Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 16)


                                  თავი მეთექვსმეტე
                              კარლაილი


   ედვარდი უკან გამიძღვა იმ ოთახისკენ რომელზეც მითხრა რომ კარლაილის კაბინეტი იყო. წამით შეჩერდა კართან.
   _შემოდით- მიგვიპატიჟა კარლაილის ხმამ. 
   ედვარდმა მაღალჭერიანი, დასავლეთით ჩატანებულ მაღალ ფანჯრებიანი ოთახის კარი გააღო. ამ ოთახის კედლებიც პანელებით შემოსაზღვრული იყო, ოღონდ უფრო მუქი ხით- ამიტომ აქ ისინი უფრო მკაფიოდ ჩანდნენ. კედლების თავისუფალი სივრცის უმეტესობა აღმართულ წიგნის თაროებს ეკავა, რომელიც ჩემს თავსზემოთ ბევრად მაღლა გრძელდებოდა და იმდენ წიგნს იტევდა, რამდენიც ბიბლიოთეკის გარეთ არასდროს მქონდა ნანახი.
   კარლაილი წითელი ხის უზარმაზარი მაგიდის უკან იჯდა ტყავის სავარძელში. ის სანიშნს დებდა სქელტანიანი წიგნის ფურცლებს შორის. ისეთი ოთახი იყო, როგორიც კოლეჯის დეკანის წარმომედგინა ხოლმე- ოღონდ კა
რლაილი ამისთვის ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებოდა.
   _რით შემიძლია დაგეხმაროთ?- თავაზიანათ გვკითხა და სავარძლიდან წამოდგა.
   _მინდოდა ბელასთვის ჩვენი რამდენიმე ისტორია მეჩვენებინა- თქვა ედვარდმა- უფრო სწორად შენი
   _თქვენი შეწუხება არ გვინდოდა- მოვუბოდიშე.
   _სულაც არ მაწუხებთ. რით აპირებდი დაწყებას?
   _მზიდავით,- უპასუხა ედვარდმა.მხარზე ოდნავ შემახო ხელი, რომ იმ კარისკენ მივებრუნებინე, რომლიდანაც წუთის წინ შემოვედით. ყოველთვის როცა მეხებოდა, თუნდაც სრულიად შემთხვევით, ჩემს გულს ამაზე ძალიან მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. ახლა მითუმეტეს შემაცბუნებელი იყო ეს ჩემთვის, რადგან ოთახში კარლაილიც იყო.

   კედელი, რომლის პირდაპირაც ახლა ვიდექით, დანარჩენებისგან განსხვავდებოდა. წიგნის თაროების ნაცვლად, ეს კედელი ყველა ზომის ჩარჩოიანი სურათებით იყო გადაჭედილი, ზოგი მათგანი მთრთოლ ფერებში იყო დახატული, ზოგზე ბუნდოვანი ერთფეროვანი გამოსახულება ისახებოდა. რამე ლოგიკას, მაკავშირებელ მოტივს ვეძებდი კოლექციის სურათებს შორის, მაგრამ ამ ჩემი ნაჩქარები კვლევა-ძიების დროს ვერაფერი ვიპოვე. 

   ედვარდმა მარცხნივ გამწია, დამაყენა პატარა კვადრატული ფორმის ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატის წინ, რომელიც ულამაზო ხის ჩარჩოში იყო ჩასმული. ეს სურათი სხვა უფრო დიდ და უფრო ნათელ სურათებს შორის არაფრით გამოირჩეოდა; სეფიის ცვალებად ტონებში იყო დახატული, ზედ გამოსახული მინიატურული ქალაქის წვეტიანი გადახრილი სახურავებით და რამდენიმე გაფანტულ კოშკზე აღმართული თხელი წვეტებით.სურათის წინა პლანზე ფართო მდინარე მიედინებოდა, რომელსაც კვეთდა ხიდი, რომელზეც პაწაწინა ტაძრების მსგავსი ნაგებობები იყო აშენებული. 
_ლონდონი 1650 წელს- თქვა ედვარდმა.
_ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი ლონდონი-დაამატა კარლაილმა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯზე იდგა ჩვენს უკან. შვკრთი; ვერ მივხვდი როდის მოგვიახლოვდა. ედვარდმა ხელზე ხელი მომიჭირა.
_შენ მოუყვები ამ ამბავს?- კითხა ედვარდმა. ოდნავ მოვიგრიხე, რომ კარლაილის რეაქცია მენახა.
  ის ჩემს მზერას წააწყდა და გაეღიმა.
_მოვუყვებოდი-უპასუხა- მაგრამ ცოტა არ იყოს მაგვიანდება. საავადმყოფოდან დამირეკეს ამ დილას- დოქტორი სნოუ ავადაა. თანაც, შენც  მშვენივრად იცი ეს ისტორიები.
 არაბუნებრივი იყო ეს ყველაფერი- ქალაქის დაუღალავი მკურნალი როგორ ჩაეჩხირა თავისი ადრეული წლების, მე17 საუკუნის ლონდონის განხილვაში.
   იმის ცოდნაც უცნაური იყო ჩემთვის, რომ კარლაილმა რაც თქვა მხოლოდ ჩემს გამო თქვა ხმამაღლა.
