Pages

daklikeeeeeeeee

Monday, May 23, 2011

შენ ჩემი სიზმარი ხარ




ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება, თუმცა ამ ბარათს იმიტომ არ ვწერ, რომ საიქიო ცხოვრებაზე გიამბოთ. ჩემი დიდი სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რათა იცოდეთ, რომ ადამიანთან ერთად სიყვარული არ კვდება...
ზამთარში გავიცანი. თბილისისთვის უჩვეულოდ სუსხიან საღამოს, როცა ძველ მეგობრებთან ერთად ახალ წელს ვხვდებოდით... ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი... შვილი ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გვეყოლა, მეგონა, განშორების მიზეზიც ეს იყო... იმ საღამოს კი მივხვდი, რომ თურმე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდი.

Sunday, May 22, 2011

სტატუსები... ნაწილი 2

  1. როცა ვინმე გეტყვის:" მე შენ მეყვარები სამუდამოდ..."უბრალოდ გაუღიმე და უთხარი:გამაფრთხილე როცა "სამუდამოს"ვადა გაუვა :)

Monday, May 16, 2011

დედა

ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება:
- უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწაზე უნდა მოვევლინო, მაგრამ მე, ასეთმა პატარამ და უმწეომ იქ როგორ უნდა ვიცხოვრო ?

Sunday, May 15, 2011

სტატუსები... ნაწილი 1

1.ერთხელ ისეთი მთვრალი ვიყავი, მეორე დილით სარკეში რო ჩავიხედე სარკემ PIN კოდი მომთხოვა
2.მამაკაცისთვის ყველაზე გულსატკენია.....

Friday, May 13, 2011

365 მიზეზი იმისთვის რომ დალიო


1 იანვარი -ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული.
2 იანვარი – ბედობა
3 იანვარი – მთვარის ახალი წელი (ლიტვა).
4 იანვარი – ისააკ ნიუტონის დაბადების დღე.
5 იანვარი – მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტება.
6 იანვარი – მგლების დღე (ესპანეთი).
7 იანვარი – იუპიტერის აღმოჩენა(გალილეო გალილეი).
8 იანვარი – ელვის პრესლის დაბადების დღე.
9 იანვარი – სრულყოფილების დღე (იაპონია).
10 იანვარი – ვუდუს დღე (ბენინი).
11 იანვარი – მსოფლიო დღე "მადლობთ”.
12 იანვარი – ლომების დღე (კენია).
13 იანვარი – ძველით ახალი წლის წინა დღე.
14 იანვარი – ძველით ახალი წელი.
15 იანვარი – ხეების დარგვის დღე (იორდანია).

ჯინსების ისტორია


გაინტერესებთ როგორ შეიქმნა ჯინსები? ვინ შექმნა ის ? რატომ ითვლება Levi's-ის ჯინსები საუკეთესოებად? 
 ლევი შტრაუსი იყო ახალგაზრდა იმიგრანტი გერმანიიდან, რომელიც ჩავიდა სან-ფრანცისკოში 1850 წელს.

ფსევდონიმის რაობა და მისი ისტორია

ფსევდონიმი ერთგვარი "ნიღაბია", რომლის შიგნითაც ადამიანი სხვადასხვა მიზნით იმალება

2 მილიონი „უცოდველი“ კოცნისთვის

რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მეტად უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაიმახსოვრე და არასდროს, არასდროს დაგავიწყდეს!!!

1.გიყვარდეს უანგაროდ!
2.გაიღიმე ისე, რომ შენმა ღიმილმა შენი სიკვდილის მერეც იცოცხლოს!
3.აქციე სხვისი ცხოვრება მშვენიერებად!
4.ატირე მეგობარი სიხარულისგან!
5.რაც შეიძლება ხშირად თქვი სიტყვა-მიყვარხარ!
6.ჭამის დროს მუდამ გახსოვდეს ხალხი, რომელსაც საჭმელი არ აქვს!

უქმდება თუ არა ახალციხის უნივერსიტეტი

რატომ საუბრობენ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გაუქმებაზე? რატომ შეწყდა მიღება იურიდიულ, უცხო ენათა და ჟურნალისტიკის სპეციალობაზე? რა ბედი ელით მათ, ვინც უკვე სწავლობს აღნიშნული მიმართულებით? რას მიენიჭება პრიორიტეტი ახალ სასწავლო წელს და როგორ გადანაწილდება სახელმწიფო გრანტი. 

