Pages

daklikeeeeeeeee

Sunday, December 4, 2011

ს–ა–ქ–ა–რ–თ–ვ–ე–ლ–ო

შეყრილან ერთხელაც ჩვენი მტრები და უთქვამთ: მოდით როგორმე ქართველებს დავცინოთო, ერთ-ერთს უთქვამს: ქართველისათვის ყველაზე სათაყვანებელი ქართული სუფრაა და ამ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოო, ჩვენც ავდგეთ დავამახინჯოთ სიტყვა საქართველო და ისე დავლიოთ მათი სადღეგრძელო, გადაწყვიტეს ""საქართველოზე"" ჩამოეშორებინათ ორი ასო და ისე მოეხსენებინათ - ""ქართველო"", მაგრამ ერთ-ერთმა აღნიშნა თუ ქართველი ვადღეგრძელეთ ეს არ იქნება მათი დაცინვა და კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო,- 
დარჩა ""რთველო"", კაცო,თუ რთველი, ღვინო და მარანი ვუდღეგრძელეთ ქართველ კაცსს ეს არის მათი უმთავრესი რამ და ისევ მათი დღეგრძელება გამოვა და მოდით კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო, 
ტირიფონას ველი
დარჩა ""ველო"", მიხვდნენ ესეც არ გამოვიდოდა,რადგანც საქართველო ხომ ერთი დიდი და ლამაზი ველ-მინდორია, გადაწყვიტეს კიდევ ჩამოეშორებინათ ერთი ასო და 
დარჩა ""ელო"", შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ელო ერქვა ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას,რომლის მზესაც მთელი საქართველო ფიცულობდა, თუ ქართველებს საამაყო დედა ვუდღეგრძელეთ ეს მათი დაცინვა აღარ იქნებაო და ბოლოს ისე ქნეს, რომ დატოვეს მხოლოდ ""ო"", 
ო რა არის მეგობრებო?! წოდებითი ბრუნვის ნიშანი და არა მხოლოდ ეს, ქართველი კაცი სუფრას ისე არ დაასრულებს თუ არ თქვა:
""ო ღმერთო ჩემო, შენ მიდღეგრძელე ჩემი სამშობლო დიდების ღირსი

Wednesday, November 23, 2011

სიყვარული,,,

სიყვარული - მეტია ვიდრე ცხრა ასოიანი სიტყვა, იგი ავსებულია იმდენი ენერგიითა და ძალით, რამდენიც არცერთ ჩვენგანს არ უნახავს და არ გაუგონია.

სიყვარული - შეუძლია წარბის შეკვრა ღიმილად გადააქციოს, დღე უფრო ფასეული გახადოს.

სიყვარული - მარცხს არასოდეს განიცდის, არასოდეს იცვითება, ცეცხლზე მეტ სითბოს იძლევა.

სიყვარული - გვაწყებინებს კანკალს, ჰაერზე სიარულს, გვეხმარება გავაკეთოთ ის რის გაკეთებასაც ვერ ვბედავთ.

სიყვარული - არის ოცნება, ტკბილი ფანტაზია, მაგრამ ამავდროულად ცხოვრება და რეალობა.

სიყვარული - შეუძლია აგვაფრინოს მაღლა, მაგრამ უცბად დაგვაგდოს ძირს როდესაც გვემშვიდობება.

სიყვარული - უცნაური, მისტიური ძალაა, რომლის შეგრძნებაც გვსურს.

სიყვარული - შეუძლია წავიდეს, და მოვიდეს ახალი, უკეთესი, რომელსაც შეიგრძნობ.

სიყვარული - სრულყოფილია. არ იცი როდის გეწვევა, ან როდის წავა...

სიყვარული - მართალია, ეს მეტია ვიდრე უბრალოდ ცხრა ასოიანი სიტყვა. ეს ყველაზე საოცარი სიტყვაა რომელიც ოდესმე გსმენიათ.

აი სიყვარული...

