Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 11)


     ძალიან სწრაფად მივდიოდით, მაგრამ მანქანა საოცრად თანაბრად დადიოდა, მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი სისწრაფის შემჩნევა თუ ფანჯარაში გაიხედებოდი.
     –დედაშენი როგორია? –მკითხა მან მოულოდნელად.
     შევხედე და დავინახე, რომ დაინტერესებული თვალებით მიყურებდა.
      –ძალიან ვგავარ, მაგრამ ის უფრო ლამაზია, –ვთქვი მე. მან წარბები აწია. – ხასიათით ჩარლის ვგავარ, დედა კი უფრო კონტაქტურია და ჩემზე გამბედავი. არის უყურადღებო და ექსცენტრიული, საშინელი მზარეულია. დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია. –შემდეგ გავჩუმდი საშინშელი სევდა მომაწვა.
     –რამდენი წ
ლის ხარ ბელა? –მის ხმაში იმედგაცრუება ისმოდა, არ ვიცი რატომ. მან მანქანა გააჩერა და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სახლთან ვიყავით. ისე მაგრად წვიმდა რომ სახლის დანახვა ვერ შევძელი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მანქანა წყლის ქვეშ მოქცეულიყო.
     –ჩვიდმეტის ვარ,–ვუპასუხე ცოტათი დაბნეულმა.
     –ჩვიდმეტისას არ გავხარ.
    ეს ისეთი სერიოზული ხმით მითხრა, რომ გამეცინა.
     –რა იყო?–მკითხა ისევ.                             
     –დედაჩმი ყოვეთვის მეუბნებოდა, რომ ოცდათხუთმეტის დავიბადე და ყოველ წელს თანდათან უფრო ვუახლოდები საშუალო ასაკს. – გამეცინა და შემდეგ გავაგრძელე– რა ვქნათ ვიღაც ხომ უნდა იყოს ზრდასრული სახლში, –შემდეგ გავჩუმდი და დავამატე,–ისე არც შენ გავხარ სკოლის მოსწავლეს.
     სახე შეეცვალა და თემა შეცვალა.
     –დედაშენი ფილს რატომ გაყვა ცოლად?
     გავვოცდი, რადგან სახელი ახსოვდა, რომელიც ორი თვის წინ მხლოდ ერთხელ ვახსენე. პასუხის გასაცემად ცოტა ხანი დამჭირდა.
     –დედაჩემი... ის თავისი ასაკისთვის ძალიან ახალგაზრდაა. ფილთან თავს კიდევ უფრო ახალგაზრდად გრძნობს. დედა გიჟდება ფილზე,–თავი გავაქნიე, სინამდვილეში ვერ ვიგებდი ამ გაგიჟების მიზეზს.
     –შენ ამართლებ მათ ქორწილს?
     –ამას რა აზრი აქვს? მე მინდა რომ დედა ბედნიერი იყოს... როგორც ჩანს ფილი ისაა ვინც მას სჭირდება.
     –დიდსულოვანი საქციელია შენი მხრიდან.... მაინტერსებს– მითხრა და ჩაფიქრდა.
     –რა?
     –საინტერესოა ისიც ასე გაგიგებდა? ვინც არ უნდა ყოფილიყო შენი არჩევანი? –ეს ცოტა მოულოდნელი იყო, მისი თვალები ჩემსას ეძებდა.
     –ალ-ალბათ კი, მაგრამ ის მშობელია და, და განსხვავედბული დამოკიდებულება აქვს.
     – მაშინ არვინ საშიში არა?–ჩაეცინა ედვარდს.
     – საშიშში რას გულისხმობ? დიდი რაოდენობით პირსინგებს და ტატუებს?
     –ეს ერთ-ერთია, ალბათ.
     –შენ რას გულისხმობდი?
     ჩემ კითხვას ყურადღება არ მიაქცია და ახლი დამისვა,–შენი აზრით მე შეიძლება ვიყო საშიში? –ერთი წარბი აწია და გაიცინა.
     ვფიქრობდი სიმართლე ჯობდა თუ ტყუილი, შემდეგ ვუპასუხე, –თუ მოინდომებდი...ალბათ კი.
     –ახლა ჩემი გეშინია?–მისი სახიდან ღიმილი გაქრა  და დასერიოზულდა. 
     –არა,– სწრაფად ვუპასუხე და დაღიმილი ისევ დაუბრუნდა მის ლამაზ სახეს.
     –შენ არ მომიყვები შენ ოჯახზე არაფერს? მგონი შენი ისტორია ჩემზე ბევრად საინტერესო უნდა იყოს,–ვკითხე მე.
     –რა გაინტერესებს?–მკითხა ფრთხილი ხმით.
     –კალენებმა გიშვილეს?
     –კი.
     ერთი წუთით შევყოყმანდი
     –შენს მშობლებს რა მოუვიდათ?
     –დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, –სხვათაშორის მითხრა მან.
     –ძალიან ვწუხვარ,–ჩავიბუტბუტე მე.
     –ისინი კარგად არც მახსოვს. კარლაილი და ესმი უკვე დიდიხანია რაც ჩემი მშობლები არიან.
     –და შენ ისინი გიყვარს,– ეს კითხვა არ იყო, ისე ლაპარაკობდა მათზე, რომ ეს უბრალოდ აშკარა აიყო.
     –ასეა, –გაიცინა,–მათზე კარგი ადამიანები ვერც კი წარმომიდგენია.
     –ძალიან გაგიმართლა.
     –ვიცი.
     –შენი და და ძმა?
     მან საათს შეხედა.
     –ჩემი და და ძმა, ჯასპერი და როზალი, ძალიან გაბრაზდებიან თუ წვიმაში დგანან და მელოდებიან.
     –მაპატიე, სულ დამავიწყდა, რომ უნდა წახვიდე, –მანქანიდან გადმოსვლა არ მინდოდა.
     –და შენ ალბათ გინდა, რომ მანქანა ჩარლი სვონის მოსვლამდე მოგიყვანო, რომ მისთვის ბიოლოგიის შესახებ არ მოგიწიოს მოყოლა, არა? –შემომხედა მან.
     –ფორქსში საიდუმლოები არ არსებობს, ალბათ უკვე გაიგო., –ამოვიოხრე მე.
      მან გაიცინა, მის სიცილში სევდა იგრძნობოდა.
      –პლაჟზე კარგად გაერთე.. კარგ ამინდს გისურვებ გასარუჯად.–შემდეგ კი წვიმას გახედა.
     –ხვალ გნახავ?
     –ვერა, მე და ემეტი დასვენებას ადრე ვიწყებთ.
      –რას აპირებთ?– მეგობარს ხომ შეეძლო ასეთი კითხვის დასმა? იმედი მქონდა რომ იმედგაცრუება ჩემ ხმაში ძალიან შესამჩნევი არ იყო.
     –მთებში მივდივართ სალაშქროდ პინერიდან ჩრდილოეთით გოუთ როქზე.
      გამახსენდა ჩარლის ნათქვამი, რომ კალენები ხშირად დადიოდნენ სალაშქროდ.
      –მაშინ კარგად გაერთეთ, –შევეცადე ენთუზიაზმით მეთქვა, მაგრამ არა მგონია რომ გამომივიდა, მისი ტუჩების კიდეებზე ღიმილი თამაშობდა.
      – ჩემთვის რაღაცას გააკეთებ ამ შაბათ–კვირას? –ჩემსკენ მოტრიალდა და პირაპირ თვალებში მიყურებდა თავისი მომაჯადოებელი ოქროსფერი გამოხედვით.
     თავი დავუქნიე.
      –არ გეწყინოს მაგრამ იმ ადამიანების, რიცხვს ეკუთვნი, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ საფრთხეს, ამიტომ...  გთხოვ ეცადე ოკეანეში არ ჩავარდე, ან რამე არ დაგეჯახოს, კარგი?– მითხრა და თავისი გვერდული ღიმილით გამიღიმა.
      თანდათან გონებაზე მოვდიოდი, თან გაშტერებული ვუყურებდი.
      –ვეცდები, –ვუთხარი, კარი გავაღე და მანქანიდან გადმოვხტი წვიმაში. კარები გადამეტებულად მივაჯახუნე.
      ედვარდი ისევ იღიმებოდა, როდესაც მანქანა დაძრა.



    
                                          თავი მეექვსე
                                          საშიში ისტორიები

       ვიჯექი ჩემს ოთახში და ვცდილობდი როგორმე გონება მომეკრიბა „მაკბეტის“ მესამე აქტზე, მაგრამ სინამდვილეში სმენად ვიყავი  ქცეული, იმ იმედით რომ იქნებ ჩემი პიკაპის ძრავის ღმუილი გამეგო, მაგრამ სრულიად ტყუილად, რადგან გარეთ ძლიერ წვიმდა.
     პარასკევს ძალიან არ მინდოდა სკოლაში წასვლამაშინ რადგან ჩემი ცუდი მოლოდინები სრულიად გამართლდა. ყველა ხომ ჩემს გუშინდელ გულის წასვლაზე ლაპარაკობდა. ყველაზე დიდ სიამოვნებას ამისგან ჯესიკა იღებდა. სასიხარულოდ, მაიკს ეყო ნებისყოფა რომ არაფერი არ ეთქვა გუშინდელი ედვარდის ჩარევაზე.
     კითხვები ჯესიკას ამის გარეშეც ეყოფოდა
     –ესეიგი რატომ დაგიძახა კალენმა?– მკითხა მან ტრიგონომეტრიაზე
    –არ ვიცი – გულწრფელად ვუპასუხე მე – მან არც კი ამიხსნა
     –შენ ისეთი შესახედავი იყავი! ... თქვა მან
     –როგორი?
     – მე მესმის შენი! ის ხომ არასოდეს არ მჯდარა არავისთან მისი ნათესავების გარდა! არის მიზეზი რის გამოც შეიძლება თავი დაკარგო.
     –კი გეთანხმები.
     ჯესიკა გაღიზიანებული ეთამაშებოდა შავ კულულებს, იმ იმედით, რომ  რაიმე ისეთს ვეტყოდი რაც  საჭორაო თემა გახდებოდა.
     მთელი პარასეკვი ჩემ თავზე ვბრაზდებოდი: რადგან კარგად ვიცოდი რომ ედვარდი დღეს არ იქნებოდა, მაგრამ მაინც ველოდი. მაიკთან და ჯესიკასთან ერთად სასდილოში შემოსვლისთანავე ედვარდის მაგიდას შევხედე, მაგრამ როდესაც გამახსენდა რომ მას მხოლოდ ორშაბათს ვნახავდი ხასიათი უფრო გამიფუჭდა.
      ჩვენს მაგიდასთან ბჭობდნენ მომავალ მგზავრობაზე, მაიკი კარგ ხასიათზე იყო რადგან მეტეოროლოგები ხვალ კარგ ამინდს წინასწარმეტყველებდნენ. მე უფრო პესიმისტურად ვიყავი განწყობილი   – ჯერ ვნახავ და მერე დავიჯერებ. მართალია დღეს უფრო თბილოდა ტემპერატურა 15 გრადუსამდე გაიზარდა. რავიცი იქნებ მგაზვრობა არც ისე ცუდი იყოს? 