დირექტორის არჩევნების მოლოდინში

ახალციხის საჯარო სკოლებში ჯერ მანდატურების არ ეშინიათ, თუმცა არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებს გართულებული საგამოცდო საკითხები ადარდებთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის 13 არაქართულენოვანი სკოლიდან წელს დირექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადი მხოლოდ 3-მა შეავსო, დანარჩენებს როგორც ამბობენ არა გამოცდის სირთულე არამედ შეცვლილი პირობები აშინებთ. მუნიციპალიტეტის 38 საჯარო სკოლიდან უმეტესობაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. წელს კონკურსანტები ამ ადგილების დასაკავებლად იბრძოლებენ.

40 რამ, რაც გოგონებმა ბიჭების შესახებ უნდა იცოდნენ

1) რეალურად ბიჭებისთვის გარეგნობა მთავარი არ არის... მათ მოწესრიგებული და ინტელექტუალური გოგონები უფრო ხიბლავთ.

2)ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათი რჩეული სხვას ეპრანჭება

3)ბიჭს შეიძლება მოსწონდე ერთი წუთი,და მეორე წუთს აღარც ახსოვდე

4)როდესაც გეუბნება, რომ მას შენი არ აესმის, ეს მართლაც იმას ნიშნავს რომ განსხვავებულად აზროვნებთ


Tuesday, May 10, 2011

Monday, May 9, 2011

თანამედროვეობის ნაკლოვანებების გაბედული მხილება ჯონათან სვიფტის შემოქმედებაში

ჩემი მეგობრის საკონფერენციო ნაშრომი



cnobili satirikosi jonaTan svifti inglisuri literaturis erT-erT mniSvnelovan figuras warmoadgens. igi im mweralTagania, romlebic ganmanaTlebelTa saxeliTaa cnobili da maT mizans sazogadoebis ganaTlebisa da zneobrivi donis amaRleba warmoadgenda. inglisis ganmanaTlebelTaTvis zogierTi damaxasiaTebeli SezRudulobis miuxedavad, isini gulwrfelad iltvodnen SeewiraT TavianTi codna da Zala kacobriobis bednierebisaTvis. ganmanaTleblobis epoqis literatura ganicdis Tavisi drois ideologiuri brZolis gavlenas. mis ganviTarebaSi ZiriTadad aRsaniSnavia ori mimarTuleba: burJuaziul-puritanuli da radikalur-kritikuli. amaTTagan, pirveli mimarTulebis warmomadgenlebi amocanad isaxavdnen adamianTa gardaqmnas moralur-religiuri gzebiT da yuradRebas ar amaxvilebdnen sazogadoebis politikur mankierebebze. am mimarTulebas daupirispirda radikalur-kritikuli mimarTuleba, romlis momxrec svifti gaxldaT. igi ar gamodioda arsebuli wyobis CarCoebidan da mis mizans Tanamedroveobis socialur-politikur naklovanebaTa mxileba, rogorc Zveli gadmonaSTebis, ise mzardi burJuaziuli wyobis winaaRmdegobaTa axali formebis kritika warmoadgenda.

ჯონ მილტონი-პროზაული პოლემიკოსი

 უკომენტაროდ... ვისაც ჯონ მილტონზე რაიმე გაეგება, მიხვდება რაზეც არის ეს თემა, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ჩემი საკონფერენციო ნაშრომია.
inglisel poets, mwerals, prozaul polemikoss an ubralod, gaerTianebuli samefos samoqalaqo moRvawes jon miltons, udidesi adgili ukavia inglisuri literaturis istoriaSi. igi XVII saukunis inglisuri literaturis centraluri figuraa. man Tavisi politikuri traqtatebiT, pamfletebiT da mxatvruli SemoqmedebiT udidesi samsaxuri gauwia XVII saukunis burJuaziul revolucias.
inglisis revoluciis mgosani jon miltoni daibada 1608 wlis 9 dekembers londonSi. igi iyo miCneuli werilebis mamad, polemikur mwerlad da oliver kromvelis oficialur msaxurad. igi erTdroulad werda religiisa da politikis Sesaxeb. inglisur enasTan erTad, miltoni werda laTinur da italiur enebze, risi meSveobiTac hqonda didi saerTaSoriso reputacia mTeli misi cxovrebis ganmavlobaSi.