სიყვარული განსხვავებული სახის ჰეროინია ,რომელიც აქაურ სამყაროში გთიშავს და შენს საკუთარ ფერად სამყაროში გამოგზაურებს...
თავს თეთრ გედად გაგრძნობინებს, პუანტებს გაცმევს და ბალეტს გაცეკვებს...
ის შენი სულის ძახილია,შენი შინაგანი ექო...
ის ყვითელ,თბილ ქვიშაში ფეხშიშველი სიარულს გავს,თვითკმაყოფილებით განცდილ ემოციას...
ის ტრამპლინია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის...
ეს ის ბრილიანტია,რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის,შენი ემბაზია...
ხუჭავ თვალებს და მაგიას გრძნობ...
არ გეშინია ნაბიჯის გადადგმა...
თითქოს ხელს გკიდებს და შიშს გავიწყებს...
ნებისმიერ ამინდში შენი მზეა...
ის მზე,რომელსაც ხანდახან ვერც კი ამჩნევ...




სიყვარული ნარკოტიკივითაა...

"სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება. ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა, რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია, განზე დადგე. საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათი ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებას და სრულიად დამოკიდებული ხდები... და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ, ორი წუთით კი ივიწყებ.


თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს, იმასვე შეიგძნობ, რასაც ნარკომანი, წამალს რომ წაართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით, რომელსაც ერთი დოზის გულლისთვის შუძლია, იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შეც მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის."
(პაოლო კოელიო)

Wednesday, November 16, 2011

დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა :(

"დედაჩემს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა, ამიტომ მისი ასეთი მდგომარეობის ძალიან მრცხვენოდა. ოჯახის სარჩენად სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. დაწყებითებში ვსწავლობდი, როდესაც ერთხელ დედაჩემი მოსასალმებლად მომიახლოვდა. მეგობრებთან ეს როგორ გამიბედა? ძალიან მომერიდა, დედაჩემს სიძულვილით შევხედე და იქედან გავიქეცი. მეორე დღეს, კლასში ერთი მეგობარი მეუბნება „ააა მართლა, დედაშენს ცალი თვალი არა აქვს?“.
ეს რომ გავიგონე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყავი, ან კიდევ დედაჩემი გამქრალიყო.
იმ დღეს დედაჩემი რომ ვნახე, ვუთხარი რომ “მე სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ, ამიტომ რომ მოკვდე, უკეთესი იქნება“.
დედაჩემს ხმა არ ამოუღია, რაც რომ ვუთხარი, მაგაზე არც კი შევწუხებულვარ, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დედაჩემის გრძნობები მე არ მანაღვლებდა. სახლში დანახვაც კი არ მინდოდა.
სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე და სასწავლებლად სინგაპურში წავედი. შემდეგ სახლი შევიძინე, ცოლი მოვიყვანე, ბავშვები გვეყოლა. ერთი სიტყვით, ცხოვრებისგან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი.
ერთხელ, დედაჩემი სინგაპურში ჩამოვიდა ჩემს სანახავად, რამოდენიმე წელი არ ვუნახივარ, შვილიშვილებსაც კი არ იცნობდა. კარებთან რომ მოვიდა და ბავშვებმა დაინახეს, დასცინეს. მე კი, დედაჩემს “ჩემთან როგორ გაბედე მოსვლა და ბავშვებს რა უფლებით მიშინებ, ახლავე წადი აქედან"-მეთქი, დავუყვირე. დედაჩემმა კი ხმადაბალი ხმით “ბოდიში, არასწორ მისამართზე მოვედი, ალბათ!“, თქვა და თვალიდან გაქრა.
სკოლიდან გამოსაშვები საღამოს რამოდენიმე წლისთავზე დამპატიჟეს. ცოლს “სამუშაო საქმესთან დაკავშირებით" დავეთხოვე და გამოშვების საღამოზე წავედი.
დედაჩემი არც კი მომნატრებია, უბრალოდ გამოშვების საღამოს დამთავრების შემდეგ ძველი სახლის სანახავად შინ გავიარე. მეზობლებმა დედაჩემის გარდაცვალება მითხრეს და დედაჩემის დატოვებული წერილი გადმომცეს.
“საყვარელო შვილო, ყოველთვის შენზე ვფიქრობ, სინგაპურში რომ ჩამოვედი და ბავშვები შეგიშინე, ძალიან ვწუხვარ. რომ გავიგე, გამოშვების წლისთავზე უნდა ჩამოსულიყავი, ძალიან გამიხარდა, მაგრამ შენს სანახავად ლოგინიდან წამოდგომას ვერ შევძლებ-მეთქი, მეშინია, შენი აღზრდისას ყოველთვის რომ გრცხვენოდა ჩემი არსებობის, მაგაზეც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა რომ ერთი რამ იცოდე: შენ ბავშვობაში უბედური შემთხვევით ცალი თვალი დაკარგე, მე როგორც დედაშენი უთვალოს აღზრდას ვერ ავიტანდი, ამიტომ შენ ჩემი თვალი მოგეცი. ჩემი თვალით რომ უყურებ სამყაროს, ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ". დედაშენი.