     ლანჩის დროს შევამჩნიე ლორენის არამეგობრული მზერა, რომლის აზრიც მხოლოდ მაშინ გავიგე როდესაც ერთად გამოვდიოდით სასადილოდან, კვალდაკვალ მივყვებოდი მას და თითქმის მის მოვერცხლისფრო თმებს ვეხებოდი.
     –არ მესმის ბელა რატომ ზის ჩვენთან და არა კალენებთან – დამცინავად თქვა ლორენმა ჩემი სახელი.
     არასოდეს შემიმჩნევია მისი  უხეში ხმა, რატომ ბრაზდება ჩემზე? გასაყოფი ჩვენ არც არაფერი გვაქვს.
     იმ საღამოს ჩარლი ინტერესით მეკითხებოდა ლა-პუშში გამგზავრებაზე, ალბათ თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო, რომ მე მთელი უქმეები სახლში მარტო ჯდომა მიწევდა. თუმცაღა მისი ჩვევები უკვე დიდიხანია ჩამოყალიბდა და მათი შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო. რათქმა უნდა მან იცოდა იმათი სახელები ვინც ხვალ ჩემთან ერთად მოდიოდა, იცნობდა მათ მშობლებს და ბებია ბაბუებსაც კი, და მათ ღირსეულ ადამიანებად თვლიდა.  საინტერესოა გაამართლებდა თუ არა ის ჩემს მგზავრობას სიეტლში ედვარდ კალენთან ერთად რათქმა უნდა ამაზე ლაპარაკს არც ვაპირებდი
     –მამა, იცი რაიმე რენიეს მთებიდან სამხრეთით მდებარე კლდეებზე?
     –კი და რა იყო?
     –ბავშვები ჩვენი სკოლიდან იქ ლაშქრობაზე წავიდნენ.
     –არ არის საუკეთესო ადგილი ლაშქრობისთვის, –აღნიშნა ჩარლიმ –ბევრი დათვია. იქ ხშირად სანადიროდ დადიან.
     –გასაგებია – წავიბურტყუნე, – ესეიგი რაღაც ამერია
     შაბათს  მინდოდა ცოტა დიდხანს დამეძინა მაგრამ მზის ნათელი სხივები მიშლიდა ხელს, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა. თვალებს არ დავუჯერე და ფანჯარას მივვარდი, კი ნამდვილად მზეა, ჰორიზონტს გარშემო ღრუბლები ეკრა მაგრამ გარშემო ცა ლურჯი იყო.
     მაღაზია „ნიუტონების ოლიმპიური ნივთები“ მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით. მაღაზია ადრე უკვე ნანახი მქონდა, მაგრამ შიგნით არასოდროს არ შევსულვარ, რადგან დიდად არ მიზიდავდა აქტიური დასვენება სუფთა ჰაერზე.
     გაჩერებაზე დავინახე მაიკის შევროლე და ტაილერის ნისანი. ერიკიც ადგილზე იყო ორ ბიჭთან ერთად ჩვენი კლასიდან, რომლებსაც როგორც მახსოვს ბენი და კონერი ერქვათ, ჯესიც მოვიდა ანჯელასთან და ლორენთან ერთად, მათთან ერთად კიდევ სამი გოგონა. ერთ-ერთმა გოგონამ გამომხედა მე და რაღაც ჩასჩურჩულა ლორენს. მან გაიქნია თავი და ეჭვით შემომხედა.
     დიახ, საუკეთესო დღე  მელის !
     –მოხვედი! – სიხარულით დაიყვირა მაიკმა,– ხომ ვთქვი რომ კარგი დღე იქნება.
     –მე ხომ დაგპირდი რომ მოვიდოდი
     –ესეიგი, ლის და სამანტას ველოდებით... თუ რათქმაუნდა შენ არავინ დაგიპატიჟებია,– ფრთხილად თქვა მაიკმა
     –არა, –უშიშრად მოვიტყუე მე, რადგან არ მეშინოდა იმის რომ სიცრუეში გამომიჭერდნენ, და იქნებ მოხდეს სასწაული და ედვარდი გამოჩნდეს? ამის გულისთვის მზადაც კი ვიყავი რომ ნიუტონის თვალში მატყუარად გამოვჩენილიყავი
     მაიკმა შვებით ამოისუნთქა
     –ჩემი მანქანით წამოხვალ თუ ლის ფურგონით?
     –რათქმაუნდა შენი მანქანით.
     მაიკმა კმაყოფილად გაიღიმა არ იყო რთული მისი გახარება
     –მაშინ ჩემი შტურმანი იქნები.
     ვეცადე ჩემი მოწყენილობა დამემალა, რთული იყო ერთდროულად მაიკის და ჯესიკას გულის მოგება, ჯესიკა უკვე ორივეს ეჭვის თვალით გვიყურებდა.
     თუმცაღა ყველაფერი საუკეთესოდ მოეწყო, ლიმ კიდევ ორი ბიჭი მოიყვანა და ფურგონში ადგილი აღარ იყო, ამიტომ ჯესიკა შევროლეში ჩავსვი ჩემსა და მაიკს შორის, მაიკს ეს არ ესიამოვნა მაგრამ ჯესი გახარებული იყო.
     ფორქსიდან ლა-პუშამდე 50 მილი იყო. რა კარგია რომ ფანჯარასთან დავჯექი! შევროლეში ცხრა ადამიანისთვის  სივიწროვე იყო, ამიტომ გავაღე ფანჯარა და სახე მზის სხივებს მიუშვირე.
     როდესაც ჩარლის ვსტუმრობდი, ხშირად მოვდიოდით ლა–პუშში და ამიტომ კარგად ვიცნობდი  გრძელ, პირველ სანაპიროს, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა ჰქონდა.
     ხედი ულამაზესი იყო, შავი ტალღები, რომლებიც მზიან ამინდში შავად ბრჭყვიალებდნენ თეთრი ქაფის ქუდებით ამოდიდოდნენ ქვიან სანაპიროზე, ამ ყურის წყლები მოფენილი იყო წიწვოვანი კლდოვანი კუნძულებით. ქვიშა ცოტა იყო სანაპიროზე, წყალთან ძალიან ახლოს დანარჩენი სანაპირო კი ქვებით იყო დაფარული.  შორიდან ეს ქვები ერთი ფერის ჩანდა მაგრამ ახლოდან ისინი სხვადასხვა ფერის იყვნენ.  სანაპიროზე წლისგან გამორიყული და ზღვის მარილისგან გათეთრებული ხეები ეგდო. 
     ნიავს იოდის სუნი ჰქონდა. ყანჩები ტალღებს დასტრიალებდნენ, ხოლო მაღლა ცაში ერთი არწივი დაფრინავდა.  ღრუბლების რაოდენობამ  იმატა, უფრო მუქი ფერი მიიღეს, ჭექა-ქუხილი ამინდის და ჩვენი ხასიათების გაფუჭებას აპირება მაგრამ პატარა ნაზ ცისფერ კუნძულზე მზე მაინც ანათებდა და ჩვენს გულებში იმედს ტოვებდა,   მანქანიდან გადმოვედით და მაიკმა რომელიც აქ ბევრჯერ ყოფილა, მიგვიყვანა ფიჭვის ტოტებისგან ანთებულ კოცონთან,  ამ ყველაფრიდან გამომდინარე   ჩანდა, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს უყვარდათ აქ პიკნიკზე მოსვლა, ერიკმა და ბიჭმა რომელსაც მგონი ბენი ერქვა მოაგროვეს მშრალი ტოტები და ისინი კონუსისებურად დააწყვეს ნახშირის ძველ  ნარჩენებზე
     –ოდესმე გინახია დაცურებული მორები? მკითხა მაიკმა.
     მე ვიჯექი კრემისფრამდე გათეთრებულ ფიჭვზე, გვერდზე ხითხითისგან გამოცოცხლებული გოგოები მეჯდნენ, მაიკი კოცონთან დაიხარა და ცეხლი წაუკიდა პატარა ტოტს რომელიც რაღაცით წააგავდა სანთებელას.
      –არა, –ვუპასუხე მე და ვუყურებდი როგორ დებდა პატარა ანთებულ ტოტს კონუსისებურად დაწყობილ ტოტებს შორის.
     –მაშინ ძალიან დაგაინტერესებს, –შეხედე ფერებს, –და მეორე ტოტს წაუკიდა ცეცხლი და პირველის გვერდით დადო. მშრალ ბუჩქნარს ცეცხლი უცებ წაეკიდა
     –ალი ცისფერია,– ვთქვი გაოცებულმა.
     –ეს მარილის გამოა, მაგარია არა? მაიკმა კიდევ ერთი ტოტი დაანთო და გვერდზე მომიჯდა, სასიხარულოდ მის გვერდზე უცებ ჯესი გაჩნდა  და რაღაცას განუწყვეტლივ ლაპარაკობდა.
      მე ჩუმად ვიჯექი და ვუყურებდი როგორ სკდებოდა ცისფერ–მწვანე ალში ტოტები და როგორ ადიოდა მათი ნაპერწკლები ცაში. საათნახევრიანი ლაპარაკის შემდეგ ბიჭებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ადგილობრივი წყლები, მინდოდა თუ არა მანთთან ერთად წასვლა არ ვიცოდი. ერთმხრივ, ბავშობაში მიყვარდა მეჩხერ წყლებში თამაში, როდესაც ჩარლის ვსტუმრობდი ყოველთვის სულმოუთმენლად ველოდი როდის წავიდოდით სანაპიროზე, მეორემხრივ კი რამოდენიმეჯერ ჩავარდნილვარ  ღრმა ლურჯ ორმოებში რაც სიკვდილამდე მაშინებდა, მახსოვს ჩარლი ამის შემდეგ ჩემს დაწყნარებას დიდხანს უნდებოდა, თან ედვარდმაც მთხოვა რომ ოკეანეში არ ჩავვარდნილვიყავი,
     გადაწყვეტილების მიღებაში ლორენი დამეხმარა. ფეხით სიარული მას არ უნდოდა,–რათქმაუნდა ასეთი ქუსლებით ტყეში ვერ ივლი! ანჯელამ და კიდევ რამოდენიმე გოგომ გადაწყვიტეს მასთან ერთად დარჩენა მათი დაცვა კი ტაილერს და ერიკს დაავალეს, მე სწრაფად წამოვდექი და მაიკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც შევუერთდი მათ, ვინც წყლების გაოსაკვლევად მიდიოდა.
