უნდა მისცე მას ქაღალდის ფურცელი, რომლის ორივე გვერდზე წერია: "გადააბრუნე
 
 
სვანი მანქანას ყიდულობს. გამყიდველი ეუბნება, რომ მანქანა აღჭურვილია უსაფრთხოების ბალიშებით და ავარიის შემთხვევაში გაიბერება. სვანი ცოტა გაკვირვებული გადახედავს და ეტყვის:

_ საიდან მოიტანე, რომ ავარიის შემდეგ ძილი მომინდება.
 
 
სვანი ბავშვს ყურებს დააჭრის, ავი გამოვაო.
 
 
ორი სვანი მიდის ლიანდაგზე და ერთი წუწუნებს:

აუ ვინ მოიგონა რა, რამდენი კიბეებია და რა დაბალი მოაჯირები აქვსო
 
 

 


 
 

-შეგიძლიათ დიდი და მეტყველი თვალები გამიკეთოთ? - ეკითხება ფლორა კოსმეტოლოგს, რომელმაც უკვე ბევრი ნაკლი შეუსწორა მას. -ახლავე, მდივანს ანგარიშს მოვატანინებ... :D
 
 
ექიმთან: - აი, ხომ ხედავ, რომ გეუბნებოდი ერთი სიგარეტის მეტი არ მოსწიო ჭამის შემდეგ-თქო. დამიჯერე და კიდეც მოკეთებულხარ, ჩასუნსულებულხარ, ჩაჟინჟღილებულხარ… - დღეში თორმეტჯერ მიწევს ჭამა და მოვკეთდებოდი აბა რა…
 
 
. -სანიტარო, საით მივდივართ? -მორგში. -მე ხომ ჯერ ცოცხალი ვარ? -ჯერ არც მივსულვართ.
 
 
– ხომ არ იცით, კარგი ქირურგია?
- იგრეთი ძლიერია, ჩაქაფული რო მიუტანო ცხვარ ააწყობს იქიდანა..
 
 
 

 


 

იყიდება ციხესიმაგრე. მყიდველი ეკითხება მეპატრონეს: - ამ ციხესიმაგრეში მოჩვენებები ხომ არ არიან? - არა, როგორ გეკადრებათ! შვიდასი წელია აქ ვცხოვრობ და მოჩვენებები არასოდეს მინახავს.

 

 
 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 




1 comment:

  1. საკაიფოააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა მაგადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი გული ამიჩქარა ამდენმა სიცილმააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

    ReplyDelete

გააკრიტიკე პოსტი :)