  ჩემთვის განკუთვნილი კიდევ ერთი თბილი ღიმილით დატოვა მან ოთახი.
  კარგა ხანს ვუყურე კარლაილის მშობლიური ქალაქის ამსახველ პატარა სურათს.
_შემდეგ რა მოხდა?-ვკითხე ბოლოს თან ედვარდს ავხედე, ის მე მიყურებდა.-როცა მიხვდა რაც მოუვიდა?
  მან ისევ ნახატებს შეავლო თვალი, მის მზერას გავაყოლე თვალი რომ მენახა ამჯერად რომელმა სურათმა მიიპყრო მისი ყურადღება. ეს უფრო დიდი ბუნდოვანი ფერებით დახატული ლანდშაფტი იყო- ცარიელი, ბუნდოვანი მდელო ტყეში, რაღაც მანძილის მერე კლდიანი პიკით დასრულებული.
_როცა მიხვდა რადაც იქცა- წყნარად თქვა ედვარდმა-ის აუჯანყდა თავის თავს. თავისი თავის განადგურება სცადა. მაგრამ ეს არც ისე ადვილი გასაკეთებელი იყო.
_როგორ ეცადა?- ამის ხმამაღლა თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ამ სიტყვებმა ჩემი გაოგნებიდან გამოხეთქა.
_ძალიან მაღალი ადგილებიდან გადმოხტა- მშვიდი ხმით მითხრა ედვარდმა- შეეცადა ოკეანეში დაეხრჩო თავი... მაგრამ ახალ ცხოვრებაში ის ძალიან ახალგაზრდა და ძლიერი იყო. საოცარია, რომ მან წინააღმდეგობის გაწევა შეძლო... მადისთვის... სანამ ასე ახალი იყო. ინსტიქტები თავიდან ბევრად ძლიერია, ისეთი ძლიერი, რომ ყველაფერს აჭარბებს. მას იმდენად ეზიზღებოდა საკუთარი თავი, რომ ძალა ეყო შიმშილით ეცადა თავის მოკვლა.
_ეს შესაძლებელია?- მისუსტებული ხმა მქონდა.
_არა, ჩვენი მოკვლა სულ რამდენიმენაირად შეიძლება
  პირი დავაღე რაღაცის საკითხავად, მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი მან თქვა:
_ამის გამო, ის ძალიან მშიერი გახდა და დასუსტდა. უგზო-უკვლოდ დახეტიალობდა რაც შეეძლო შორს ხალხის მასებისგან, გრძნობდა რომ ნებისყოფაც უსუსტდებოდა. თვეების განმავლობაში ღამ-ღამობით დახეტიალობდა, ყველაზე განმარტოებულ ადგილებს ეძებდა, თავისი თავი სძაგდა.
_ერთ ღამეს, ირმის ჯოგმა ჩაუარა მის სამალავს. წყურვილმა ისე გააველურა, რომ დაუფიქრებლად დაესხა თავს მათ. ძალა დაუბრუნდა და მიხვდა, რომ შეეძლო არც ყოფილიყო ის ბილწი ურჩხული, რომლისაც ასე ეშინოდა. ყოფილ ცხოვრებაში არ ქონდა ნაჭამი ირმის ხორცი თუ რა? მომდევნო თვეებში მისი ახალი ფილოსოფია დაიბადა. შეეძლო ისე ეარსება რომ არც ყოფილიყო დემონი. მან ისევ იპოვა თავისი თავი.
_დროის უკეთესად გამოყენება დაიწყო. ყოველთვის ჭკვიანი იყო, ცოდნის გაუმჯობესების დიდი სურვილი ჰქონდა. ახლა კი წინ განუსაზღვრელი დრო ჰქონდა. ღამით სწავლობდა, დღისით გეგმებს აწყობდა. მან საფრანგეთში გაცურა და__
_საფრანგეთში გაცურა?
_ხალხი არხის გავლით ყოველთვის ახერხებდა ამას, ბელა-მოთმინებით შემახსენა.
_მგონი მართალი ხარ. მაგრამ ამ კონტექსტში სასაცილოდ ჟღერდა. განაგრძე
_ცურვა ადვილია ჩვენთვის...
_შენთვის ყველაფერი ადვილია- მოვეჭიდე მის ნათქვამს.
   მიცდიდა, კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა.
_მეტჯერ აღარ შეგაწყვეტინებ, გპირდები
   მოღუშულად ჩაიცინა და წინადადება გააგრძელა.
_იმიტომ, რომ ფაქტიურად არ გვჭირდება სუნთქვა.
_შენ...
_არა, არა შენ დამპირდი- გაიცინა და ცივი თითი ოდნავ დამადო ტუჩებზე- გინდა ამ ამბის მოსმენა თუ არა?
_ამ ისტორიაზე მეტად ვერაფრით დამაინტერესებდი და თან მოელი რომ არაფერს გკითხავ? -ამოვილუღლუღე მის თითს მიღმა.
  ხელი აწია, ყელზე დამადო. გულისცემამ რეაგირება მოახდინა ამაზე, თუმცა ძალიან კი შევეწინააღმდეგე.
_სუნთქვა არ გჭირდება?- ჩავაცივდი.
