Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 14)



                             თავი მეთერთმეტე
                              სირთულეები

   ყველა ჩვენ გვიყურებდა როცა ერთად მივაბიჯებდით ბიოლოგიის კაბინეტში მერხისკენ. შევამჩნიე, რომ მას აღარ გაუწევია სკამი მაგიდის კუთხისკენ რომ რაც შეიძლება შორს დამჯდარიყო ჩემგან. პირიქით, საკმაოდ ახლოს დაჯდა ჩემს გვერდით, ჩვენი მკლავები თითქმის ეხებოდა ერთმანეთს.
   შემდეგ მისტერ ბანერი შემოვიდა ოთახში-ეს კაცი რა საუცხოოდ შეარჩევს ხოლმე დროს- ბორბლებზე შემდგარ ლითონის ჩარჩოს მოაგორებდა, რომელიც საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა. ძვelი ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი იყო. ფილმის დღე- ეს მთელი კლასისთვის ხელშესახები ფაქტი იყო.  კასეტა უღიმღამო მაგნიტოფონში ჩატენა და კედლისკენ წავიდა რომ სინათლეები ჩაექრო.
   შემდეგ კი, როგორც კი დაბნ
ელდა ოთახში, მივხვდი, რომ ედვარდი ჩემგან  ერთ დიუმზე ახლოს იჯდა. გაბრუებული ვიყავი მოულოდნელი იმპულსებით რომლებიც ჩემში მიედინებოდა, გაოცებული, რომ შესაძლებელი იყო უფრო მეტად შემეგნო ის ვიდრე უკვე მყავდა შეგნებული. შეშლილმა იმპულსმა, რომ მიმეღწია და შევხებოდი, რომ მხოლოდ ერთხელ სიბნელეში ხელი გადამესვა მის სრულყოფილ სახეზე თითქმის წამლეკა. მკლავები მჭიდროდ გადავიჯვარედინე მკერდზე, ხელები მუშტებად მიმრგვალდებოდა. თავს ვკარგავდი.
   შესავალი ტიტრები დაიწყო, რომელიც წარწერებით ანათებდა ოთახს. მათ ყველა განათებაზე თვალები ედვარდისკენ მეპარებოდა. სულელურად გავიღიმე, როცა მივხვდი, რომ ისიც ჩემსავით იქცეოდა, ხელები მკლავებს ქვემოდან ემუშტებოდა, თვალებიც ზუსტად გვერდულად მიტოლდებოდა. მანაც გამიღიმა, მისი თვალები როგორღაც სიბნელეშიც კი ბჟუტავდა. სხვა მხარეს გავიხედე სანამ სუნთქვა გამიხშირდებოდა. სრულიად სასაცილო იყო, ის ფაქტი რომ ამის გამო  თავბრუსხვევას ვგრძნობდი.
   ერთი საათი თითქოს გაიწელა. ყურადღება ვერაფრით გადამქონდა ფილმზე- ისიც კი არ ვიცოდი რა თემაზე იყო. წარუმატებლად ვცდილობდი მოდუნებას, მაგრამ ელექტრული დინება, რომელიც როგორღაც მისი სხეულიდან მოედინებოდა, არ სუსტდებოდა.  შემთხვევით მივეცი ჩემ თავს ნება მზერა მეტყორცნა ამ დინების მიმართულებით, მაგრამ არც ის ჩანდა მოდუნებული. არც შეხების დაუძლეველი სურვილი აპირებდა დანებებას, უვნებლად მივისრისე ნეკნებზე მუშტები, თან თითები მტკიოდა ამ ძალისხმევისგან.
  შვებით ამოვისუნთქე როცა მისტერ ბანერმა გაკვეთილის ბოლოს ისევ აანთო სინათლეები და მკლავები წინ გამოვჭიმე და გახევებული თითები მოვხარე. ედვარდმა ჩაიცინა ჩემს გვერდით. 
_საინტერესო იყო- ჩაიბუტბუტა. ბნელი ხმა და ფრთხილი თვალები ჰქონდა.
_ მმმ...-სულ ეს იყო რისი თქმაც შევძელი.
_წავიდეთ?- მკითხა მან, მოქნილად წამოდგა.
   კინაღამ ამოვიკვნესე. სპორტ-დარბაზში წასვლის დრო იყო.  ფრთხილად ავდექი, წონასწორობაზე ვღელავდი, რომელიც ალბათ ჩვენს შორის არსებული დაძაბულობით დარღვეული იქნებოდა. 
   მან ჩემი შემდეგი გაკვეთილის კლასთან უხმოდ მიმაცილა და კართან გაჩერდა. შემოვბრუნდი რომ დავმშვიდობებოდი. მისმა სახემ გამაოცა- მოღუშული გამომეტყველება ჰქონდა, თითქმის ნატანჯი და ისე მძვინვარედ ლამაზი, რომ მტანჯველი სურვილი რომ შევხებოდი ისევ განმიახლდა. ჩემი დამშვიდობება ყელში გამეჩხირა.
   ხელი აწია, ყოყმანობდა, წინააღმდეგობა ბობოქრობდა მის თვალებში და შემდეგ სწრაფად ჩამომისვა ღაწვებზე თითის წვერები. კანი როგორც ყოველთვის გაყინული ჰქონდა, მაგრამ კვალი რომელიც მისმა თითებმა დატოვა ჩემს კანზე ამაღელვებლად ცხელი იყო- თითქოს ვიწვოდი,  მაგრამ მისგან ჯერ-ჯერობით არ ვგრძნობდი ტკივილს. 
   უსიტყვოდ შებრუნდა და სწრაფად გაიარა. 
   სპორტ-დარბაზში შევედი, თავბრუდახვეული და მერყევი. გასახდელისკენ გავწიე, თავს ტრანსის მსგავს მდგომარეობაში ვგრძნობდი როცა ტანსაცმელს ვიცვლიდი, მხოლოდ გაურკვევლად ვხვდებოდი, რომ ჩემს გარშემო სხვა ხალხიც იყო.  ჯერ კიდევ სრულიად არ ვიყავი რეალობაში დაბრუნებული ჩოგანი რომ ავიღე. მძიმე არ იყო, თუმცა არასაიმედო ჩემს ხელში. დავინახე რამდენიმე ბავშვმა ფარულად რომ გადმომხედა. მწვრთნელმა ტაშის კვრით გვანიშნა რომ წყვილებად დავჯგუფებულიყავით. 
   საბედნიეროდ, მაიკს სიმამაცის ნაკვალევი ჯერ კიდევ შემორჩენოდა; მოვიდა რომ ჩემს გვერდით დამდგარიყო.
  _გინდა შენი მეწყვილე ვიყო?
  _მადლობ, მაიკ, მაგრამ ხომ იცი შენთვისვე აჯობებს თუ ასე არ მოვიქცევით- მობოდიშებით დავჭყანე სახე.
  _მაგაზე ნუ იდარდებ. როგორმე გაგიმკლავდები- გამიკრიჭა. ზოგჯერ ისეთი საყვარელი იყო მაიკი.
  ყველაფერი არც ისე კარგად წავიდა. როგორღაც ვახერხებდი ერთი მოქნევით თავშიც მომერტყა ჩოგანი და  მაიკის მხარიც გამენგრია. საათის დარჩენილი ნაწილი კორტის უკანა კუთხესთან გავატარე, ჩოგანი ზურგსუკან მეჭირა უსაფრთხოდ. მიუხედავად იმისა,რომ მაიკი მე დამიპირისპირეს, ის მაინც კარგად თამაშობდა; 4დან 3 გეიმი მოიგო ცალხელამ. მეხუთე მოუმზადებელი ჩაწოდება გამიკეთა როცა ბოლოსდაბოლოს მწვრთნელმა სასტვენში ჩაბერა გაკვეთილის ბოლოს.
  _ესეიგი, -თქვა როცა კორტიდან გამოვდიოდით.
  _რა?
  _შენ და კალენი  არა?- მეამბოხური ტონით მკითხა. ჩემი წინა გრძნობა რომ მაიკი საყვარელი იყო გაქრა.
  _ეს შენი საქმე არ არის, მაიკ, -გავაფრთხილე, შინაგანად ვწყევლიდი ჯესიკას პირდაპირ ჰადესის ცეცხლოვანი ორმოებით.
  _არ მომწონს ეს ყველაფერი,-მაინც ჩაიბუტბუტა.
  _არც ხარ ვალდებული მოგწონდეს, -სწრაფად ვუპასუხე.
  _ისე გიყურებს... თითქოს საჭმელი იყო- გააგრძელა მან, ჩემი პასუხისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
  ისტერიამ დამახრჩო,რომელიც იმუქრებოდა რომ აფეთქდებოდა, მაგრამ პატარა ჩახითხითებამ მაიძულა გავცლოდი ჩემი ძალისხმევის მიუხედავად. ის დაჟინებით მიყურებდა. ხელი დავუქნიე და გასახდელში გასვლით ვუშველე თავს.
  სწრაფად გამოვიცვალე, რაღაც პეპლებზე ძლიერი მიბრახუნებდა უგუნურად მუცლის კედლებზე, ჩემი მოსაზრება მაიკთან ერთად შორეულ მეხსიერებაში იყო. მაინტერესებდა ედვარდი მელოდებოდა, თუ მის მანქანასთან უნდა შევხვედროდი. მისი ოჯახიც იქ რომ ყოფილიყო? ნამდვილი ძრწოლის ტალღა ვიგრძენი. მიხვდებოდნენ რომ ყველაფერი ვიცოდი? მივხვდებოდი რომ ისინი მიხვდნენ რომ ყველაფერი ვიცოდი, თუ არა? 
   ამ დროს სპორტ-დარბაზიდან გამოვაბიჯე, უკვე გადავწყვიტე, რომ პირდაპირ სახლში წავიდოდი მანქანის სადგომისკენ გახედვის გარეშე. მაგრამ ჩემი ღელვა უსაფუძვლო იყო. ედვარდი მელოდებოდა, განსაცვიფრებელი სახე ამჯერად მშვიდი იყო. მასთან რომ მივედი სიმსუბუქის განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა.
  _გამარჯობა,- უზარმაზარი ღიმილით ვთქვი.
  _გამარჯობა,- მისი საპასუხო ღიმილი ბრწყინვალე იყო- რა ხდებოდა სპორტ-დარბაზში?
   თითქოს სახე დამიპატარავდა.
  _ყველაფერი მშვენივრად იყო- მოვიტყუე
  _ნუთუ?-არადამაჯერებლად მკითხა. მისი თვალები უმნიშვნელოდ გადაადგილდა ფოკუსიდან, ჩემს მხარსზემოთ იყურებოდა და ვიწროვდებოდა. უკან მივიხედე და მიმავალი მაიკის ზურგი დავინახე.
  _რა?- ჩავაცივდი
    მისი მზერა ისევ ჩემ თვალებზე გადმოსრიალდა, თვალები ისევ დავიწროებული ჰქონდა.
  _ნიუტონი ჩემ ნერვებზე თამაშობს
  _ისევ გვისმენდი?-საშინლად აღშფოთებული ვიყავი. ჩემი უეცარი კარგი იუმორის ნაკვალევი გაქრა.
  _თავი როგორ გაქვს?- მიამიტად მკითხა.
  _წარმოუდგენელი ვინმე ხარ!- შევბრუნდი და მანქანის სადგომის საერთო მიმართულებით გავაბოტე, თუმცა ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი იქ წასვლა.
   ადვილად დამეწია.
  _შენ ხომ მითხარი რომ სპორტ-დარბაზში როგორი ხარ არ მაქვს ნანახი,- ხოდა ძალიან დამაინტერესა. - არც ისე მომნანიებელი ადამიანის ხმა ჰქონდა, ამიტომ ყურადღება არ მივაქციე.
   ჩუმად მივდიოდით მისი მანქანისკენ- მძვინვარე, შეცბუნებული დუმილი იყო ჩემის მხრიდან. მაგრამ მანქანამდე რამდენიმე ნაბიჯში გაჩერება მომიწია- ბიჭების ბრბო მას შემოხვეოდა გარშემო. 
   შემდეგ მივხვდი, რომ სინამდვილეში ვოლვოს კი არა როზალის წითელ კაბრიოლეტს ეხვეოდნენ, თვალებში უეჭველი შური იგრძნობოდა მანქანის პატრონის მიმართ. არავის მიუქცევია ყურადღება ედვარდისთვის, რომელიც მათ შორის გასხლტა, რომ თავისი მანქანის კარი გაეღო. სწრაფად შევძვერი მგზავრის ადგილზე ედვარდის მანქანაში, ისევ არავის მოუქცევია ყურადღება.
  _განსაკუთრებული,- ჩაიბუტბუტა.
  _რა მანქანაა?-ვკითხე.
 _MAn M3-ია

  _მოდელი არ მიკითხია, მარკაზე გკითხე
  _ BMW-ა.-თვალები შეარხია, მე არ მიყურებდა, ცდილობდა ისე დაეხია უკან მანქანა, რომ კაბრიოლეტის მოყვარულები არ გაეტანა. 
   თავი დავუქნიე- ამ მარკის მანქანების შესახებ მსმენოდა.
  _ისევ გაბრაზებული ხარ?- მკითხა ფრთხილად, როცა მანქანა გამოიყვანა.
  _ნამდვილად.
  მან ამოიოხრა.
  _თუ ბოდიშს მოგიხდი მაპატიებ?
  _შეიძლება...თუ მოინანიებ. და შემპირდები, რომ აღარ გაიმეორებ ამას. -დავიჟინე.
  თვალები უცებ დაუვიწროვდა.
  _და იმაზე რას იტყვი, თუ მოვინანიებ და დაგთანხმდები იმაზე, რომ შაბათს შენ ატარო მანქანა? -ჩემ პირობებს დაუპირისპირდა.
   განვიხილე მისი წინადადება და გადავწყვიტე, რომ ალბათ ამაზე კარგ შემოთავაზებას ვერ მივიღებდი.
  _კარგი,- დავეთანხმე.
  _მაშინ, მაპატიე რომ ხასიათი გაგიფუჭე.-რამდენიმე გაჯანჯლებული წუთის განმავლობაში მისი თვალები გულწრფელობაში იწვოდა- მომაკვდინებლად თამაშობდა ჩემი გულისცემის რიტმზე,-შემდეგ კი მხიარულად შებრუნდა- და კიდევ, შენს სახლთან ვიქნები შაბათის ნათელ და ადრიან დილას. 
  _მმ...ეს საქმეს გამიფუჭებს ჩარლისთან, აუხსნელ სიტუაციაში თუ აღმოაჩენს ვოლვოს, შენობასთან მისასვლელ გზაზე. 
   მისი ღიმილი ამჯერად რბილი იყო.
  _მანქანის მოყვანას არც ვაპირებდი
  _მაშინ როგორ...
  მან შემაწყვეტინა
  _ამაზე ნუ იღელვებ. დილას იქ ვიქნები, მანქანის გარეშე.
  გავატარე. უფრო გადაუდებელი კითხვები მქონდა.
  _“მოგვიანებით“ არ მოვიდა ჯერ?- ვკითხე მნიშვნელოვნად.
   წარბები შეიჭმუხნა.
   _მგონი კი
   სანამ ველოდებოდი რას მეტყოდა ზრდილობიანი გამომეტყველება შევინარჩუნე.
  მან მანქანა გააჩერა. ამოვიხედე, გავვოცდი-ჩვენ რა თქმა უნდა უკვე ჩარლის სახლთან ვიყავით, ჩემი პიკაპის უკან. უფრო ადვილი იყო მასთან ერთად მგზავრობა, თუ ამოვიხედავდი და ის უკვე დასრულებული იყო.  როცა ისევ მას შევხედე, მიყურებდა, თვალით მზომავდა.
   _და ისევ გაინტერესებს რატომ არ უნდა ნახო როგორ ვნადირობ?- საზეიმო ხმა ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე რომ მის თვალების სიღრმეში იუმორის ნაკვალევი დავინახე.
_რავიცი,- შევეცადე ამეხსნა- უმთავრესად შენმა რეაქციამ გამაკვირვა.
_შეგაშინე?- დიახ, მის ხმაში მართლაც იგრძნობოდა იუმორი.
_არა -მოვიტყუე.  მაგრამ მიმიხვდა.
_ბოდიშს გიხდი, რომ შეგაშინე- შეუპოვრობა გამოიჩინა უმნიშვნელო ღიმილით, მაგრამ გაღიზიანების ყოველგვარი გამოვლინება გაქრა. -უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია იყო იქ იმ დროს...როცა ჩვენ ვნადირობთ- ყბები დაუმჭიდროვდა
_ცუდი იქნებოდა?
   კბილებში გამოსცრა:
_უკიდურესად.
_იმიტომ, რომ... ? 
   ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და საქარე მინის მიღმა სქელ, მოძრავ ღრუბლებს გახედა, რომელიც თითქმის ჩამოწვა დედამიწაზე. 
_როცა ვნადირობთ- ნელა ლაპარაკობდა, უხალისოდ- ჩვენს თავს მთლიანად ჩვენს შეგრძნებებს ვანდობთ... ჩვენი აზრების უმართავად. განსაკუთრებით ჩვენს ყნოსვას. ამიტომ, თუ შენ სადმე ახლოს იქნები, როცა საკუთარი თავის გაკონტროლებას შევწყვეტ... -მან თავი გააქნია, ისევ დაღვრემილად მიშტერებოდა მძიმე ღრუბლებს. 
   ჩემი გამომეტყველება მტკიცედ დავიმორჩილე, მოველოდი, რომ სწრაფად გამოიელვებდა მისი თვალები რომ შეეფასებინა ჩემი რეაქცია, რომელიც მის ნათქვამს მალე მოყვებოდა. ჩემი სახე არაფერს გამოხატავდა.
   ჩვენ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, სიჩუმე გაღრმავდა- და შეიცვალა. ელექტრულმა იმპულსებმა, რომლებიც შუადღეს ვიგრძენი, ჰაერის დატვირთვა დაიწყო, როცა შეუბრალებლად მიყურებდა თვალებში. სანამ თავბრუ დამეხვეოდა მივხვდი, რომ არ ვსუნთქავდი. სანამ დამხრჩვალივით ამოვისუნთქებდი და ამით სიჩუმეს დავარღვევდი, მან თვალები დახუჭა.  
    _ბელა, მგონი აჯობებს ახლა სახლში შეხვიდე.-ამჯერად უხეში ხმა ჰქონდა, თვალები ისევ ღრუბლებზე ჰქონდა მიპყრობილი. 
  კარი გავაღე, დიდი ამონასუნთქი რომელიც მანქანაში აფეთქდა გონების გაწმენდაში დამეხმარა. მეშინოდა რომ ამ თავბრუდახვეულ მდგომარეობაში წავიბორძიკებდი ფეხზე ადგომისას, ფრთხილად გადავაბიჯე მანქანიდან და ზურგსუკან კარი უკანმოუხედავად მოვიხურე. ავტომატური ფანჯრის ჩამოწევის ხმამ შემომაბრუნა.
_ა, ბელა?-დამიძახა მან, გამოსწორებული ხმა ჰქონდა. ღია ფანჯრისკენ გადმოიხარა ტუჩებზე ათამაშებული გრძნობის დამკარგველი ღიმილით.
_გისმენ?
_ხვალ ჩემი ჯერია
_რაშია შენი ჯერი?