Sunday, May 8, 2011

top.ge-ს რეიტინგის ჩასმა

როცა პირველად top.ge-ს რეიტინგის ჩასმა გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე,(blogger.com-ze) ძალიან გამიჭირდა, ბევრი ადამიანი დავიხმარე, თუმცა ყველა სხვადასხვანაირად მიხსნიდა. ბოლოსდაბოლოს ვიპოვე ადგილი, სადაც უნდა ჩამესვა კოდი და მინდა რომ თქვენც გასწავლოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლოთ ამის გაკეთება. პირველ რიგში ვრეგისტრირდებით top.ge-ზე.
შემდეგ ხედავთ TOS-ს (Terms of Service) რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და დააჭიროთ ბოლოდან მეორე წინადადებას რეგისტრაციის გასაგრძელებლად.
შეავსეთ ყველა ველი...
კატეგორიის არჩევა: ბლოგერების უმეტესობა ირჩევს კატეგორიას Personal Pages თუმცა თუ ღრმად თემატური ბლოგი გაქვთ ჯობს სხვა კატეგორიაში მოთავსდეთ. პრივატულობიც არჩევა: თუ აირჩევთ yes-ს – თქვენს სტატისტიკას დაინახავს ყველა და ამასთანავე სტატისტიკის ბევრი კომპონენტი უბრალოდ საეროდ არ გამოჩნდება. თუ აირჩევთ no-ს მაშინ სტატისტიკის სანახავად მოგიწევთ ყოველ ჯერზე პაროლისა და იუზერის შეყვანა. არჩევანი თქვენზეა.
დიზაინის არჩევა: მთვლელის დიზაინი წარმოდგენილია 8 სხვადასხვა სახით. ყველაზე გავრცელებულია მერვე სადაც ჩანს როგორც მთლიანი ჰიტების, ისევე დღევანდელი ჰიტებისა და უნიკალური მნახველების რაოდენობა.
ამის შემდეგ დააკოპირეთ მოცემული კოდი. ამის შემდეგ ეს კოდი უნდა ჩავსვათ ჩვენს ბლოგზე. შევდივართ design-ში, რომელიც მარჯვენა ზედა კუთხეშია.შემდეგ ვაწვებით add a Gadget და სადაც წერია HTML/Javascript ვაწვებით პლუსს.შემდეგ title-ში ვწერთ მაგალითად top.ge ხოლო ქვედაში ვსვამთ დაკოპირებულ ტექსტს. შემდეგ ვაწვებით save. გადავდივართ მთავარ გვერდზე და გვერდის ბოლოში გაჩნდება Top.ge-ს რეიტინგი