_არა, საჭიროება არ მოითხოვს. უბრალოდ ჩვევაა.-მხრები აიჩეჩა.
_რამდენ ხანს შეგიძლია გაძლო.... სუნთქვის გარეშე?
_მგონი განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. ზუსტად არ ვიცი. ცოტა უხერხულია- ყნოსვის გარეშე ყოფნა.
_ცოტა უხერხული-ექოსავით გავიმეორე
   ჩემი საკუთარი გამომეტყველებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ რაღაცის დანახვამ მასში ის პირქუში გახადა.  მისი ხელი გვერძე დაეშვა და ძალიან მშვიდად დადგა, დაჟინებით მიყურებდა სახეში. სიჩუმე გაიწელა. ნაკვთები ქვასავით უძრავი გაუხდა.
_რა არის?- დავიჩირჩულე, მის გაყინულ სახეს შევეხე.
   ჩემი ხელის ქვეშ დაურბილდა სახე და ამოიოხრა.
_ველოდები როდის მოხდება ეს.
_რა როდის მოხდება?
_გონების რომელიღაც კუნჭულით ვიცი, რომ რაღაც რასაც გეტყვი, ან რაღაც რასაც დაინახავ შენთვის მეტისმეტი იქნება. და მაშინ შენ გამექცევი, დაიყვირებ წასვლისას. -ნახევრად გამიღიმა, თუმცა თვალები სერიოზული შერჩა- მე არ შეგაჩერებ. მინდა რომ ასე მოხდეს, რადგან მინდა, რომ უსაფრთხოდ იყო. ჯერ-ჯერობით კი შენთან ერთად ყოფნა მინდა. ეს ორი სურვილი კი შეუთავსებადია...-სიტყვა გაუწყდა, სახეში მიყურებდა. მელოდებოდა
_მე არსად არ გავრბივარ- შევპირდი.
_ვნახოთ- თქვა, ისევ იღიმოდა.
   შევუბღვირე.
_აბა, გააგრძელე- კარლაილი საფრანგეთში მიცურავდა.
   გაჩერდა, თავის ისტორიას უბრუნდებოდა. უნებურად თვალები სხვა სურათისკენ გაექცა- კოლექციის ყველაზე ფერადი სურათისკენ, რომელიც ყველაზე მდიდრულად მორთულ ჩარჩოში იყო ჩასმული. ეს სურათი ამავდროულად ყველაზე დიდიც იყო; ის იმ კარზე ორჯერ განიერი იყო, რომლის გვერძეც ეკიდა. იალქნები გადავსებული იყო დაგორგლილი მანტიებში გამოწყობილი ნათელი ფიგურებით, რომლებიც გრძელი სვეტების გარშემო იკრუნჩხებოდნენ და გემის კოშკურებიდან ხტებოდნენ. ვერ გეტყოდით ბერძნული მითოლოგიიდან იყო ეს სურათი თუ ღრუბლებში მოტივტივე პერსონაჟები ბიბლიიდან იყვნენ გადმოტანილები.
_კარლაილმა საფრანგეთისკენ გაცურა და ევროპისკენ გააგრძელა გზა, იქ ხომ უნივერსიტეტები იყო. ღამ-ღამობით მუსიკას სწავლობდა, მეცნიერებას, მედიცინას- და იპოვა თავისი მოწოდება, ამაში თავისი სინანული აღმოაჩინა, ადამიანების გადარჩენაში. -მორიდებული გამომეტყველება გაუხდა, თითქმის მოწიწებული.- მე შესაბამისად ვერ აღვწერ ბრძოლას; კარლაილს 2 მტანჯველი საუკუნის ძალისხმევა დასჭირდა, რომ სრულყოფილი გაეხადა თვით-კონტროლი. მან ეს უკვე გაიარა, სამაგიეროდ თავისუფალია ადამიანის სისხლის სუნისგან და შეუძლია საკუთარი თავის წამების გარეშე აკეთოს თავისი საყვარელი საქმე. საავადმყოფოში ის დიდ სიმშვიდეს პოულობს...-ედვარდი დიდხანს გაჰყურებდა სივრცეს. მან თითი მიადო ჩვენს წინ არსებულ უზარმაზარ ნახატს.
_ის იტალიაში სწავლობდა, როცა დანარჩენები აღმოაჩინა. ისინი ლონდონის საკანალიზაციო მილების ორეულებზე ბევრად ცივილიზებულები და განათლებულები იყვნენ.

  ის ნახატის შედარებით მშვიდ კვარტეტს შეეხო, რომლის წევრებიც ყველაზე მაღალ კოშკურაზე იყვნენ და მშვიდად დაჰყურებდნენ მათ ქვემოთ არსებულ ქაოსს. ყურადღებით დავაკვირდი დაჯგუფებას და გაოცების სიცილით მივხვდი, რომ ოქროსფერთმიანი კაცი ვიცანი.
_სოლიმენა ძალიან იყო შთაგონებული კარლაილის მეგობრებით. ის ხშირად ხატავდა მათ ღმერთებად.- ედვარდს ჩაეცინა- არო, მარკუსი, კაიუსი-თქვა მან, თან დანარჩენ სამზე მითითებდა, 2 შავთმიანი იყო, ერთი თოვლივით                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     თეთრთმიანი. ხელოვნების ღამის მფარველები.