Tuesday, November 8, 2011

ნამდვილად უქმდება თუ არა ფეისბუქი






ინტერენტში დიდი ხნის  ძებნისა და კვლევის შედეგად საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ფეისბუქის გაუქმების შესახებ წინა პოსტში წარმოდგენილი საიტი მცდარ ინფორმაციებს აქვეყნებდა და სინამდვილეში მსგავსი რამ იდეაშიც კი არ არის. ცნობილი საიტი SophosSecurity აქვეყნებს შემდეგი სახის ვიდეოს:



სადაც ნათქვამია რომ საიტი http://weeklyworldnews.com მუდმივად აქვეყნებს ცრუ ინფორმაციებს, ამიტომ ამ წყაროს არ უნდა ვენდოთ.

ასე, რომ გაიხარეთ ფეისბუქის აქტიურო მომხმარებლებო :) თქვენს საყვარელ სოციალურ ქსელს უახლოეს მომავალში არაფერი ცუდი არ ემუქრება.





Monday, November 7, 2011

10 ტყუპიიი



რუს ქალს 10 ტყუპი შეეძინააა :) მას ეხო არ გაუკეთებია წინასწარ და სრულიად მოულოდნელი იყო ეს ამბავიი... ამბობენ, ბავშვების გაჩენის შემდეგ მეუღლე საავადმყოფოში აღარ გამოჩენილაო :) საცოდავი დედა :):)






თოვლი მოვიდაა..



საქართველოს ზოგიერთ კუთხეში თოვლი მოვიდა და ინტერნეტიც ახმაურდა :) ყველა თოვლზე წერს, ყველა იმას კითხულობს მათთან რატომ არ არის, ან პირიქით–რა დააშავეს რომ იყინებიან... საინტერესოა, მაინც რა არის თოვლი:

თოვლი — ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი ფიფქისგან შედგება, რომლებიც ღრუბლებიდან ცვივა. თოვლს ღია და შესაბამისად რბილი სტრუქტურა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გარე წნევითაა დაწნეხილი.–ასეთ განმარტებას ნახავთ ვიკიპედიაში, მაგრამ პირადად ჩვენთვის რა არის თოვლი?

ჩემთვის თოვლი ასოცირდება სითეთრესთან, სითეთრე კი–სიწმინდესთან. როცა არემარე თეთრად შეფერადდება, თითქოს სიწმინდე მოვიდა ჩვენამდეო –   გული სიხარულით მევსება. მიყვარს სითეთრე, მიყვარს თოვლით გადათეთრებული სახლის სახურავები, სადამდეც თვალი მიგვიწვდება ყველაფერი თეთრი და ლამაზია, თუმცა სიწმინდე სამწუხაროდ ბოლომდე არასდროს რჩება ჩვენთან, ეზო კარმიდამო ჭყაპით და ტალახით ივსება, ჩვენც კვლავ წუწუნს ვიწყებთ, თუ რა საშინელებაა ეს თოვლი და რა სამწუხაროა, მუდამ ზაფხული რომ არ არის...