     შორს წასვლა არ მოგვიწია მაგრამ როდესაც მაღალმა ხეებმა მზის შუქი დაფარეს, არ მომეწონა.  გაფანტული მწვანე შუქი ცუდად შეეფერებოდა ჩემი თანამგზავრების სიცილს და უაზრო ხუმრობებს. აუჩქარებლად მივდიოდი, ფრთხილად გადავდიოდი ხის ამოშვერილ ფესვებზე და მალე ჩამოვრჩი. მალე გამოვედით ტყის ნაპირზე და დავინახეთ ქვიანი სანაპირო. დაიწყო მიქცევა დაპატარა ნაკადულები სწრაფად მიედინებოდნენ ზღვისკენ, დაბლობებში წარმოიქმნა პატარა ნიშები სადაც ცხოვრება დუღდა. კარგად მახსოვდა ჩემი ძველი თავგადასავლები და ძალიან  ფრთხილად ვიქცეოდი, ხოლო ჩემი თანამგზავრები მხიარულობდნენ და კლდიდან კლდეზე დახტოდნენ, მე დავჯექი მსხვილ, შესახედავად მყარ ქვაზე რომელიც ყველაზე დიდი წყალთან ახლოს იყო და დაკვირვება დავიწყე იმაზე, თუ რა ხდებოდა ლურჯ წყალში, უხილავი დინება აქეთ–იქით არხევდა ბზინვარე, ნახევრადგამჭირვალე ანემონებს, ქვიან ფსკერზე კიბორჩხალები დაცოცავდნენ, ნათელ, მწვანე წყალმცენარეებს შორის დაცურავდა პატარა შავი გველთევზა თეთრი ზოლით ზურგზე...  ბუნებრივი აკვარიუმის ცხოვრებამ ჩამითრია, მაგრამ წამითაც არ ვივიწყებდი ედვარდს, ვფიქრობდი იმაზე თუ სად იყო და რას იტყოდა ახლა ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო.  როგორც იქნა ბიჭებს მოშივდათ, უხალისოდ ავდექი და მათ გავყევი. ამჯერად მე უფრო ჩქარა ვმოძრაობდი და ამიტომ რამდენჯერმე წავიქეცი, ხელი გავიჩხაპნე და ჯინსებიც გავიჭუჭყიანე, მაგრამ საქმე შეიძლება უარესადაც ყოფილიყო. როდესაც დავბრუნდით პირველ სანაპიროზე სტუმრები დაგხვდნენ , მათი კანის და თმის ფერის მიხედვით ჩანდა რომ ისინი რეზერვაციიდან იყვნენ. ლორენმა თავის დაქალებთან ერთად უკვე დაიწყო საჭმლის დარიგება და ბიჭები ისე ეცნენ თითქოს ერთი კვირა უჭმელები იყვნენ. ამ დროს ერიკმა  სტუმრებს ყველა კოცონთან მჯდომი წარუდგინა. მე და ანჯელა ყველაზე ბოლოს მოვედით და როდესაც ერიკმა ჩვენი სახელები წარმოსთქვა ერთ-ერთმა ინდიელმა ინტერესით შემომხედა. მაიკმა სენდვიჩი და კოლა მოგვიტანა, ხოლო ყველაზე დიდმა სტუმრებიდან თავისი თავი და მისი 7 თანამგზავრი წარმოგვიდგინა. მე  მხოლოდ ერთი გოგონას და ბიჭის  სახელი დავიმახსოვრე გოგოს ჯესიკა ერქვა, ხოლო ბიჭს რომელსაც მოვეწონე ჯეიკობი.
     რა სასიამოვნოა ანჯელსათან ერთად ჯდომა, რომელიც ჯესიკასგან განსხვავებით არ იტანჯება ჰიპერურთიერთობით, ჩვენ წყნარად ვჭამდით და ვფიქრობდით ჩვენთვის, მე ვფიქრობდი იმაზე თუ რა უცნაურად ეწყობოდა ჩემი ცხოვრება ფორქსში, ხანდახან დრო ჩქარა მირბის და მოვლენები ბუნდოვან ლაქებად რჩებიან, ხანდახან კი გაჩერებულები დგანან და ყოველი სიტყვა ან მოქმედება მკაფიოდ იბეჭდება გონებაში, რასთან არის ეს დაკავშრებული?  მიხვედრა არც თუ ისე ძნელია და ზუსტად ეს მაწუხედბა.  სადილისთვის ცა მაინც დაიფარა ღრუბლით, ტალღები უცებ გამუქდნენ, ხეებისგან კი  შავი ბოროტი ჩრდილები  მიცოცავდნენ.  სენდვიჩების ჭამის შემდეგ ბავშვების კამპანია რამოდენიმე პატარა ნაწილად გაიყო. ზოგი წყალთან მიდიოდა გზაზე, ზოგი კლდეებზე ხტებოდა, ზოგმა გადაწვყვიტა ისევ წასულიყო წყლების სანახავად. მაიკმა რათქმაუნდა ჯესიკასთან ერთად რეზერვაციაში მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტა. მათ  ინდიელებიდან ვიღაც გაყვა, ზოგი კი წყლების სანახავად წავიდა, თითქმის ყველა მიმოიფანტა მხოლოდ მე დავრჩი კოცონთან. სადღაც ახლოს ტაილერი ლორენთან და სამ ბიჭთან ერთად უსმენდნენ მუსიკას, მათ შორის ყველაზე უფროსი–– ჯეიკობიც იყო. ბოლო წამს ანჯელამ გადაწყვიტა რომ წყლების სანახავად წასულიყო და  მისი ადგილი ჯეიკობმა დაიკავა, შესახედავად ბიჭი 14–15 წლის ჩანდა. შავი ბზინავი თმებით, გლუვი მოწითალო კანით და სახის ნაკვთებით ის მომავალში ლამაზი ბიჭი იქნება,  მაგრამ როდესაც პირი გააღო  ხასიათი მაშინვე გამიფუჭდა.
     –შენ ხომ იზაბელა სვონი ხარ? – მისმა კითხვამ სკოლაში ყოფნის პირველი დღე გამახსენა.
     –ბელა, – ამოსუნთქვით ვუპასუხე მე
     –მე ჯეიკობ ბლექი ვარ,– ბიჭმა ხელი გამომიშვირა – შენ პიკაპი იყიდე მამაჩემისგან
     –ოჰ, კი, – მე შვებით ჩამოვართვი ხელი– შენ ხომ ბილის შვილი ხარ! როგორ ვერ გაგიხსენე აქამდე!
     –მე ოჯახში ყველაზე უმცროსი ვარ. ჩემი დები შენ ნამდვილად გემახსოვრება.
     –რეიჩელი და რებეკა!
     ჩარლი და ბილი ხშირად დადიოდნენ სათევზაოდ, ჩვენ კი ერთად გვტოვებდნენ სათამაშოდ. საკმაოდ მორცხვები ვიყავით იმისთვის, რომ დაქალები გავმხდარიყავით,
     ხოლო 11 წლისას მე უკვე ისე ვიქცეოდი თითქოს ქალაქელი ვყოფილიყავი.
      –ისინი აქ არიან? ვკითხე და ვუყურებდი გოგოებს რომელებიც უკვე მიდიოდნენ, ნეტავ ვიცნობ თუ არა ძველ ნაცნობებს?
      –არა, – გაიქნია თავი ჯეიკობმა– რეიჩელმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო რებეკა სერფერს გაყვა ცოლად და ეხლა ჰავაიზე ცხოვრობს.
     –გათხოვდა? განსაცვიფრებელია! – წამოვიყვირე მე, დები ხომ ჩემზე მხოლოდ ერთი წლით დიდები იყვნენ.
     –როგორ მოგწონს პიკაპი? – დაინტერესდა ჯეიკობი
     –მაგარია! მანქანა–მხეცი!
     –კი, მითუმეტეს ძრავა! – გაიცინა ბლეკმა – მე ისე გამიხარდა როდესაც ჩარლიმ იყიდა პიკაპი! მამა არ მაძლევდა უფლებას ჩემი მანქანა, ამეწყო სანამ პიკაპი გვყავდა!
     –ღმუის როგორც მხეცი – ისევ გავიხუმრე მე – მაგრამ ძალიან საიმედოა.
     –მაგ მონსტრს ტანკიც კი ვერ გაჭყლეტს, – თქვა ჯეიკმა
     –შენ მანქანებს აწყობ? – გაოცებულმა ვკითხე
     –კი თავისუფალ დროს, შემთხვევით ხომ არ იცი სად ვიშოვო ცილინდრული ბლოკი 1984 წლის ფოლცვაგენისთვის? იკითხა ჯეიკმა სასიამოვნო ხმით
     –შემთხვევით არვიცი,– გავუღიმე მე – თუ გავიგებ აუცილებლად შეგატყობინებ!
     შეიძლება ჩაითვალოს რომ მე ვერკვევი ცილინდრებში!  მაგრამ ბიჭი ძალიან სასიამოვნო ადამიანია!
      ჯეიკობმა ისე გაიცინა რომ გამოაჩინა თავისი თეთრი, თანაბარი  კბილები! ის ძალიან დიდი ინტერესით მათვალიერებდა და ჩანს რომ ეს მხოლოდ მე არ შემიმჩნევია.
     –შენ იცნობ ბელას ჯეიკობ? – გესლიანად დაინტერესდა ლორენი
     –შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ბავშობიდან ვიცნობთ ერთმანეთს– უპასუხა ბლეკმა დამაბრმავებელი ღიმილით
     –რა საყვარლობაა, – ჩაიქიქილა ლორენმა და თვალის გუგები დაუვიწრროვდა, – ბელა მე და ტაილერი ზუსტად ახლა ვწუხდით იმაზე, რომ კალენები დღეს ჩვენთან ერთად არ წამოვიდნენ, რატომ არავინ არ დაპატიჟა?  მას სახეზე მოჩვენებითი გაოცება დაეტყო.
     –შენ დოქტორ კალენის ოჯახს გულისხმობ? – ჩაერია უფროსი ბიჭი რაც ლორენს არ ესიამოვნა, ბიჭი კაცს უფრო გავდა ვიდრე მოზარდს და ხმაც კაცის ჰქონდა.
     –კი, შენ მათ იცნობ? – გულგრილად იკითხა ლორენმა.
     –კალენები აქ არ დადიან, – შეაწყვეტინა ბიჭმა ისე, რომ თითქოს ლორენის კითხვა არც გაუგია.
      ტაილერმა გადაწყვიტა, როგორმე გოგონას ყურედრება მიექცია და კითხა თუ რომელ დისკს მოუსმენდა. ლორენი იმედგაცრუებული იყო.
     მე გაკვირვებულმა შევხედე ბიჭს მაგრამ, შებრუნდა და მაღალ ნაძვებს დაუწყო თვალიერება.
     „კალენები აქ არ დადიან“  მან ისეთი ტონით თქვა თითქოს კალენებს აქ მოსვლა ეკრძალებოდათ.
      –რა იყო ფორქს ჭკუიდან გადაყავხარ? – შეწყვიტა ჩემი ფიქრები ჯეიკობმა
      –რბილად არის ნათქვამი, –  ბიჭმა გაგებით გამიღიმა
     მე ისევ იმ ფრაზაზე ვფიქრობდი, როდესაც ერთი იდეა მომივიდა. ვიმედოვნებ რომ ახალგაზრდა ჯეიკობი არ არის განებივრებული ქალების ყურადღებით და ვერ მიხვდება რომ ჩემი ფლირტი თეთრი ძაფით არის შეკერილი.  
     –გინდა სანაპიროზე გავისეირნოთ? –შევთავაზე და წამწამების ქვეშიდან ამოვხედე.
     ბიჭი მომზადებული წამოხტა ფეხზე, – ეფექტი უფრო უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
     სანამ  სანაპიროს მიუყვებოდით ღრუბლები უფრო გაშავდა და ტემპერატურაც საგრძნობლად დაეცა.
     –რამდენი წლის ხარ? თექვსმეტის? – ვეკითხებოდი და იდიოტივით ვახამხამები წამწამებს როგორც გოგოები სერიალებიდან?!!!