ინტერნეტ ნიჭიერი

ინტერნეტის ძალა ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად ვიყენებთ მას. ზოგი სამუშაოდ იყენებს, ზოგი გასართობად, ზოგი კომუნიკაციისთვის, ზოგი სიახლეების გასაცნობას, ზოგი კი საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად და საზოგადოებისთვის გასაცნობად. სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა ვისაუბრო.
ალბათ ყველამ იცის ცნობილი ტელეპროექტის "ნიჭიერის" შესახებ, რომელმაც უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა და წარუდგინა საზოგადოებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც არ სურთ ასე პირდაპირ გამოჩენა და თავიანთ ვიდეოებს სხვადასხვა საიტებზე ტვირთავენ...   myvideo.ge-ზე სრულიად შემთხვევით სწორედ ასეთ ადამიანებს წავაწყდი, რომელთა ნიჭიერებამაც ძალიან აღმაფრთოვანა. ეგრეთწოდებულ channel-ს ინტერნეტ ნიჭიერი ქვია, შიგ კი ნიჭიერი ადამიანების და არამარტო მათი ვიდეოებია ატვირთული. ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგი როიალზე უკრავს, ზოგი უბრალოდ ყირაზე გადადის და ამით სურს თავის წარმოჩენა,არიან ისეთებიც, რომელთაც ლექსის კითხვაში სურთ თავის წარმოჩენა-ასეთები უმეტესად პატარა ასაკის ბავშვები არიან, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ძალიან დამამახსოვრა თავი. განსაკუთრებით 4წლის ტატომ, რომელიც "კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი"-ისე პატრიოტულად და ვაჟკაცურად კითხულობდა, ცრემლიც კი მომადგა თვალზე. ასევე ძალიან დამამახსოვრდა 48 წლის მომღერალი ნინო კრავეიშვილი, რომელიც საკუთარ დაწერილ სიმღერებს წარმოგვიდგენს თავისივე შესრულებით. თუ დაინტერესდებით, ამ ადამიანის უამრავ ვიდეოს ნახავთ ამ საიტზე. ასევე ძალიან კარგად უკრავს ფორტეპიანოზე ეკონომისტი ბექა ბეჩვაია, თუმცა კომენტარები არ მომეწონა. როგორც ჩანს ქართველებს არ მოწონთ, როცა ბიჭი ფორტეპიანოზე უკრავს. ან იქნებ ეს შურია :)  საოცრად გასაოცარი ადამიანია პატარა ლევან ჩემინავა, რომელიც ისე საოცრად წევს მუცელს შიგნით, რომ ნამდვილად გაგაოცებთ.
channel-ი 27 წლის ბიჭს ეკუთვნის და როგორც ჩანს ვიდეოებიც მისი შეკრებილია. ვფიქრობ მისი საქციელი კარგ მიზანს ემსახურება, რადგან ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენა სურს. სამწუხაროდ დღესდღეობით მხოლოდ 23 ვიდეოა შეკრებილი, მაგრამ ვფიქრობ მალე გამოეხმაურებიან და იქნებ სულ ცოტა ხანში ეს ნიჭიერი ადამიანები ნამდვილ "ნიჭიერშიც" ვიხილოთ.
P.S. თუ დაინტერესდებით, ეს არის channel-ის მისამართი  http://www.myvideo.ge/index.php?act=main&user_id=444537&time_limit=alltime&cur_page=1&order=date

მატყუარა წერილი

ამ ბოლო დროს ფეისბუქზე გავრცელდა შემდეგი სახის წერილი :
Report
facebook is recently becoming very overpopulated. There have been many members complaining that Facebook is becoming very slow. Records show that the reason is that there are many active Facebook members and, on the other side, many new Facebook members.

We will be sending this message around to see if members are active or not. If you are active please send to at least 15 other users using Copy+ Paste to show that you are still active. *Those who do not send this message within 2 weeks will be deleted without hesitation to create more space.*
Send this message to all your friends and to show me that your still active and you will not be deleted.
Founder of Facebook,
Mark Zuckerberg

რისი მიხედვითაც მარკ ცუკერბერგი-ფეისბუქის შემქმნელი ატარებს კვლევას რათა გაიგოს არიან თუ არა მომხმარებლები აქტიურები. ანუ იმის გამო რომ ბევრი არააქტიური ექაუნთია საიტზე, საიტი ძალიან განელდა. ამიტომ წერილის მიხედვით უნდა დავაკოპიროთ მიღებული წერილი და დავუგზვნოთ ყველა მეგობარს რათა გავაგებინოთ მარკს რომ ჩვენ აქტიური წევრები ვართ. თუ ამას არ გავაკეთებთ ერთი კვირის განმავლობაში, ამ  შემთხვევაში ჩვენი ექაუნთი წაიშლება.
საინტერესოა, შეესაბამება თუ არა ეს წერილი სიმართლეს და თუ არ შეესაბამება, მაშინ რა მიზნით გავრცელდა იგი?

