Pages

daklikeeeeeeeee

Sunday, May 8, 2011

ინტერნეტ ნიჭიერი

ინტერნეტის ძალა ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად ვიყენებთ მას. ზოგი სამუშაოდ იყენებს, ზოგი გასართობად, ზოგი კომუნიკაციისთვის, ზოგი სიახლეების გასაცნობას, ზოგი კი საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად და საზოგადოებისთვის გასაცნობად. სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა ვისაუბრო.
ალბათ ყველამ იცის ცნობილი ტელეპროექტის "ნიჭიერის" შესახებ, რომელმაც უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა და წარუდგინა საზოგადოებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც არ სურთ ასე პირდაპირ გამოჩენა და თავიანთ ვიდეოებს სხვადასხვა საიტებზე ტვირთავენ...   myvideo.ge-ზე სრულიად შემთხვევით სწორედ ასეთ ადამიანებს წავაწყდი, რომელთა ნიჭიერებამაც ძალიან აღმაფრთოვანა. ეგრეთწოდებულ channel-ს ინტერნეტ ნიჭიერი ქვია, შიგ კი ნიჭიერი ადამიანების და არამარტო მათი ვიდეოებია ატვირთული. ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგი როიალზე უკრავს, ზოგი უბრალოდ ყირაზე გადადის და ამით სურს თავის წარმოჩენა,არიან ისეთებიც, რომელთაც ლექსის კითხვაში სურთ თავის წარმოჩენა-ასეთები უმეტესად პატარა ასაკის ბავშვები არიან, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ძალიან დამამახსოვრა თავი. განსაკუთრებით 4წლის ტატომ, რომელიც "კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი"-ისე პატრიოტულად და ვაჟკაცურად კითხულობდა, ცრემლიც კი მომადგა თვალზე. ასევე ძალიან დამამახსოვრდა 48 წლის მომღერალი ნინო კრავეიშვილი, რომელიც საკუთარ დაწერილ სიმღერებს წარმოგვიდგენს თავისივე შესრულებით. თუ დაინტერესდებით, ამ ადამიანის უამრავ ვიდეოს ნახავთ ამ საიტზე. ასევე ძალიან კარგად უკრავს ფორტეპიანოზე ეკონომისტი ბექა ბეჩვაია, თუმცა კომენტარები არ მომეწონა. როგორც ჩანს ქართველებს არ მოწონთ, როცა ბიჭი ფორტეპიანოზე უკრავს. ან იქნებ ეს შურია :)  საოცრად გასაოცარი ადამიანია პატარა ლევან ჩემინავა, რომელიც ისე საოცრად წევს მუცელს შიგნით, რომ ნამდვილად გაგაოცებთ.
channel-ი 27 წლის ბიჭს ეკუთვნის და როგორც ჩანს ვიდეოებიც მისი შეკრებილია. ვფიქრობ მისი საქციელი კარგ მიზანს ემსახურება, რადგან ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენა სურს. სამწუხაროდ დღესდღეობით მხოლოდ 23 ვიდეოა შეკრებილი, მაგრამ ვფიქრობ მალე გამოეხმაურებიან და იქნებ სულ ცოტა ხანში ეს ნიჭიერი ადამიანები ნამდვილ "ნიჭიერშიც" ვიხილოთ.
P.S. თუ დაინტერესდებით, ეს არის channel-ის მისამართი  http://www.myvideo.ge/index.php?act=main&user_id=444537&time_limit=alltime&cur_page=1&order=date

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)