_რა დაემართათ?-ხმამაღლა დავინტერესდი, იალქნებზე გამოსახულ ფიგურებზე დასრიალებდა ჩემი თითისწვერი.
_ისინი ჯერ კიდევ იტალიაში არიან- მხრები აიჩეჩა- ისინი ვინ იცის რამდენი ათასწლეულია არსებობენ. კარლაილი მათთან ცოტა ხანს იყო, მხოლოდ რამდენიმე ათეული წელიწადი. ის ძალიან აღფრთოვანდა მათი ცივილიზებულობით, მათი დახვეწილობით, მაგრამ მათ დიდი შეუპოვრობა გამოიჩინეს მცდელობაში, რომ კარლაილი როგორც ისინი ეძახდნენ, „ბუნებრივი საკვები წყაროს“, ზიზღისგან განეკურნათ. ისინი ცდილობდნენ ის დაერწმუნებინათ, მამა კი მათ გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, კარლაილმა „ახალი სამყაროს“ შექმნა გადაწყვიტა. ის თავისნაირების პოვნაზე ოცნებობდა. როგორც ხედავ, ის ძალიან მარტოსულად გრძნობდა თავს.
_დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ იპოვა. მაგრამ, როცა ურჩხულები მხოლოდ ზღაპრების შემადგენილი ნაწილი გახდა, ის მიხვდა, რომ შეეძლო მიამიტ ადამიანებთან ერთად ემოქმედა, თუ ისინი მას ერთ-ერთ მათგანად ჩათვლიდნენ. მან სამედიცინო სფეროში თავისი ცოდნის გამოყენება დაიწყო. მაგრამ უერთიერთთანამშრომლობამ, რომელიც მას ასე სურდა გვერდი აუარა მას;  მას არ შეეძლო სამეგობროს გაწირვა.
_როცა გრიპის ეპიდემიამ იფეთქა, ის ღამ-ღამობით მუშაობდა ჩიკაგოს საავადმყოფოში. რამდენიმე წელი ებრძოდა გონებაში მომწიფებულ აზრს და თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ემოქმედა- მას შემდეგ რაც თანამოაზრე ვერ იპოვა, თვითონ უნდა შეექმნა ის. მან ზუსტად არ იცოდა, როგორ მოხდა მისი გარდაქმნა, ამიტომ ყოყმანობდა. არ უნდოდა ისე მოეპარა ვინმეს სიცოცხლე როგორც მას წაართვეს. ამ ფიქრების ჭიდილში იყო როცა მე მიპოვა. უიმედო მდგომარეობაში ვიყავი; სიკვდილისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგული მქონდა. ის ჩემს მშობლებსაც უვლიდა და იცოდა, რომ აღარავინ მყავდა. გადაწყვიტა ეცადა...
   ხმა, რომელიც უკვე ჩურჩულამდე იყო მისული სულ ჩაუწყდა. ისე მიაშტერდა დასავლეთის ფანჯრებს არც არაფერი დაუნახია. მაინტერესებდა ახლა რომელ სურათს დაეკავებინა მისი გონება, კარლაილის თუ თავისი მოგონებებისას. წყნარად ველოდი.
  როცა მომიბრუნდა, თვინიერი ანგელოზის ღიმილი უნათებდა გამომეტყველებას.
_ასე და ამგვარად მგონი მთელი წრე შევკარით.- დაასრულა.
_მას შემდეგ სულ კარლაილთან ხარ?- დავინტერესდი.
_თითქმის სულ- ოდნავ მომხვია წელზე ხელი და თავისკენ მიმიზიდა, როცა კარში გაიარა. უკან მოვხედე სურათებიან კედელს,მაინტერესებდა ოდესმე თუ მოვისმენდი სხვა ისტორიებს.
   ედვარდს აღარაფერი უთქვია სანამ ჰოლში დავბრუნდებოდით, ამიტომ მე ვკითხე.
     _თითქმის?
   ამოიოხრა, მივხვდი პასუხის გაცემა არ ეხალისებოდა.
_ტიპიური ახალგაზრდული ამბოხების შემოტევა მქონდა ჩემი....დაბადებიდან...შექმნიდან, რაც გინდა ის უწოდე, 10 წლის შემდეგ.  მის თავშეკავებულ ცხოვრებაში გაყიდული არ ვყოფილვარ, და მე აღმაშფოთა იმან, რომ ის ჩემს მადას განაგებდა.  ამიტომ, რაღაც დროის განმავლობაში ჩემთვის ვიყავი
_მართლა?-შეშინებულზე მეტად, როგორიც ალბათ წესით უნდა ვყოფილიყავი, დაინტრიგებული ვიყავი. 
  შეეძლო ეპასუხა. გაურკვევლად გავაცნობიერე, რომ კიბეებზე ავდიოდით, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემ გარემოცვას.
_ნირი ხომ არ წაგიხდა?
_არა
_რატომ?
_მგონი... ეგ ლოგიკურიც კი იყო
  ხმამაღლა გაიცინა, უფრო ხმამაღლა ვიდრე ოდესმე. მაგ დროს უკვე კიბის თავში ვიყავით, კიდევ ერთ პანელებიან დერეფანში.