     –თითქმის თხუთმეტის,– წარმოსთქვა ჩემი ყურადღებით მოცულმა 
     –მართლა ? – განცვიფრება გამოვხატე,– უფრო დიდის შეხედულება გაქვს
     –უბრალოდ ჩემი ასაკისთვის ძალიან მაღალი ვარ, – ამიხსნა ჯეიკობა.
     –ხშირად ხარ ხოლმე ფორქსში? – ცბიერად ვკითხე, იმ იმედით რომ დადებით პასუხს მივიღებდი
     –არც ისე, – მოწყენილად თქვა ჯეიკობმა, – აი ავაწყობ ფოლცსვაგენს და ხშირად ვივილი ხოლმე, – რათქმაუნდა მას შემდეგ რაც მართვის მოწმობას ავიღებ.
     –და ვინ არის ის ბიჭი, ლორენს რომ ელაპარაკებოდა? ის ჩვენი კამპანიისთვის ძალიან დიდია, – მე სპეციალურად გავუსვი ხაზი სიტყვას, „ჩვენი“ რათა ჯეიკობი მიხვედრილიყო რომ ახალგაზრდებს ვანიჭებდი უპირატესობას.
     –მას სემი ჰქვია, 19 წლისაა.
     –და რას ამბობდა ის ექიმის ოჯახის შესახებ?– სხვათაშორის ვიკითხე მე.
     –კალენების შესახებ? მათ აკრძალული აქვთ ჩვენს რეზერვაციაში მოსვლა. დაუჯერებლად წარმოთქვა ჯეიკობმა და ჩემი საშინელი მოლოდინები გაამართლა
     –და რატომ?
     –საერთოდ, არ შეიძლება რომ ამის შესახებ მოგიყვე– წარმოსთქვა  ტუჩების კვნეტით.
     –კარგი რა, არავის არ ვეტყვი, – და რაც შეიძელბა მომხიბვლელად გავუღიმე.
     ჩანს ჩემი ისრები მიზანში მოხვდა, ჯეიკობმა მარცხენა წარბი მოხარა და მისი ხმა უფრო მოგუდულად გაისმა.
     –გიყვარს საშიში ისტორიები? – მკითხა ბოროტად.
     –ძალიან! –წამოვიყვირე მე. სანამ მარიონეტივით მყავდა,
ჯეიკობი მივიდა წყალთან დაგდებულ ხესთან რომლის ტოტებიც ობობას მაგონებდა, და  ტოტებს შორის ჩამოჯდა. მე კი იქვე მოჭრილი ხის ნარჩენზე დავჯექი. ახალგაზრდა ინდიელს ტუჩებზე ღიმილი თამაშობდა: ალბათ ფიქრობდა როგორ მოეყოლა უკეთესად ჩემთვის ეს ისტორია. მე ცოცხალი ინტერესი გამოვხატე.
     –გაგიგია  ისტორია კვილეტების მდინარის შესახებ, ჩვენი წინაპრები მის ნაპირებზე ცხოვრობდნენ... – დაიწყო ჩაფიქრებულმა.
     – საერთოდ, არა, – ვაღიარე მე
     –ლეგენდები ძალიან ბევრია, ისინი იუწყებიან იმაზე თუ როგორ გადაარჩინეს  თავიანთი ტომი ხალხმა რომლებიც თავს კვილეტებს ეძახდნენ.  მოქცევის დროს მათ მაღალი ფიჭვებისგან ააშენეს კანოე, ისე როგორც ნოემ რათა გადაერჩინათ თავიანთი თავი და ბავშვები – მოგრეხილად გაიღიმა ჯაიკობს,– სხვა ლეგენდები ამბობენ იმაზე რომ ჩვენ თითქოს მგლებისგან წარმოვიშვით, ჩვენი ტომი აქამდე მგლებს ძმებად თვლებიან  და მგლის მოკვლა დანაშაულია, ასევე არის ისტორია „თეთრებზე“ – ცოტათი ხმამაღლა წარმოსთქვა  და მე გავიგე რომ ის არ ლაპარაკობდა უბრალოდ ევროპული რასის წარმომადგენლებზე
     –თეთრებზე?– ხელახლა ვკითხე, ახლა უკვე ძალიან დიდი ინტერესით
     –ხო მათ კიდევ „ცივებს“  ეძახიან. ზოგიერთი ისტორია მათზე ძველია ზოგიერთი ახლახან გაჩდა.  ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ჩემი პაპის პაპა იყო „მგელი’’, მან თეთრებს აუკრძალა ჩვენს მიწაზე გამოჩენა, ის ტომის ბელადიც იყო როგორც მამაჩემი, როგორც ხედავ თეთრები მგლების ერთადერთი მტრები არიან, არა ნამდვილი მგლების არამედ მათ რომლებიც ადამიანებად იქცევიან, როგორც ჩვენი წინაპრები, თქვენ მათ მაქციებს ეძახით.
     –მაგციებს მტრები ჰყავთ?
     –მხოლოდ ერთი.
    ჯეიკობს თვალებში იმ იმედით ვუყურებდი, რომ მას ჩემი მოუთმელობა არ აოცებდა.
     –როგორც ხედავ, – გააგრძელა მან, – თეთრები ჩვენი თავდაპირველი მტები იყვნენ. მაგრამ ისინი რომლებიც ჩემი პაიპისპაპის დროს მოვიდნენ სულ სხვანაირები იყვნენ თავიანთი წინამორბედებისგან განსხვავებით    არ ნადირობდნენ და შესახედავად  საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, მაშინ ჩემმა პაპის პაპამ მათთან მშვიდობა დაამყარა,  თუ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოიჭრებოდნენ, ჩვენ მათ საიდუმლოს ადამიანებს არ გავუმხელდით.
     –თუ ისინი საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მაშინ მათთან გარიგების დადება რა საჭირო იყო, – შეცბუნებულმა ვკითხე ჯეიკობს, რათა მიმეხვედრებინა, რომ მის მონაყოლს სიტყვა სიტყვით ვისმენდი
     –იცხოვრო თეთრებს შორის ძალიან რთულია, ცივილიზებულებიც რომ იყვნენ, რადგან ყოველ წუთს უნდა ელოდე მათგან საშიშროებას მოშივდებათ და ატეხავენ ბუნტს
     –რა ნიშნავს იყვენენ ცივილიზებულები?
     –ისინი ამტკიცებდნენ რომ ადამიანებზე არ ნადირობდნენ და თითქოს შეეძლოთ მხოლოდ ცხოველის სისხლით დაკმაყოფილებულიყვნენ
     –და კალენები აქ რა შუაში არიან, ისინი რა გვანან შენი პაპის პაპის დროინდელ თეთრებს?
     –კი ზუსტად ისინი არინ ის თეთრები.
     ალბათ შესახედავად შეშინებული ვიყავი რადგან როდესაც ჯეიკობმა შემომხედა კმაყოფილებით გაიღიმა და გაგრძელება გადაწყვიტა
      –ეხლა თეთრები ორჯერ მეტნი გახდნენ, ხოლო დანარჩენები აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ, მათ მთავარს კარლაილს ჩემი პაპის პაპაც კი იცნობდა  ისინი აქ ადამიანების გამოჩენამდე მოვიდნენ.
      –კი მაგრამ ვინ არიან?  ვიკითხე  შეცბუნებულმა,– ვინ არიან თეთრები?
     ბიჭმა ბოროტად გაიღიმა.
     –სისხლისმსმელები, – გაყინული ხმით თქვა მან,– შენი ადამიანები მათ ვამპირებ ეძახიან.
     ცოტათი აზრზე რომ მოვსულიყავი ტალღებზე გაჩენილ თეთრ ქუდებს ვუყურებდი 
     –შენ ხორკლიანი კანი გაქვს! – მხიარულად თქვა ჯეიკობმა.
     –გასაოცარი ისტორია იყო, – გაფანტულად შევაქე მე ისე, რომ თვალიც არ მომიშორებია წლიდან.
     –ჩემი აზრით უხეშად ჟღერს! გასაოცარი არაა რომ მამა მოყოლის უფლებას არ მაძლევს.
     –ნუ წუხხარ მე შენ არ გაგცემ.
     –მგონი ამ წუთას დავაღვიე წესები, –  ნერვულად გაიცინა ბიჭმა.
     –ვფიცავარ რომ ამ ისტორიას საფლავში ჩავიყოლებ, – დავპირდი  და იმწუთასვე ჟრუანტელმა დამიარა.
     –მთავარია ჩარლის არ უთხრა!  ის ისე ბრაზდებოდა მამაზე როდესაც ჩვენმა ხალხმა ექიმ  კარლაილთან მკურნალობაზე უარი თქვა.
     –არ ვეტყვი, გპირდები
     –რა ეხლა უკვე ცრუმორწმუნე ველურებად გვთვლი? თითქოსდა ხუმრობით იკითხა მან, მაგრამ მას ხმაში დაძაბულობა ეტყობოდა
     –არა, უფრო კარგ მთხრობელად გთვლი ხორკლიანი კანი ჯერ არ გამქრალა, – ვთქვი და თან ხელი ვაჩვენე.
     –მაგარია! გაიღიმა ბიჭუნამ.
     ჩიტმა შეიფრთხიალა და როდესაც თავები ერთდროულად ავწიეთ დავინახეთ მაიკი და ჯესიკა რომლებიც ჩქარი ნაბიჯით გვიახლოვდებონენ.
     –აი თურმე სად ხარ ბელა, – შვებით წამოიყვირა მაიკმა, თან ხელს მიქნევდა.
     –ეს შენი ბოიფრენდია? – იკითხა ეჭვიანობით შეშინებულმა ჯეიკმა, ხოოო ახალგაზრდა ბლექი ძალიან გამჭრიახია!
     –არა, რათქმაუნდა, – წავიჩურჩულე მე, დიდად მადლობელი ბლექის, გადავწყვიტე რომ რამით მესიამოვნებინა მისთვის  და ისე მოვტრიალდი რომ მაიკს ზურგი შევაქციე და ჯეიკს თვალი ჩავუკარი, გამიღიმა ჩემი ფლირტისგან თავბრუდახვეულმა.
     –როდის ავიღებ მართვის მოწმობას... დაიწყო მან.
     –ჩამოდი ჩემთან ფოქსში, შევივლით სადმე, – საშინლად ვიტყუებოდი, რადგან ვიცოდი მანამდე წავიდოდი ფორქსიდან ფენიქსში სანამ ჯეიკობს 16 წელი შეუსრულდებოდა.
     მაიკი ჯესიკასთან ერთად სულ იქვე იდგნენ. მაიკმა თავის ლურჯი თვალებით შემაფასებელი მზერით სეხედა ჯეიკს , ო ღმერთო ჩემო ის ხომ ტელეგრაფის ბოძზეც ეჭვიანობს!
     –სად იყავი? ბრაზით მკითხა, თუმცაღა პასუხი კარგად ჩანდა.
     –ჯეიკობი ადგილობრივ ლეგენდებს მიყვებოდა,– ვუპასუხე მე, – ძალიან საინტერესო იყო.
     –ხო, – მაიკი დაწყნარდა, მიხვდა რომ ჩვენ ნამდვილად მხოლოდ მეგობრები ვიყავით, – მგონი ჩვენი წასვლის დროა წვიმას იწყებს.
     –მზად ვარ წასასვლელად, – განვაცხადე და ფეხზე წამოვდექი.