თოვლი თავისი სითეთრის და სილამაზის გამო მიყვარს, მაგრამ ის, რაც მას მოყვება, საშინლად მძულს და მაღიზიანებს... მუდმივი სიცივე, რომ იტყვიან ძვალ–რბილში გამჭოლი ქარი...(განსაკუთრებით ჩემს მხარეში) და მუდამ იმაზე საყვედური რომ მხოლოდ მე ვარ დამნაშავე ჩემს გაცივებაში, მე ხომ  თბილად არ ვიცვამ. არადა ნეტავი ვინ იცვამს ჩემზე თბილად, ზოგჯერ იმდენი მაცვია, სიარულიც კი მიჭირს :)

აი სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ზაფხული მირჩევნია ზამთარს... რა სჯობს მუდმივ სითბოს და მზეს... :) ასე რომ ძალიანაც მიხარია ჯერ რომ არ მოსულა ჩემს მხარეში თოვლი:) თბილისელებმა კი იწუწუნონ რამდენიც უნდათ ამ მოულოდნელ თოვლზე, ადრე თუ გვიან ხომ უნდა გაეგოთ რა არის ნოემბერში სიცივე :)


P.S. თქვენ რას იტყვით, გიყვართ თოვლი?





Wednesday, November 2, 2011

კონკურსი 1






კონკურსში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია... ერთადერთი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ უნდა გამოიცნოთ თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა, ანუ ბლოგის სახელი. პასუხები დაწერეთ კომენტარებში. ყველაზე მიახლოებული პასუხის ავტორს ნებას მივცემ ერთი რომელიმე პოსტი გამოაქვეყნოს ჩემს ბლოგზე და მიუთითოს საკუთარი ბლოგის ლინკი/სურვილის შემთხვევაში. ასევე მისი ბლოგი ჩაემატება ჩემი ბლოგის რჩეულებში. გისურვებთ წარმატებას :)


P.S. თუ საჩუქრის მიღებაზე უარს აცხადებთ, მონაწილეობასაც ნუ მიიღებთ :)



Tuesday, November 1, 2011

facebook უქმდება :(:(:(

როგორც ერთ ერთმა საიტმა განაცხადა, facebook.com  2012 წლის მარტში უქმდება :( სტატიაში ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ საიტი კონტროლს აღარ ექვემდებარება, მან მისი ცხოვება დაანგრია და სურს დამთავრდეს ეს სიგიჟე...

ცუკერბერგი აცხადებს, რომ მარტის 15ის დასაწყისიდან მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ საიტზე შესვლა... ეს დაეხმარება მომხმარებლებს, რომ ნელ-ნელა შეეჩვივნონ საიტის არარსებობას... :)

"15 მარტის შემდეგ მთელი საიტი გაუქმდება"- ამბობს Avrat Humarthi, Vice President of Technical Affairs at Facebook. "ამიტომ თუ გსურთ შეინარჩუნოთ თქვენი ფოტოები, ეხლავე გადაწერეთ საიტიდან, რადგან საიტის შეწყვეტისთანავე აღარ გექნებათ ამისი სესაძლებლობა..."

ცუკერბერგის თქმით, მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალზე რთული იყო, მაგრამ ფიქრობს, რომ ხალხისთვის ეს არ იქნება მოულოდნელი.


"ჩემი აზრით ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას და ვფიქრობ უკეთესიცაა, რადგან ფეისბუქის გარეშე ხალხი გარეთ გავა და ნამდვილ მეგობრებს შეიძენს,,, ეს ყოველთვის კარგია"- განაცხადა სატელეფონო ინტერვიუში მარკ ცუკერბერგმა.