_ჩემი ახალი დაბადების დროიდან მოყოლებული ჩემი ყველა ადამიანი და არაადამიანი გარშემომყოფების ფიქრების ცოდნის უპირატესობა მქონდა. აი რატომ დამჭირდა 10 წელი რომ გამომეწვია კარლაილი- მე შემეძლო წამეკითხა მისი იდეალური გულწრფელობა, ზუსტად გავიგე რატომ ცხოვრობდა ის ისე, როგორც ცხოვრობდა.
_სულ რამდენიმე წელი დამჭირდა რომ დავბრუნებულიყავი კარლაილთან და აღმედგინა მისი ნდობა. მეგონა განვთავისუფლდებოდი დეპრესიისგან, რომელიც თან სდევს სინდისის ქენჯნას. იმის გამო რომ მე ჩემი მსხვერპლის ფიქრები ვიცოდი, შემეძლო გადამელახა უმანკოება და მივყოლოდი ბოროტებას. თუ მკვლელს გავყვებოდი ბნელ ხეივანში, როცა ის ახალგაზრდა გოგოს მისდევდა- თუ მე გოგოს გადავარჩენდი, მაშინ რასაკვირველია აღარ ვიქნებოდი ასეთი საზარელი.
   გამაკანკალა, ძალიან ნათლად წარმოვიდგინე რაც მან აღწერა- ხეივანი ღამით, დამფრთხალი გოგონა, პირქუში კაცი მის უკან. და ედვარდი, ედვარდი ნადირობისას, საზარელი და ახალგაზრდა ღმერთივით ბრწყინვალე, შეუჩერებელი. ის გოგო მისი მადლიერი იქნებოდა თუ უწინდელზე მეტად შეეშინდებოდა?
_მაგრამ დრო რომ გავიდა, ჩემს თვალებში ურჩხული დავინახე. ვერსად გავექცეოდი ვალს, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე წაიღო, მნიშვნელობა არ ქონდა რით გავამართლებდი ჩემს საქციელს.  და კარლაილთან და ესმისთან დავბრუნდი. იმაზე მეტად ხელგაშლილები დამხვდნენ ვიდრე ვიმსახურებდი.
  სწორედ იმ დროს დერეფნის ბოლო კარის წინ მივედით და გავჩერდით.
_ჩემი ოთახი-მაცნობა, კარი გააღო და შიგნით შესვლისკენ მიბიძგა.
  მისი ოთახი სამხრეთით იყო, კედლის ზომის ფანჯრით დაბლა სართულის დიდ ოთახს მაგონებდა. ალბათ სახლის მთელი უკანა მხარე მინის იყო. ხედი დაკლაკნილ მდინარე „სოლ დაქს“ გადაჰყურებდა, ხელშეუხებელ ტყეს კვეთდა და ოლიმპიის ტყეების მწკრივისკენ მიედინებოდა. მთები აქედან იმაზე ახლოს ჩანდა ვიდრე მეგონა. 
  დასავლეთის კედელი მთლიანად დაეფარა ერთმანეთის მიყოლებით დაკიდულ დისკების თაროებს. მისი ოთახი მუსიკალურ მაღაზიაზე უკეთესად იყო მომარაგებული. კუთხეში გამოცდილი-შესახედაობის ხმის სისტემა იყო, რომლის შეხებისაც შემეშინდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი რაღაცას დავამტვრევდი.  საწოლი არ იყო, სამაგიეროდ ფართო და მიმზიდველი შავი ტყავის სავარძელი იდგა. იატაკი სქელი ოქროსფერი ხალიჩით იყო დაფარული, კედლები კი უმნიშვნელოდ უფრო ბნელ ჩრდილში ეკიდა მძიმე ქსოვილით.
_კარგი აკუსტიკაა.-მივხვდი მე.
  მან ჩაიცინა და თავი დამიქნია.
  პულტი აიღო და სტერეო ჩართო. წყნარი, მაგრამ რბილი ჯაზ ნომერი ისე ჟღერდა, თითქოს ბენდი ჩვენთან ერთად იყო ოთახში. მივედი, რომ მისი გონებისამრევი მუსიკალური კოლექცია დამეთვალიერებინა. 

_როგორ გაქვს დაწყობილი?- ვკითხე, სათაურებს შორის ვერ ვნახე ვერცერთი საერთო მიზეზი ან რითმა.
   ის ყურადრებას არ მაქცევდა.
_მმმ....წლის მიხედვით, და პერსონალური შესრულებით ამ ჩარჩოს ფარგლებში.-გონებადაფანტულად მიპასუხა.
  შემოვბრუნდი, განსაკუთრებული გამომეტყველებით მიყურებდა.
_რა?
_მოვემზადე რომ მეგრძნო...შვება. რადგან შენ ყველაფერი იცი, აღარ მჭირდება შენგან საიდუმლოების შენახვა. მაგრამ არ მეგონა ამაზე უკეთესად თუ ვიგრძნობდი თავს. მომწონს ეს შეგრძნება. ვგრძნობ, რომ... ბედნიერი ვარ. -შეიშმუშნა, ოდნავ გაიღიმა.