 უფრო ფართოდ გაიღიმა, გამოანათა თავისი ციმციმა კბილები.
_კითხვების დასმაში.
  შემდეგ კი გაქრა, ქუჩაში გააქროლა მანქანა და მანამდე გაუჩინარდა ქუჩის კუთხეში, სანამ მე ფიქრებს მოვუყრიდი თავს. გამეღიმა სახლში შესვლისას. ნათელი იყო რომ სხვა თუ არაფერი, ხვალ ჩემს ნახვას მაინც გეგმავდა. 
  ღამით ედვარდმა გაიბრწყინა ჩემს სიზმრებში, როგორც ყოველთვის. თუმცა ჩემი ქვეცნობიერების კლიმატი შეიცვალა. აფორიაქებული იყო იმავე ელექტროობით რითაც დატვირთული იყო შუადღე, და ვბორგავდი და ვტრიალებდი მოუსვენრად, ხშირ-ხშირად მეღვიძებოდა. ადრიანი დილის საათები იქნებოდა, როცა საბოლოოდ ჩავეშვი დაქანცულ, უსიზმრო ძილში.
  რომ გავიღვიძე ისევ დაღლილად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ამასთან მომართულიც ვიყავი.  ყავისფერი მაღალ ყელიანი სვიტერი და გარდაუვალი ჯინსი ჩავიცვი, თან ვოხრავდი როცა მაისურსა და შორტებზე ვოცნებობდი. საუზმე როგორც ყოველთვის, წყნარი მოვლენა იყო. ჩარლიმ კვერცხი შეიწვა თავისთვის; მე ჯამი ბურღული მქონდა. მაინტერესებდა ხომ არ დაავიწყდა  ჩემი შაბათის გეგმები. მან ამ ჩემს დაუსმელ შეკითხვაზე მიპასუხა როცა ადგა, რომ თეფში სარეცხ ნიჟარაში ჩაედო.
    _რაც შეეხება ამ შაბათს....-დაიწყო მან, როცა სამზარეულო გადაკვეთა და ონკანთან გაჩერდა.
  თავი დავხარე.
_ჰო, მამა?
_ისევ აპირებ სიეტლში წასვლას?-მკითხა მან.
_ასე ვგეგმავ,- დავიმანჭე, ვოცნებობდი რომ საკითხზე საუბარი აღარ გაეგრძელებინა,რომ ფრთხილი ნახევარ-სიმართლეების შეთხზვა აღარ დამჭირვებოდა.
  მან ჭურჭლის თხევადი საპონი დააწვეთა თეფშზე და ჯაგრისით მოუსვა.
_და დარწმუნებული ხარ რომ ცეკვების დრომდე ჩამოსვლას ვერ მოასწრებ?
_ცეკვებზე არ მივდივარ, მამა,- მრისხანედ გადავხედე.
_არავინ დაგპატიჟა?- მკითხა, თან ცდილობდა თავისი ინტერესი მთელი ყურადღების თეფშის წყალში გავლებაზე გადატანით დაემალა. 
   განზე გავაბიჯე, გაღიზიანებული ვიყავი.
_გოგოები პატიჟებენ ბიჭებს.
_აა- შეიჭმუხნა, თან თავის თეფშს ამშრალებდა.
   თანავუგრძნობდი მას. ალბათ ძნელი უნდა ყოფილიყო მამობა; ცხოვრება შიშში, რომ შენი ქალიშვილი იმ ბიჭთან ივლის პაემნებზე რომელიც მოსწონს, მაგრამ ასევე ინერვიულებ თუ ასე არ მოიქცევა. რა საშინელება იქნებოდა, ვფიქრობდი თან შევკრთი, ჩარლიმ რომ იცოდეს რა მომწონს.
  შემდეგ ჩარლი წავიდა, დამშვიდობების ნიშნად ხელი დამიქნია, მე მაღლა ავედი, რომ კბილები გამეხეხა და წიგნები შემეგროვებინა. როცა გავიგონე რომ კრეისერი წავიდა, რამდენიმე წუთის მოცდა შევძელი რომ ფანჯრიდან არ გამეხედა.  ვერცხლისფერი მანქანა უკვე სახლთან იყო, ჩარლის ნიშანთან, სახლთან მოსასვლელ გზაზე. კიბეები ჩავირბინე და წინა კარში გავედი, მაინტერესებდა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს უცნაური რუტინა. თუმცა მე მისი დასრულება არასდროს მენდომებოდა. 
   მანქანასთან მიცდიდა, არ იმჩნევდა რომ მიყურებდა სანამ ჩემს ზურგსუკან კარს მოვიხურავდი, მოსაწყენი გასაღებით ჩაკეტვის პროცესის გარეშე.
  მანქანასთან მივედი, მორიდებულად გავჩერდი სანამ კარს გავაღებდი და შიგნით შევაბიჯებდი. მშვიდად იღიმებოდა, როგორც ყოველთვის აუტანლად სრულყოფილი და მშვენიერი.
    _დილა მშვიდობისა!-ხავერდოვანი ხმა ჰქონდა. -დღეს როგორ გრძნობ თავს?- მისი თვალები ჩემ სახეზე დახეტიალობდნენ, თითქოს მისი კითხვა უბრალო თავაზიანობაზე მეტი იყო. 
   _კარგად, მადლობ.- კარგად როგორც ყოველთვის- ბევრად უფრო კარგად-როცა მასთან ახლოს ვიყავი.
  მისი მზერა ჩემი თვალების ქვეშ წრეებზე შეჩერდა.
_დაღლილი ჩანხარ.
_ვერ გამოვიძინე- ვაღიარე. და მაშინვე შემოვიხვიე თმა მხარზე,რომ როგორმე დამეფარა ის. 
_ვერც მე- გაჯავრდა, თან ძრავა აამუშავა. ნელ-ნელა ვეჩვეოდი ძრავის წყნარ კრუტუნს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი პიკაპის ღრიალი შემაშინებდა, როცა ისევ მომიწევდა ჩემი მანქანით სიარული.
  გამეცინა.
_მგონი მართალი ხარ. მაგრამ ვფიქრობ შენზე ოდნავ მეტი მაინც მეძინა.
_მაგაში მართალი ხარ.
_აბა რას აკეთებდი გასულ ღამეს?-ვკითხე.
  მან ჩაიცინა.
_არავითარ შემთხვევაში. დღეს მე გისვამ კითხვებს. 
_უი, ხო. მართალი ხარ. აბა რა გაინტერესებს? -შუბლი შემეჭმუხნა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩემში რაღაც ისეთი იყო რაც მას დააინტერესებდა.
_ყველაზე მეტად რა ფერი მოგწონს ?-სერიოზული სახე ჰქონდა.
  თვალები დავახამხამე.
_ყოველდღე სხვადასხვა.
_დღეს რა ფერი მოგწონს? -ისევ საზეიმო ხმა ჰქონდა.
_ალბათ ყავისფერი.- ვზრუნავდი რომ ჩემი განწყობა ტანსაცმლის ფერს შესაბამებოდა.
  წაიფრუტუნა, სერიოზული გამომეტყველება გაქრა.
_ყავისფერი?- მკითხა სკეპტიკურად.
_აბა რა. ყავისფერი თბილია. პირდაპირ ვგიჟდები ისე მენატრება ყავისფერი. აქ ყველაფერი რაც ყავისფერი უნდა იყოს- ხის ტანი, კლდეები, ტალახი- აქ საფლობი სიმწვანითაა დაფარული. -დავიჩივლე.
   მოხიბლული ჩანდა ჩემი პატარა გამოსვლით. რამდენიმე წუთი ჩემს პასუხს განიხილავდა, თან თვალებში მიყურებდა.
_მართალი ხარ.- გადაწყვიტა ბოლოს, ისევ სერიოზული სახე ჰქონდა. -ყავისფერი თბილია. -სწრაფად მომიახლოვდა,მაგრამ როგორღაც ჯერ ისევ ყოყმანობდა, რომ გადაეყარა ჩემი თმები ჩემს მხარსუკან.
  ამ დროისთვის უკვე სკოლასთან ვიყავით. ჩემსკენ შემობრუნდა როცა სადგომზე გააჩერა მანქანა.
_რა სიმღერებია გიწერია აxla  СDDპლეიერში? -მკითხა, თან ისეთი პირქუში სახე ჰქონდა თითქოს მკვლელს სთხოვდა აღსარების თქმას.
   მივხვდი, რომ სიმღერები პლეიერიდან რომელიც ფილმა მაჩუქა არასდროს შემიცვლია. როცა მუსიკალური ბენდის სახელი ვუთხარი, მრუდედ გაიღიმა, განსაკუთრებული გამომეტყველება ჰქონდა თვალებში.  თითი მიაჭირა განყოფილებას მისი პლეიერის ქვეშ, გამოიღო ერთ-ერთი ოცდაათიდან თუ იმ დისკებიდან, რომლებიც პატარა ადგილზე იყვნენ ჩატენილები, და გამომიწოდა.
_ესაა?- ცალი წარბი აქაჩა.
    იგივე СDD იყო. ნაცნობი გარეკანი თავაუწევლად დავათვალიერე. 
   ასე გაგრძელდა მთელი დღე. სანამ ინგლისურამდე მიმაცილებდა, როცა ესპანურის შემდეგ დამხვდა, მთელი ლანჩის განმავლობაში, შეუბრალებლად მისვამდა შეკითხვებს ჩემი არსებობის ძალიან უმნიშვნელო წვრილმანებზე.  ფილმები რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარდა და მეზიზღებოდა, რამდენიმე ადგილზე სადაც ნამყოფი ვიყავი და უამრავ ადგილზე სად მოხვედრაც მინდოდა, და წიგნებზე - გაუთავებლად წიგნებზე. 
  არ მახსოვს ბოლოს ამდენი როდის ვილაპარაკე. უმეტესწილად თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს, ალბათ თავიც მოვაბეზრე. მაგრამ მისი სრულიად ცნობისმოყვარე სახე და დაუსრულებელი კითხვების ზღვა მაიძულებდა გამეგრძელებინა საკუთარ თავზე ლაპარაკი. მისი კითხვების უმეტესობა მარტივი იყო, მაგრამ რამდენიმემ ჩემი ოდნავ გაწითლებაც გამოიწვია. მაგრამ რამდენჯერაც წამოვწითლდი ამას კითხვების ახალი რაუნდი მოჰყვა.
   მაგალითად როცა მკითხა ჩემს საყვარელ ძვირფას თვალზე, და მე დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე რომ ეს იყო ტოპაზი. ამის მერე ის ისეთი სიჩქარით გამოტყორცნიდა კითხვებს რომ ისე ვიგრძენი თავი თითქოს ფსიქიატრთან გავდიოდი ტესტირებას, სადაც პასუხობ პირველივე სიტყვას, რომელიც თავში აზრად მოგივა. დარწმუნებული ვიყავი ის ნებისმიერ გონებრივ სიას მიყვებოდა გაწითლების გარდა. მე კი იმიტომ გავწითლდი რომ ბოლო დრომდე ჩემი საყვარელი ძვირფასი თვალი ძოწი იყო. ეს კი შეუძლებელი იყო, მაშინ როცა მის ტოპაზისნაირ თვალებს ვუყურებდი, არ გამისხენებია რატომ შევიცვალე აზრი. მაგრამ არ მოისვენა სანამ არ ვაღიარე რამ შემაცბუნა. 
  _მითხარი- ბოლოსდაბოლოს მიბრძანა როცა დამაჯერებლობამ მარცხი განიცადა- მარცხი განიცადა რადგან თვალი ავარიდე მის სახეს.
  _იმიტომ, რომ მაგ ფერის თვალები გაქვს დღეს- ამოვიოხრე, დავნებდი, ჩემ ხელებს დავყურებდი და თმას უსაქმურად ვათამაშებდი. -ორი კვირის წინ რომ გეკითხა ალბათ ონიქსს გეტყოდი. - ზედმეტი არასაჭირო ინფორმაცია გავეცი ჩემი უნებისყოფო გულწრფელობის გამო და ვღელავდი რომ ეს უცნაურ სიბრაზეს გამოიწვევდა, რომელიც ყოველთვის უჩნდებოდა როცა ვატყობინებდი და მეტისმეტად ნათლად ვააშკარავებდი, როგორ ვიყავი მისით შეპყრობილი. 
   მაგრამ პაუზა ხანმოკლე აღმოჩნდა.
_რომელი ყვავილი გიყვარს?- ამოისროლა.
 შვებით ამოვისუნთქე და ფსიქონალიზის ჩატარება გავაგრძელე.
    ბიოლოგიაზეც იგივე განმეორდა. ედვარდი მისტერ ბანერის შემოსვლამდე აგრძელებდა დაკითხვას,ის ისევ ფილმების საჩვენებელ დაფას მოათრევდა. როგორც კი მიუახლოვდა მასწავლებელი გამომრთველს შუქის ჩასაქრობად, შევამჩნიე ედვარდმა როგორ გაასრიალა სკამი უმნიშვნელოდ შორს ჩემგან. თუმცა არც ამან იმოქმედა. როგორც კი ოთახში ჩამობნელდა, იგივე ელექტრულმა ნაპერწკლებმა, იმავე ლტოლვამ, რომ გამიწვდინა ხელი მოკლე მანძილზე ჩვენს შორის და შევხებოდი მის ცივ კანს, გუშინდელივით შემომიტია.
   მაგიდისკენ გადავიხარე, მოხრილ მკლავებზე დავეყრდენი ნიკაპით, მათში ჩამალული თითებით ვეჭიდებოდი მაგიდის ზედაპირს, თან თავს ვებრძოდი რომ უგულვებელმეყო უგუნური სურვილი, რომელმაც სიმშვიდე დამირღვია. მისთვის არ შემიხედია, მეშინოდა, რომ თუ დავინახავდი,რომ ის მიყურებდა, თავის გაკონტროლება უფრო გამიჭირდებოდა. გულწრფელად ვცდილობდი ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ წარმოდგენა არ მქონდა რას ვუყურე.  ისევ შვებით ამოვისუნთქე, როცა მისტერ ბანერმა შუქი აანთო, როგორც იქნა მზერა შევავლე ედვარდს, მიყურებდა, გაორებული თვალები ჰქონდა.
  ჩუმად წამოდგა და მშვიდად დადგა, მე მიცდიდა. გუშინდელივით ჩუმად მივაბიჯებდით სპორტ-დარბაზისკენ. და ისევ, გუშინდელივით, უსიტყვოდ შემეხო სახეზე- ამჯერად ცივი ხელის ზურგით, ჩამომისვა ხელი საფეთქლიდან ყბამდე- სანამ შებრუნდებოდა და წავიდოდა. 
   გაკვეთილმა სწრაფად ჩაიარა სანამ მაიკის ერთ-კაციან ბადბიქტონის თამაშს ვუყურებდი. მაიკი დღეს არ დამლაპარაკებია, შეიძლება ჩემი არაფრისგამომხატველი გამომეტყველების პასუხად ან ჯერ ისევ გაბრაზებული იყო ჩვენი გუშინდელი კინკლაობის შემდეგ. სადღაც, გონების კუნჭულში თავს ცუდად ვგრძნობდი ამის გამო. მაგრამ მასზე ვერაფრით გადამქონდა ყურადღება.
   შემდეგ, სწრაფად გამოვიცვალე, უცნაური სიმსუბუქით დაავადებულმა, ვიცოდი რაც უფრო სწრაფად ვიმოძრავებდი, მით უფრო მალე ვიქნებოდი ედვარდთან ერთად. დაძაბულობამ ჩვეულებრივზე ტლანქი გამხადა, მაგრამ საბოლოოდ გამოვდევნე ის, იგივე თავისუფლება ვიგრძენი როცა დავინახე რომ ის ისევ იქ იდგა, ფართო ღიმილი ავტომატურად გამეშალა სახეზე. გამიღიმა სანამ ლანჩის დროს კიდევ ერთ ჯვარედინ-გამოცდაზე გადავიდოდით.
   ამჯერად სხვანაირი კითხვები ჰქონდა, თუმცა არა ძველებურად იოლად საპასუხო. მას აინტერესებდა სახლში რა მენატრებოდა, ისეთი რაღაცეებზე ჩამაცივდებოდა ხოლმე რაც მისთვის ნაცნობი არ იყო. ჩარლის სახლის წინ რამდენიმე საათი ვისხედით, სანამ ცა არ ჩამუქდა და წვიმა უცაბედ წარღვნად არ დაგვატყდა თავს.  
  ვცდილობდი შეუძლებელი რაღაცეები ამეხსნა, მაგალითად როგორი სუნი ჰქონდა კუპრს- მწარე, ოდნავ ფისის მსგავსი, მაგრამ მაინც სასიამოვნო; ჭრიჭინობელების მაღალი, გამაყრუებელი ხმა ივლისში, ხეების შეფოთლილი სიმწირე, ცის სწორი ზომა, წაშლილი მოთეთრო-მოცისფრო ფერი ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე, რომელსაც ძლივს წყვეტს ალისფერი ვულკანური კლდეებით დაფარული დაბალი მთები. ყველაზე ძნელი ასახსნელი ის იყო რატომ იყო ეს ყველაფერი ასე ლამაზი ჩემთვის- დამოწმებული სილამაზე, რომელიც არ არის დამოკიდებული სიმეჩხრეზე, ეკლიანი მცენარეულობა, რომელიც ხშირად გამოიყურება ნახევრად მკვდარივით, რომელზეც დამოკიდებულია მიწის ფორმა, იშვიათი გორაკები მდელოებზე კლდოვან ბორცვებს შორის და საშუალება, რომლითაც ისინი მზის შუქზე არსებობას განაგრძობდნენ. აღმოვაჩინე, რომ როცა მისთვის ამ ყველაფრის ახსნას ვცდილობდი ხელებსაც ვიშველიებდი. 
  მისი წყნარი, კვლევითი შეკითხვები მაიძულებდა თავისუფლად, თავდავიწყებით მელაპარაკა ქარიშხლის მქრქალ შუქზე. თან მაცბუნებდა რომ მარტო მე ვლაპარაკობდი.  ბოლოს, როცა ჩემი არეულ-დარეული ოთახის დაწვრილებით აღწერა დავამთავრე, ახალი საპასუხო შეკითხვის დასმის ნაცვლად გაჩუმდა.
_მორჩი? -შვებით ვკითხე. 
_არაფერი მაგდაგვარი- მამაშენი მოდის.
_ჩარლი!- უცებ გამახსენდა მისი არსებობა, და ამოვიოხრე. წვიმისგან ჩამობნელებულ ცას ავხედე, მაგრამ დიდი ვერაფერი ინფორმაცია მომაწოდა.- ძალიან გვიანია?- ხმამაღლა დავინტერესდი, თან საათს შევავლე თვალი.  დრომ გამაკვირვა- ჩარლი წესით ახლა უნდა წამოსულიყო სამსახურიდან.
   _ბინდია...- ჩაიბუტბუტა ედვარდმა, თან დასავლეთის ჰორიზონტს უყურებდა, რომელიც ღრუბლებისგან იყო ჩამობნელებული. ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა, როგორც ჩანს მისი გონება სადღაც შორს დაფრინავდა. შევხედე, ის საქარე მინის მიღმა რაღაცას მიშტერებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა. 
   ჯერ ისევ მას ვუყურებდი, როცა უცებ მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.