ზოგი ფეისბუქის მომხმარებელი შოკში ჩავარდა ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ.
"რა მეშველება ფეისბუქის გარეშე" - ამბობს Denise Bradshaw, a high school student from Indiana. ჩემი ცხოვრება მის გარშემო ტრიალებს. დღეში დაახლოებით 10 საათი ვარ საიტზე. ეხლა რა უნდა ვაკეთო ამ თავისუფალ დროს? "


თუმცა მშობლები მოხარულნი არიან ამ ამბით და რწმენაც კი დაუბრუნდათ.
"მოხარული ვარ, რომ ფეისბუქის ღამისთენებები დასრულდება." - ამბობს Jon Guttari, a single parent from Detroit. ახლა ჩემი თინეიჯერების სახეები აღარ იქნება კომპიუტერის ეკრანისაგან დაღლილი. შესაძლოა მათთან გასაუბრებაც კი მოვახერხო ხოლმე".

აქედან შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეისბუქის შენარჩუნების მოთხოვნას... დააწკაპეთ

ცუკერბერგს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ამ მრავალმილიარდიან ინდუსტრიას უნდა ჩამოშორდეს. ფეისბუქი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შემოსავლიანი ბიზნესია მსოფლიოში. ეკონომისტების შეფასებით, ამჟამად მისი ღირებულება 7.9 მილიარდი დოლარია. თუმცა ცუკერბერგი მაინც თავის გადაწყვეტილებაზე რჩება და ამბობს, რომ მას ფული საერთოდ არ სჭირდება. ერთადერთი რაც სურს, ეს ძველი ცხოვრების დაბრუნებაა.

ფეისბუქის კორპორაცია ურჩევს მომხმარებლებს, რომ პირადი ინფორმაცია და ფოტოები ამოიღონ საიტიდან 2012 წლის 15 მარტამდე. ამ დღის შემდეგ ყველა ფოტო, ვიდეო, ლინკი და ნოუთი წაშლილი იქნება სამუდამოდ.


P.S. უკანასკნელი განახლება ფეისბუქის გაუქმების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ: დააწკაპე



ოდნოს სასაცილო და უცნაური სტატუსები :)

ოდნოში როგორ სტატუსს არ გადააწყდები :) ზოგი უბრალოდ ლამაზ ფრაზას წერს, ზოგი თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე რაიმე მომენტს, თუმცა ჩვენ, უბრალო მოკვდავთ გვიჭირს იმის გაგება, თუ რა უწერია  ან რას გულისხმობდა იქ :) ზოგს უბრალოდ უნდა, სხვების ყურადღება მიიქციოს და ვთქვათ ასეთ რაღაცას წერს:

რასაკვირველია ასეთ სტატუსს ყოველთვის მოყვება კითხვები:ვინ? როდის? რატო?









ასე ვინ გაამწარა ნეტა :)













:):):):)




ასევე ძალიან საინტერესოა ხოლმე რაიმე გამონათქვამი, რომელიც...

Monday, October 31, 2011

ყველაზე უცნაური კითხვები answers.ge-ზე 2

წინა პოსტის ჩამატებებს ამ პოსტში გავაკეთებ :)

              გმადლობთ ამ ფოტოების მოწოდებისთვის :)





ანუ უნდა რომ გული აუფრიალდეს :)







აუ ეს მაგარი ღადავიააა :)




ვინმემ გაიგო რა უნდა ამ ბიჭს? :)


ყველაზე უცნაური კითხვები answers.ge-ზე

ანსვერზე ალბათ უმეტესობა თქვენგანს ექნება გაგებული, მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ აქ შეგიძლია დაწერო ნებისმიერი კითხვა ნებისმიერ თემაზე და დაუყონებლივ გიპასუხებს ერთ-ერთი ჩვენგანი... მაგრამ ანსვერი ყველაზე უცნაური მაინც იმითაა, რომ აქ მხოლოდ კითხვებს არ გადააწყდებით... ამის ნიმუშად რამდენიმე ფოტო მინდა გაჩვენოთ :)