_მიხარია- ვთქვი და ღიმილითვე ვუპასუხე. ვნერვიულობდი, რომ შეიძლებოდა ენანა ის, რომ ეს ყველაფერი მომიყვა. სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ ასე არ იყო.
  მაგრამ შემდეგ, როცა მისმა თვალებმა ჩემი გამომეტყველება დაიჭირა, ღიმილი გაუხუნდა და შუბლი შეეჭმუხნა.
_შენ ისევ ელოდები როდის გავიქცევი ყვირილით, არა?-მივუხვდი.
  ტუჩები მისუსტებულმა ღიმილმა გაუპო და თავი დამიქნია.
_ვერ ვიტან შენი ბედნიერების ბუშტების გახეთქვას, არც ისეთი საშიში ხარ როგორც გგონია. უფრო სწორად, საერთოდ არ მგონიხარ საშიში- უტიფრად მოვიტყუე.
  გაჩერდა, აშკარა ურწმუნობით აქაჩა წარბები. შემდეგ კი ფართო, ბოროტი ღიმილი აენთო სახეზე.
_აი ეგ კი ნამდვილად არ უნდა გეთქვა.- ჩაიცინა.
  ამოიღრინა, ეს იყო მისი ყელიდან ამოსული ჩუმი ხმა; ტუჩი იდეალურ კბილებს მიღმა ჩაემალა.მისი სხეული უცებ გაინძრა, ნახევრად მიწაზე განერთხა, ისეთი დაძაბული იყო, როგორც თავდასხმისთვის მზადმყოფი ლომი.
   უკან დავიხიე, თან თვალს არ ვაცილებდი.
     _არ უნდა გეთქვა

  ვერ დავინახე როდის დამახტა. -ის ბევრად უფრო სწრაფი იყო. უბრალოდ უცებ აღმოვაჩინე რომ მიწას მოვწყდით, შემდეგ კი სავარძელზე დავეცით, რომელიც კედელს მიეჯახა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი მკლავები რკინის დამცავი გალიასავით მეხვეოდნენ გარშემო- თითქმის მბიძგულობდა. ჯერ კიდევ ძლივს ვსუნთქავდი როცა წელში გასწორება ვცადე.
  მაგრამ ვინ გაცადა? მის მკერდთან ბურთივით დაგორგლილი მიმიხუტა, რკინის ჯაჭვზე მაგრად მიკრავდა. განგაშით შევხედე, მაგრამ ის მშვენივრად ფლობდა თავს, ყბები მოუდუნდა როცა გაიკრიჭა, მისი თვალები მხოლოდ იუმორით ენთო.
_რას ამბობდი?-მხიარულად იღრინებოდა.
_ვამბობდი, რომ ძალიან, ძალიან საზარელი ურჩხული ხარ.- ვთქვი, ჩემი ირონია ცოტა დაასუსტა ჩემმა სუნთქვაშეკრულმა ხმამ.
_ასე ბევრად უკეთესია-მოწონება გამოხატა
_მმ-შევიშმუშნე-ახლა შეიძლება ავდგე?
  გაიცინა
_შეიძლება შემოვიდეთ?- ნაზი ხმა მოისმა დერეფნიდან.
  ავწრიალდი რომ თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ ედვარდმა სრულიად მარტივად შემაბრუნდა ისე, რომ ნაწილობრივ უფრო პირობითად დავჯექი მის კალთაში. ახლა დავინახე, რომ ელისი იყო, მის უკან კი კარში გაჩხერილი ჯასპერი. ლოყები ამეწვა, მაგრამ ედვარდი სრულიად მშვიდად იყო.
_მოდი, მოდი- ედვარდი ჯერ კიდევ წყნარად ხითხითებდა.
 ელისი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჩვენს ჩახუტებაში უჩვეულო ვერაფერი შენიშნა; ის წამოვიდა- თითქმის ცეკვით, ისე მოხდენილად მოძრაობდა-ოთახის ცენტრისკენ, სადაც იატაკზევე ჩაჯდა. ჯასპერი კარში გაჩერდა, ცოტათი შოკირებული გამომეტყველება ჰქონდა. მან ედვარდს შეავლო სახეზე თვალი, დავინტერესდი თავისი უჩვეულო მგრძნობელობით ხომ არ სინჯავდა ატმოსფეროს.
_ისეთი ხმები ისმოდა თითქოს ბელას მიირთმევდა ლანჩზე, ჩვენ ამოვედით, რომ გვენახა ხომ არ გაგვიყოფდი- განაცხადა ელისმა.
 წამით გავხევდი, სანამ მივხვდებოდი, რომ ედვარდი იცინოდა- თუმცა ვერ მივხვდი ელისის კომენტარზე თუ ჩემ საპასუხო რეაქციაზე.
_მაპატიეთ, მაგრამ იმდენი აღარ დამრჩა, რომ გასაყოფად ღირდეს.-უპასუხა ედვარდმა, დაუფიქრებლად მიმიზიდა მკლავებით.
_უფრო სწორად, -თქვა ჯასპერმა, თავისთავზე გაბრაზებულმა ჩაიღიმა როცა ოთახში შემოვიდა- ელისი ამბობს, რომ ამაღამ ნამდვილი ქარიშხალი იქნება და ემეტს ბურთის თამაში უნდა, თამაშში ხარ?