   _ეს ჩვენთვის დღის ყველაზე უსაფრთხო დროა- თქვა მან, ამით მან ჩემს თვალებში ამოკითხულ დაუსმელ შეკითხვას უპასუხა. -ყველაზე იოლი დრო.  მაგრამ ამავდროულად ყველაზე სევდიანიც, რადგან ეს არის... კიდევ ერთი დღის დასასრული და ღამის დაბრუნება. ღამე წინასწარმეტყველია, არა? -ნაღვლიანად გაიღიმა.
   _მე მიყვარს ღამე. ოღონდ სიბნელის გარეშე, ჩვენ კი ვარსკვლავებს ვერ ვხედავთ- წარბები შევიჭმუხნე- მაგრამ არ მიყვარს ისეთი ღამე, რომელსაც ასე ხშირად ხედავ შენ აქ. 
   გაიცინა და განწყობა მკვეთრად გამოუკეთდა.
   _ჩარლი რამდენიმე წუთში აქ გაჩნდება. ასე, რომ თუ არ გინდა უთხრა, რომ შაბათს ჩემთან ერთად იქნები... - ცალი წარბი აქაჩა.
   _არაა, მადლობ- წიგნები შევაგროვე, ვიგრძენი რომ ამდენი ჯდომისგან გახევებული ვიყავი -ესეიგი ხვალ ჩემი ჯერია, არა?
   _არაფერიც! - ვითომდა შეურაცხყოფილი სახე მიიღო- ხომ გითხარი რომ ჯერ არ დამიმთავრებია? 
_მეტი რაღა უნდა მკითხო?
_ხვალ გაიგებ- მანქანას მოუარა, რომ ჩემთვის გაეღო მანქანის კარი, მისმა უცაბედმა სიახლოვემ გულისცემა გიჟურად გამიხშირა.
   მაგრამ ხელი სახელურზე გაუხევდა.
_ეს არც ისე კარგია.-ჩაიბუტბუტა.
_რა არის?- გამიკვირდა როცა დავინახე, რომ ყბები მაგრად მიეჭირა ერთმანეთზე და აღელვებული თვალები ჰქონდა. 
   სულ ერთი წამით შემავლო თვალი.
_კიდევ ერთი სირთულე- თქვა პირქუშად.
  სწრაფად გამოაღო კარი ერთადერთი სწრაფი მოძრაობით, შემდეგ თითქმის თავდახრილმა გაიწია ჩემგან მოშორებით.
  წვიმაში მანქანის ფარების შუქის გაელვებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, მუქი ფერის მანქანამ ბორდიურთან შეაჩერა, გაგვიპირდაპირდა. 
_ჩარლი კუთხეში უხვევს- გამაფრთხილა, სხვა ტრანსპორტის ძებნაში გახედა თავსხმა წვიმას.
  მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, ჩემი შეცბუნების და ცნობისმოყვარეობის მიუხედავად. წვიმა უფრო ხმამაღალი გახდა, როცა ჩემი ქურთუკიდან გამოვიჭყიტე.
  ვეცადე სხვა მანქანის წინა სალონში მჯდომი გამერჩია ვინ იყო, მაგრამ საამისოდ მეტისმეტად ბნელოდა. ახალი მანქანის ფარების დამაბრმავებელი სინათლით განათებულ ედვარდს ვხედავდი; ის ისევ პირდაპირ იყურებოდა, ისეთ რაღაცას თუ ვიღაცას მიშტერებოდა, რომელსაც მე ვერ ვხედავდი.  მისი გამომეტყველება ნირწამხდრობის და გამომწვევობის უცნაურ ნარევს გამოხატავდა.
  შემდეგ მან ძრავა აამუშავა, საბურავებმა გალუმპული ტროტუარის პირდაპირ გაიწუილა. რამდენიმე წამში ვოლვო მხედველობის არიდან გაქრა.
_გამარჯობა, ბელა- დამიძახა ნაცნობმა, მშრალმა ხმამ პატარა შავი მანქანის მძღოლის მხირდან.
_ჯეიკობ? - ვკითხე, ცერად გავხედე წვიმაში. მხოლოდ ამის შემდეგ შემოუხვია ჩარლის კრეისერმა, მისმა შუქმა გაანათა ჩემს წინ გაჩერებული მანქანაში მსხდომნი. 
   ჯეიკობს უკვე მოესწრო მანქანიდან გადმოხტომა, მისი ფართო ღიმილის დანახვა სიბნელეშიც კი თავისუფლად იყო შესაძლებელი.  მგზავრის სავარძელზე ბევრად უფრო დიდი კაცი იჯდა, ჩასხმული კაცი ადვილად დასამახსოვრებელი სახით- სახე რომელიც გაიბადრა, ლოყები მხრებამდე გაეწელა, ძველი ტყავის ქურთუკივით მოწითალო-მოყავისფრო ნაკეცები გაუჩნდა კანზე. და გასაოცრად ნაცნობი თვალები, შავი თვალები, რომლებიც ერთდროულად ძალიან ახალგაზრდაც და ძალიან ანტიკურიც ჩანდა ფართო სახისთვის, რომელზეც განლაგებულნი იყვნენ. ეს იყო ჯეიკობის მამა, ბილი ბლექი.  მე ის მაშინვე ვიცანი, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელზე მეტი ნანახი არ მყავდა, ბოლოს როცა მისი სახელის კინაღამ მიეცა დავიწყებას, ჩარლიმ ახსენა ჩემი ფორქსში ჩამოსვლის პირველივე დღეს. ის მე მიყურებდა, ყურადღებით მაკვირდებოდა სახეზე, ამიტომ საცდელი ღიმილი ვტყორცნე მას. ფართო თვალები ჰქონდა, თითქოს შოკისგან ან შიშისგან, ნესტოები გაუფართოვდა.  ჩემი ღიმილი გახუნდა.
   ედვარდმა თქვა, რომ ეს კიდევ ერთი სირთულე იყო.
   ბილი ისევ მე მიყურებდა, ძლიერი აღელვებული თვალებით. შინაგანად ამოვიღმუვლე.  ბილი ასე იოლად იცნობდა ედვარდს? მართლა სჯეროდა მას არარეალური ლეგენდების რომლებსაც მისი ვაჟიშვილი დასცინოდა?
   პასუხი ნათლად ჩანდა მის თვალებში. დიახ. დიახ, მას სჯეროდა.



                                  თავი მეთორმეტე
                                            წონასწორობა

    _ „ბილი!“- როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, მაშინვე დაიძახა ჩარლიმ.
  სახლისკენ შევბრუნდი, თავს ვუკრავდი ჯეიკობს, თან შესასვლელში ვდურთე თავი.  გავიგონე ჩემს ზურგსუკან ხმამაღლა რომ ესალმებოდა ჩარლი მათ.
_ „ვაპირებ თავი მოგაჩვენო ვითომ ვერ დაგინახე საჭესთან, ჯეიკ“- თქვა მან გამკილავად.
_“ნაკრძალის საშვები ადრიანად მივიღეთ“- თქვა ჯეიკობმა სანამ კარებს გავაღებდი და და შესასვლელის შუქს ავანთებდი. 
_“ჰო, რა თქმა უნდა“- გაიცინა ჩარლიმ.
_“როგორმე მე თვითონ მოვახერხებ“- ამდენი წლის შემდეგაც ადვილად ვიცანი ბილის მჟღერი ხმა. ამ ხმის გამო თავი უფრო პატარად, ბავშვად ვიგრძენი.
   სახლში შევედი, კარი ღია დავტოვე ჩემს ზურგს უკან და სინათლეები ავანთე სანამ ჩემს ქურთუკს ჩამოვკიდებდი საკიდზე. შემდეგ კარებში ჩავდექი, აღელვებული ვუყურებდი ჩარლის და ჯეიკობს, რომლებიც ბილის ეხმარებოდნენ მანქანიდან გადმოსვლაში და ინვალიდის სავარძელში ჩაჯდომაში.
   გზა დავუთმე, როცა სამივე მათგანი შიგნით მოიჩქაროდა, წვიმას გაურბოდნენ.
_“ნამდვილად გამაოცეთ“- ამბობდა ჩარლი.
_“კარგა ხანია მოვდივართ“- უპასუხა ბილიმ- „და იმედია ცუდ დროს არ მოვსულვართ“ - შავი თვალები ისევ მე შემომანათა, გაურკვეველი გამომეტყველება ჰქონდა.
_ „არა, მშვენიერი დრო შეარჩიეთ. იმედი მაქვს მატჩამდე დარჩებით.“ 
   ჯეიკობი გაიკრიჭა.
_ „მგონი ზუსტად მაგიტომ ჩამოვედით- ჩვენი ტელევიზორი გასულ კვირას გატყდა.”
   ბილი თავის ვაჟს დაუპირისპირდა.
_ „ამას გარდა რა თქმა უნდა ჯეიკობს ძალიან უნდოდა ბელას კიდევ ერთხელ ნახვა“- დაამატა მან. ჯეიკობი მოიღუშა და თავი დახარა სანამ მე სინდისის ქენჯნას ვებრძოდი. ალბათ ზედმტად დამაჯერებელი ვიყავი პლაჟზე.
_ „გშიათ?“ -ვკითხე, თან სამზარეულოსკენ შევბრუნდი.  საშინლად მინდოდა გავქცეოდი ბილის ეჭვიან მზერას.
_ „არა, ზუსტად წამოსვლის წინ ვჭამეთ“- მიპასუხა ჯეიკობმა.
_ „შენ, ჩარლი?“- მხარს ზემოთ დავიძახე და კუთხეში შეხვევით ვუშველე თავს. 
_ „რა თქმა უნდა“- მიპასუხა,  მისი ხმა წინა ოთახის და ტელევიზორის მიმართულებით გადაადგილდებოდა. გავიგონე, ბილის სავარძელიც მას მიჰყვა.
  გრილით შემწვარი ყველის სენდვიჩები ტაფაზე იყო, მას პამიდორს ვაჭრიდი, როცა ვიგრძენი რომ ჩემს უკან ვიღაც იყო.
_ „აბა, როგორ მიდის საქმეები?“-მკითხა ჯეიკობმა.
_ „მშვენივირად“ -გამეღიმა. მისი ენთუზიაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთული იყო. – „შენთან რა ხდება? მანქანის აწყობას მორჩი?’
_ „არა“- წარბები შეჭმუხნა-„ჯერ ისევ ვერ ვიშოვე ნაწილები. ეს მანქანა ვითხოვეთ“- ცერა თითით წინა ეზოს მიმართულებით მიმითითა. 
_ „მაპატიე. არ მინახავს არავითარი... რას ეძებდი?“
_ „ძრავის ცილინდრს“-გაიკრიჭა- „პიკაპს რამე მოუვიდა?“- დაამატა მან უცებ.
_ „არა“
_ „ა, ისე დამაინტერესა, იმიტომ რომ მაგით არ დადიხარ“
   ტაფას ჩავხედე, სენდვიჩი ამოვაბრუნე.
_ „მეგობრის მანქანით დავდივარ“
_ „მაგარი მანქანა იყო“- მოხიბლული ხმა ჰქონდა- „მაგრამ მძღოლი ვერ ვიცანი. მეგონა აქაური ბავშვების უმეტესობას ვიცნობდი.“ 
  დამთმობად დავუქნიე, თავი არ ამიწევია ისე დავაგდე სენდვიჩი.
_ „მგონი მამაჩემი იცნობდა საიდანღაც“
_ „ჯეიკობ, შეგიძლია თეფშები მომაწოდო? ჭურჭლის კარადაშია ნიჟარის თავზე.“
_ „ახლავე“
   თეფშები ჩუმად აიღო. იმედი მქონდა რომ დაუვარდებოდა.
_ „ჰოდა, ვინ იყო ის?“- 2 თეფში ჩემს გვერდით დახლზე დადო. 
   მარცხგანცდილივით ამოვიოხრე.
_ „ედვარდ კალენი.“
    ჩემდა გასაკვირად მან გაიცინა.  ავხედე. ცოტათი შეცბუნებული ჩანდა.
_ „ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია“- თქვა მან- „მაინტერესებდა მამაჩემი ასე უცნაურად რატომ იქცეოდა“
_ „სწორია.“- გავაბრიყვე მიამიტი გამომეტყველებით- „მამაშენს არ მოსწონს კალენები.“
_ „ცრუმორწმუნე ბერიკაცი“,- ჩასუნთქვისას ამოიბუტბუტა.
_ „როგორ ფიქრობ ის რამეს ეტყვის ამაზე ჩარლის?“- ძალაუნებურად წამომცდა, სიტყვები დაბალი სიჩქარით მოქროდნენ.
   ჯეიკობი რამდენიმე წუთი უხმოდ მიყურებდა, მე კი ვერაფრით ავხსენი მისი შავი თვალების გამომეტყველება.
_ „მეეჭვება“-მიპასუხა ბოლოს.- „მგონი ჩარლიმ წინა ჯერზეც მშვენივრად გალანძღა. მას შემდეგ კარგა ხანს არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს-მგონი ამ საღამოს შერიგდნენ. არა მგონია მამამ ეს საკითხი ისევ წამოჭრას“
      _აა- ვთქვი, შევეცადე გულგრილი ხმა მქონოდა.
   როცა საჭმელი ჩარლის მივუტანე, წინა ოთახში დავრჩი, თან თავს ვაჩვენებდი ჯეიკობს ვითომ ძალიან მაინტერესებდა მატჩი, ის კი გაუთავებლად მელაყბებოდა. სინამდვილეში კი კაცების საუბარს ვუსმენდი, ვაკვირდებოდი ბილის ყველა ნიშანს რომლითაც მას ჩემი გაცემა შეეძლო და ვცდილობდი მომეფიქრებინა მისი შეჩერების გზები, თუ ის ედვარდზე ლაპარაკს დაიწყებდა.
   გრძელი ღამე იყო. ბევრი საშინაო დავალება მქონდა   შეუსრულებელი, მაგრამ ბილის და ჩარლისთან მარტო დატოვება მეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა თამაში დამთავრდა.
_ „შენ და შენი მეგობრები ისევ მალე ჩამოხვალთ პლაჟზე?“- მკითხა ჯეიკობმა, როცა მამამისი ზღურბლის კიდეზე გადაიყვანა. 
_ „არამგონია“- მოკლედ ვუპასუხე.
_ „კარგად გავერთეთ, ჩარლი“- თქვა ბილიმ.
_ „შემდეგ თამაშზეც ჩამოდით“-წააქეზა ჩარლიმ. 
_ „რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა“- თქვა ბილიმ- „ჩამოვალთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ“-მისი მზერა ჩემ თვალებზე გადმოსრიალდა, და მისი ღიმილი სადღაც გაქრა- „ შენ კი თავს გაუფრთხილდი, ბელა“- დაამატა მან სერიოზულად.
_ „მადლობ“-ჩავიბუტბუტე და თვალი ავარიდე.
   კიბეებისკენ წავედი, სანამ ჩარლი მათ შესასვლელიდან უქნევდა ხელს.
_ „მოიცა, ბელა“- მითხრა მან.
 თავი დავხარე. ნუთუ ბილის რამე წამოსცდა სანამ მათ სასტუმრო ოთახში შევუერთდებოდი?
  მაგრამ ჩარლი მშვიდად იყო, ჯერ კიდევ იკრიჭებოდა მოულოდნელი სტუმრობით გახარებული.
_ „ამ საღამოს შენთან დალაპარაკების შემთხვევა არ მომეცა. როგორ ჩაიარა დღემ?“
_ „კარგად“- ცალი ფეხით პირველ კიბეზე შემდგარი ვყოყმანობდი, ისეთ წვრილმანს ვეძებდი გონებაში რომლის მისთვის გაზიარებაც უსაფრთხო იქნებოდა- „ჩემმა ბადმინქტონის გუნდმა ოთხივე თამაში მოიგო“
_ „ოჰო. არ ვიცოდი ბადმინქტონის თამაში თუ იცოდი“ 
_ „ეე...სიმართლე რომ გითხრა არც ვიცი. სამაგიეროდ ჩემი მეწყვილე მართლა მაგრად თამაშობს“- ვაღიარე.
_ „ვინ არის შენი მეწყვილე?“- დაინტერესდა.
_ „მმ... მაიკ ნიუტონი“- უხალისოდ ვაცნობე.
_ „აა, ხო_ ადრე მითხარი, რომ ნიუტონების ბიჭთან მეგობრობდი“- თავი აწია-„მშვნიერი ოჯახია“- რამდენიმე წამით ჩაფიქრდა- „ რატომ არ დაპატიჟებ მაგ ბიჭს ამ შაბათ-კვირას ცეკვებზე?“
_“მამა!“- ამოვიკვნესე- „ ის ჩემს მეგობარ ჯესიკას ხვდება. გარდა ამისა, ხომ იცი რომ ვერ ვცეკვავ“
_ „ა, ჰო.“- ჩაიბუტბუტა. შემდეგ მობოდიშებით გამიღიმა. –„ როგორც ვხედავ, კარგი იქნება თუ სიეტლში წახვალ შაბათს... მე განყოფილების ბიჭებთან ერთად ვგეგმავ სათევზაოდ წასვლას.  თბილი ამინდი იქნება. მაგრამ თუ გინდა რომ შენი მოგზაურობა გადადო სანამ თანამგზავრი გამოგიჩნდება, სახლში დავრჩები. ვიცი რომ ისედაც ხშირად გტოვებ სახლში მარტო.“
_ „მამა, შენ ყველაფერს სწორად აკეთებ“- გავიღიმე, იმედია ძალიან არ შემტყობია, რომ გულზე მომეშვა. – „ მარტო ყოფნის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ-ამაში ძალიან გგავარ შენ“-თვალი ჩავუკარი, მან კი თვალებ-დაკლაკნილი ღიმილით გამიღიმა.
 იმ ღამეს უკეთესად მეძინა, სიზმრებისთვის ძალიან გადაღლილი ვიყავი. მარგალიტისფერ ნაცრისფერ დილას რომ გავიღვიძე კარგ ხასიათზე ვიყავი. დაძაბული საღამო ბილისთან და ჯეიკობთან ერთად ახლა სრულიად უვნებელი ჩანდა.  გადავწყვიტე რომ მომხდარი სულაც დამევიწყებინა. ჩემი თავი სტვენაში გამოვიჭირე, როცა თმის წინა ნაწილი უკან გადამქონდა შესაკრავად და მოგვიანებითაც როცა კიბეებზე ჩავხტოდი. ეს არც ჩარლის გამოპარვია.
_“დღეს მხიარული ხარ“- საუზმის დროს მაცნობა.
  მხრები ავიჩეჩე.
_“დღეს პარასკევია“ 
   ძალიან ვჩქარობდი, რომ ჩარლის წასვლისთანავე მეც მზად ვყოფილიყავი წასასვლელად. ჩანთა ჩალაგებული მქონდა, ფეხსაცმელიც მეცვა, კბილები გახეხილი მქონდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კარისკენ გავქროლდი, როგორც კი ჩარლი მხედველობის არიდან გაქრა, ედვარდი მაინც უფრო სწრაფი იყო. თავის მბზინავ მანქანასთან მიცდიდა, ფანჯრები ჩაწეული იყო, ძრავა გამორთული. 