აუ ამ კითხვაზე გადავირიე. როგორშეიძლება ადამიანს მეორე ადამიანი ასე ძალიან სძულდეს... რასაკვირველია პასუხებიც არ დააყოვნებდა... აი ზოგიერთი მათგანი:




საინტერესოა, ასეთს ვის იცნობს ეს ადამიანი


შემდეგი კითხვები:


ყურბან - ბაირამი



ყურბან - ბაირამი


yurban bairami grZeldeba oTxi dRe. bairamis wina dRes ewodeba arefe. am dRes saflavebze gadian da micvalebulTa saxelze aRavlenen locvas. saWiroebis SemTxvevaSi, micvalebulTa saxelze saRmrTos swiraven. bairamis locva pirvel dRes, mzis amosvlidan erTi saaTis Semdeg iwyeba. es locva, iseve rogorc juma namazi (paraskevis locva), aucilebelia, rom Catardes saxalxod. saRmrTos Sewirva erTgvaris RvTismsaxurebaa. amisaTvis aucilebelia, rom saRmrTod SerCeuli cxoveli iyos janmrTeli. aseve, ar SeiZleba , rom saRmrTo iyos Zalian susti, iyos sikvdilamde avadmyofi

rogor xdeba saRmrTos xorcis ganawileba?

Zroxis an cxvris saerTo saRmrTod Sewirvis dros xorci ara varaudiT, aramed woniT ganawildeba. erTi ojaxis wevrebi saRmrTos xorcs ar inawileben. Tu saRmrTos xorci mTlianad an uqonelT, an miusafarT miecema, arc maSin ganawildeba. Tu saRmrTos xorci mowyalebis saxiT mTlianad uqonelT miecema, samad ganawildeba. erTi nawili mowyalebis saxiT miecema im uqonelT, romelTac ar SeuwiravT saRmrTo, meoreTi umaspinZldebian naTesavebs da mezoblebs, xolo mesames – Tavis col-SvilTan erTad miirTmeven. yovel wels, wina welTan SedarebiT yurban bairami 10 dRiT adre iwyeba da amis mixedviT dgindeba momdevno wlis bairamis TariRi. qvemoT mocemulia ramdenime magaliTi:
2008 : 8 dekemberi
2009 : 27 noemberi
2010 : 16 noemberi
2011 : 6 noemberi
2012 : 26 oqtomberi

ra unda gaakeTos muslimma bairamis dros?

a) bairamis Rameebi locvebSi unda gaataros, Seasrulos namazi, ikiTxos yurani, moiTxovos RmerTisgan patieba, radgan bairamis Rameebis dros locvebi Seismineba.
b) bairamis dRes adre adges da jameSi daeswros bairamis namazs. bairamis namazze qalebis misvla aucilebeli ar aris.
g) bairamis dReebSi aucilebelia sufTad Cacma, sufTad, mxiarulad da momRimared yofna; uqonlebze mowyalebis uxvad gacema. yoveli muslimi valdebulia Sewiruli saRmrTos xorci Tavisi ojaxis
wevrebTan erTad miirTvas da ojaxSi Seqmnas sasiamovno atmosfero.
muslimTa cxovrebaSi yurban bairami metad mniSvnelovania. adamianebi erTmaneTs stumroben. bavSvebs Zalian uxariaT, radgan maT jibis fuli eZlevaT, mSoblebi maTTvis yiduloben sxvadasxvas.
rodesac adamianebi erTmaneTs stumroben, amiT sazogadoebis cxovrebis kultura izrdeba. cxovrebiseuli problemebiT daRlilebi bairamis wyalobiT vTavisufldebiT da kvlav visvenebT, izrdeba Sromis survili. naTesavebs Soris kavSiri izrdeba da sazogadoebaSi megobrobis grZnoba Zlierdeba. adamianebis erTad locva da RmerTisgan patiebis Txovna Zalian mniSvnelovania. bairami patiebis saTxovnelad saukeTeso saSualebaa.
am dReebSi aucilebelia, rom mSoblebs davukocnoT xelebi da maT dalocva vTxovoT, radgan yvela adamiani valdebulia, rom akeTos sikeTe mSoblebisaTvis; miulocos naTesavebs da mezoblebs; miiRos da gasces siyvaruli da pativiscema; miesalmos Semxvedrs da esaubros; moinaxulos mwoliare avadmyofebi saxlSi da saavadmyofoSi, usurvos maT gamojanmrTeleba; yuradRebiT moeqces obol da upatrono bavSvebs, uyvardes isini; daxmarebis xeli gauwodos uqonel da upatrono bavSvebs, gaunawilos maT bairamis sixaruli. aucilebelia saflavebze gasvla da micvalebulTaTvis locvebis Tqma. unda vecadoT, rom SevarigoT Cvens nacnobebSi erTmaneTTan ubrad myofni. yurban bairamis dros muslimebi meqasa da medinaSi hajze(molocva, piligrimoba) midian. Iq daaxloebiT erTi Tve rCebian da naxuloben mociqul muhamedis saflavs. hajze wasulni saRmrTos iqve swiraven. mTeli msoflios muslimebi hajze meqasa da medinaSi dadian.