     –კარგი იყო შენი ნახვა – თქვა ჯეკმა, ისე რომ მაიკი გაეჯავრებინა
     –ჩემთვისაც, – გამოვეხმაურე მე,  –მომავალში როდესაც ჩარლი ბილისთან მოსვლას გადაწყვეტს ვეტყვი რომ წამომიყვანოს.
     –მაგარია! – თქვა ბლეკმა
     კაპიუშონი გავიკეთე და მანქანისკენ  წავედი , ფრთხილად ვაბიჯებდი ხის გამოწეულ ფესვებზე. უკვე წვეთავდა პირველი წვეთები, როდესაც მანქანასთან მივედით  უკვე ყველანი ისხდნენ, მე უკანა სკამზე დავჯექი ტაილერსა და ანჯელას შორის, ანჯელა ფანჯარაში უყურებდა ამინდს, ხოლო ტაილერი ლორენთან ლაპარაკით იყო გართული ამიტომ გადავწყვიტე თავი უკან  გადამეწია, თვალები დამეხუჭა და არაფერზე მეფიქრა.

                                       თავი მეშვიდე
                                               კოშმარი
          საშინაო დავალება დავამთავრე ,მაგრამ ჭამაზე უარი ვთქვი. ტელევიზორში იმ კალათბურთის მატჩს აჩვენებდნენ, რომელსაც ასე ელოდებოდა ჩარლი! მე არაფერი მესმოდა კალათბურთის, ამიტომ მიხაროდა რომ ჩარლი არ მთხოვდა მასთან ერთად მეყურებინა..
      აღმოვჩნდი თუ არა ჩემს ოთახში  კარი ჩავკეტე.  მაგიდასთან მივედი, ავიღე ძველი ყურთსასმენები და ჩავრთე პლეიერი. ბოლო შობას ფილმა მაჩუქა შესანისნავი დისკი– ჩემი საყვარელი ჯგუფის სიმღერების კრებულით, თუმცა ჩემი აზრით ამ ალბომში ბევრია დასარტყამი ინსტრუმენტები.   მე დავიცვი ყურთსასმენები, დავვარდი საწოლზე და პლეიერს მაქსიმალურად ავუწიე.   ყურები  ამტკივდა ,მაგრამ კბილების კრეჭითა და დახუჭული თვალებით ვითმენდი.  კონცენტრირება მუსიკაზე გავაკეთე და შევეცადე ტექსტი გამერკვია. დისკის ორჯერ მოსმენით ყველა ტექსტი დავიზეპირე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ალბომი უფრო და უფრო მომწონდა.  ალბათ კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ფილს.
        ბოლოს და ბოლოს ჩემსას მივაღწიე. გამაყრუებელი მუსიკა, ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა, სწორედ ამიტომ ვიყრუებდი თავს,  დისკს ისევ და ისევ  ვუსმენდი, ვმღეროდი სოლისთტთან ერთად  და უკვე დაუძლურებულმა  ყურთსასმენები მოვიხსენი  და დავიძინე.
         სიზმარმა უცნობ ადგილას წამიყვანა–ტყე უცნაურად ნათელი და ლურჯი იყო, თუმცა ჩემი ტვინის რაღაც ნაწილი ხვდებოდა რომ მეძინა, შორიდან მომესმა ოკეანის ტალღების ხმაური, რომლებიც კლდეებს ეხეთქებოდნენ.  თუ ვიპოვი ოკეანეს–– ვიპოვი მზესაც.   წყლის ხმას  მივყევი , მაგრამ უცებ არც კი ვიცი საიდან, გაჩნდა ჯეიკობ ბლექი, რომელმაც უკან ტყისკენ წამიყვანა.
         –ჯეიკობ რა მოხდა?–ვკითხე მე.
         შიშისაგან გათეთრებული სახით ბიჭს ისევ ტყისკენ მივყავდი.  ვცდილობდი შევწინაღმდეგებოდი. არ მინდოდა ისევ იმ სიბნელეში დაბრუნება!
         –გაიქეცი ბელა, გაიქეცი! – შეშინებული ჩურჩულებდა ბლეqი.
         –აქ მოდი აქ!.. –მაიკის ხმა  სადღაც ხეებიდან ისმოდა, მხოლოდ თვითონ არ ჩანდა.
        –რატომ?–გავიფიქრე მე და დავეხსენი ჯეიკობს.
       მაგრამ მან თვითონ გამიშვა ხელი და მიწაზე დავარდა. ღმერთო! ის ციებიანივით კანკალებს!
        –ჯეიკობ! -დავუყვირე მე, ოღონდ უკვე გვიან იყო, -მიწაზე უკვე წითური მგელი იწვა შავი თვალებით. ცხოველი იქით იყურებოდა სადაც ოკეანე უნდა ყოფილიყო. მერე კი შემოტრიალდა, დაიხრიალა და თავისი ეშვებიც გამოაჩინა.
       –გაიქეცი ბელა გაიქეცი!–ისევ შემომესმა მაიკის ხმა, მაგრამ არც კი გამიხედავს.უცებ თეთრი სინათლე ვიგრძენი ოკეანის მხრიდან,რომელიც მიახლოვდებოდა.
        ხეებიდან ედვარდ კალენი გამოვიდა, ის არამიწიერ შუქს ასხივებდა, მისი თვალები კი საშიშად გამოიყურებოდნენ. მან ხელები გამომიწოდა, უნდოდა მისკენ წავსულიყავი. ჩემს ფეხებთან მჯდომმა მგელმა ყრუდ დაიხრიალა.
       მე ედვარდისკენ გადავდგი ნაბიჯი, მან გამიღიმა და ეშვები გამოაჩინა.
       –მენდე...
       მგელი ყოველ წამს მზად იყო თავს დასხმოდა ვამპირს.
       –არა! –დავიყვირე მე... და გამეღვიძა. პლეიერი ხმაურუთ დავარდა ხის იატაკზე.
       ოთახში შუქი ენთო მე კი გაუხდელი ვიწექი დაულაგებელ საწოლზე.  მაგიდაზე მდგომ საათს გავხედე,–დილის ექვსის ნახევარი იყო.
             გაოცებულმა,  ფეხსაცმელები მოვისროლე და მუცელზე გადავბრუნდი.  არა, როგორც  ჩანს დღეს დაძინება აღარ გამომივა. ისევ დავწექი ზურგზე და შევეცადე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფს გამეძრო ჯინსი. ახლა აკრული თმა მაღიზიანებდა, თმისაბნევი მოვიშორე და თმები ჩამოვიშალე. შემდეგ სახე ბალიშში დავმალე.
       უსარგებლოა. გონებაში მაინც მოდიოდა ის აზრები,რომლების  გაგდებას მთელი ძალით ვცდილობდი.
        ისე უცებ  წამოვჯექი, რომ სისხლი მომაწვა. რადგანაც ვერ ვახერხებ დავიწყებას, მაშინ შევეცდები გავექცე უსიამოვნო აზრებს. წავალ, დუშს მივიღებ!  
         დავამთავრე თუარა დუშის მიღება, ისევ შებრუნება მომინდა. თმების შრობით ჩემს ოთახში დავბრუნდი. ვერ გავიგე ჩარლის ისევ ძინავს თუ უკვე  წავიდა. ფანჯარაში გავიხედე. პატრულის მანქანა არ ჩანდა.  ე.ი. ისევ სათევზაოდაა წასული.
        ჩავიცვი ჩემი სპორტული ტანსაცმელი, უსიამოვნო პროცესის მოახლოვება კიდევ რომ გამეწელა საწოლი გავასწორე. მაგიდასთან მივედი და კომპიუტერი ჩავრთე.
       ფორქსში ინტერნეტით სარგებლობა მხოლოდ ნერვების უაზრო ხარჯვაა.  ჩემი მოდემი ძალიან ნელა მუშაობს. ასე რომ ჯერ  მის ინტერნეტთან   დაკავშირებას დაველოდე. მანამდე თაფლის ბურბუშელას შევექცეოდი.  ვჭამდი ძალიან ნელა, თითქოს  ბურბუშელას დიდხანს ღეჭვა სჭირდებოდეს. დავამთავრე, მაგრამ ფეხებმა უარი თქვეს ოთახში დაბრუნებაზე.
      ბოლოს და ბოლოს თავს დავძლიე, ოთახში შესულმა ჯერ პლეიერი ავიღე იატაკიდან. ყურთსასმენები ყუთში შევინახე. ვიფიქრე ცუდი არ იქნება კარგი მუსიკის მოსმენა,––ჩავრთე დისკი და ხმას მინიმუმამდე დავუწიე.
     მძიმედ ამოვისუნთქე და  კომპიუტერისაკენ  შევტრიალდი . რათქმაუნდა ეკრანი დაფარული იყო რეკლამების განცხადებებით, მომიწია მათი ჩაკეცვა. ბოლოს შევედი ჩემს საყვარელ „მძებნელში“ და დავწერე ერთადერთი სიტყვა
      „ვამპირი“
      რეზულტატის მოლოდინში ჩუმად ვნერვიულობდი. შედეგად შემომთავაზეს რამდენიმე ათასი საიტი. პირველ გვერდზე იყო ნებისმიერი ინფორმაცია ფილმებზე, ტელე–შოუებზე, კომპიუტერულ თამაშებზე და გვთავაზობდნენ სპეციალურ კოსმეტიკასაც კი გოთებისთვის.
      საინტერესო საიტი  “ ა-დან ჰ-მდე“  რატომღაც მესამე გვერდზე განეთავსებინათ. მოუთმენლად ველოდი ბოლოს და ბოლოს როდის ჩაიტვირთებოდა. აი მთავარი გვერდიც, როგორც იქნა! არავითარი გაფორმება,––თეთრ ფონზე შავი წარწერები. ჩანდა ორი ციტატა:
       „ ბნელ სამყაროში, რომელიშიც დემონები და მოჩვენებები ცხოვრობენ, არავინაა  იმათზე საშიში და რაოდენ გასაკვირიც  არ უნდა იყის მომხიბვლელი, როგორც ვამპირები.  ისინი არ იქცევიან არც დემონებად და არც მოჩვენებებად, მაგრამ ფლობენ ისეთივე ეშმაკურ და ჯადოქრულ ძალას.“
     „ თუ კი ამ სამყაროში რაიმეზე მოიპოვება საკმარისი  რაოდენობა დამამტკიცებელი საბუთებისა ეს ვამპირიზმზეა. არსებობს ხელწერილები ცობილი ადამიანების, ექიმების, მღვდლებისა და მოსამართლეების, რომლებიც მათ არსებობას ამტკიცებდნენ––მეტი დამამტკიცებელი საბუთი არც გვჭირდება. თუნდაც ასე იყოს, მაგრამ მაჩვენეთ თუნდაც ერთი ადამიანი რომელსაც სჯერა ვამპირების არსებობის!“ რუსო“
     ქვემოთ ანბანის მიხედვით დალაგებული იყო აბზაცები მთელი მსოფლიოს ვამპირთა ისტორიებზე. პირველად შევედი ფილიპინელი ვამპირის დანაგის ისტორიაზე–– თითქოს ის უხსოვარი დროიდან დასახლებულა ტაროს კუნძულზე და მშვიდობიანად ცხოვრობდა ადგილობრივი მოსახლეობის გვერდით, სანამ არ მოხდა საშინელება:  ახალგაზრდა ქალმა შემთხვევით ნემსი თითზე იჩხვლიტა, ნაჩხვლეტის დამუშავებისას დანაგს ისე მოეწონა მისი სისხლი, რომ მან ის უკანასკნელ წვეთამდე ამოწოვა. 