  ამჯერად არ მიყოყმანია, სწრაფად შევძვერი მგზავრის მხარეს, რომ უფრო მალე მენახა მისი სახე. თავისი მრუდე ღიმილით გამიკრიჭა, სუნთქვა და გულისცემა გამიჩერა. ვერ წარმომედგინა როგორ უნდა ყოფილიყო  ანგელოზი მასზე ბრწყინვალე.  იმჟამინდელზე უკეთესს მას ვერაფერი გახდიდა.
_ „როგორ გეძინა?“- მკითხა. მაინტერესებდა, საერთოდ თუ წარმოედგინა როგორი მავედრებელი ხმა ჰქონდა.
_ „მშვენივრად. შენ როგორი ღამე გქონდა?“
_ „სასიამოვნო“- კმაყოფილი ღიმილით დამაჯილდოვა; ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს რაღაც საშინაო ხუმრობას ვერ მივხვდი.
_ „შეიძლება გკითხო რას აკეთებდი?“-ვკითხე.
_ „არა.“- გაიკრიჭა- „დღევანდელი დღეც ჩემია
  დღეს ხალხზე მეკითხებოდა: უმეტესწილად რენეზე, მის საყვარელ საქმიანობებზე, რას ვაკეთებდით ხოლმე თავისუფალ დროს ერთად. და ერთადერთ ბებიაზე, რომელსაც ვიცნობდი, ჩემს რამდენიმე სკოლის მეგობარზე- შემაცბუნა როცა ბიჭებზე მკითხა, რომლებთანაც პაემნებზე დავდიოდი. შვება მომგვარა იმის გახსენებამ, რომ ნამდვილი პაემანი არავისთან მქონია, ასე ეს დეტალური საუბარი დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. ჯესიკასა და ანჯელასავით გაოცებული ჩანდა ჩემი რომანტიკული თავგადასავლების ნაკლებობით.
_ „ანუ არავის ხვდებოდი?“- ისეთი სერიოზული ხმით მკითხა, რომ დამაინტერესა რაზე ფიქრობდა.
   უხალისოდ გულწრფელი ვიყავი.
_ „ ფენიქსში არა“
   მაგრად მოკუმა ტუჩები. 
   ამ დროს უკვე კაფეტერიაში ვიყავით. დღე მიიჩქაროდა იმ ბუნდოვანებაში, რომელიც სწრაფად ხდებოდა რუტინა.
   ვისარგებლე მისი წუთიერი პაუზით და დახვეული ღვეზელი ჩავკბიჩე. 
_ „დღეს შენი მარტო გაშვება მომიწევს“,-სასხვათაშორისოდ მაცნობა,სანამ მე ვღეჭავდი.
_ „რატომ?“-ჩავეკითხე.
_ „ლანჩის შემდეგით ელისთან ერთად მივდივარ“
_ „აა“ -თვალები დავახამხამე თავგზააბნეულმა და იმედგაცრუებულმა.- „არაუშავს, არც ფეხითაა შორი“.
  მოუსვენრად შემიჭმუხნა წარბები.
_ „არ ვაპირებ სახლში ფეხით წასვლა გაიძულო. წავალთ, მანქანას მოგიყვანთ და აქ დაგიტოვებთ.“ 
_ „გასაღები თან არ მაქვს“ -ამოვიოხრე- „ მართლა არ ვარ ფეხით წასვლის წინააღმდეგი.“-ერთადერთი რისი წინააღმდეგიც ვიყავი ამ თემაზე ლაპარაკით მასთან გატარებული დროის ხარჯვა იყო.
  მან თავი გააქნია.
_ „შენი პიკაპი აქ იქნება, გასაღებიც ადგილზე დაგხვდება- თუ არ გეშინია რომ ვინმე მოიპარავს“- თავის ფიქრზე გაიცინა. 
_ „კარგი“- დავთანხმდი და უკმაყოფილოდ შევარხიე ტუჩები. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ გასაღები სამრეცხაო ოთახში ტანსაცმლის გროვის ქვეშ დაგდებული იმ ჯინსის ჯიბეში იდო, რომელიც ოთხშაბათს მეცვა. ჩემს სახლში რომც შეეღწია თუ რავიცი რასაც გეგმავდა, ის მაინც ვერ იპოვიდა ჩემ გასაღებს. როგორც ჩანდა, მანაც იგრძნო გამოწვევა ჩემს თანხმობაში. გამიღიმა, ზედმეტად თავდაჯერებულმა.
_ „აბა, სად მიდიხართ?“- რაც შემეძლო სასხვათაშორისოდ ვკითხე.
_ „სანადიროდ“-ულმობლად მიპასუხა-„ თუ ხვალ შენთან ერთად მარტო უნდა ვიყო, რაც შეიძლება მეტი სიფრთხილის ზომა უნდა მივიღო.“- სახე დაღვრემილი... და დანაშაულზე წასწრებულივით გაუხდა- „ მაგრამ ხომ იცი, რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემთან მარტო დარჩენაზე უარის თქმა“
  თავი დავხარე, მისი თვალების დამაჯერებელი სიძლიერის მეშინოდა. უარს ვამბობდი საკუთარი თავის დაჯერებაზე რომ მისი მეშინოდა, მნიშვნელობა არ ქონდა, რამდენად სახიფათო შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს, გავიმეორე გონებაში. 
_ „არა“- ისევ მას შევავლე თვალი- „არ შემიძლია“
_ „შეიძლება მართალიც ხარ“-ცივად ჩაიბუტბუტა. დავინახე თვალის ფერი როგორ გაუმუქდა.
  თემა შევცვალე.
_ „ხვალ რა დროს გნახავ?“-ვკითხე, უკვე დათრგუნული იმაზე ფიქრით, რომ სადაცაა დამტოვებდა. 
_ „ეს დამოკიდებულია... ხვალ ხომ შაბათია, არ გინდა გამოიძინო? -შემომთავაზა.
_ „არა“- მეტისმეტად სწრაფად ვუპასუხე. ძლივს შეიკავა ღიმილი.
_ „ მაშინ ჩვეულ დროს.“ - გადაწყვიტა ბოლოს.- „ჩარლი სახლში იქნება?“
_ „არა, ხვალ სათევზაოდ მიდის“-გამოვაბრწყინე ჩემი მოგონება, რომელიც ასე კარგად ეწყობოდა ჩვენს გეგმას.
   უცებ მკვეთრი ხმა გაუხდა.
_ „და თუ სახლში არ დაბრუნდები, რას იფიქრებს?“
_ „წარმოდგენა არ მაქვს“- გრილად ვუპასუხე- „მან იცის, რომ სარეცხის გარეცხვას ვაპირებ. შეიძლება იფიქროს რომ სარეცხ მანქანაში ჩავვარდი“
   მოღუშულმა შემომხედა და მეც მოღუშულმა შევხედე.  მისი გაბრაზება ჩემსაზე ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო. 
_ „ამაღამ რაზე ნადირობთ?“ -ვკითხე, როცა დავრწმუნდი, რომ თვალების ჭიდილი წავაგე.
_ „რასაც პარკში ვნახავთ იმაზე. შორს არ მივდივართ.“- განცვიფრებული ჩანდა ჩემი გულგრილობით საიდუმლო რეალობებზე ცნობის მიღებისას.
_ „ელისთან ერთად რატომ მიდიხარ?“- დამაინტერესა.
_ „ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის ერთმანეთის“- წარბები შეჭმუხნა როცა ეს თქვა.
_ „და დანარჩენები?“- მოკრძალებულად ვკითხე. –„როგორები არიან?“
   წამით შეეჭმუხნა წარბები.
_ „უნდობლები უმეტესობა“. 
  სწრაფად მოათვალიერა თავისი ოჯახი ჩემს ზურგს უკან. ერთად მსხდომნი სხვადასხვა მიმართულებით იყურებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც მაშინ როცა პირველად ვნახე ისინი. ოღონდ ისინი ამჯერად ოთხნი იყვნენ; მათი ლამაზი, ვერცხლისფერ-თმიანი ძმა ჩემს პირდაპირ იჯდა, ოქროსფერი, შეწუხებული თვალები ჰქონდა.
_ „მათ არ მოვწონვარ“- მივხვდი მე.
_ „სულაც არაა ასე“- არ დამეთანხმა, მაგრამ მეტისმეტად მიამიტი თვალები ჰქონდა.- „უბრალოდ არ ესმით რატომ ვერ გტოვებ მარტო“
   სახე დამემანჭა.
_ „ვერც მე ვხვდები, თუ მასეა.“
   ედვარდმა ნელა გააქნია თავი, თვალები ჭერისკენ აღაპყრო სანამ ისევ ჩემს მზერას არ შეეფეთა. 
_ „ხომ გითხარი, შენს თავს საერთოდ არ აფასებ ისე როგორც საჭიროა. ჩემს არცერთ ნაცნობს არ გავხარ, ვისაც აქამდე ვიცნობდი. შენ მე დამატყვევე.“
  შევხედე, დარწმუნებული ვიყავი ამჯერად მე გამცინა.
  როცა ჩემი გამომეტყველება გაშიფრა გაიღიმა.
_ „ისეთივე უპირატესობები გაქვს რაც მე.“-ჩაიბუტბუტა მან, თან ფრთხილად შეეხო თავის შუბლს- „ადამიანის ბუნებას საშუალოზე კარგად ვფლობ. ხალხის მოქმედებების განსაზღვრა ადვილია. მაგრამ შენ... არასდროს აკეთებ იმას რასაც შენგან მოველი. ყოველთვის მაოცებ შენი რეაქციით.“
   თვალი ავარიდე, ისევ მის ოჯახს გავხედე შეცბუნებულმა და მისი პასუხით დაუკმაყოფილებელმა. მისმა სიტყვებმა თავი სამეცნიერო ექსპერიმენტის საგნად მაგრძნობინა.  მინდოდა ჩემი თავისთვის მაგრად დამეცინა სხვა რაიმეს მოლოდინის გამო.
_ „ჩემი გრძნობების ეს ნაწილი ადვილი ასახსნელია“- გააგრძელა მან. მის მზერას ვგრძნობდი ჩემს სახეზე, მაგრამ მე ჯერ არ შემეძლო მისთვის თვალის გასწორება, მეშინოდა, რომ ჩემ თვალებში წყენას წაიკითხავდა.- „მაგრამ არის კიდევ ერთი ნაწილი... მაგრამ მისი სიტყვებში ჩატევა არც ისე ადვილია__“
   ისევ კალენებს ვუყურებდი სანამ ამას იტყოდა. უცებ როზალი, მისი ქერა და სუნთქვისშემკვრელი და შემობრუნდა, რომ ჩემთვის შემოეხედა. არა, რომ შემოეხედა კი არა- რომ შემოენათებინა შავი, ცივი თვალები. მინდოდა გამეხედა, მაგრამ მისმა მზერამ შემაკავა სანამ ედვარდმა წინადადება არ გაწყვიტა და ბრაზიანი ხმით არ ამოიღმუვლა ხმადაბლა. ეს თითქმის სისინი იყო.
   როზალიმ თავი მიაბრუნდა და მე შვება მომგვარა ამან, რომ განვთავისუფლდი. ისევ ედვარდს შევხედე, მივხვდი, რომ მან ჩემს თვალებში გაფართოებული შეცბუნება და შიში დაინახა. 
   სახე დაუმჭიდროვდა როცა ახსნა დაიწყო.
_ „მაპატიე. ის უბრალოდ ღელავს. ხომ ხვდები... მარტო ჩემთვის კი არ იქნება სახიფათო თუ, ასე სახალხოდ ერთად გატარებული ამდენი დროის შემდეგ...“ -დაბლა დაიხედა.
_ „თუ?“
_ „თუ ეს დამთავრდება... ცუდად“- როგორც მაშინ, პორტ ანჯელესში ისე ჩარგო თავი ხელებში. მისი ტანჯვა აშკარა იყო; ძალიან მინდოდა მისი ნუგეშისცემა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს. უნებლიედ გავიწვდინე ხელი; თუმცა მაშინვე მაგიდაზე დავდე, მეშინოდა რომ ჩემი შეხება პირიქით გააუარესებდა სიტუაციას. ნელა გავაცნობიერე, რომ მის სიტყვებს უნდა შევეშინებინე. ველოდებოდი როდის მოვიდოდა ეს შიში, მაგრამ ერთადერთი რასაც ვგრძნობდი იყო ტკვილი, რომ ის იტანჯებოდა.  
   და გულის დაწყვეტას- გულის დაწყვეტას, რომ როზალიმ შეაწყვეტინა იმის თქმა რასაც ამბობდა.  არ ვიცოდი როგორ წამომეწყო საუბარი ისევ ამ თემაზე.
    ვეცადე ჩვეულებრივი ხმით დამელაპარაკა.
_ „ახლა უნდა წახვიდე?“
_ „ჰო“- სახე წამოწია; რამდენიმე წამი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, შემდეგ განწყობა შეეცვალა და გაიღიმა. – „მგონი ასე აჯობებს. 15 წუთი კიდევ უნდა გავუძლოთ იმ უვარგისი ფილმის ყურებას- ამას ვეღარ ავიტან.“
   წამოვდექი. ელისი- მისი მოკლე, უკიდურესად შავი თმა წამახული რკალების უწესრიგობით შემოხვეოდა მის კოხტა, ელფურ სახეს- ის ედვარდის მხარსუკან იდგა. მოქნილი, მსუბუქი აღნაგობა ჰქონდა, სრულ სიმშვიდეშიც კი ძალიან მოხდენილი იყო. 
  ისე მიესალმა მას ედვარდი ჩემთვის თვალი არ მოუცილებია.
_ „ელის“.
_ „ედვარდ“- უპასუხა მან, მისი მაღალი სოპრანოც ისეთივე მიმზიდველი იყო როგორიც ედვარდის ხმა.
_ „ელის, ეს ბელაა- ბელა, ეს ელისია“. -მოღრეცილი ღიმილით გაგვაცნო ედვარდმა ერთმანეთი, ხელებიც მოიშველია.
_ „გამარჯობა, ბელა“-მისი ბრწყინვალე ობსიდიანის თვალები არაფერს გამოხატავდა, სამაგიეროდ მეგობრული ღიმილით მიყურებდა- „მიხარია რომ როგორც იქნა გაგიცანი“
  ედვარდმა მოქუფრული მზერა შეანათა მას.
_ „მზად ხარ?“-ჰკითხა მან ედვარდს.
_ „თითქმის. მანქანასთან მოვალ“- გულცივი ხმა ჰქონდა ედვარდს.
   აღარაფერი უთქვამს ისე გაბრუნდა; ისე ნარნარად მიდიოდა, ისე ტალღოვნად რომ შურის სიმწვავე ვიგრძენი.
_ „უნდა გითხრა „კარგად გაერთე“ მეთქი თუ ეს ზედმეტი თავაზიანობა იქნება?“-მივუბრუნდი და ვკითხე.
_ „არა, „კარგად გაერთე“ ყველა სიტუაციას უხდება“-გაიკრიჭა.
_ „მაშინ კარგად გაერთე“-ვეცადე გულწრფელი ხმა მქონოდა. რა თქმა უნდა არ ვამასხარავებდი.
_ „ვეცდები“- ისევ იღიმებოდა- „შენ კი გთხოვ, ეცადე არაფერი მოგივიდეს“.
_ „უსაფრთხოდ ვიყო ფორქსში__ რა გამოწვევაა“
_ „გამოწვევად ჩათვალე“- ყბები გაუმაგრდა-„დამპირდი“
_ „გპირდები, რომ ვეცდები არაფერი მომივიდეს“- ჩამოვურაკრაკე- „ამაღამ სარეცხს დავრეცხავ- ეს ხიფათით სავსე იქნება.“
_ „სარეცხ მანქანაში არ ჩავარდე“ - დამცინა.
_ „ყველანაირად ვეცდები“
   შემდეგ ის ადგა, მეც წამოვდექი.
_ „ხვალამდე“- ამოვიოხრე.
_ „დიდ დროდ გეჩვენება არა?“- ჩაფიქრდა.
   პირქუშად დავუქნიე თავი.

_ „ხვალ მოვალ“- დამპირდა და თავისი ცერა ღიმილით გამიღიმა. მაგიდის ზემოთ გადმოიწვდინა ხელი რომ სულ ოდნავ შემხებოდა ისევ ღაწვზე. შემდეგ შებრუნდა და წავიდა. მანამ ვუყურებდი როგორ მიდიოდა, სანამ თვალთახედვის არიდან არ გაქრა.
  მტკივნეულმა ცდუნებამ შემიპყრო, რომ დღის დანარჩენი ნაწილი გამომეტოვებინა. სულ ცოტა სპორტ-დარბაზი მაინც, მაგრამ გამაფრთხილებელმა ინსტიქტმა შემაჩერა. ვიცოდი, რომ თუ ახლა გავქრებოდი მაიკი და დანარჩენები დაასკვნიდნენ, რომ ედვარდთან ერთად ვიყავი. ედვარდი კი სახალხოდ ჩვენს ერთად გატარებულ დროზე იღელვებდა... თუ ცუდად წავიდოდა საქმე. უარი ვთქვი ბოლო მოსაზრებას შევხიზნებოდი, ამის ნაცვლად მთელი ყურადღება ისეთი რაღაცეების გაკეთებაზე გადავიტანე, რაც მისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა. 
  ინტუიციით ვგრძნობდი- დარწმუნებული ვარ ისიც- რომ ხვალინდელი დღე გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა. ჩვენი ურთიერთობა დანის წვერის წონასწორობასავით ვეღარ გაგრძელდებოდა.  შეიძლებოდა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდნილიყავით, ეს სრულიად დამოკიდებული იყო მის გადაწყვეტილებებსა თუ ინსტიქტებზე.  მე უკვე მიღებული მქონდა გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე მივიღე, სანამ შეგნებულად გავაკეთებდი არჩევანს, და მე ველოდებოდი მენახა ამას რა მოყვებოდა. რადგან ჩემთვის არაფერი იყო უფრო შემაძრწუნებელი, უფრო აუტანელი ვიდრე მისთვის პირის შებრუნებაზე ფიქრი. ეს შეუძლებლად მიმაჩნდა.
   კლასში შევედი, დამჯერ გოგონად ვგრძნობდი თავს. სიმართლე, რომ ვთქვა არც კი ვიცი რა ხდებოდა ბიოლოგიაზე; ჩემი გონება მეტისმეტად იყო დაკავებული იმაზე ფიქრებით, თუ რა მოხდებოდა ხვალ. სპორტ-დარბაზში მაიკი ისევ დამელაპარაკა; სიეტლში კარგი დროის გატარება მისურვა. ფრთხილად ავუხსენი, რომ სიეტლთან დაკავშირებული ჩემი გეგმები ჩემი პიკაპის გამო გავაუქმე.
_ „ცეკვებზე კალენთან ერთად მოდიხარ?“- მკითხა უცებ პირქუშად.
_ „არა, ცეკვებზე საერთოდ არ მოვიდვარ“
_ „აბა რას აპირებ?“- ძალიან დაინტერესებული ხმით მკითხა.
   ჩემი ხასიათი მაიძულებდა სიმართლე მეთქვა, მაგრამ წარბშეუხრელად ვიცრუე.
_ „უნდა ვრეცხო, შემდეგ კი ტრიგონომეტრიის ტესტზე ვიმეცადინო, თორე ჩავიჭრები.“
_ „კალენი დაგეხმარება მეცადინეობაში?“
_ „ედვარდი“- ხაზი გავუსვი მის სახელს- „არ დამეხმარება მეცადინეობაში. ამ შაბათ-კვირას სადღაც მიდის“- გაოცებულმა შევამჩნიე, რომ ეს ტყუილები ჩვეულებრივზე კარგად გამომივიდა.
