Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 4)


   მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არასოდეს მენახა მისი მოძებნა ძალიან ადვილი აღმოჩნდა. როგორც ბევრ ქალაქში, სკოლა ავტოსტრადის უკან აღმოჩნდა.   ქუჩების უმეტესობა ფორქსს არმოსავლეთდასავლეთით კვეთდა და ანბანის ასოებით იყო აღნიშნული. ასე რომ სკოლა  აღმოსავლეთის ქუჩა: და სპარტანავენიუს გადაკვეთაზე იყო. რატომღაც ქუჩის სახელიაღმოსავლეთის ქუჩასასაცილოდ მომეჩვენა, და ჩავიხითხითე. ხოო!.. ნერვები მღალატობს.
      სკოლა არაფრით იყო გამორჩეულიის მუქი წითელი აგურით აშენებული რამდენიმე შენობისაგან შედგებოდა და მხოლოდ აბრა მიგვანიშნებდა მის დანიშნულებას – „ფორქსის საშუალო სკოლა“.  მის გარშემო იმდენი ხე და ბუჩქი იზრდებოდა, რომ თავდაპირველად მაშინვე ვერ შევძელი მათი ჭეშმარიტი ზომების განსაზღვრა.  „სადაა აქ სკოლის სულისკვე
თება?“– სევდით გავიფიქრე –  “სადაა მაღალი ღობე და მეტალოდეტექტორები შესასვლელებში?“
     მანქანა პირველივე კორპუსთან გავაჩერე, რომლის კარებზეც ეწერაადმინისტრაცია“. სადგომზე არცერთი მანქანა არ იდგა, ასე რომ დღე არც თუ ისე იმედიანად დაიწო. მაგრამ აქეთიქით ხეტიალს ჯობია შევიდე და  ცხრილი ავიღოგადმოვედი თბილი სალონიდან, გავუყევი ქვის გზას, კარებზე დავაკაკუნე, ღრმად ჩვისუნთქე და შევედი.
    ადმინისტრაციის კორპუსი ძალიან თბილი და ნათელი იყო, რასაც ნამდვილად არ  მოველოდი. კანცელარიის პატარა კაბინეტიც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა: დასაკეცი სავარძლები სტუმრებისათვის, ძირს ხალიჩა, კედლებზე დიდი რაოდენობით პლაკატები, განცხადებები და მოწიკწიკე საათი. ათზე მეტი მცენარე დავითვალე პლასტმასის ქოთნებში, თითქოს  ქუჩაში საკმარისი სიმწვანე არ იყოსარცთუ ისე მაღალი დახლი, რომელზეც დიდი რაოდენობით ფერადი საქაღალდეები  ელაგა ოთახს ორ ნაწილად ყოფდა. დახლის მიღმა სამი მაგიდა იდგაერთერთთან კი სათვალეებიანი, დიდი წითური ქალი იჯდა. უცნობს ჯინსი და ბორდოსფერი მაისური  ეცვამის  დანახვისთანავე თავი  სიცივეს მიუჩვეველ სამხრეთელად ვიგრძენი.
  
        ქალმა შემომხედა.
     –რით შემიძლია დაგეხმაროთ?– მკითხა ადმინისტრატორმა. როგორც ჩანს ქალი უცხოების დანახვას მიჩვეული არ იყო.
     –იზაბელა სვონიგავეცანი მე და ქალმა თავი დამიქნია. როგორც ჩანს  აქ აშკარა ცნობისმოყვარეობით მელოდნენ: პოლიციის შეფის და მისი თავქარიანი მეუღლის შვილი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება!
     –რათქმა უნდა!–წამიყვირა ქალმა და სასწრაფოდ შეუდგა დოკუმეტების ქექვას.– აი თქვენი ცხრილი და სკოლის  რუქაროგორც იქნა მითხრა მან, და დახლზე რამდენიმე ფურცელი დამიდო.
     ადმინისტრატორმა ჩამომითვალა საგნები რომლებიც უნდა მესწავლა და ამიხსნა როგორ უნდა მიმეგნო საჭირო კლასებისა და ლაბორატორიებისათვის, შემდეგ  მომაწოდა  ანკეტა, რომელიც დღის ბოლომდე მასწავლებლების ხელმოწერებით უნდა დამებრუნებინა  .
    –იმედია, ფორქსში უოფნა მოგეწონება!– გრძნობით მითხრა ქალმა.
    შევეცადე ღიმილი თავაზიანი და გულწრფელი გამომსვლოდა.