yurban bairamis misaloci:

`yvelas guliTadad gilocavT yurban bairams. SevTxov RmerTs, rom dagaswroT mravals janmrTelni da bednierni. visurveb, rom kurTxeulma dResaswaulma Cvens qveyanas da kacobriobas sikeTe
moutanos. RmerTma Seiwiros Tqveni locvani da saRmrToni da mogvces misdami locvis saSualeba marad. amen~

Tuesday, October 25, 2011

ფეისიდან მოპარული ანეკდოტები :)


1. პირველკურსელი პირველკურსელს:
- გოგო, გიამ მითხრა სამშაბათს კოლოკვიუმი გვაქვსო.
- ეგ რა არის?
- არ ვიცი, მაგრამ პრეზერვატივები ხომ არ წამოვიღო?
 2. "ერთმა ძმამ Wall-ზე თხილის გული ატვირთა და დანარჩენმა რვამაც დაა–share-აო”
3.  ამერიკიდან ჩამოტანილი გენმოდიფიცირებული სიმინდი ქართველ ქათმებს აჭამეს და კვერცხის დადებისას ”კა-კა-კა” -ს მაგივრად ”ოო, მაი გაად” -ს იძახოდნენ
 4. ერთმა ძმამ ცოლი მოიყვანა და დანარჩენმა რვამ თქვა რა თხილივით გოგოაო :დდდ
  5. აჰა, შოკოლადი! – არ მინდა! – რატო? – ნოემბერშია გამოშვებული. – ახლა რომელი თვეა?0 – სექტემბერი. – აზრზე ხარ. მომავლიდანაა… :)))))
6. ისე მშიოდა, საზოგადოებაში ტანზე გავიხადე რომ სირცხვილი მაინც მეჭამა

აი ამას სომეხის მეტი ვინ იზამდა :))):))
7. მეგრელი ღამის მატარებელში აღმოჩნდება რუს უზელამაზეს ქალთან ერთად. ქალი დაბლა სართულზე წევს, ხოლო მეგრელი ზემოთ.რცხვენია მეგრელს როგორ სთხოვოს არ იცი და ძაფით გადაუკიდებს ფურცელს რომელზეც წერია :

- ქალბატონო თუ თქვენ გინდათ ამეღამ ჩემთან დაწვეთ, ჩამოკარით ძაფს 3 ჯერ, ხოლო თუ არ გინდათ მაშინ ჩამოკარით 70 ჯერ და ბოლო ათი გთხოვთ შედარებით სწრაფი რიტმით.
8. ხომ ხედავთ რა კარგი მსახიობები ხართ bichebi , მოდით ეხლა ყველამ დინოზავრების როლი ითამაშეთ ..ანუ გადაშენდით..!
 
წყარო:ჩვენ გვეზარება დილით ადრე ადგომა