_ „აა“- თავი აწია- „ხომ იცი, ჩვენს ჯგუფთან ერთად ცეკვებზე წამოსვლა მაინც შეგიძლია- მაგარი იქნებოდა. ყველანი გეცეკვებით“- შემპირდა.
   ჯესიკას სახის წარმოდგენაზე ჩემი ტონი საჭიროზე მკვეთრი გახდა.
_ „მაიკ, ცეკვებზე არ მოვდივარ, გასაგებია?“
_ „კარგი“- ისევ მოიღუშა-„უბრალოდ შემოგთავაზე“
   როცა სასკოლო დღე როგორც იქნა დამთავრდა, ენთუზიაზმის გარეშე გავემართე სადგომისკენ. სახლში ფეხით წასვლის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა როგორ მოახერხებდა ედვარდი ჩემი პიკაპის მოყვანას.  შემდეგ კი, ისევ დავიწყე იმაზე ფიქრი რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. ახლანდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გაამყარა ეს მოსაზრება- ჩემი პიკაპი ზუსტად იმ ადგილზე ეყენა სადაც დილას ედვარდმა თავისი ვოლვო დააყენა. ურწმუნოდ გავაქნიე თავი, როცა დაუკეტავი კარები გავაღე და გასაღები თავის ადგილზე დავინახე.
  ჩემს სავარძელზე თეთრი ქაღალდის ნაგლეჯი გაკეცილი იდო.  სანამ გავხსნიდი მანქანაში ჩავჯექი და კარი მოვიხურე. თავისი მოხდენილი ხელწერით ორი სიტყვა დაეწერა.
    თავს გაუფრთხილდი
   პიკაპის ღრიალმა ცხოვრებისეულად შემაშინა. ჩემ თავზე გამეცინა.
   სახლში რომ მივედი სახელური დაკეტილი იყო, არც საკეტი იყო ღია, ზუსტად ისე დამხვდა როგორც დილას დავტოვე. შიგნით პირდაპირ სამრეცხაოსკენ გავემართე, ჯინსის ჯიბეები შევამოწმე. ცარიელი იყო. შეიძლება მე თვითონ ჩამოვკიდე გასაღები, გავიფიქრე ამ ყველაფრის მერე, თან თავი გავაქნიე.
   იმავე ინსტიქტს მივყევი, რომელმაც მიკარნახა, რომ მაიკი მომეტყუებინა და ჯესიკას დავურეკე, იმ მიზეზით, რომ ცეკვებზე წარმატება მესურვებინა. როცა მანაც მისურვა წარმატება ედვართან გატარებულ დღესთან დაკავშირებით, ვუთხარი რომ ჩვენი გეგმები გაუქმდა. მესამე პირის ხარისხში მყოფი დამკვირვებლის პირობაზე ზედმეტად იმედგაცრუებული იყო. ამის შემდეგ სწრაფად დავემშვიდობე.
     ჩარლი სადილზე გონებაგაფანტული იყო, მგონი სამუშაოსთან დაკავშირებით რაღაცაზე ღელავდა, ან შეიძლება ბეისბოლის მატჩთან დაკავშირებით ან შეიძლება უბრალოდ ლაზანიას ჭამით იყო ნასიამოვნები- ძნელი იყო ჩარლის გამომეტყველებით რაიმეს ზუსტად გაგება.
_ „იცი, მამა...“- დავიწყე, მისი ჩაფიქრებულობა დავამსხვრიე.
_ „რა მოხდა, ბელ?“
_ „მგონი სიეტლთან დაკავშირებით მართალი იყავი. ალბათ აჯობებს მოვიცადო სანამ ჯესიკა ან სხვა ვინმე ჩემთან ერთად წამოსვლას შეძლებს“
_ „ა“- თქვა გაოცებულმა- „ა, კარგი. და გინდა რომ სახლში დავრჩე?“
_ „არა, მამა, გეგმებს ნუ შეცვლი. მილიონი რამ მაქვს გასაკეთებელი... საშინაო დავალება, სარეცხი... ბიბლიოთეკასა და სასურსათო მაღაზიაშიც წასასვლელი ვარ. მთელი დღე შინ და გარეთ უნდა ვირბინო... შენი წადი, გაერთე.“
_ „დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა დავრჩე?“
_ „სრულიად, მამა. ამას გარდა, საყინულე თევზისთვის ძალიან ცუდად ყინავს- ჩვენ კი 2 თუ სამი წლის მარაგი გვაქვს.“
_ „შენთად ერთად ცხოვრება ადვილია,ბელა“- გაიღიმა.
_ „შემიძლია მეც იგივე ვთქვა შენზე“- ვთქვი და გავიცინე. ჩემი სიცილის ხმა სუსტად გაისმა, მაგრამ მგონი მას არ შეუმჩნევია სისუსტე. იმდენად დამნაშავედ ვიგრძენი თავი მისი მოეტყუების გამო, რომ თითქმის მივიღე ედვარდი რჩევა, რომ მეთქვა სად ვიქნებოდი. თითქმის.
   სადილის შემდეგ, ტანსაცმელი დავკეცე და შემდეგი გროვა გადავაადგილე საშრობში. სამწუხაროდ, ეს ისეთი სახის საქმიანობა იყო, რომელიც მხოლოდ ხელებს აკავებდა, ჩემს გონებას კი მეტისმეტად ბევრი თავისუფალი დრო მიეცა, გონება აღარ მემორჩილებოდა. ვმერყეობდი იმდენად ძლიერ წინათგრძნობას, რომელიც თითქმის ტკივილამდე იყო მიახლოებული და ვერაგულ შიშს შორის, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას მოყვა. ჩემი თავისთვის შეხსენება დამჭირდა, რომ არჩევანი მეთვითონ გავაკეთე და რომ უკან დახევას აღარ ვაპირებდი. საჭიროზე ხშირად ვიღებდი ჯიბიდან ფურცელს, რომ მის მიერ დაწერილი 2 სიტყვა კარგად შემესრუტა.  მას უნდა რომ უსაფრთხოდ ვიყო, ვუმეორებდი ჩემთავს ისევ და ისევ. ისე უნდა ჩავეჭიდო რწმენას, რომ ბოლოს მასთან ერთად წასვლის სურვილმა გაიმარჯვოს სხვა გრძნობებზე.  და რა იყო ჩემი მეორე არჩევანი- მისი ჩემი ცხოვრებიდან ამოჭრა? ეს აუტანელი იქნებოდა ჩემთვის. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ფორქსში გადმოვედი ჩანდა თითქოს ჩემი ცხოვრება მის შესახებ იყო. 
    მაგრამ პაწაწინა ხმა ჩემ გონებაში ღელავდა, აინტერესებდა ძალიან ეტკინებოდა... თუ ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.
   შვებით ამოვისუნთქე როცა ძილის დრო მოვიდა. ვიცოდი რომ ძილისთვის ძალიან დაძაბული ვიყავი, ამიტომ ისეთი რაღაც გავაკეთე რაც მანამდე არასდროს მიქნია. სპეციალურად მივიღე არასაჭირო ცივი წამალი-ისეთი რომ 8 საათით გამაბრუა. ნორმალურად ვერც მოვინელე, რომ ჩემ თავს ასე მოვექეცი, მაგრამ ხვალინდელი დღე ისედაც რთული იქნებოდა, ყველაფერს დამატებული უძილობისგან ამოშტერებულიც რომ არ ვყოფილიყავი. სანამ ველოდებოდი როდის იმოქმედებდა საძილე აბები, სუფთა და უცნაურად დახვეული თმები გავიშრე, დავფუსფუსებდი იმ ტანსაცმლის ძიებაში რაც ხვალ უნდა ჩამეცვა. როცა ყველაფერი მოვამზადე ხვალისთვის, ბოლოსდაბოლოს ჩავწექი საწოლში. ზეუცნაურად ვგრძნობდი თავს; ვერაფრით მოვისვენე. ავდექი და ჩემი დისკებით სავსე ფეხსაცმელების ყუთში ჩავძვერი სანამ ჩოპინის ნოქტიურნების კოლექცია არ ვიპოვე. პლეიერში წყნარად ჩავდე და ისევ დავწექი, მთელი ყურადღება ჩემი სხეულის თითოეული ნაწილის მოდუნებაზე გადავიტანე. ამ მცდელობის დროს, როგორღაც აბებმა მოქმედება დაიწყო და მეც გახარებულმა ჩავყვინთე ქვეცნობიერებაში.
   დილას ადრე გამეღვიძა, ხმაურიანი და უსიზმრო ძილი ჩემი უფასო ტრანკვილიზატორის დამსახურება იყო.  სამაგიეროდ თავს დასვენებულად ვგრძნობდი, დაღამებამდე და მის შემდეგ რომ მქონდა იმავე ჭლექიან სიგიჟეში ჩავვარდი. სწრაფად ჩავიცვი, სვიტერის საყელო გადავიკეცე, ვაწრიალებდი დათრიმლულ კოფთას სანამ ჯინსის ზემოთ გადავიცვი. ფანჯარასთან მივიპარე და ჩქარა გავიხედე, ჩარლი უკვე წასული იყო. თხელ, ბამბის მსგავს ღრუბლებს დაეფარათ ცა. მივხვდი რომ მალე მოიწმინდებოდა.
    საჭმლის გემო არ გამიგია ისე ვისაუზმე, ჭურჭელიც სწრაფად გავრეცხე როცა ჭამას მოვრჩი. ისევ გავიჭყიტე ფანჯრიდან, მაგრამ გარეთ არაფერი შეცვლილა. ის იყო კბილების გახეხვას მოვრჩი და დაბლა ჩასვლას ვაპირებდი, რომ ხმადაბალმა კაკუნმა ჩემი გული ნეკნების გალიას მიანარცხა.
   კარისკენ გავფრინდი; პატარა გასაჭირი დამიდგა კარის საკეტის გაღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლოს გამოვაღე კარი, იქ კი ის იდგა.  ყოველგვარი დარდი გაქრა, როგორც კი მის სახეს შევხედე, სიმშვიდემ დაიკავა მისი ადგილი. შვებით ამოვისუნთქე- გუშინდელი შიში სულელურად მომეჩვენა ახლა როცა მასთან ერთად ვიყავი.
   თავდაპირველად მას არ გაუღიმია- პირქუში სახე ჰქონდა. მაგრამ გამომეტყველება გაუნათდა როცა დამინახა და გაიცინა.
_ „დილა მშვიდობისა“- ჩაიცინა.
_ „რა მოხდა?“- დავიხედე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რამე მნიშვნელოვანის ჩაცმა ხომ არ დამავიწყდა, მაგალითად ფეხსაცმლის ან შარვლის.
_ „შევეფერებით ერთმანეთს“- ისევ გაიცინა. მასაც გრძელი დათრიმლული სვიტერი ეცვა,თეთრი გადაკეცილი საყელოთი და ლურჯი ჯინსები. ფაქტიურად ერთი და იგივე სტილის და ფერის ტანისამოსი გვეცვა, მეც გავუცინე, სინანულის შემოტევის ტკივილს ვმალავდი- რატომ უნდა გამოიყურებოდეს ის პოდიუმის მოდელივით როცა მე არ შემიძლია იგივე?
   სანამ ის პიკაპისკენ მიდიოდა მე კარები ჩავკეტე. მგზავრის მხარის კართან მიცდიდა, განაწამები გამომეტყველებით, რომლის გაგებაც არც ისე რთული იყო.
_ „ჩვენ ხომ შევთანხმდით“- გაბღენძილად შევახსენე, მძღოლის მხარეს შევძვერი მანქანაში, და გადავიხარე რომ მისთვის გამეღო კარი.
_ „საით მივდივართ?“- ვკითხე.
_ „უსაფრთხოების ღვედი შეიკარი__უკვე ნერვები მეშლება“
   გამომწვევად შევხედე როცა მისი ნათქვამი შევასრულე.
_ „საით?“- ამოოხვრით გავიმეორე.
_ „ჩრდილოეთით“- გასცა ბრძანება მან.
  გასაოცრად რთული იყო გზისთვის ყურადღების მიქცევა,როცა მის მზერას ვგრძნობდი სახეზე. ეს იმით ავანაზღაურე რომ ჩვეულებრივზე ფრთხილად ვატარებდი ჯერ ისევ მძინარე ქალაქში.
_ „შებინდებამდე არ აპირებ ფორქსიდან გასვლას?“
_ „ეს პიკაპი შენს მანქანას ბაბუად ერგება- ამიტომ პატივი ეცი“- შევეპასუხე.
   სულ მალე ქალაქის საზღვრებს გავცდით, მისი უარყოფის მიუხედავად. ხშირმა ბუჩქნარმა და სიმწვანეში ჩაფლულმა მაგისტრალებმა გაზონების და სახლების ადგილი დაიკავა. 
_ „მარჯვნივ შეუხვეიე“- მიმასწავლა როცა ის იყო უნდა მეკითხა. სიტყვის უთქმელად დავემორჩილე.
_ „ახლა ტროტუარის დამთავრებამდე იარე“
  მის ხმაში ღიმილი გავიგონე, მაგრამ გზაზე სიარულით ძალიან შეშინებული ვიყავი, საიმისოდ რომ შემეხედა და დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილად იცინოდა.
_ „და ტროტუარის ბოლოს რა არის?“- დავინტერესდი.
_ „ბილიკი“
_ „ფეხით უნდა ვიხეტიალოთ?“- მადლობა ღმერთს ტენისის ბოტასები მეცვა.
_ „რამე პრობლემაა?“-ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს ამას მოელოდა.
_ „არა“- ვეცადე ტყუილი თავდაჯერებულად გამომსვლოდა. მაგრამ თუ ის ფიქრობს, რომ ჩემი პიკაპი ნელია...
_ „ნუ ღელავ, ბილიკი მხოლოდ 5 მილის სიგრძისაა, ჩვენ კი არსად გვეჩქარება...“
   5 მილი. არაფერი ვუპასუხე, რომ ჩემს ხმაში გაბზარული პანიკა არ შეენიშნა.  5 მილზე მოღალატე ფესვები და მოშიშვლებული ქვები, რომლებიც ეცდებოდნენ კოჭები მეღრძო ან სხვაგვარად გავეუვნებელყვე. ეს შეურაცმყოფელი იქნებოდა.
  სიჩუმეში ვატარებდი მანქანას სანამ მომავალ საშინელებას ვჭვრეტდი. 
_ „რაზე ფიქრობ?“- რამდენიმე წუთში მოუთმენლად მკითხა.
_ „უბრალოდ მაინტერესებს სად მივდივართ“- ისევ მოვიტყუე.
_ „ეს ის ადგილია სად სიარულიც მიყვარს, როცა კარგი ამინდია“- ორივემ გავხედეთ ფანჯრიდან შეთხელებულ ღრუბლებს როცა მან ეს თქვა.
_ „ჩარლიმ თქვა, რომ დღეს თბილი დღე იქნება“
_ „და შენ უთხარი ჩარლის რასაც აპირებდი დღეისთვის?“- მკითხა.
_ „არა“
_ „ჯესიკა ფიქრობს რომ სიეტლში ერთად მივდივართ?“- ამ იდეით აღფრთოვანებული ჩანდა.
_ „რა, ვუთხარი რომ გამიუქმე ეს გეგმა- რაც ნამდვილად სიმართლეა“
_ „არავინ იცის რომ ჩემთან ერთად ხარ?“- ამჯერად გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
_ „ეს დამოკიდებულია... მგონი შენ ელისს უთხარი ხომ ასეა?“
_ „აჯობებდა სხვებსაც სცოდნოდათ“- მოკლედ მოჭრა.
  თავი მოვაჩვენე ვითომ არაფერი გამიგონია.
_ „ფორქსმა იმდენად დაგთრგუნა, რომ მომაკვდინებელი გაგხადა?“- პასუხი მომთხოვა, როცა მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე.
_ „ხომ მითხარი, რომ პრობლემებს შეგიქმნიდა... ჩვენი სახალხოდ ერთად ყოფნა.“- შევახსენე.
_ „და შენ ღელავდი რომ მე შემექმნებოდა პრობლემები- თუ შენ არ დაბრუნდებოდი სახლში?“ -ჯერ კიდევ გაბრაზებული ხმა ჰქონდა, და გესლიანად სარკასტულიც.
  თავი დავუქნიე, მზერით ისევ გზას გავყურებდი.
  რაღაც ჩაიბუტბუტა ჩასუნთქვის დროს, ისე სწრაფად, რომ ვერც ვერაფერი გავიგე.
   სანამ მანქანით მივდიოდით მეტი აღარაფერი გვითქვია. უკმაყოფილების გამძვინვარებულ ტალღებს ვგრძნობდი, რომლებიც მისგან მოედინებოდა, მე კი ვერაფერი მოვიფიქრე რომ მეთქვა.
  შემდეგ კი გზა დასრულდა, გავაჩერე საცალფეხო ბილიკთან, რომელიც პატარა ხის ნიშანთან იყო. ვიწრო გზის პირზე გავაჩერი მანქანა და გადმოვაბიჯე, მეშინოდა, რადგან ის ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო ჩემზე, მე მანქანას აღარ ვატარებდი და მიზეზი აღარ მქონდა რომ ბოდიშის მოხდით მიზნით არ შემეხედა მისთვის. უკვე თბილოდა, უფრო მეტად თბილოდა, ვიდრე მას შემდეგ რაც ფორქსში ჩამოვედი, ღრუბლებს ქვემოთ თითქმის სულისშემხუთველი სითბო იყო. სვიტერი გავიხადე და წელზე შემოვიკარი, მიხაროდა, რომ მსუბუქი, უმკლაო პერანგი მეცვა- მითუმეტეს რომ წინ 5 მილიან ბილიკზე ხეტიალი მელოდა. 
   გავიგონე მისი კარი მიჯახუნდა, მოვხედე და დავინახე მასაც გაეხადა სვიტერი, ჩემგან შორს იდგა, პიკაპის გვერდით უვნებელ ტყეში.
_ „აქეთ წამოდი“- თქვა და მხარზემოდან გამომხედა, ჯერ ისევ გაღიზიანებული მზერა ჰქონდა. ბნელი ტყისკენ მიიწევდა.
_ „ ბილიკი?“- პანიკა ნათლად გაისმა ჩემს ხმაში როცა პიკაპს მოვუარე რომ დავწეოდი.
_ „მე გითხარი რომ გზის ბოლოს იყო ბილიკი და არა ის რომ ბილიკს გავყვებოდით“
_ „ბილიკს არ გავყვებით?“-სასოწარკვეთილად ვთქვი.
_ „ნებას არ მოგცემ დაიკარგო“- დამცინავი ღიმილით მომიბრუნდა. ქოშინი ჩავახშე.  მოკლემკლავიანი, თეთრი პერანგი შეხსნილი ჰქონდა,ისე რომ მისი ყელის გლუვი თეთრი კანი შეუჩერებლად მიუყვებოდა გულ-მკერდის მარმარილოს კონტურებს, მისი სრულყოფილი  დაკუნთული სხეული აღარ იმალებოდა შემნიღბავი ტანსაცმლის მიღმა. სასოწარკვეთილების დარტყმით განგმირულმა გავაცნობიერე, რომ ის მეტისმეტად იდეალური იყო. შეუძლებელი იყო, რომ მისი ღმერთის მსგავსი ქმნილება ჩემთვის არსებულიყო. 