     ყურადღებით ვკითხულობდი ისტორიებს და ვცდილობდი მათში სიმართლის მაგვარის პოვნას. ამ ისტორიებში ვამპირის როლს ლამაზი ქალები ასრულებდნენ, მსხვერპლისას კი პატარა ბავშვები. ვამპირები აღმოჩნდნენ მიზეზნი ბავშვთა ხშირი დაღუპვისა და მამაკაცთა უნდობლობისა ქალებისადმი. თითქმის ყველა ისტორიაში იყო პრაქტიკული რჩევები როგორ დავასაფლაოთ ვამპირი, რომ მისმა აფორიაქებულმა სულმა მოისვენოს. არც ისე გავდა იმას რაც ფილმებში მენახა: როგორც გაირკვა არსებობს ორი  ვამპირთა სახეობა,–პოლონური უპირები და ებრაული ესტრები, რომლებიც სისხლის დასალევად ხოცავდნენ ადამიანებს.
     განსაკუთრებით სამმა სახეობამ დამაინტერესა: რუმინელი ვარაკოლაკები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალითა და უკვდავებით, ისინი ღებულობდნენ ულამაზეს ჭაბუკთა სახეს;  სლოვენელი ნელაპსები, რომელთაც შეეძლოთ შუაღამისას მუსრი გაევლოთ მთელი სოფლისათვის;  და სტრეგონელი ბენეფიცები ანუ იტალიელი ვამპირები.
     უკანასკნელს მოყვებოდა ერთადერთი წინადადება-„ სტრეგონელი ბენეფიცები მიეკუთვნებიან ერთადერთ სახეობას, რომლებიც გადასულნი არიან ნათელ ძალებში და ემტერებიან სხვა დანარჩენ ვამპირებს.“
     რამოდენა შვება ვიგრძენი ამის წაკითხვისას! ე.ი. არსებობენ კეთილი ვამპირებიც!
      კითხვისას ვცდილობდი გამეანალიზებინა ყველაფერი, ვცდილობდი მეპოვა ის რასაც თვთონ ვამჩნევდი: სიჩქრე, ძალა, სილამაზე, ნათელი კანი, თვალის ფერის ცვლილების უნარი, პლუს ამას რაც ჯეიკობისგან გავიგე: სისხლისმსმელები, მაქციების მტრები, სხეულის დაბალი ტემპერატურა, უკვდავება.  მაგრამ არა, ამდაგვარი ვერაფერი  ვერ ვიპოვე.
      კიდევ ერთი  წინააღმდეგობა არსებობდა:  ვამპირებს არ შეუძლიათ დღისით გარეთ გამოსვლა,ამ დროს მათ ძინავთ კუბოებში, ღამით კი სანადიროდ გამოდიან.
      გაბრაზებულმა პირდაპირ გამოვრთე კომპიუტერი. სიბრაზე და დაურწმუნებლობა ერთმანეთში მერეოდა. რა სიგიჟეა!  ვზივარ კომპიუტერთან და ვეძებ ინფორმაციას ვამპირებზე! კი მაგრამ რა მჭირს? ალბათ ყველაფერში ეს საძაგელი ქალაქია დამნაშავე!
      სადღაც უნდა წავიდე! სინამდვილეში ყველაზე ახლო, სადაც მე მინდოდა წასვლა  აქედან სამი დღე-ღამის სასიარულო იყო. მაგრამ მაინც, ფეხზე ჩავიცვი, დავეშვი კიბეებზე, მოვიხვიე მოსაცმელი და გარეთ  გავედი,––არც კი ვიცოდი სად მივდიოდი.
      ცა მუქი ღრუბლებით დაფარულიყო, მაგრამ ჯერ არ წვიმდა. პიკაპზე არც კი შემიხედავს ისე გავუყევი ჩარლის ეზოს და ტყისკენ წავედი. საკმაოდ მალე სახლი და გზა გაქრნენ მხედველობიდან, ფოთლებზე მიმავალს  მხოლოდ შევარდენთა კივილი და საკუთარი ფეხის ხმა  მესმოდა .
       ტყეში  ძლივს შესამჩნევი ბილიკი  იკვეთებოდა, თორემ ვერც გავბედავდი ასე ღრმად იქ შესვლას. ცუდი ორიენტირების უნარი მაქვს, ამიტომ შემიძლია ნაცნობ ქალაქშიც კი ამებნეს გზა. ბილიკს უფრო და უფრო ღრმად შევყავდი ტყეში. ვცდილობდი გამომეცნო ხეების სახელწოდებები, მაგრამ მხოლოდ იმათი გავიხსენე, რომლებზეც როდესღაც ჩარლი მიყვებოდა. ზოგი ხე ისე იყო შეჭმული პარაზიტებისაგან, რომ მათთან მიახლოვებაც კი შემეშინდა.
      საკუთარ სიბრაზისა და უძლურების შეგრძნებას ბილიკისკენ––ტყის სიღრმეში მივყავდი, მაგრამ მალე დავწყნარდი და მივხვდი, რომ   წინ წასვლას აზრი აღარ ქონდა. რამდენიმე ცივი წვეთი დამეცა საყელოზე, ვერ მივხვდი წვიმას იწყებდა თუ უკვე გადაიღო, წყალი კი ფოთლებიდან  წვეთდა. დავინახე მოჭრილი ხე, რომელზეც ქურთუკი დავაფინე, დავჯექი და თავი იქვე მდგომ ფიჭვს მივაყრდენი.
         არ ღირდა აქ მოსვლა, მაგრამ სხვაგან სადღა უნდა წავიდე? ტყე ისეთი ბნელი იყო, ძალიან გავდა ჩემს გუშინდელ კოშმარს, ისე რომ ვერაფრით დავწყნარდი. ჩემი ნაბიჯებიც მიჩუმდა და  მკვდარმა სიჩუმემ  დაისადგურა . ჩიტებმა შეწყვიტეს სიმღერა. წვეთებმა უფრო ხშირად დაიწყესდაცემა,––ეს იმას ნიშნავდა რომ  წვიმა   დაიწყო. დამჯდარმა შევამჩნიე, რომ გორაკის იქით არფერი ჩანდა. გამოდის ვინმე რომ მოვიდეს სამ ნაბიჯშიც კი ვერ დამინახავს.
        აქ, ხეების გარემოცვაში უფრო ადვილი იყო იმ აბსურდის დაჯერება რაც ინტერნეტიდან გავიგე. ტყე ათასწლეულების მანძილზე არ იცვლებოდა, და ყველა მითი და ლეგენდა უფრო რეალურად მეჩვენებოდა ამ მწვანე ბინდში, ვიდრე ნათელ ოთახში.
        დიდი ძალისხმევით მოვახდინე კონცენტრირება ორ კითხვაზე, რომლებიც  მაღელვებდნენ ყველაზე მეტად.
        ჯერ ერთი შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს ის რაც ჯეიკობმა მოყვა კალენებზე? რათქმაუნდა ლოგიკურად გამოიყურებოდა გამოკვეთილი პასუხი. იფიქრო ასეთ რამეზე  სისულელეა და უფრო მეტიც სირცხვილია, ისეთი ფსიქიკურად ნორმალური გოგონასთვის როგორსაც საკუთარ თავს ვთვლიდი. მაგრამ მაშინ სად არის სიმართლე? ხომ უნდა არსებობდეს რაციონალური  პასუხი იმაზე, რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!
      ისევ და ისევ ვალაგებდი საკუთარ აზრებს: უდიდესი ძალა და სიჩქარე, თვალის ფერი, რომელიც შავიდან ოქროსფერამდე იცვლება, არამიწიერი სილამაზე, ფერმკრთალი, ცივი კანი.  და ყველაზე უცნაური: კალენები არასოდეს ჭამენ, მოძრაობენ საოცარი გრაციით. და ედვარდი როგორ ლაპარაკობს! ასეთი გამომეტყველება და ფრაზები დამახასიათებელია მხოლოდ გასული საუკუნის ინგლისური რომანებისათვის და არა თანამედროვე ამერიკელი თინეიჯერისთვის! იმ დღეს როცა  ჩვენი სისხლის ჯგუფს  ვარკვევდით, გაკვეთილი გააცდინა. შაბათისთვის ჩვენთან ერთად გასეირნებაზე მხოლოდ მაშინ თქვა უარი, როცა გაიგო სად მივდიოდით. როგორც ჩანს მისთვის ცნობილია რას ფიქრობენ გარშემომყოფნი... ჩემს გარდა. მან თვითონ გამაფრთხილა რომ ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენს და უკეთესია თუ მასთან არ ვიმეგობრებ... ნუთუ კალენები––ვამპირები არიან? არ ვიცი. მაგრამ აბა ვინ არიან ისინი? შეიძლება „თეთრები“  არიან , როგორც ჯეიკობი ამბობს, ან სუპერმენები, როგორც პიტერ პარკერი, მაგრამ ფაქტია რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან.
       ესეიგი პასუხი ჩემს კითხვაზეა––„ შეიძლება“
       ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რა უნდა ვქნა თუ ეს სიმართლეა?
       თუკი ერვარდი ვამპირია (ვცდილობდი არ ჩავკვირვებოდი ამ სიტყვის მნიშვნელობას) მაშინ რა უნდა ვქნა? ვერავის ვერ ვთხოვ რჩევას, ალბათ ყველა არანორმალურად ჩამთვლის.
       არის მხოლოდ ორი გამოსავალი. პირველი––მივყვე მის რჩევას, ვიყო ჭკვიანი,  თავი მისგან შორს დავიჭირო, თავი მოვიჩვენო რომ ჩვენს შორის ყრუ მინის კედელია და ვთხოვო თავი დამანებოს.
      ამ ვარინტის მოფიქრებისას საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. არა ასეთ გამოცდას მე ვერ ავიტან, სხვა რამის მოფიქრება მომიწევს მაგრამ რის? ბოლოს და ბოლოს თუკი ის ბოროტია, ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. ტაილერის ფურგონი ალბათ ბრტყელ მასად გადამაქცევდა, რომ არა ედვარდის რეაქცია. შეიძლება მან თავისდა უნებურად გადამარჩინა, მაგრამ თუკი არსება თავისდა-    უნებურად იცავს სხვის სიცოცხლეს, ის არ შეიძლება იყოს ბოროტი.
     მძიმე ფიქრებისგან თავბრუ დამეხვა.
     ერთი რამ კი ზუსტად  ვიცოდი: ის ბნელი ედვარდი სიზმარში, წარმოიშვა ჯეიკობის მონაყოლით და არა საკუთარი ქვეცნობიერით. სინამდვილეში შავი თვალებისა და გრძელი ეშვების გამო კი არ  ვყვიროდი, არამედ მეშინოდა არფერი დამართნოდა მას, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის!