  მისი სიტყვები ყველას გვეხებოდა, მაგრამ მისმა შინაარსმა შემაცბუნა. თუმცა გავიფიქრე, რომ ელისი უფრო საიმედო იყო ვიდრე ამინდის პროგნოზის წამყვანი.
  ედვარდს თვალები აენთო, მაგრამ ყოყმანობდა.
_რა თქმა უნდა შეგიძლია ბელაც წამოიყვანო.- ამოიღუღუნა ელისმა. დავინახე ჯასპერმა როგორ ესროლა მას სწრაფი მზერა.
_გინდა წამოსვლა?-აღფრთოვანებით მკითხა ედვარდმა, გაბრწყინებული გამომეტყველება ჰქონდა.
_აბა რა- ასეთი სახისთვის იმედის გაცრუება არ შემეძლო- მმ, სად მივდივართ?
_ქუხილამდე მოგვიწევს ლოდინი, რომ ბურთი ვითამაშოთ-და ნახავ რატომაც- შემპირდა.
_ქოლგა დამჭირდება?
  სამივემ ხმამაღლა გაიცინა.
_დაჭირდება?- ჰკითხა ჯასპერმა ელისს.
_არა- თავდაჯერებით უპასუხა- ქარიშხალი ქალაქს დაეჯახება. გაშლილ ადგილზე საკმაოდ სიმშრალე იქნება.
_კარგი მაშინ- ბუნებრივი ენთუზიაზმი ჯასპერის ხმაში გადამდები იყო. ჩემი თავი შიშისგან დაძაბულობის ნაცვლად ენთუზიაზმის მოჭარბებაში გამოვიჭირე.
_წამო, ვნახოთ კარლაილი თუ წამოვა,- ელისი ფეხზე წამოხტა და ისეთი მოძრაობით წავიდა კარისკენ, რომლის ნახვაც ნებისმიერი ბალერინას გულს დაამსხვრევდა.
_ვითომ წინასწარ არ იცი- გამოაჯავრა ჯასპერმა, და სწრაფად გავიდნენ ოთახიდან. ჯასპერი შეეცადა შეუმჩნევლად მოეხურა ზურგს უკან კარი.
_რას ვითამაშებთ?-დავინტერესდი.
_შენ  გვიყურებ- დააზუსტა ედვარდმა- ჩვენ ბეისბოლს ვითამაშებთ.
   თვალები დავახამხამე.
_ვამპირებს ბეისბოლის თამაში უყვართ?
_ეს ხომ ამერიკული გასართობია.-თქვა ყალბი სერიოზულობით.








                            თავი მეჩვიდმეტე
                           თამაში

     წვიმას იწყებდა, როცა ედვარდმა ჩემს ქუჩაზე შემოუხვია. ამ დრომდე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის ჩემთან იქნებოდა, სანამ რამდენიმე საათს გავატარებდი რეალურ სამყაროში.
  შემდეგ შავი მანქანა დავინახე,ფორდი, რომელიც ჩარლის სახლთან ეყენა- გავიგონე ედვარდმა როგორ ჩაიბუტბუტა რაღაც ისე დაბალ ხმაზე უხეში ხმით რომ ვერაფერი გავარჩიე.
  წვიმისგან მორიდებულ ადგილზე, წინა შესასვლელის შვერილის ქვეშ, ჯეიკობ ბლექი იდგა მამამისის ეტლის უკან. ბილის ქვასავით უდრეკი გაუხდა სახე, როცა ედვარდმა ჩემი პიკაპი ბორდიურის გასწვრივ დააყენა. ჯეიკობმა თავი დახარა, დამცირებული გამომეტყველება ჰქონდა.
  ედვარდის ხმა მძვინვარე გახდა.
_ეს შეთანხმების დარღვევაა
_ჩარლის გასაფრთხილებლად მოვიდა?-მივხვდი, გაბრაზებულზე მეტად შეძრწუნებული ვიყავი.
  ედვარდმა უბრალოდ თავი დამიქნია, ბილის მზერას პასუხობდა წვიმის მიღმა დავიწროებული თვალებით.
  შვებისგან სისუსტე ვიგრძენი, რომ ჩარლი ჯერ არ იყო სახლში.
_ნება მომეცი, ამას მე მივხედო.-შევთავაზე. ედვარდის პირქუშმა მზერამ ამაღელვა.
  ჩემდა გასაკვირად, დამეთანხმა.
_მგონი ყველაფერს ეგ აჯობებს. თუმცა ფრთხილად იყავი. ბავშვს ამაზე წარმოდგენა არ აქვს.
   უცებ ავწიე თავი სიტყვა  ბავშვის  გაგონებაზე.
_ჯეიკობი ჩემზე არც მასე პატარაა.-შევახსენე.
  შემომხედა, სიბრაზე მაშინვე მკვეთრად ჩაუცხრა.
_ა, ვიცი.-ღიმილით დამარწმუნა.
  ამოვიოხრე და კარის სახელურს მოვავლე ხელი.
_შიგნით შეიყვანე.-დამარიგა.-ასე წასვლას შევძლებ. ბინდის დროს დავბრუნდები.