  ჩემი ნაწამები გამომეტყველებით გაოგნებული მომაჩერდა.
_ „სახლში დაბრუნება გინდა?“- წყნარად მითხრა, ჩემი ტკივილისგან ბევრად განსხვავებულმა ტკივილმა გაჟღინთა მისი ხმა.
_ „არა“- წინ მივიწევდი, სანამ მის გვერდით ახლოს არ დავდექი, იმით აღელვებულმა რომ არცერთი წამი არ დამეკარგა რა დროც არ უნდა ვყოფილიყავი მასთან ერთად. 
_ „რა მოხდა?“- ლმობიერი ხმა ჰქონდა.
_ „არც ისე კარგი მოხეტიალე ვარ“- გონებაჩლუნგივით ვუპასუხე- „მოგიწევს ძალიან მომთმენი იყო“
_ „შემიძლია ვიყო მომთმენი- თუ ძალიან მოვინდომებ“- გაიღიმა, მზერა გამისწორა რომ ჩემი უცაბედი, ამოუხსნელი დარდისგან გამოეკეთებინა ხასიათი.
   ვეცადე ღიმილითვე მეპასუხა, მაგრამ არადამაჯერებელი გამომივიდა. ის ყურადღებით დამაკვირდა სახეზე.
_ „სახლში დაგაბრუნებ“- შემპირდა. დარწმუნებული არ ვიყავი ეს უპირობო დაპირება იყო, თუ სასწრაფო გამგზავრებას ითვალისწინებდა. ვიცოდი, ეგონა რომ შიშმა გამიფუჭა ხასიათი, და მე მადლიერი ვიყავი, რომ ვიყავი ერთადერთი ადამიანი ვისი აზრების გაგებაც მას არ შეეძლო. 
_ „თუ გინდა რომ 5 მილი ჯუნგლებში მზის ჩასვლამდე გამატარო, გირჩევნია დროზე გამიძღვე“-მჟავედ ვთქვი. შემომიბღვირა, იბრძოდა ჩემი ტონი და გამომეტყველება ამოეცნო.
  რამდენიმე წამში შემეშვა და ტყის სიღრმისკენ გამიძღვა.
  არც ისე რთული აღმოჩნდა ტყეში ხეტიალი, როგორც ვშიშობდი. უმეტესად სწორი გზა იყო, ედვარდი იჭერდა ნოტიო გვიმრებს და ხავსის ქსელებს ჩემგან განზე. როცა მისმა სწორმა ბილიკმა წაქცეულ ხეებამდე ან რიყის ქვებამდე მიგვიყვანდა, მეხმარებოდა, იდაყვებით მწევდა და დაუყოვნებლივ მათავისუფლებდა საიდანაც კი სიარული შემეძლო. მის ცივ შეხებას ჩემს კანზე არცერთხელ ჩაუვლია ჩემი გულის მერყევად გაბრაგუნების გარეშე. ორჯერ, როცა ასე მოხდა, მის სახეს წავაწყდი და დავრწმუნდი, რომ მან ეს როგორღაც გაიგონა.  
   ვცდილობდი რაც შეიძლება მომერიდებინა მზერა მისი სრულყოფილებისთვის, მაგრამ ხშირ-ხშირად ვაპარებდი მისკენ მზერას. ასეთ დროს მისი სილამაზე ყოველთვის განმგმირავდა სევდით. 
    უმეტესწილად უხმოდ მივდიოდით. შემთხვევით მისვამდა ალალბედზე შეკითხვებს, რომელზე პასუხის გასული ორი დღიანი დაკითხვის განმავლობაში არ ქონდა მიღებული. ჩემ დაბადების დღეებზე მეკითხებოდა, დაწყებითი სკოლის მასწავლებლებზე, შინაურ ცხოველებზე, რომლებიც ბავშვობაში მყავდა- და მომიწია მეღიარებინა, რომ ზედიზედ 3 თევზის მკვლელობის შემდეგ სრულიად ავიღე ხელი შინაურ ცხოველებზე.  მან ამაზე გაიცინა, უფრო ხმამაღლა, ვიდრე აქამდე მსმენოდა- ზარის მსგავსი ექო მოგვიბრუნდა ცარიელი ტყიდან. 
   სახეტიალოდ მთელი დილა დამჭირდა, მაგრამ მას მოუთმენლობის არცერთი ნიშანი არ გამოუმჟღავნებია. ტყე ანტიკური ხეების უსაზღვრო ლაბირინთში ვრცელდებოდა, მე კი ნერვიულობა დავიწყე რომ უკან გამოსასვლელ გზას ვეღარასდროს ვიპოვიდით. ის ჩინებული იყო სიმშვიდეში, კომფორტულად გრძნობდა თავს მწვანე ლაბირინთში, არასდროს იმჩნევდა, რომ მიმართულებასთან დაკავშირებით რამე ეეჭვებოდა.
   რამდენიმე საათის შემდეგ, სინათლემ გარდაქმნილი ბალდახინი გაფილტრა, ბნელმა ზეთისხილისფერმა ტონი უფრო ნათელ ნეფრიტად გადაიქცა. მზიანი დღე გახდა, როგორც მან იწინასწარმეტყველა. პირველად, მას შემდეგ რაც ტყეში შემოვედით, მღელვარების თრთოლა ვიგრძენი- რომელიც სწრაფად გადაიზარდა მოუთმენლობაში.
_ „ჯერ არ მივედით ადგილზე?“-გავცინე, თავი მოვაჩვენე ვითომ მოღუშული ვიყავი.
_ „თითქმის“- გაეღიმა ჩემი განწყობის ცვლილებაზე. –„წინ სინათლეს ხედავ?“
  ხშირ ტყეს ჩავაშტერდი.
_ „უნდა ვხედავდე?“
   თავდაჯერებულად ჩაიცინა.
_ „შეიძლება შენი თვალებისთვის ოდნავ შორსაა.“
_ „დროა ოკულისტს ვესტუმრო“- ჩავიბუტბუტე. მისი თავდაჯერებული ღიმილი უფრო გამოიკვეთა.
   მაგრამ შემდეგ, რამდენიმე ასეული იარდის გავლის მერე, ნამდვილად ვხედავდი ნათებას წინ ხეებსშორის, ნათება მწვანის ნაცვლად ყვითელი იყო. ნაბიჯებს ვზომავდი, ჩემი აღფრთოვანება ყოველ ნაბიჯზე იზრდებოდა. ნება მომცა წინ მე მევლო, თვითონ უხმაუროდ მომყვებოდა.
  სინათლის მორევის კიდეს მივაღწიე და გვიმრის ბოლო ფოჩებში გავაბიჯე, ყველაზე საყვარელ ადგილას, რომელიც ოდესმე მენახა. პატარა მდელო იყო, იდეალურად მრგვალი და იისფერი, ყვითელი და ნაზი თეთრი ველური ყვავილებით სავსე. სადღაც შორიახლოს, ნაკადულის ბუყბუყა მუსიკა ისმოდა. მზე შუბისტარზე იყო, წრეს კრავდა მზის სხივების ნათებასთან ერთად. ნელა მივდიოდი, მორიდებულად ბალახს,  მოქანავე ყვავილებსა და თბილ, მოოქროვილ ჰაერს შორის.  ნახევრად შემოვბრუნდი, მინდოდა ჩემი განცდები გამეზიარებინა მისთვის, მაგრამ ის ჩემს უკან არ იდგა იქ სადაც მეგონა. გარშემო მიმოვიხედე, უცაბედი განგაშით ვეძებდი მას.  ბოლოს როგორც იქნა შევნიშნე ის, ჯერ ისევ ბალდახინის ქვეშ მუქ ჩრდილში იდგა მდელოს კიდესთან, ფრთხილი მზერით მიყურებდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამახსენდა მდელოს როგორი სილამაზე ამოტივტივდა ჩემი გონებიდან- მზე და ედვარდის საიდუმლო, რომლის ახსნასაც ის დღეისთვის დამპირდა.
   მისკენ გადავდგი ნაბიჯი, თვალები ცნობისმოყვარეობით ამენთო. მას კი ფრთხილი, უხალისო თვალები ჰქონდა. გამამხნევებლად გავუღიმე და ხელის ქნევით ვანიშნე გამოსულიყო, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ. ხელი გამაფრთხილებლად აწია, და მე შევყოყმანდი, ქუსლებზე შევქანდი. 
   ედვარდმა ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ კი შუადღის მზის კაშკაშა სინათლეში გამოაბიჯა.

                

                                   თავი  მეცამეტე
                                                 აღსარება

         მზის შუქზე  ის უჩვეულოდ გამოიყურებოდა. ვერაფრით შევეჩვიე, მიუხედევად იმისა, რომ რამდენიმე საათია, რაც ასეთს ვუყურებდი. ფერმკრთალი სახე,––გუშინდელი ნადირობის შემდეგ ოდნავ ფერდადებული, ისე გამიყურებოდა, თითქოს მილიონობით ბრილიანტით  იყო შექმნილი. ედვარდი ქანდაკებასავით იწვა ბალახზე, გახსნილი პიჯაკიდან კი გამოქანდაკებული მკერდი და მბრწყინავი მხრები მოუჩანდა. მისი ლევენდერისფერი ქუთუთოები ნახევრად დახურული ქონდა ,თუმცა რათქმაუნდა არ ეძინა. მეგონა, რომ ჩემს წინაშე იწვა  ადამიანთათვის უცნობი ქვა, რომელიც გლუვი იყო როგორც მარმარილო და მბრწყინავი როგორც ბროლი.
          მისი ტუჩები ისე სწრაფად მოძრაობდნენ, მეგონა კანკალებდნენ, როცა ვკითხე მითხრა რომ ის მღეროდა,  მაგრამ ზედმეტად ჩუმად და  მისი მოსმენა არ შემეძლო.
          როგორ მიხაროდა მზე!  მეც სიამოვნებით დავწვებოდი მის გვერდით და გავითბობდი სახეს და სხეულს, მაგრამ   დავჯექი და ნიკაპი მუხლებში დავმალე ისე, რომ ედვარდისთვის თვალი არ მომიცილებია. მსუბუქი ქარი არხევდა ჩემს თმებსა და მის ირგვლივ ამოსულ ბალახებს.
          ეს ულამაზესი მდელოც კი ვერ შეედრებოდა მის დიდებულებას.
          დაუჯერებელია–– უცებ შემეშინდა, რომ ის მირაჟივით გაქრებოდა,  იმდენად ლამაზი იყო რეალური სამყაროსთვის... მე გადავიხარე და ფრთხილად  შევეხე მის მოციმციმე ხელს. მისი კანი გლუვი და ცივი იყო, როგორც ქვა. როდესაც ისევ შევხედე, გაეხილა თვალები და  მიყურებდა. გუშინდელი ნადირობის შემდეგ, თვალები გადამდნარი  შაქრის ფერი ჰქონდა, მათში უზომო სითბო და სინათლე ჩაღვრილიყო.   ტუჩის კუთხეებიდან   ოდნავ შესამჩნევი ღიმილი  დავინახე.
         –– ხომ არ შეგაშინე? –– მის რბილ ხმაში ხუმრობა შევნიშე.
         –– უფრო მეტად არა ვიდრე ყოველთვის.
         მან უფრო ფართოდ გაიღიმა და ქათქათა კბილებმა მზეზე გაიბრწყინეს.
         შევირხიე, ახლა უკვე მთელი ხელით  დავიწყე  მის წინამხარზე ხელის შემოტარება. ხელი მიკანკალებდა, ვიცოდი რომ მან ეს შეამჩნია.
         –– წინააღმდეგი ხომ არ ხარ?             
         –– არა, რათქმაუნდა.––– თქვა მან თვალგაუხელად,–– წარმოდგენაც არ გაქვს ეს როგორი შეგრძნებაა.
          მივყევი ლურჯ ვენებს, იდაყვის ნაკეცამდე. მეორე ხელით მინდოდა ხელისგულის გადმოტრიალება, თუმცა ვიცოდი მისი დახმარების გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი, მაგრამ როცა გაიგო რაც მინდოდა, ისე ჩქარა გადმოატრიალა–– შიშისგან შევხტი, თითები მის მხარზე წამით გამიშეშდა.
          –– მაპატიე, –– დაიჩურჩულა ედვარდმა, მე ავხედე მის ოქროსფერ თვალებს  –– შენთან ისეთი ადვილია ვიყო ისეთი როგორიც ვარ...
          როგორი მომთმენი იყო, როცა მე მის ხელს ვეთამაშებოდი! ხელი თვალებთან ახლოსაც კი მივიტანე, რომ დავრწმუნებულიყავი   კანზე ბრილიანტის პატარა ნაწილაკები ნამდვილად არ  ჰქონდა მიმაგრებული.
          –– რაზე ფიქრობ?... რა უცნაურია–– არ გესმოდეს სხვისი ფიქრები.
          –– სამაგიეროდ იცი დანარჩენები რას ფიქრობენ, –– გავუღიმე მე.
          –– ეს ყოველთვის კარგი არ არის ––ნუთუ მის ხმაში სინანული იყო? –– მაგრამ შენ მაინც არ მიპასუხე.  
          –– ვფიქრობ გამოვიცნო შენ რაზე ფიქრობ.
          –– კიდევ?
          –– ვოცნებობ რომ სინამდვილე იყო, ეს დღე არ დამთავრდეს და არ მეშინოდეს..
          –– არ მინდა რომ გეშინოდეს! –– დაიჩურჩულა ედვარდმა, –– სამწუხაროა, მას არ შეუძლია მითხრას, რომ საშიში არაფერია.
          –– მაგრამ შიში ზუსტად ის არ არის რასაც მე ვგრძნობ...
          ის უცებ წამოიწია, მისი ბერძნული  ღმერთის სახე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იყო ჩემგან. მე შემეძლო გავწეულიყავი და ასეც უნდა მოვქცეულიყავი ალბათ, მაგრამ  განძრევის უნარი წამერთვა. –– ვეფხვის თვალებმა თავიანთი გავლენის  ქვეშ მომაქციეს.
          –– აბა რისი გეშინია?––  ჩურჩულით მკითხა მან.
          მე პასუხის გაცემაც ვერ მოვახერხე. სახეზე მის გრილ  სუნთქვას ვგრძნობდი. მისი არომატისგან  დავმუნჯდი. ეს სურნელი ამქვეყნად არაფერს გავდა. თავი დაბლა დავხარე და ძლივს ნერწყვი გადავყლაპე.
           მან ხელი გამომართვა და წამოდგა,  ნაძვებისკენ წავიდა, ჩემგან ათი მეტრის მოშორებით. მისი თვალები ჩამუქდნენ და დაჟინებით მიყურებდნენ.
           ვიგრძენი, რომ სახეზე ტკივილი და იმედგაცრუება დამეხატა, ცარიელი ხელები გამიშეშდა.
          ––  მაპატიე ედვარდ, ––ჩუმად წარმოვთქვი მე. ვიცოდი რომ ის მაინც გაიგონებდა. 
          ––  მოიცადე, ––თქვა მან. მე კი გავშეშდი, ვერ გადამეწყვიტა გავნძრეულიყავი თუ არა.
          ათი გრძელი წამის მანძილზე ის ნელ- ნელა მომიახლოვდა და სულ ერთი მეტრის დაშორებით დაჯდა ჩემს გვერდით.   ორჯერ ღრმად ჩაისუნთქა და დამნაშავედ  გაიღიმა.
          ––  ეს შენ მაპატიე ბელა. სამწუხაროა,  არ შემიძლია გითხრა, რომ მე მხოლდ და მხოლოდ  ადამიანი ვარ!
         მისმა ხუმრობამ ვერ გამაცინა, მხოლოდ თავი დავუქნიე, ადრენალინმა მთელს ტანში დამიარა ––პირველად მთელი დღის მანძილზე ვერ ვიყავი კარგად. მან დამცინავად გაიღიმა.
          –– მე დედამიწაზე ყველაზე საშიში მტაცებელი ვარ გასაგებია? შენ ჩემში ყველაფერი გიზიდავს: ჩემი ხმა, გრაცია, სახე, სუნიც კი?.. უცებ იფიქრებ, რომ მე ეს მჭირდება!  –– მოულოდნელად ის წამოხტა და გაქრა, წამის შემდეგ კი მდელოზე, ნაძვის ქვეშ აღმოჩნდა.
          –– მე ჩემსას ამ ყველაფრის გარეშეც მივაღწევდი!
          ის მივარდა დიდ ნაძვს, ცალი ხელით ფესვებიანდ ამოთხარა და სადღაც შორს გადაისროლა.
          და აი, ის ისევ მეტრის მოშორებით აღმოჩნდა ჩემთან თავისი ქანდაკებისებრი სახით.
          –– შეიძლება ვიფიქრო, რომ შეძლებდი შეწინააღმდეგებას...
          მე შიშისგან შევხტი. ის არასოდეს მინახავს ასეთი, ცხოველი, ნამდვილი ცხოველი... მაგრამ როგორი ლამაზი! სახე მკვდარივით ფერმკრთალი, თვალები ბრწყინავენ.. თავი პატარა ჩიტად ვიგრძენი, რომელიც სამეფო კობრის მახეშია გაბმული.
           თვალები, რომლებიც მე ასე მიყვარდა , თვალები რომლებიც ასე ველურად მიყურებდენენ, უცებ დაწყნარდნენ. ფერკმრთალ სახეზე მთელი სამყაროს სევდა გამოისახა.
          –– ნუ გეშინია, –– წაიბუტბუტა ედვარდმა, ჯერ არასდროს არ ყოფილა მისი ხმა ასეთი ვნებიანი. –– მე არასდროს არაფერს დაგიშავებ, გეფიცები!
          მომეჩვენა რომ ის საკუთარი თავის დაჯერებას უფრო ცდილობდა ვიდრე ჩემსას.
          –– ნუ გეშინია, –– გაიმეორა მან და ნელა დაეშვა ბალახზე, ჩვენი სახეები ოცდაათი სანტიმეტრის მოშორებით იყვნენ ერთმანეთისგან.
          –– ძალიან გთხოვ, მაპატიე, ––ძალიან სერიოზულად და სევდიანად მითხრა ედვარდმა. ––მე ახლა საკუთარ თავს ვაკონტროლებ, შენ მაგდებ ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ გპირდები ეს აღარ განმეორდება.
         ის ჩემგან რაიმეს თქმას ელოდებოდა, მაგრრამ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე  ხმის ამოღების ძალა .
          –– დღეს არ მწყურია, მართლა. –– ჩაიღიმა მან.
          აქ კი ნერვიულად ამიტყდა სიცილი ისე უცებ და მოულოდნელად, რო ალბათ გიჟი ვეგონე.
          ––  ყველაფერი კარგადაა?–– მკითხა მან მზრუნველად და  ხელი ფრთხილად შემახო.
          მე დაბნეულად შევხედე  მის ხელს, შემდეგ მის ვეფხვისებურ თვალებს, რომლებიც სავსე იყვნენ სითბოთი და მონანიებით.  მისი ხელი ავიღე და თითის წვერები გადავუსვი გლუვ ზედაპირს, შემდეგ კი მოვიკრიბე ძალა და გავუღიმე.
          ოქროსფერმა თვალებმა პასუხად შემომანათეს.
