Pages

daklikeeeeeeeee

Showing posts with label სიყვარული. Show all posts
Showing posts with label სიყვარული. Show all posts

Wednesday, November 23, 2011

სიყვარული,,,

სიყვარული - მეტია ვიდრე ცხრა ასოიანი სიტყვა, იგი ავსებულია იმდენი ენერგიითა და ძალით, რამდენიც არცერთ ჩვენგანს არ უნახავს და არ გაუგონია.

სიყვარული - შეუძლია წარბის შეკვრა ღიმილად გადააქციოს, დღე უფრო ფასეული გახადოს.

სიყვარული - მარცხს არასოდეს განიცდის, არასოდეს იცვითება, ცეცხლზე მეტ სითბოს იძლევა.

სიყვარული - გვაწყებინებს კანკალს, ჰაერზე სიარულს, გვეხმარება გავაკეთოთ ის რის გაკეთებასაც ვერ ვბედავთ.

სიყვარული - არის ოცნება, ტკბილი ფანტაზია, მაგრამ ამავდროულად ცხოვრება და რეალობა.

სიყვარული - შეუძლია აგვაფრინოს მაღლა, მაგრამ უცბად დაგვაგდოს ძირს როდესაც გვემშვიდობება.

სიყვარული - უცნაური, მისტიური ძალაა, რომლის შეგრძნებაც გვსურს.

სიყვარული - შეუძლია წავიდეს, და მოვიდეს ახალი, უკეთესი, რომელსაც შეიგრძნობ.

სიყვარული - სრულყოფილია. არ იცი როდის გეწვევა, ან როდის წავა...

სიყვარული - მართალია, ეს მეტია ვიდრე უბრალოდ ცხრა ასოიანი სიტყვა. ეს ყველაზე საოცარი სიტყვაა რომელიც ოდესმე გსმენიათ.

აი სიყვარული...

სიყვარული განსხვავებული სახის ჰეროინია ,რომელიც აქაურ სამყაროში გთიშავს და შენს საკუთარ ფერად სამყაროში გამოგზაურებს...
თავს თეთრ გედად გაგრძნობინებს, პუანტებს გაცმევს და ბალეტს გაცეკვებს...
ის შენი სულის ძახილია,შენი შინაგანი ექო...
ის ყვითელ,თბილ ქვიშაში ფეხშიშველი სიარულს გავს,თვითკმაყოფილებით განცდილ ემოციას...
ის ტრამპლინია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის...
ეს ის ბრილიანტია,რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის,შენი ემბაზია...
ხუჭავ თვალებს და მაგიას გრძნობ...
არ გეშინია ნაბიჯის გადადგმა...
თითქოს ხელს გკიდებს და შიშს გავიწყებს...
ნებისმიერ ამინდში შენი მზეა...
ის მზე,რომელსაც ხანდახან ვერც კი ამჩნევ...




სიყვარული ნარკოტიკივითაა...

"სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება. ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა, რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია, განზე დადგე. საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათი ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებას და სრულიად დამოკიდებული ხდები... და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ, ორი წუთით კი ივიწყებ.


თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს, იმასვე შეიგძნობ, რასაც ნარკომანი, წამალს რომ წაართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით, რომელსაც ერთი დოზის გულლისთვის შუძლია, იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შეც მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის."
(პაოლო კოელიო)