შემდეგ ხედავთ TOS-ს (Terms of Service) რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და დააჭიროთ ბოლოდან მეორე წინადადებას რეგისტრაციის გასაგრძელებლად.
შეავსეთ ყველა ველი...
კატეგორიის არჩევა: ბლოგერების უმეტესობა ირჩევს კატეგორიას Personal Pages თუმცა თუ ღრმად თემატური ბლოგი გაქვთ ჯობს სხვა კატეგორიაში მოთავსდეთ. პრივატულობიც არჩევა: თუ აირჩევთ yes-ს – თქვენს სტატისტიკას დაინახავს ყველა და ამასთანავე სტატისტიკის ბევრი კომპონენტი უბრალოდ საეროდ არ გამოჩნდება. თუ აირჩევთ no-ს მაშინ სტატისტიკის სანახავად მოგიწევთ ყოველ ჯერზე პაროლისა და იუზერის შეყვანა. არჩევანი თქვენზეა.დიზაინის არჩევა: მთვლელის დიზაინი წარმოდგენილია 8 სხვადასხვა სახით. ყველაზე გავრცელებულია მერვე სადაც ჩანს როგორც მთლიანი ჰიტების, ისევე დღევანდელი ჰიტებისა და უნიკალური მნახველების რაოდენობა.
ამის შემდეგ დააკოპირეთ მოცემული კოდი. ამის შემდეგ ეს კოდი უნდა ჩავსვათ ჩვენს ბლოგზე. შევდივართ design-ში, რომელიც მარჯვენა ზედა კუთხეშია.შემდეგ ვაწვებით add a Gadget და სადაც წერია HTML/Javascript ვაწვებით პლუსს.შემდეგ title-ში ვწერთ მაგალითად top.ge ხოლო ქვედაში ვსვამთ დაკოპირებულ ტექსტს. შემდეგ ვაწვებით save. გადავდივართ მთავარ გვერდზე და გვერდის ბოლოში გაჩნდება Top.ge-ს რეიტინგი
No comments:
Post a Comment
გააკრიტიკე პოსტი :)