     ნელ-ნელა ჩემს ცნობიერებაში პასუხი  ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს მე არჩევანი არა მაქვს-– საბოლოოდ ვარ დაბმული. ახლა მივხვდი, რომ ჩემი საშინელი საიდუმლოთი ვეღარსად წავალ. როდესაც ვფიქრობდი მასზე, მის ხმაზე, ჰიპნოზისმომგვრელ თვალებზე, მის გრაციოზულ სიარულის მანერაზე, არაფრის სურვილი აღარ მქონდა გარდა მის გვერდით ყოფნისა. თუნდაც... არა მე აღარ ვიფიქრებ ამაზე. ყოველი შემთხვევისთვის არა აქ, ბნელ ნაძვებსა და ფიჭვებს შორის. არა ახლა, როცა წვიმის წვეთები მიწას კაკუნით ეცემიან, როგორც ჩუმი ნაბიჯები, მძიმე ღრუბლებისგან კი ისე ბნელა, როგორც ღამით...
        შემკრთალი უცებ  წამოვჯექი, იმის შიშით რომ თითქოს წვიმა ბილიკს წაშლიდა. საბედნიეროდ არსად წასულა, მან გამიკვლია გზა ტყის სველ ლაბირინთებში. მთელი ძალით გავრბოდი, კაპიუშონი სახეზე მქონდა ჩამოფხატული. ღმერთო, რა შორს შემოვსულვარ!..  იმედია სწორი მიმართულებით მივდივარ! მაგრამ სანამ შეშინებას მოვასწრებდი, მანამდე გამოჩნდა ტოტებს შორის სინათლე და მოაღწია მანქანების ხმაურმა. აი ბოლოს და ბოლოს ჩარლის ეზოც...
     სახლში თორმეტისთვის დავბრუნდი, უცბად ავირბინე ოთახში და სუფთა ჯინსი და სვიტერი გადავიცვი. დანარჩენი დღის დაგეგმვა არც ისე რთული აღმოჩნდა, ოთხშაბათისთვის უნდა დამეწერა თხზულება „მაკბეტის’’ რომანზე.  თავით გადავეშვი სამუშაოში. ვტკბებოდი სიწყნარით, რომელიც ხუთშაბათის შემდეგ არ მიგვრძნია.
      ხშირად ვგრძნობდი ამდაგვარ რამეს–– გადაწყვეტილებას ადვილად ვერასოდეს ვიღებდი, მაგრამ არჩევანის გაკეთებისას უდიდეს შვებას ვგრძნობდი. მაგრამ ხანდახან საშინელ სასოწარკვეთილებასაც, მაგალითად როცა გადავწყვიტე ფორკსში გადმოვსულიყავი. თუმცა  გაურკვევლობაში ცხოვრებას ისევ ასე ჯობია.
      ოღონდაც ეს გადაწყვეტილება მოვიდა თავისთავად, ყოველგვარი წვალების გარეშე.  უცნაურია და საშიშიც!
      დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერი გამოდგა––რვა საათამდე თხზულებაც დავამთავრე. ჩარლიც კმაყოფილი დაბრუნდა––საკმაო თევზი დაუჭერია. სიეტლში როცა წავალ, აუცილებლად ვიყიდი კულინარიულ წიგნს თევზების მომზადებაზე. ამის გაფიქრებაზე ზურგზე ჟრუანტელმა დამიარა, ისე როგორც ჯეიკობთან საუბრის დროს. საოცარია მაგრამ არვითარ შიშს არ განვიცდიდი.
       იმ ღამით სიზმრების გარეშე მეძინა, იმდენად ვიყავი დაღლილი. მეორე დილა მზის შუქით განათებული დამხვდა, ეს უკვე მეორე მზიანი დღეა რაც ფორკსში ჩამოვედი. ფანჯარაში გავიხედე და ლურჯი ცა დამხვდა, ქათქათა ღრუბლის ნაფლეთები კი ვერაფრით მოასწავებდნენ წვიმას.  ფანჯარა გავაღე  და სიამოვნებთ ჩავისუნთქე თბილი, მშრალი ჰაერი. როგორც იქნა სისხლი ამიმოძრავდა!
     ქვემოთ  დავეშვი, ჩარლის უკვე დაემთავრებინა საუზმე. მას ჩემი განწყობა არ გამოპარვია.
    ––შესანიშნავი დღეა!––თქვა მამამ.
    ––საოცარი!––ღიმილით დავეთანხმე მე.
      ჩარლიმ გაიღიმა და მისმა თაფლისფერმა თვალებმა გაიბრწყინეს, ახლა გახდა გასაგები თუ რატომ გადაწყვიტა მან დედასთან ადრეულ ასაკში შეუღლება. მამას უკვე კარგად ვიცნობდი, ასე რომ ის უკვე შორს იყო რომანტიზმისა და ყავისფერი თმებისაგან, მაგრამ ღირდა მხოლოდ ერთხელ გაეღიმა და  ვხედავდი ბიჭს, რომელიც მზად იყო შეყვარებულთან ერთად გაპარულიყი ცხრამეტი წლის ასაკში.
    საუზმობისას დავაკვირდი, როგორ ცეკვავდნენ მზის სხივებში  მტვრის პაწია ნაწილაკები. ჩარლი დამემშვიდობა. სახლიდან გასვლისას კი კარებთან შევჩერდი, ––წავიღო თუარა მოსაცმელი? მაგარამ არ ღირს ბედთან თამაში, ასე რომ მხარზე   მოვიგდე  და  მზით გაჩახჩახებულ ქუჩაში  გავედი.
     სკოლაში მისულთა შორის ერთ-ერთი პირველი ვიყავი. პიკაპი გაჩერებაზე დავტოვე, მე კი იქვე სკოლასთან ჩამოვჯექი. სკამი ნოტიო იყო და მოსაცმელი დავიფინე, გამიხარდა რომ უარი არ ვთქვი მის წამოღებაზე. საშინაო დავალება შესრულებულია, –– პირადი ცხოვრების ამოცანების ზუსტ ამოხსნაში კი ისე ვიყავი დარწმუნებული როგორც ტრიგონომეტრიისაში... ჩაფიქრებულმა რვეული ამოვიღე და მხოლოდ ცოტახნის შემდეგ აღმოვაჩინე რომ დამიხატავს ხუთი წყვილი შავი თვალი..  სასწრაფოდ მომიწია  მათი საშლელით წაშლა.
     ––ბელა!––შორიდან მომესმა ვიღაცის ხმა. ალბათ მაიკია. სანამ მე ვიჯექი და ვოცნებობდი, სკოლის ეზო ბავშვებით შევსებულა. უმეტესობას მაისურები ეცვათ, მიუხედავად იმისა რომ გრადუს ცელსიუსი თხუთმეტს არ სცილდებოდა. ხელის ქნევით ჩემკენ მაიკი მოდიოდა, გრძელი ხაკისფერი შორტი და ლურჯი მაისური ეცვა.
     –– გამარჯობა მაიკ!––პასუხად დავუქნიე ხელი მეც. ასეთ დილას ძალიან მინდოდა კეთილი ვოფილიყავი.
      მაიკი გვერდით მომიჯდა,  ისე იყო გახარებული ჩემი ნახვით რომ უცებ მადლიერება ვიგრძენი მის მიმართ.
     ––არასოდეს შემიმჩნევია, რომ შენს თმებს მიწითალო ელვარებაც აქვს,–– ჩაფიქრებულმა თქვა და  პატარა კულული დაიჭირა, რომელიც მსუბუქმა ნიავმა ამითამაშა.
    ––მხოლოდ მზეზე.–– უხერხულობა ვიგრძენი როცა მან ყურთან თმა გამისწორა.
      
          ––კარგი დღეა არა?
      ––შესანიშნავი!––დავეთანხმე მე.
       ––რას აკეთებდი გუშინ?––მბრძანებლურად მკითხა მან.
       ––თხზულებას ვწერდი...
       ––მისმინე ეგ ხომ ხუთშაბას უნდა მივიტანოთ, ასე არ არის?––მან თეატრალულად დაიკაკუნა შუბლზე.
     ––უფრო სწორად ოთხშაბათს.
     ––ოთხშაბათს? ა ხო.. და რაზე წერ?
     ––იმაზე, შეიძლება თუარა შექსპირს ცოლთმოძულე ვუწოდოთ.
 მან ისე შემომხედა თითქოს სუახილურ ენაზე დავიწყე ლაპარაკი. ალბათ გადაფიქრება მომიწევს,–– მოიწყინა მან,–– დღეს შენი დაპატიჟება მინდოდა...
     ––ო!–– ისევ უსიამოვნო შეგრძნება. რატომ ვგრძნობ თავს ყოველთვის უხერხულად მაიკთან ერთად?
      ––გავიაროთ, სადმე ვისადილოთ და მერე დავჯდები თხზულებაზე. ––ფართო ღიმილით  შემოთავაზა მან.
      ––მაიკ...––ატანა არ მაქვს როცა უხერხულში მაყენებენ,––არ მგონია რომ ეს კარგი იდეაა!
     ––რატომ?
     ––იცი...შენ თუ ვინმესთან იჭორავებ იმაზე რასაც ახლა გეტყვი, მომიწევს  თვალში ჩაგარტყა,––გავამუქე მე,–– ეს ხომ გულს გაუტეხავს ჯესიკას?!
     ––ჯესიკას?––მკითხა  გაკვირვებულმა , აშკარად არ დაფიქრებულა ამ ვარიანტზე.
     ––ღმერთო! შენ რა ბრმა ხარ?
     ––ხო...––ძლივს წარმოთქვა მან, მე კი ვისარგბლე მომენტით და ფეხზე წამოვხტი.
     ––გაკვეთილზე ვარ წასასვლელი, თორე კიდე დავიგვიანებ.
     ––ზუსტად,  ––თქვა გაბრწყინებულმა და ისიც ადგა. ნომერ 3 კორპუსამდე ჩუმად მივდიოდით.
      ტრიგონომეტრიაზე ჯესიკა სიხარულისგან ბრწყინავდა. ის ანჯელასა და ლორენთან ერთად აპირებდა პორტ-ანჯელესში წასვლას საღამოს კაბებისთვის. მან მეც შემომთავაზა წასვლა, ––არც კი ვიცოდი რა მეპასუხა. ფორქსისგან თავის დაღწვა დაქალებდან ერთად ძლიან კარგია, მაგრამ იქ ხომ ლორენიც მოდის... ყოველი შემთხვევისთვის ჯერ ჩარლის უნდა ვთხოვო ნებართვა.
     ესპანურზე ჯესიკა მთელი გაკვეთილი ცეკვებზე ლაპარაკობდა, ასე რომ ვერაფერი მოვისმინე, არც შესვენებაზე მოისვენა და არც ლანჩზე. ოღონდაც მე უკვე  დაყრუებული ვიყავი ჩემი ფიქრებით და მისი მოსმენა აღარ შემეძლო.  საოცრად მინდოდა არა მარტო მისი არამედ დანარჩენი კალენების ნახვაც, რომ დავრწმუნებულიყავი  საკუთარ თავში. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, ვიგრძენი ცივი შიში, რომელმაც საშინლად მომიჭირა გულზე. ვაითუ მათ წაიკითხონ ჩემ აზრები? და უფრო უარესი–– ედვარდმა აღარ ისურვოს ჩემთან დაჯდომა?