          –– ხო, და რაზე ვლაპარაკობდით აქამდე?                                                                                                                  
          –– არ მახსოვს, ––გულახდილად ვუთხარი მე.
          –– მგონი იმაზე, თუ რისი გეშინია... გარდა იმისა, რაც ისედაც ნათელია.–- რბილად შემახსენა მან.
          –– ხო, მართალი ხარ.
          –– რისი?
          მე უაზროდ ვუსვამდი თითებს ედვარდის ხელს, ის კი პასუხს ელოდა.
          ––  ხედავ რა ადვილად ვიშლები? ––გაეცინა მას.
          მის თვალებს დავაკვირდი და მივხვდი, რომ არ არის თავის თავში დარწმუნებული. ამდენი წლის მანძილზე, ის მიეჩვია ხალხის აზრების მოსმენას  და უცბად გამოვჩნდი მე.  გამოცანის ამოხსნით უკეთ გავხდი.
          –– მე მეშინია იმიტომ... რომ არ შეგვიძლია ვიყოთ ერთად. კიდევ იმისი, რომ სწორედ ეს მინდა ყველაზე მეტად. ––ამის აღიარება ადვილი არ იყო.
          –– ხო, ––დამეთანხმა ის, ამის გამო მართლც ღირს შიში. შენისთანა გოგონას არაფერში გამოადგება ჩემთან ყოფნა.
          –– ვიცი, ალბათ ღირს ვეცადო დაგივიწყო.
          –– ძალიან მინდა დაგეხმარო, –– გულახდილად მითხრა მან, –– ალბათ უფრო ადრე უნდა შემეწყვიტა ყველაფერი, ახლა ჯობია წავიდე, მაგრამ არ ვიცი შევძლებ თუარა ამას.
          –– არ მინდა რომ წახვიდე, ––ძლივს გასაგონად წავიბუტბუტე მე.
          –– სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთო ეს!.. მაგრამ ნუ ღელავ, მე საკმაოდ ეგოისტი ვარ  და ძალიან დიდხანს ველოდებოდი ამ დღეს.
          –– ძალიან მიხარია.
          –– სულ ტყუილად! –– ედვარდმა ხელი გამომართვა, გაბრაზებულზეც კი მეჩვენებოდა, რომ მისი ხმა ყველაზე მელოდიური იყო ამ ქვეყნად. მე ძლივს ვასწრებდი მისი განწყობის ცვლილებების აღქმას.
         –– მე მხოლოდ შენთან მინდა ყოფნა! ეს არადროს დაგავიწყდეს! გახსოვდეს, რომ მე ყველაზე მეტდ შენთვის ვარ საშიში. –– თქვა მან და სადღაც შორს დაიწყო ყურება.
         ––  ვერ ვხვდები რაზე ამბობ,–– წუთიერი დუმილის შემდეგ ვაღიარე მე.
         შემომხედა თუარა მან გამიღიმა, განწყობა ისევ შეეცვალა.
         –– როგორ აგიხსნა რომ ისევ არ შეგაშინო? ––მკითხა ჩაფიქრებულმა , ხელი მომკიდა და ჩვენს ხელებს დახედა. –– როგორი სასიამოვნო შეიძლება იყოს სითბო, ––ამოიოხრა მან.
         –– იცი ყველას თავისი გემოვნება აქვს. ვიღაცას შოკოლადის ნაყინი უყვარს, ვიღაცას მარწყვის...
         მე თავი დავუქნიე.  
         –– მაპატიე საჭმელთან რომ ვაკეთებ შედარებას..–– მე გამეღიმა და ღიმილითვე მიპასუხა.
         –– ხომ იცი ყველა ადამინს სხვადსხვა სუნი აქვს, სხვადასხვა გემოს შეგრძნება. თუ ალკოჰოლიკს  შეიყვან ოთახში სადაც ბევრი ლუდია ის მას სიამოვნებით დალევს. თუმცა თუ მოინდომებს თავსაც შეიკავებს დიდი ძალისხმევით. მაგრამ წარმოიდგინე რა მოხდება თუკი ამ ოთახში დადებ ჭიქით ძველ ბრენდის ან რომელიმე ძვირფას კონიაკს ცნობილი კოლექციიდან. როგორ მოიქცევა ჩვენი ალკოჰოლიკი? 
         ჩვენ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში და ვცდილობდით ერთმანეთის აზრები გამოგვეცნო.
         ––  შეიძლება მოყვანილი შედარება არც ისე ზუსტია, ბრენდის წინაშეც მოითმენს თუ ძალიან მოინდომებს. ჯობს ალკოჰოლიკი ჰეროინს მონატრებული ნარკომანით შევცვალოთ.
         –– შენ იმის თქმა გინდა, რომ მე ვარ შენი ჰეროინი?
         ედვარდს გაეღიმა.
         –– ხო, ყველაზე საყვარელი სახეობა!
         ––  და ხშირად ხდება ასე?
         ის თითქოს პასუხს ეძებდა ხეების ზემოთ.
         –– მე ვილაპარაკე ამაზე ძმებთან. ჯასპერისთვის ყველა ადამიანი ერთნაირია. ის ახლახან შემოუერთდა ჩვენს ოჯახს და ძალიან უჭირს ჩვენი წესების დაცვა.  ჯერ ვერ პოულობს განსხვავებას გემოსა და სუნს შორის. –– ედვარდი უცებ გაჩუმდა და სინანულით შემომხედა, –– მაპატიე!
         –– არაფერია, ნუ იფიქრებ რომ შემაშინებ ან მაწყენინებ. შენ ხომ ეს გაწუხებს? ყველაფერი მესმის. ყოველი შემთხვევისთვის ვცდილობ გავიგო. ისე მოიქეცი როგორც საჭიროდ ჩათვლი.
         –– შენ  გაბედული გოგონა ხარ.–– აღფრთოვანებით თქვა მან.
         –– სულაც არა, ნამდვილი მშიშარა ვარ! მე რომ გაბედული ვყოფილიყავი შენგან თავს შორს დავიჭერდი.
         –– შენ არ გეშინია უყურო სიმართლეს თვალებში.
         –– სამწუხაროდ არახარ მართალი, მაგრამ მაინც გააგრძელე.
         ედვარდმა ღრმად ამოისუნთქა და კვლავ ცას ახედა.
         –– ასე რომ ჯასპერმა არ იცის შეხვედრია თუ არა ისეთს, რომელიც ისევე იზიდავდა მას, როგორც... შენ მე. ესეიგი არ შეხვედრია. ემმეტს ასე ვთქვათ, უფრო დიდი გამოცდილება აქვს და მან მაშინვე გაიგო რაზე ვეუბნებოდი. ძმა ამბობს რომ მას ქონდა ორი ასეთი შემთხვევა.
         –– შენ ასეთი დაგმართნია?
         –– არასოდეს.
         მომეჩვენა რომ ედვარდის პასუხი მთელს მდელოს მოეფინა.
         –– და როგორ მოიქცა ემმეტი? –– დავინტერესდი მე.
         ცნობისმოყვარეობის გამოვლენა მგონი არ ღირდა. ედვარდს სახე ჩაუმუქდა და მუჭები შეეკრა. ის მიხვდა რომ პასუხს აღარ ველოდი.
         ––  მგონი მივხვდი...
         ედვარდმა დაღლილი და წამებით სავსე თვალებით შემომხედა.
         ––  ყველაზე ძლიერებსაც აქვთ პატარა სისუსტეები...
         ––  და რას ელოდები? ჩემს თანხმობას? –– ვთქვი მე იმაზე უფრო მკვეთრად და ჩქარა ვიდრე ველოდი. ––შემდეგ კი უფრო შევარბილე, ––ესეიგი არავითარი იმედი არ არის?
         რა უშფოთველად  განვიხილავ საკუთარ სიკვდილს!
         –– არა, არა ! ––დაიყვირა მან, –– რათქმაუნდა არის, მე ნამდვილად არ ვაპირებ... ანუ ჩვენი სიტუაცია სულ სხვაგვარია! ემეტისთვის ის ქალები უცხოები იყვნენ, თან მაშინ ის არ იყო ასეთი... გამოცდილი და თავშეკავებული, როგორც ახლა.
         –– ესეიგი ჩვენ რომ შევხვედრილიყავით ბნელ ქუჩაში ...–– ვეღარ  შევძელი გაგრძელება.
         –– იმ დღეს რაც კი ძალა მქონდა ყველა მოვიკრიბე, რომ მთელი კლასის წინაშე არ... –– მან კვლავ მომაშორა თვალი ––როცა გვერდით ჩამიარე მზად ვიყავი დამერღვია ის, რასაც კარლაილი წლების მანძილზეა მოგვიწოდებს.
         ––  ალბათ შენ იფიქრე რომ არანორმალური ვარ! ––მითხრა მან.
         ––  მე უბრალოდ ვერაფერი გავიგე მაშინ, არ მესმოდა როგორ მოასწარი ჩემი შეძულება.
         ––  მე მეგონა ჯოჯოხეთიდან მოვლენილი დემონი იყავი, რომელსაც ჩემი განადგურება უნდოდა. და სუნი!  ის მე მაგიჟებდა! ერთი საათის მანძილზე ათასი გეგმა მოვიგონე, რომ კლასიდან გამეყვანე და სადღაც შორს წამეყვანე. მაგრამ შევძელი დამეთრგუნა ვნებები, როცა წარმოვიდგინე რამოდენა ტკივილს მიანიჭებდა ჩემი თავშეუკავებლობა ჩემს ოჯახს.
        ედვარდი აკვირდებოდა ჩემს რეაქციას, მისი თვალები დახრილი წამწამებიდანაც საოცრად ბრწყინავდნენ.
       –– ვფიქრობ გამომივიდოდა შენი სკოლიდან წაყვანა, ––მითხრა ჩაფიქრებულმა.
       –– უეჭველად.
       –– შემდეგ მინდოდა ცხრილი შემეცვალა, რომ შენს გვერდით არ ვმჯდარიყავი, მაგრამ ადმინისტატორის შენობაში შენც შემოდი. იმ პატარა თბილ ოთახში თავბრუ დამეხვა შენი სუნისგან. კინაღამ ვნებას ავყევი,მით უმეტეს რომ ოთახში მე, შენ და ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც უპრობლემოდ მოვერეოდი.
      –– იმ წარსულის გახსენებამ ძალიან შემაშინა. საბრალო ადმინისტრატორი! სიკვდილი ელოდა ჩემს გამო!
      –– მაგრამ მაინც მოვითმინე, არ ვიცი როგორ მოვერიე თავს და ქუჩაში არ  დაგელოდე, სახლამდე მინდოდა გაგყოლოდი. მაგრამ ვიგრძენი თუ არა ცივი ჰაერი გონს მოვედი, ემმეტთან და ჯასპერთან საუბარი არ მინდოდა, ამიტომ პირდაპირ კარლაილთან წავედი საავადმყოფოში და განვუცხადე რომ მივდიოდი.
      მე გაოცებულმა შევხედე მას.
        –– მე და კარლაილმა მანქანები გავცვალეთ. მას საწვავით სავსე ქონდა, მე კი ცარიელი, გაჩერების დრო აღარ იყო, თან სახლშიც ვერ შევივლიდი ესმი გაგიჟდებოდა, ვერ იტანს, როცა სადმე მივდივარ. მეორე დილით უკვე ალიასკაზე ვიყავი, ძველ მეგობრებთან, მაგრამ სახლი ძალიან მენატრებოდა. საშინლად არ მინდოდა ესმისა და ოჯახის წევრების წყენინება, თან მთის სუფთა ჰაერმა უკანასკნელი მოგონებაც წამართვა შენს სურნელებაზე. მივხვდი რომ გაქცევას აზრი არ ქონდა, მით უმეტეს რომ  ადრეც მოვრევივარ ვნებებს  და არასოდეს ვუცდუნებივარ მათ! განა შეიძლება უბრალო გოგონას მისცე უფლება, –– ბოროტად გაიღიმა მან –– გაცდუნოს და ცხოვრების გზიდან გადაგახვევინოს?
        ედვარდი დაფიქრებული იყურებოდა სადღაც შორს, –– სანამ სკოლაში დავბრუნდებოდი სამი დღის მანძილზე ვნადირობდი, იმაზე მეტს ვიდრე ყოველთვის. მთელი ძალით  ვცდილობდი დამეჯერებინა საკუთარი თავი, რომ შენც ისევე მოგექცეოდი, როგორც დანარჩენ გარშემომყოფ ხალხს. 
        ––ყველაზე დიდ სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ შენს აზრებს ვერ ვკითხულობდი, ამიტომ გადავწყვიტე მესმინა ჯესიკასთვის და რაიმე მაინც გამეგო შენზე. ჯესიკა კი ზედმეტად პრიმიტიულად აზროვნებს, ამიტომ მისი აზრების მოსმენა არც ისე სასიამოვნოა. მით უმეტეს, რომ შენ სულ არ ხარ სხვებთან გულ- ახდილი. ––ედვარდი შეიშმუშნა.
        ––მინდოდა რაც შეიძლება მალე დაგვიწყებოდა პირველი დღე, ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ გამომეჩინა შენთან საუბრის ინიციატივა. უნდა გავრკვეულიყავი შენს აზრებში, მაგრამ შენ ბევრად რთული და საინტერესო აღმოჩნდი  ... და ისევ ეს სურნელი, რომელიც შენს კანსა და თმებს ასდიოდა...მერე კი ჩემს თვალწინ კინაღამ ფურგონმა გადაგიარა. საქმე იმაში იყო , რომ თუკი შენი სისხლი დაიღვრებოდა, თავს ნამდვილად ვეღარ შევიკავებდი და ჩემი ოჯახის საიდუმლოს გავამხელდი,მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ მოვიაზრე. როდესაც ტაილერის ფურგონი შენსკენ მოდიოდა ერთადერთი რაც ვიფიქრე იყო „ ოღონდ ის არა!“
        ედვარდმა თვალები დახუჭა, თითქოს აღსარება დიდ ძალებს ართმევდა. მე კი ყურადღებით ვუსმენდი და ვხვდებოდი , რომ უნდა შემშინებოდა. მაგრამ ამის მაგივრად დიდი შვება და მისდამი თანაგრძნობა ვიგრძენი,–– როგორც იქნა ყველაფერი თავის ადგილას დადგა,–– ის ხომ იტანჯებოდა, როცა გამიმხილა , რომ მას ჩემი სიკვდილი კიარა გადარჩენა სურდა.
        –– მერე კი მოვხვდით საავადმყოფოში,––შევახსენე მე.
        ––ძალიან მეშინოდა, ––მე  ხომ რისკის ქვეშ დავაყენე ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. შემდეგ კი როზალიმ, ემმეტმა და ჯასპერმა მეჩხუბა, რომ   სწორედ იმის დრო იყო, რომ...  სამაგიეროდ კარლაილმა და ელისმა დამიჭირეს მხარი. –– დის სახელის ხსენებაზე ედვარდმა ამოიოხრა,–– ესმიმ კი მითხრა როგორც მინდოდა მოვქცეულიყავი, ოღონდაც არსად წავსულიყავი! 
        მითუმეტეს, რომ შენს მეგობრებს ვუსმენდი. მეორე დღეს გავიგე, რომ არაფერი გითქვამს მათთან. ეს ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარებოდა! მივხვდი,  მეტი გარისკვა აღარ შეიძლებოდა და ჯობდა თავი შენგან შორს დამეჭირა, მაგრამ ყოველდღიურად შენი თმის, კანისა და სუნთქვის სურნელება მკლავდა ისევე, როგორც პირველად.
        ვეფხვის თბილი თვალები ისე ნაზად მიყურებდნენ!
         –– მაგრამ ბოლოს და ბოლოს, –– აგრძელებდა ედვარდი, –– მირჩევნოდა საკუთარი ოჯახისთვის მეღალატა პირველ დღეს, ვიდრე დღევანდელ დღეს ტკივილი მოგაყენო, ეხლა როცა მე ვერაფერი შემაჩერებს.
        ცნობისმოყვარემ, როგორც ყველა გოგონამ ვერ მოვითმინე და ვკითხე, –––რატომ?
         –– იზაბელლა, ––წარმოთქვა მან ჩემი სრული სახელი ფრთხილად, შემდეგ კი ხუმრობით გაეთამაშა ჩემს თმებს. ბელლა–– მე ვერ შევძლებ სიცოცხლეს თუკი რაიმეს დაგიშავებ. შენ წარმოდგენაც არ შეგიძლია, რას ვგრძნობ , როცა წარმოგიდგენ  ფერმკრთალს, ცივს და   მიწაზე გაუნძრევლად მწოლარეს... –– კალენმა დარცხვენით დახარა თვალები, –– შენ ვერ ხედავ შენს შევარდისფერებულ ღაწვებს, მბრწყინავ თვალებს, როდესაც ცდილობ გამოიცნო ჩემი ნათქვამის ღრმა აზრი... მაშინ რისთვისღა ვიცოცხლო? –– სევდიან თვალებში, კითხვა გაეყინა. –– მთელს სამყაროში მე შენზე ძვირფასი არავინ მყავს და ეს ასე იქნება ყოველთვის.
      მე თავბრუ დამეხვა. უცოდველი განხილვიდან, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა, გადავედით ბევრად სერიოზულ აღიარებაზე. ედვარდი მელოდებოდა, მე კი შეშინებული დავყურებდი ხელებს, ვიცოდი რომ პასუხი უნდა გამეცა.
      ––  ჩემი გრძნობები შენს მიმართ ცნობილია... და საერთოდ  მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ვიცოცხლო შენს გარეშე. ვიცი იდიოტი ვარ!
      –– მართლაც იდიოტი ხარ,–– გულიანად გაეცინა მას, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და ახლა უკვე ერთად ვიცინოდით, უკეთეს სიტუაციას ვერც ინატრებ, ჩვენ ორივენი ჩემს სისულელეზე ვიცინოდით!
      –– .. და ლომს შეუყვარდა საბრალო ბატკანი! –- დაიჩურჩულა მან. მე კი მზერა ავარიდე.
      –– სულელი ბატკანი ! –– ამოვიოხრე მე.
      –– ლომი კი არანორმალური მაზოხისტია... –– ის უცებ გაჩუმდა და გახედა  დაბინდულ ტყეს,  დიდხანს ფიქრობდა ასე, მე კი მივხვდი რას უკავშირდებოდა მისი აზრები.
      ––...რატომ?–– დავიწყე მე, მაგრამ არ  ვიცოდი როგორ გამეგრძელებინა.
      მან ისევ შემომხედა და გამიღიმა. მზის სხივები ლამაზ სახესა და კბილებზე ირეკლებოდნენ.
      ––  რა?
      –– მითხარი რატომ გამირბოდი ადრე?
      –– იცი რატომაც, –– მან ღიმილი შეწყვიტა, ახლა უფრო სერიოზული იყო.
      –– არა მე მაინტერესებს რა გავაკეთე ცუდად, ან როგორ უნდა მოვიქცე, ან არ მოვიქცე..
      –– ბელლა შენ არაფერი დაგიშავებია,––კვლავ გაიღიმა მან,–– ყველაფერი რაც ხდება მხოლოდ ჩემი ბრალია.
      –– მაგრამ ხომ შეიძლება რამეთი მაინც ტკივილი შეგიმსუბუქო?