როდესაც სადგომზე გამოვედი, თავისუფალი ადგილი თითქმის აღარ იყო. პირველ გაკვეთილამდე სულ ცოტა დრო მრჩებოდა და გადავწყვიტე სკოლის ტერიტორიისათვის გვერდი ამეარა. გამიხარდა რომ მოსწავლეების უმეტესობას ჩემსავით ძველი მანქანები ყავდათ. ფენიქსში ღარიბ რაიონში ვცხოვრობდი, რომელიც ბედის ირონიით ახალ პრესტიჟულ უბანს ესაზღვრებოდა, ამიტომ სკოლის სადგომზე ახალი მერსედესის ან პორშეს დანახვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. აქ კი ყველაზე კარგ მანქანად მბზინავივოლვო“  ჩანდა, რომელიც ძალიან გამოირჩეოდა საერთო ფონიდან. მანქანა ყველაზე  ნაკლებად შესამჩნევ ადგილზე გავაჩერე, რომ ძრავის ღმუილს ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. მაქანაში ვიჯექი და  სკოლის რუქას ვუყურებდი, ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი რამ დამემახსოვრებინა. არანაირი სურვილი არ მქონდა რუქაში ცხვირჩარგულს მევლო სკოლაში. მგონი ყველაფერი მზადაა. ჩანთა ჩავალაგე,მხარზე მოვიკიდე და ისევ ღრმად ჩვისუნთქე. „ყველაფერი კარგად იქნებავიმეორებდი და საკუთარი თავის არ მჯეროდა,– არავინ  არ შემჭამსხმაურიანად ამოვისუნთქე და პიკაპიდან გადმოვედი.
       საყელო ავწიე, კაპიუშონი წარბებამდე ჩამოვიფხატე და შევეცადე მოსწავლეების ხმაურიან  ნაკადს შევრეოდი. აქ ჩემი შავი ქურთუკი თვალშისაცემი არ იყო, რაც ძალიან მახარებდა.
        სწრაფად ვიპოვე კაფეტერია და მის უკან კი კორპუსი  #3, რომელსაც უზარმაზარი შავი სამიანი ეწერა კვადრატულ, თეთრ ფონზე. სულ ოთხი კარი მოჩანდა , ასე რომ საჭირო კარის მოძებნა არ გამიჭირდა. მუხლები სულ უფრო და უფრო მიკანკალებდა, თითისწვრებზე შევყევი კლასში ორ ფიგურას ჯინსის პლაშებში.
       რა პატარა კლასებია ამ სკოლაშიჩემამდე შესულებმა სველი პლაშები გაიხადეს და საკიდზე დაკიდეს, მეც მათ მივბძე. ეს ორი ფიგურა გოგოები აღმოჩნდნენფერმკრთალი ქერა და შავგვრემანი. მშვენიერია ჩემი კანის ფერი აქ ნამდვილად არავის გააოცებს.
      ანკეტა  ხელმოსაწერად მასწავლებელს მივაწოდე, რომელსაც  მაგიდაზე მდგარი პატარა დაფიდან თუ  ვიმსჯელებდით მისტერ მეისონი ერქვა. მეისონმა ჩემი გვარი წაიკითხა თუ არა გამომცდელად შემომხედა, და  მშინვე ყურებამდე გავწითლდი. ბოლო მერხზე მომიწია დაჯდომა, ეს კარგი იყო რადგან ნაკლები თვალი მომაშტერდებოდა, მაგრამ ჩემს ახალ თანაკლასელებს არც ამან შეუშალა ხელი, მე კი თავი მოვიჩვენე თითქოს წიგნების სიას ვკითხულობდი. სიაში ავტორების ჩვეუებრივი კრებული იყო: ბრონტე, შექსპირი, ჩოსერი, ფოლკნერი. სიიდან თითქმის ყველა წიგნი  მქონდა წაკითხული და შვება ვიგრძენიმ მაგრამ იმედიც გამიცრუვდა. ნეტა დედა თუ დამთანხმდება ჩემი ძველი დავალებები გამომიგზავნოს, თუ მეტყვის რომ ასე მოქცევა არ არ შეიძლება. ცალი ყურით ვუსმენდი, მასწავლებლის მონოტორულ საუბარ, თან გონებაში მიზეზებს ვალაგებდი, რომლებითაც  შევძლებდი დედაჩემის დარწმუნებას.