სიკვდილზე ფიქრი

სიკვდილზე ფიქრი ნაადრევია,
სიკვდილი ჩემში დიდ შიშსაც აღძრავს,
თუმცა კი ვიცი მას ვერ წავუვალ,
იგი ჩემს კარზეც მოაკაკუნებს.
წყვდიადი ჩემშიც შემოიჭრება,
წყვდიადი მეც კი შემიპყრობს სულმთლად,
უეცრად გული შეწყვიტავს ფეთქვას,
უეცრად მზერაც გამიქვავდება.
თუმცა ის მაინც ვერ დამიმონებს,
ვერ შეძლებს გულის დამორჩილებას,
უკანასკნელად მეც გავიბრძოლებ,
უკანასკნელად გავახელ თვალებს.
თვალცრემლიანი შევხედავ ხატებს,
თვალცრემლიანი შენც შემოგხედავ
და შენი სახის მე დამნახავი,
მშვიდად ჩავწვები ცივ სამარეში.
და როცა გული შეწყვიტავს ფეთქვას,
თვალები ნაზად მიილულება,
სამარის კარი მსწრაფლ გაიღება
და შემიძღვება მე ცივ მიწაში...


By me.

Big American Hug (ჩახუტების დღე)

Add caption



There are many celebrations all over the world but one of the interesting and strange for me is national hugging day which is also called as Free Hugs.
This strange day is an annual holiday occuring on January 21 and it's officially recognized by the United States Patent and Trademark office.
Intelligence Researcher Jay Gordon says that this day is very useful for our health. what do you think, why it's useful? Jay Gordon says that new studies show children who get some long hug everyday are smarter.  Another  advantage of Big American Hug is that the more physical contact a little one gets, the more brain cells are stimulated, creating stronger, faster brain synapses and boosting.
Two years ago some teenagers in Georgia decided to celebrate this day. They took some papers where were written: Free Hug and whent to the street.
Firstly, people in the street were watching these boys very surprised and laughed but after a minute some of them tried to hug and finally everyone were hugging each other. It was very exciting. Teenagers were coming from their cars and hugging foreigners, as young as older.
It seems to me that this day will be continued this year too and people will hug strangers without laughing or something else.

თანამედროვე ახალგაზრდების მეტყველება

ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელებულმა ამ წერილმა გამახსენა, რომ ჩვენი–განსაკუთრებით ახალგაზრდების ლექსიკა სრულიადაა შეცვლილი.  სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ ამ წერილში გამოყენებული სიტყვებით, ის კი გვავიწყდება, რომ ქართულ ენას შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მივაყენოთ. კარგად რომ დავუკვირდეთ, ამ წერილში ბრჭყალებით აღნიშნული თითქმის ყველა სიტყვა ინგლისურია.ჩვენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და ისინიც ნელ–ნელა იკიდებენ ფეხს.  ისტორიიდან ვიცით, რომ საქართველო ბარბარიზმებისგან (უცხო ენიდან შემოსული სიტყვები)  არასდროს ყოფილა დაცული. რუსულიდან შემოსული  უამრავი სიტყვა დღესდღეობითაცაა შემორჩენილი და ძალიან გვიჭირს მათი “გაძევება”. ასეთი სიტყვებია: სპიჩკა–რომელიც ნელ–ნელა ქართული შესატყვისით–ასანთით იცვლება, სემიჩკა–რომელსაც მშვენიერი ქართული სახელი–მზესუმზირა ჰქვია, ფეჩი–რომელსაც ქართულად ღუმელი ჰქვია,  ლამპა–ჭრაქი, სტოლი–მაგიდა, ზმეიკა–ელვა შესაკრავი, შნურუკი–თასმა, ჰალსტუხი–ყლინჯი, პოლი–იატალი და სხვა მრავალი. საკუთარ მეტყველებას რომ გადავხედოთ, ამ სიტყვებს ყოველდღიურად  ვიყენებთ, ამიტომ ძალიან დიდი საშიშროებაა იმის, რომ ინგლისური სიტყვებიც სწრაფად დაიმკვიდრებს ერთ–ერთ მნიშვნელოვან ადგილს ჩვენს ლექსიკაში. მრავალი მათგანი ხომ უკვე გამოიყენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ხშირია ფრაზები: რატომ “დაილოსტე”?  როგორი “ლაკოსტა” ქალია :) ,  “დამიქოლინგე”, რა არის “ნიუსი” შენსკენ? “დაალაიქე” და სხვა .  ასე რომ, მინდა მოგიწოდოთ ახალგაზრდებო: როცა რაიმე უცხო სიტყვას გამოიყენებთ თქვენს ლექსიკაში, გახსოვდეთ, რომ მას მშვენიერი ქართული შესატყვისი აქვს.