      –– ხო, ––დაიწყო ედვარდმა, –– ცოტა ვერ ვარ კარგად, როცა ძლიან ახლოს მოდიხარ. როგორც წესი ხალხი ჩვენგან თავს შორს იჭერს, ისინი ინსტიქტურად გრძნობენ საფრთხეს... როცა ძალიან ახლოს ხარ, მე შენი ყელის სურნელი მცემს. –– ის სახეზე დამაკვირდა ჩემი რეაქციის მოლოდინში.
      –– მაშინ გასაგებია,–– ხალისით ვთქვი, ვეცადე სიტუაცია განმემუხტა,–- მაშინ ყელს აღარ გამოვაჩენ!
      –– არა რათქმაუნდა, ყველაფერი არც ასე საშინლადაა,––გაეღიმა ედვარდს,––  უბრალოდ საკუთარი შეგრძნებები მაოცებს.
      მან ასწია ხელი და ფრთხილად დამადო ყელზე. მე არც კი შევმკრთალვარ, საოცარია მაგრამ შიშის გრძნობაც არ მქონდა.
      –– ხედავ როგორი გლუვი და ნაზია..
      სისხლი დიდი სისწრაფით გადიოდა ძარღვებში, მინდოდა დავმშვიდებულიყავი, რადგან ვიცოდი რომ ჩემი გულის ხმა მასაც ესმოდა.
      –– სიწითლე ძალიან გიხდება, –– მითხრა მან და ნაზად შემახო ლოყაზე ხელი, შემდეგ კი სახე მარმარილოს ხელებს შორის მოაქცია, ისე ნაზად ეჭირა თითქოს ბროლის ლარნაკი ყოფილიყო.
      –– არ გაინძრე, –– მთხოვა მან, მაგრამ ძალიანაც რომ მდომოდა ამას ვერ მოვახერხაბდი.
      ძალიან ნელა ის ჩემსკენ გადმოიხარა, ისე რომ თვალი არ მოუცილებია და ფრთხილად მომადო ცივი ლოყა ყელზე. მთლიანად გავშეშდი, პულსი კი საოცრად მომემატა, თითქოს გული ამოფრენას ლამობდა. ვუსმენდი მის სუნთქვას და  ვაკვირდებოდი  ბრინჯაოსფერ თმებს, რომლებსაც მსუბუქი ქარი და მზის სხივები ეთამაშებოდნენ.
       ნელა ძალიან ნელა, მან ხელები ქვემოთ კისეზე დაუშვა, მხრებამდე ჩამოვიდა და გაჩერდა. ცივი სახე კიდევ დაიხარა და ჩემს მკერდს მიეკრა, –– ის გულის ცემას უსმენდა.
       –– აჰ, ––ამოიოხრა მან.
        არვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე გაუნძრევლად, შეიძლება რამდენიმე საათიც კი. რათქმაუნდა, ნელ-ნელა გულის ცემა დაწყნარდა, მაგრამ მე კვლავ ვიჯექი გაუნძრევლად, სანამ ედვარდს ხელში ვეჭირე. ვიცოდი, რომ ყოველ წამს შეიძლებოდა მომკვდარიყავი, თან ისე სწრაფად, რომ ამის გააზრებასაც ვერ მოვასწრებდი, მაგრამ ამ ქვეყნდ არაფერზე შემეძლო ფიქრი იმის გარდა, რომ ის მე მეხებოდა.
         და აი მან გამიშვა, ოქროსფერ თვალებში სიმშვიდე ჩამდგარიყო.
          ––სხვა დროს აღარ გამიჭირდება.
          –– ძალიან გაგიჭირდა?
          –– იმაზე მეტად ვიდრე მეგონა, და შენ?
          –– არა.. ჩემთვის რთული არ ყოფილა.
          ედვარდს გაეღიმა ჩემს პასუხზე.
           –– შენ ხვდები რასაც ვგულისხმობ.
           მეც გავიღიმე.
           –– აქ,––მან აიღო ჩემი ხელი და ლოყაზე მიიდო,––ხედავ როგორ გათბა?
           ჩვეულებრივთან შედარებით ის მართლაც თბილად მომეჩვენა. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ოცნება ამისრულდა. ედვარდის  გაცნობის პირველივე დღიდან  მინდოდა მის სახეს შევხებოდი.
            –– არ გაინძრე,–- დავიჩურჩულე მე.
            ამქვეყნად არავის შეეძლო ედვარდივით გაშეშება, მან თვალები დახუჭა და ახლა ქვის ქანდაკებას გავდა, რომელსაც ჩემი ხელები კვეთავდნენ.
             სიამოვნება რომ გამეგრძელებინა ხელებს ძალიან ნელა ვამოძრავებდი. თითები გადავუსვი მის ლოყებს, ღაწვებსა და ჩამუქებულ ქუთუთოებს. შემოვხაზე მისი ლამაზი ცხვირის კონტურები და საბოლოოდ შევეხე   ტუჩებს, ისინი გაიხსნენ და ხელზე მისი გრილი სუნთქვა ვიგრძენი. ტუჩები  ისე მიზიდავდნენ დავიხარე კიდეც, რათა მეგრძნო მისი კოცნის გემო, მაგრამ აჩქარება არ მინდოდა და გადავიფიქრე. მას ხელი გავუშვი.
            ედვარდმა გაახილა  მშიერი თვალები. და აი უკვე მერამდენედ, შიშის მაგივრად უცნაურმა გრძნობამ დამიარა და სისხლმა კვლავ ჩქარა იწყო ჩქეფა ძარღვებში.
           –– როგორ მინდა გესმოდეს ჩემი მდგომარეობის ყველა სირთულე და დაბნეულობა, –– დაიჩურჩულა მან.
          ––ამიხსენი, –– ამოვისუნთქე მე.
          –– არამგონია გამომივიდეს. მაგრამ მეორე მხრივ უკვე გითხარი, რომ უმჯობესია თავი შორს დაიჭირო ისეთი ამაზრზენი არსებისგან, როგორიც მე ვარ... თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში შეგიძლია გამიგო. მაგრამ   როგორც არ უნდა ეცადო, ვერასოდეს შეძლებ წარმოიდგინო ჩემს ადგილას თავი. ის  თითით ნაზად შეეხო ჩემს ტუჩებს, ––არსებობს სხვა სურვილები და მოთხოვნილებები, რომელთა შესახებ მე არაფერი ვიცი,
         –– აი მე უკეთ გავიგე ყველაფერი, ვიდრე შენ გგონია.
         –– ამდაგვარ განცდებს მიჩვეული არ ვარ. ეს ზედმეტად ადამიანურია! საინტერესოა როგორ  ხდება ეს ყველაფერი?
          –– ვერ გეტყვი, –– გავუმხილე მე, –– მეც პირველად ვარ ცხოვრებაში ასე.
      ედვარდმა ჩემი ხელები თავისაში მოაქცია, მასთან შედარებით ისინი ისეთი სუსტები და უსიცოცხლოები იყვნენ..
         –– მე არც კი ვიცი როგორია როგორც სულიერი ისე ფიზიკური სიახლოვე. არც კი ვიცი შემიძლია თუარა საერთოდ.
          ჩვენი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. მე დავიხარე და ლოყა მივადე მის ქვის მკერდს. იმ წამს ამ ქვეყნად ყველა ხმა გაქრა, ერთადერთი–– მისი გულის ყრუ ხმის გარდა.
         –– მე ესეც მეყოფა,–– ამოვისუნთქე  და თვალები დავხუჭე.
         მან ხელები მომხვია და სახე ჩემს თმებში ჩამალა, ის ახლა ყველაზე მეტად გავდა ჩვეულებრივ ბიჭს.
         –– ხედავ? იმედი არის! შენ საკუთარ თავს ზედმეტად აკრიტიკებ.–– გავუღიმე მე.
         –– ჩემში ისევ ცოცხლობენ ადამიანური ინსტიქტები, ოღონდ ისინი გულში ღრმად არიან ჩამარხული, მგრამ მთავარია რომ აქ არიან, –– გაეცინა მას.
         ჩვენ ისევ ერთად ვიცინოდით, მაგრამ შევამჩნიე რომ მზე ჩადიოდა და ნე-ნელა წვებოდა ბინდი.
         –– წასვლის დროა.
         –– მეგონა ჩემს აზრებს ვერ კითხულობდი?
         –– თუ ძალიან მოვინდომებ  ხანდახან  მაგასაც ვახერხებ, –- ეშმაკურად გაიღიმა მან, –– მინდა რაღაც გაჩვენო...
         ––მაინც რა?
         –– ახლა ნახავ როგორ ვმოძრაობ ტყეში, შენ ნურაფრის შეგეშინდება,––მაგრამ როცა ჩემს დაძაბულ სახეს შეხედა დაამატა, –– რამდენიმე წუთში კი შენს პიკაპთან ვიქნებით, –– მან ჩემი საყვარელი ფართო ღიმილით გამიღიმა.
        –– ღამურად გადაიქცევი? –-დავინტერესდი მე.
        ედვარდს გულიანად გაეცინა.
       –– ღამურასთვის ჯერ არავის შევუდარებივარ!
       –– მოიცა, თორემ კიდევ მოგიწევს!
       –– კარგი პატარა მშიშარა, ზურგზე მომაჯექი.
       მე ვიმედოვნებდი , რომ ის ხუმრობდა, თუმცა შევცდი. გული მაშინვე ამიჩქარდა.მართალია მისთვის ჩემი აზრები დაფარული იყო, მაგრამ პულსის ხმას მთელი ჩემი სხეული გაჰყვიროდა.  და აი მე ვზივარ ედვარდის ზურგზე, ხელები კი ისე ძლიერად მაქვს შემოჭერილი, რომ ნებისმიერი ადამიანი მის ადგილას დაიხრჩობოდა.
        –– სკოლის ზურგჩანთაზე მძიმე ვარ! –– გავაფრთხილე მე.
        –– ჰაჰ! ––ჩაიფრუტუნა მან და თვალები ამოატრიალა. ადრე არასდროს მინახავს ასეთ კარგ ხასიათზე.
       შემდეგ აიღო ჩემი ხელი  ლოყაზე მიიდო და ღრმად ამოიოხრა.
       –– ყოველ ჯერზე უფრო მიადვილდება ... და გაიქცა.
       ცხოვრებაში არ შემშინებია ასე...
       უდიდესი სისწრაფით მირბოდა ბნელ ტყეში, თან ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოჩვენებასავით მიქროდა, მეგონა რომ ფეხებით არც კი ეხებოდა მიწას. ასეთი სიჩქარით ხეებს როგორ არ ეჯახებოდა, გამოცანად დამრჩა...
        თვალების დახუჭვა ვერ გავბედე, ჰაერი სახეზე მეცემოდა და თვალებს მიცრემლიანებდა, მეგონა თავი თვითმფრინავის გაღებულ ილუმინატორში  მქონდა გაყოფილი. თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი.
         უცებ ყველაფერი დამთავრდა. იქ მისვლას რამდენიმე საათი მოვუნდით, უკან კი ხუთ წუთში დავბრუნდით.
         –– მაგარია, არა? –– სიხარულით წამოიყვირა ედვარდმა, მაგრამ უცებ გაჩუმდა. ფეხზე დადგომა ვცადე, მგრამ ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა.
         ––ბელა?
         –– უნდა წამოვწვე..–– ძლივს ვთქვი მე.
         –– მაპატიე, –– მითხრა მან  და დაელოდა როდის დავეშვებოდი.
         –– მემგონი დახმარება მჭირდება, –– ვაღიარე მე. განძრევის ძალაც არ მქონდა.
         მას ჩაეცინა, შემდეგ ჩემსკენ დაიხარა და ხელში ამიყვანა, როგორც პატარა ბავშვი, წამით ჩვენი სახეები ისე ახლოს იყვნენ... შემდეგ გაიარა და გვიმრებზე დამაწვინა.
          –– თავს როგორ გრძნობ, ––მკითხა მან.
          –– თავბრუ მეხვევა,–– ენისდაბმით ვუთხარი მე, საუბარიც მიჭირდა.
          –– მუხლებს შორის დახარე თავი.
          სამწუხაროდ ვერ მიშველა. მხოლოდ რამდენიმე წუთის  შემდეგ შევძელი თავის აწევა. ყურები მიწუოდა.
           –– მგონი ტყულიად ვიჩქარე,––ჩაფიქრებით მითხრა ედვარდმა.
           –– რას ამბობ, ძალიან საინტერესო იყო! –– რაც შემეძლო ხალისით ვთქვი მე.
           –– მოჩვენებასავით გათეთრდი,––გაეცინა მას,–– მაგრამ ჩემსავით ფერმკრთალი მაინც არ ხარ!
           –– თვალები უნდა დამეხუჭა.
           –– სხვა დროს დახუჭავ.
           –– ჰაჰ  სხვა დროს! –– წავილაპარაკე მე.
            ედვარდს გაეცინა–– მშვენიერ ხასიათზე იყო!
            –– გეყოფა დაცინვა! –– ჩაბიბურტყუნე მე.
            ––გაახილე თვალები ბელა,––ჩუმად მთხოვა მან.
           მისი სახე ისე ახლოს აღმოჩნდა. რა ლამაზი იყო! ...ზედმეტად ლამაზი, იმისთვის რომ წყნარად მეყურებინა.
             –– სირბილის დროს ვფიქრობდი...
             –– იმედია იმაზე, რომ ხეებს არ დაჯახებოდი!
             –– პატარა სულელო! –- ჩაეცინა ედვარდს, ––ასეთ უაზრობებზე მე არ ვფიქრობ!
             –– გეყოფა დაცინვა,–- ისევ გავუმეორე მე. მან კი თავისთვის ჩაიხითხითა.
             –- მინდა რაღაც მოვსინჯო...ედვარდი ყოყმანობდა. მან ისევ მოაქცია ჩემი  სახე თავის ხელებში. ალბათ ამ ქვეყნად არც ერთი ბიჭი არ ნერვიულობს ასე მასსავით, სანამ გოგოს აკოცებს. შეიძლება დროს წელავდა რომ სიამოვნება გაეგრძელებინა, რადგან კოცნამდე მომენტი უფრო სასიამოვოა ვიდრე თვითონ პროცესი. თავის დაჯერება მინდოდა იმაში, რომ ყველაფერი რიგზეა და ისევ აკონტროლებს სიტუაციას.
           ბოლოს ცივი ტუჩები ნაზად შეეხნენ ჩემსას.
            ჩემი რეაქცია, მის შეხებაზე მოულოდნელი იყო ორივესთვის. ცხელი სისხლი ტუჩებზე მომაწვა, სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახდა, თითები ბრინჯაოსფერ თმებში გამეხლართა. ტუჩები გამეხსნა და ჟინით ვისუნთქავდი მისი კანის სურნელს.
          იმ წამსვე ედვარდის სხეული ქანდაკებად გადაიქცა, მან ფრთხილად გამიშვა.
          –– უპს! ––   ამოვისუნთქე მე.
          –– ეგ კიდევ რბილად ნათქვამია.
          მე ვაკვირდებოდი მის ოქროსფერ თვალებს, როგორ წყნარდებოდნენ.   ის ისევ შეეხო ჩემს სახეს და დაჟინებით  მიყურებდა თვალებში.
          ––შემიძლია?.. –– მინდოდა ხელები გაეშვა და გავიწიე.
          მან კი დამიჭირა და არ გამიშვა.
          ––ასე გავითიშებით ერთმანეთისგან, მოიცადე ერთი წამით.–– მისი ხმა დაწყნარებულიყო.
          მე თვალებში ვუყურებდი, მინდოდა რაიმე მეპოვა მათში, იქედან კი სითბო და სინაზე იღვრებოდა. მან გამიღიმა.
          –– დამთავრდა.
          –– დაძლიე?
          –– იმაზე ძლიერი ვყოფილვარ ვიდრე მეგონა! –– გაეცინა მას,–– ძალიან კარგია ამის გაგება.
          –– ცუდია რომ მეც იგივეს თქმა არ შემიძლია.
          –– შენ ხომ მხოლოდ ადამიანი ხარ! –- ჩაეცინა ედვარდს.
          –– ხო, დიდი მადლობა. –– წავილაპარაკე მე.
          ის მსუბუქად ადგა და ხელი გამომიწოდა, ახლა მივხვდი რომ ფიზიკურად არაკონტაქტურობის გამო ვიყავი დაბნეული, მისი მკლავები ისევ დამჭირდა, ჯერ კიდევ ვერ დავდიოდი წესიერად, ––ისევ ცუდად ვარ თუ საქმე კოცნაშია?
          საოცარია, რა უდარდელი, მხიარული და ბედნიერი იყო! ასეთი ის არასრდოს მინახავს. ანგელოზის სახეზე არავითარი მღელვარება არ ეტყობოდა. რაღაც ყოველ წამს უფრო და უფრო მიზიდავდა მისკენ. ნეტა ადრე მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი?
          –– გინდა საჭესთან მე დავჯდები?
          –- გაგიჟდი? ––შევუტიე მე.
          –– მე შენზე ასჯერ უკეთ ვატარებ! –- დააკონკრეტა მან,–– რეაქციასთან აშკარად პრობლემები გაქვს!
          –– არ ვუარვყოფ. მაგრამ შენი ტარება ახლა არც მე და არც ჩემს პიკაპს არ მოუხდება!
           –– ძალიან გთხოვ ბელა!
           ხელი ჩავყავი ჯიბეში, თითები უკვე გასაღებსაც შეეხო, მაგრამ უცებ მოვიკრიბე სითამამე.
           –– არა, არც იფიქრო.–– და გავემართე მძღოლის კაბინისკენ, ერთი კია ისევ ცუდად  წამაქანა.
         –– განა შეიძლება მეგობარი საჭესთან დააჯინო როცა მთვრალია?–- დაცინვით მკითხა და ხელი მჭიდროდ მომხვია წელზე და თავისკენ საოცარი ძალით მიმიზიდა და სხეულზე მიმიკრა.
         შევისუნთქე თუარა მისი თავბრუდამხვევი არომატი, მაშინვე დავკარგე თავი.
          –- მთვრალი?
          –– შენ ნასვამი ხარ ჩემი აქ ყოფნით,–– გაეღიმა მას.
          –– ძნელია ამაზე გეკამათო,–– ამოვიოხრე მე, მაგრამ როგორ შევეწინააღმდეგო? გასაღების ძირს დაგდებას ვაპირებდი, მაგრამ მან ბოლო წამს მიუსწრო და დაიჭირა. –– ფრთხილად იყავი, ჩემი პიკაპი ნამდვილი პენსიონერია.
           –– შევეცდები, –– გაეცინა მას.
           –– და ესეიგი ჩემი აქ ყოფნა შენ საერთოდ არ გაღელვებს ხო?! –– ბრაზით ვუთხარი მე,
           და უცებ ედვარდის სახე დარბილდა. ის ნაზად შეეხო ტუჩებით ჩემს ლოყას, ნიკაპთან დაეშვა, ყურამდე მივიდა. საოცრად გამაჟრჟოლა.
            ––და მაინც, ––  ჩამჩურჩულა ედვარდმა, –- რეაქცია შენზე უკეთესი მაქვს.
            ის უკვე მოეწყო საჭესთან, ჩემი ლოყა კი ჯერ ისევ იწვოდა მისი შეხებისგან. მხოლოდ კარის გაღების ტკაცუნმა დამაბრუნა რეალობაში.
          

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)