     ჩვევის გამო კალენების მაგიდისკენ გავიხედე, მაგრამ მუცელში უსიამოვნო გძნობამ დამიარა, მათი მაგიდა ცარიელი იყო. ჯერ კიდევ იმედით მიმოვიხედე ირგვლივ, იქნებ ცალკე ზის და მე მელოდება? მაგრამ თავისუფალი ადგილი თითქმის არ დარჩა, ედვარდი და მისი ოჯახი კი არსად ჩანდა. ეს დღე უკვე აღარაფრად ითვლება, შავმა სასოწარკვეთილებამ მომიცვა.  ძლივს-ძლივობით ვადგამდი ნაბიჯებს, უკვე ჯესიკას თავს აღარც ვაჩვენებდი, თითქოს ვუსმენდი.
     ესპანურზე შეგვაყოვნეს, ამიტომ ყველაზე ბოლოები ვიყავით ლანჩზე. თითქოს არც შემიმჩნევია მაიკის მაგიდასთან ცარიელი ადგილი, ანჯელას გვერდით დავჯექი. აი ნიუტონმა ჯესიკას სკამი, გამოუწია რომ დამჯდარიყო, ისიც სიამოვნებით დახტა. წარმოვიდგინე ამის მერე რამდენ ხანს ილაპარაკებდა მაიკის ჯენტლმენობაზე!
   ანჟელა რაღაცას მეკითხებოდა თხზულებაზე მე კი ვცდილობდი მეპასუხა.  არადა ვგრძნობდი გული როგორ მეფლითებოდა ტკივილისგან.  მეგობარმა ისევ მთხოვა მათთან ერთად წასვლა, ამჯერად დავთანხმდი––იქნებ გულს გადავაყოლო..
    შავი სასოწარკვეთილების შორის, რომელმაც მთლიანდ მომიცვა ჯერ კიდევ ჩანდა იმედის პატარა სხივი, რომელიც მაშინვე ჩაქრა როცა ბიოლოგიაზე მისულს ცარიელი მერხი დამხვდა.
     დღე საშინლად გაიწელა. ფიზკულტურაზე აგვიხსნეს ბადმინტონის თამაშის წესები. ესეიგი მომიწევს ახალი გამოცდა! მაგრამ კარგია რომ დღეს უნდა ვიჯდე და არა ვბორიალობდე კალათბურთის თამაშისას.
     სახლში მალე მინდოდა მისვლა, რომ კარგად მეტირა, სანამ წასასვლელდ გამომივლიდნენ, მაგრამ გავაღე თუარა კარები, ჯესიკამ დარეკა: შოპინგი გაუქმებულია. მაიკმა სადილზე დაპატიჟა!  როგორც იქნა ყველაფერი გაიგო!  შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ვიშიშობ, რომ ჩემს ხმაში არ ისმოდა საკმარისი სიხარული და აღფრთოვანება. ჯესიკამ მითხრა,  რომ პორტ-ანჯელესში ხვალ წავიდოდით.
      ეხლა რა ვაკეთო? თევზი დაახლოებით თხუთმეტი წუთი და მზადაა, სალათი კი გუშინ მოგვრჩა. გადავწყვიტე მემეცადინა, მაგრამ ელექტრონულ ფოსტაში უამრავი წერილი აღმოვაჩინე, ისინი დედასგან იყო, რომელთა ტონი უფრო და უფრო იწევდა თითოეული წერილის შემდეგ. მე კი მოკლედ მივწერე:
       „ დედა! მაპატიე რომ დიდი ხანია არ მომიწერია. მეგობრებთან ერთად პლაჟზე ვიყავი, კვირას კი თხზულებას ვწერდი. დღეს ფოკსში სინათლე და მზეა. ვიცი-ვიცი,   მე თვითონაც გაოცებული ვარ! უფრო მეტს ვსეირნობ რომ ვიტამინი А მივიღო. გკოცნი. ბელა“
      იქნებ რამე წამეკითხა? თან არც ისე ბევრი წიგნი წამომიღია, ყველაზე დიდი ჯეინ ოსტინის ნაწარმოებების კრებული იყო. ავიღე წიგნი და უკან ეზოში გავედი, თან ძველი პლედი წავიღე. ჩარლის ეზო ძალიან პატარა და კვადრატის ფორმის იყო, რამდენიც არ უნდა ენათებინა მზეს ის მაინც ყოველთვის ნოტიოდ რჩებოდა.   პლედი ორად მოვკეცე და წამოვწექი, გადავშალე წიგნი, უნდა ამერჩია რომანი რომელიც თავდავიწყებაში მომისროლიდა.  ყველაზე მეტად „სიამაყე და გაფრთხილება“ და „გრძნობა და მგრძნობიარობა“ მომეწონა.  მესამე თავამდე  მივედი, როცა გამახსენდა რომ მთავარ გმირს ედვარდი ერქვა. დაბნეულმა  „მენსფილდ-პარკი“გადავშალე იქაც მთავარ გმირს ედმუნდი ერქვა, ეს კი ერთი და იგივეა. საოცარია––მეთვრამეტე საუკუნეში ამ სახელის გარდა სხვა არ არსებობდა?
       წიგნი მოვისროლე და ზურგზე დავწექი, –– ვეცადე არაფერზე მეფიქრა და დავმტკბარიყავი მზს სხივებით, რომლებიც კანზე მეალერსებოდნენ. ქარით მონაქროლი თმები სახეზე მეთმაშებოდნენ, ისინი ავიკარი, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, თუ როგორ ცურაობდნენ მზის სხივებში ჩემი ღაწვები, ცხვირი,თვალები, ყელი, მხრები. ეხლა მე ვდნებოდი როგორც ირისის კანფეტი...
   და უცებ ხმა შემომესმა წინა ეზოს მხრიდან.  წამოვჯექი და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ მზე ჩასულა. გამოდის საათნახევარია უკვე მძინავს, საშინლად დაბნეულმა გავიგე რომ ეზოში ვიღაც იყო.
  –– ჩარლი?–– დაბალ ხმაზე დავიძახე მე, წამის შემდეგ კი გავიგონე მისი მანქანის  კარის ხმა.
      საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ფეხზე წამოვდექი, ავიღე წიგნი და ნოტიო პლედი. შემოსასვლელში ჩარლი დამხვდა––გამახსენდა რომ თევზი არ მომიმზადებია.
    ––მაპატიე მამა, ვახშამი ჯერ მზად არ არის, ეზოში ჩამეძინა.
     ––არაუშავს,––დამაწყნარა მან.–– ისედაც მინდოდა ბეისბოლის მატჩის ყურება.
    როგორც კი ჩარლი ტელევიზორს მიუჯდა, შევვარდი სამზარეულოში, პლედი სარეცხ მანქანაში შევაგდე. გადმოვიღე თევზის ფილე და ტაფაზე ზეთი დავასხი. კარგია რომ მამამ თევზი პატარა ნაჭრებად დაჭრა, ––ისინი ძალიან მალე იწვებოდნენ.
      ვახშმის შემდეგ არ ვიცოდი უსაქმურობისგან  რა მეკეთებინა, ამიტომ ტელევიზორს მივუჯექი.   ჩარლიმ  თავისი ბეისბოლის მატჩი ჩემი გულისთვის გაწირა და  რაღაც უაზრო სერიალზე გადართო. კმაყოფლი იყო იმით, რომ ჩვენ ერთად ვიჯექით ტელევიზორთან, მე კი მიხაროდა რომ შევძელი მესიამოვნებინა მისთვის.
      ––მამა,–– დავიწყე მე რეკლამის დროს,––ანჯელა და ჯესიკა ხვალ პორტ-ანჯელესში აპირებენ წასვლას.  მათ უნდათ საღამოს კაბების არჩევა და მთხოვენ მათთან ერთად წავიდე. შეიძლება?
     ––ჯესკა სტენლი?––მკაცრად ჩამეკითხა მან.
     ––კი, და ანჯელა ვებერი, ––ამოვისუნთქე მე.
     ––ხო მგრამ შენ ხომ არ მიდიხარ ცეკვებზე?
     ––მათ უნდათ რომ დავეხმარო კაბის არჩევაში...იცი მეგობრული რჩევა და კონსტრუქტიული კრიტიკა არასოდესაა ცუდი.
       ქალისთვის ამდენი რამის ახსნა არ მომიწევდა!
         ––კარგი,––მითხრა ჩარლიმ, რომელსაც სულ არ აინტერესებდა ქალური საოცრებები.––ხო მაგრამ ზეგ ხომ სკოლა გაქვს?––მკაცრი ტონით დაამატა მან.
         ––ჩვენ წავალთ გაკვეთილების შემდეგ და შევეცდებით რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ. ხომ შეძლებ უჩემოდ ისადილო?
         ––ბელზ მე ჩემთვის ვამზადებდი სადილს მთელი ჩვიდმეტი წელი!––შემახსენა მამამ.
         ––არვიცი როგორ გადარჩი ––ჩავიბუტბუტე მე და მერე ხმამაღლა დავამატე:––სენდვიჩებს გავაკეთებ და მაცივარში დაგიტოვებ კარგი?
       ჩარლიმ კმაყოფილმა დამიქნია თავი.
       მეორე დილაც საკმაოდ ნათელი იყო.  კარგ ხასიათზე გავიღვიძე და მეორე მზიანი  დღის ხათრით მუქი ლურჯი ბლუზი ჩავიცვი, სამკუთხედი გულით, რომელსაც ფენიქსში ყველზე ცივ ამინდში––შუა ზამთარში ვიცმევდი.
      სკოლაში ზუსტად ზარს მივუსწარი. სადგომთან ვტრიალებდი და ვეძებდი თავისუფალ ადგილს. ახლა რომ უცებ ვერცხლისფერი „ვოლვო“ დავინახო! მაგრამ ის არ ჩანდა...  ძლივს  ვიპოვე ადგილი ბოლო რიგში და გავიქეცი ინგლისურზე. სულში კი კატები მკაწრავდნენ.
      როგორც გუშინ, დღესაც იმედი სუსტ ენძელასავით მეზრდებოდა გულში მანამ სანამ ბუფეტში მათი ცარიელი მაგიდა არ დავინახე და ბიოლოგიაზე ––ცარიელი მერხი.
     საყიდლებზე წასვლის გეგმა ძალაში დარჩა,  ოღონდ ლორენმა გადაიფიქრა.  ჩემთვის უკეთესი! თან აუცილებლად მჭირდება აქედან წასვლა,   ისედაც ყოველ წამს ვიხედები ირგვლივ იმის იმედით, რომ დავინახავ ჩემთვის ძვირფას სახეს. შევეცდები ვიყო მხიარული და მეგობრებს ხასიათი არ გავუფუჭო. ისედაც არ მაწყენდა გარდერობის განახლება. ის რომ სიეტლში მარტო მომიწევდა წასვლა, ფიქრიც არ მსურდა. არა, ედვარდს თუ გეგმები შეეცვლება აუცილებლად გამაგებინებს.
       გაკვეთილების შემდეგ ჯესიკა ჩემთან  წამოვიდა, მე კი პიკაპი ჩარლის ეზოში დავტოვე. შევირბინე სახლში, გავისწორე თმები, ჩარლის წერილი დავუტოვე რომ სენდვიჩები მაცივარშია. საფულე სკოლის ჩანთიდან ელეგანტურ ჩანთაში გადავიტანე.
       შემდეგ კი ჯესიკას ძველი „ფორდით“ ანჯელასაც გავუარეთ. როდესაც აღმოჩნდა, რომ ფორქსს გავცილდით, სხეულის ყველა უჯრედით მოვეშვი.

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)