      როგორც იქნა ზარი დაირეკა, რომლსაც  უჩვეულო მოგუდული ხმა ქონდა. მაღალი გამონაყარიანი ბიჭი მომიახლვდა, რომელსაც  აშკარად დალაპარაკება სურდა.
      –შენ ხომ იზაბელა სვონი ხარ?–ფართო ღიმილით მკითხა მან.
      –ბელადავუზუსტე მე. ვინც კი სამი მეტრის რადიუსში იდგა ყველა რვეულებით ხელში გაშეშდა.
     –რა საგანი გაქვს ამის შემდეგ?–დაინტერესდა ბიჭი , მე კი ჩანთაში ჩაძვრომა მომიწია ცხრილის სანახავად.
     –პოლიტოლოგია , ბატონ ჯეფერსონთან მეექვსე კორპუსშიარ ვიცოდი საით გამეხედაირგვლივ ყველგან ცნობისმოყვარეობით მოცომციმე თვალები იყო.
    –მე მეოთხე კორპუსში მივდივარდა შემიძლია გაგაცილო!
    ღმერთო  ჩემო, ამას როგორც ჩანს ადვილად თავს ვერ დავაღწევ...
    –მართლა, მე ერიკი მქვია
    –მადლობჩავიბუტბუტე.
     ქურთუკები  ჩავიცვით და წვიმაში გავედით, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერებულიყო. რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკან ვიღაცა კვალდაკვალ მოგვყვებოდა და გვისმენდა. იმედია პარანოია არ მემართება!
     –ჩვენი ქალაქი ფენიქსს  საერთოდ არ  ჰგავს არა?–მკითხა ერიკმა.
     –ნამდვილად.
     –ალბათ იქ  თითქმის  არ წვიმს.
     –არა როგორ არა , რამდენჯერმე წელიწადში.
     –ვერც კი წარმომიდგენია უწვიმობაგაოცებულმა წამოიძახა ბიჭმა.
    – მზე ანათებსავუხსენი მე.
    –რაღაც ძალიან გარუჯული არ ხარშენიშნა ერიკმა.
    –დედა ალბინოსი მყავს.
    ბიჭმა ყურადღებით შემომხედა და ამოისუნთქა. როგორც ჩანს წვიმა და იუმორის გრძნობა ერთად ვერ თანხმდებიან. რა საშინელებაა, ნუთუ რამდენიმე თვეში მეც დამავიწყდება რა არის სარკაზმი.
    ერიკმა კარმადე მიმაცილა, ალბათ ეშინოდა არ დავკარგულიყავი.
    –აბა კარგადდამემშვიდობა როდესაც კარი შევაღეიმედი მაქვს  ხშირად გნახავ ხოლმე.– ენთუზიაზმით მითხრა ბიჭმა!
      მე გამახნევებლად გავუღიმე და შევედი.
      დილა ჩვეულებრივ მიდიოდა. ტრიგონომეტრიის მასწავლებელმა, მისტერ ბარნერმა, რომელიც თავიდანვე არ მომეწონა, მაიძულა  მთელი კლასის წინაშე მომეყოლა ჩემს შესახებ. გავწითლდი, ჩუმად ვლაპარაკობდი, სიტყვები მერეოდა, დასაჯდომად რომ წავედი წავბორძიკდი და ლამის წავიქეცი.
     ორი გაკვეთილის შემდეგ თანდათან დავიწყე სახელების დამახსოვრება. ყველა კლასში იყო რამდენიმე გამბედავი ბავშვი, რომლებიც მოდიოდნენ,მეცნობოდნენ და მეკითხებოდნენ მომწონდა თუ არა ფორქსი. მე ვცდილობდი რაც შეიძლება თავაზიანი ვყოფილიყავი და ტყუილს ტყუილზე ვამბობდი. სამაგიეროდ რუქა საერთოდ არ დამჭირდა.
    ერთ გოგონასთან ერთად ტრიგონომეტრიაზე და ესპანურზე ვიჯექი, შემდეგ კი ერთად წავედით ლანჩზე. ჩემი ახალი ნაცნობი მინიატურული იყო, ათი სანტიმეტრით მაინც ჩემზე დაბალი, მაგრამ მუქი კულულები ამ განსხვავებას შეუმჩნეველს ხდიდა. მისი სახელი ვერ დავიმახსოვრე და დაბნეული ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი, მაშინ  როდესაც ის გაუჩერებალდ ლაპარაკობდა მასწავლებლებზე და გაკვეთილებზე.

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)