_ჩემი პიკაპი გინდა?-შევთავაზე, თან მაინტერესებდა, როგორ უნდა ამეხსნა ჩემი მანქანის არყოფნა ჩარლისთვის.
   თვალები დაახამხამა.
_ამ მანქანაზე სწრაფად მივალ სახლში.
_აუცილებელი არაა წახვიდე.- ნაღვლიანად ვუთხარი.
  ჩემს პირქუშ გამომეტყველებაზე გაეღიმა.
_არა, აუცილებელია. მას შემდეგ რაც ამათ თავიდან მოიშორებ- პირქუში მზერა ისროლა ბლექების მიმართულებით- ჩარლის მომზადება დაგჭირდება შენი შეყვარებულის გასაცნობად.-მან ისე ფართოდ გაიღიმა რომ ყველა კბილი გამოუჩნდა.
  ამოვიკვნესე.
_დიდი მადლობა.
  ჩემი საყვარელი ცერა ღიმილით გაიღიმა.
_მალე დავბრუნდები.-დამპირდა. მზერა ისევ შესასვლელისკენ გაექცა და გადმოიხარა, რომ ნაჩქარევად ეკოცნა ყბის ქვემოთ. გულისცემა გაგიჟებით ამიჩქარდა, და მეც გავიხედე შესასვლელისკენ. ბილის უდრეკი სახე აღარ ჰქონდა, ხელები სავარძლის სახელურებზე ჰქონდა დაყრდნობილი.
_მალე.-ხაზი გავუსვი მის სიტყვას როცა კარი გავაღე და წვიმაში გადავაბიჯე.
   ზურგზე მის მზერას ვგრძნობდი, როცა ნახევრად გავირბინე მსუბუქ ჟინჟღლში შესასვლელისკენ.
_გამარჯობა, ბილი, ჯეიკობ.-რაც შემეძლო მხიარულად მივესალმე.-ჩარლი სადღაც გაქრა დღეს- იმედი მაქვს დიდხანს ლოდინი არ მოგიწიათ.
_სულაც არა.-შესუსტებული ხმით თქვა ბილიმ. შავი გამგმირავი თვალები ჰქონდა. -ამის მოტანა მინდოდა.- მიმითითა ყავისფერ ქაღალდში გახვეულ შეკვრაზე, რომელიც კალთაში ედო.
_მადლობთ.-ვთქვი, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო. -რამდენიმე წუთით გასაშრობად ხომ არ შემოხვიდოდით?
  თავი მოვიკატუნე, რომ ვერ ვამჩნევდი მის ძლიერ გამომცდელ მზერას კარის გაღებისას, შევედი და შემოვიპატიჟე ისინი.
_ნება მომეცით.-შევთავაზე, და შევბრუნდი,რომ კარები დამეხურა. ჩემს თავს ნება მივეცი ხანგრძლივად შემევლო თვალი ედვარდისთვის. ის იცდიდა, იდეალურად მშვიდი იყო, თვალებში საზეიმო განწყობა ეტყობოდა.
_ჯობია ეს მაცივარში შედო.-შენიშნა ბილიმ, როცა შეკვრა გადმომცა.-ჰარი ქლეარვოთერის სახლში შემწვარი თევზია- ჩარლის საყვარელი საჭმელი. მაცივარში უფრო მშრალად იქნება.-მხრები აიჩეჩა.

_მადლობა. -გავიმეორე, მაგრამ ამჯერად გულწრფელად. -თევზის მომზადების ახალი ვარიანტები ამოვწურე, ჩარლი კი ამაღამ უფრო მეტის მოსატანად გარბოდა.
_ისევ თევზაობს?-მკითხა ბილიმ ფაქიზი ნათებით თვალებში.-ისევ იქ? ჩავურბენ და ვნახავ.
_არა,-სასწრაფოდ ვიცრუე, მტკიცე გამიხდა სახე.-სადღაც ახალი ადგილისკენ წავიდა... ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს სად.
  მან ჩემი შეცვლილი გამომეტყველება დაიჭირა, და ამან ჩააფიქრა.
_ჯეიკ.-თქვა მან, ისევ მე მათვალიერებდა.- რატომ არ წახვალ და მანქანიდან რებეკას ახალ სურათს არ გადმოიღებ? იმასაც ჩარლის დავუტოვებ.
_სად არის?- ჰკითხა ჯეიკობმა დაღვრემილი ხმით. თვალი შევავლე, მაგრამ ის ერთმანეთისკენ მიწეული წარბებით მიშტერებოდა იატაკს.
_მგონი საბარგულში ვნახე.-თქვა ბილიმ.- მის საძებნელად ქექვა მოგიწევს.
    ჯეიკობი ისევ წვიმაში გაბაჯბაჯდა.
   მე და ბილი სიჩუმეში გავუპირისპირდით ერთმანეთს. რამდენიმე წამში მოუქნელობის შეგრძნება დამეწყო, ამიტომ შევბრუნდი, რომ სამზარეულოში გავსულიყავი. გავიგონე მისი ეტლის სველი ბორბლების ლინოლიუმზე წრიპინის ხმა, როცა უკან მომყვა.
  შეკვრა მაცივრის გადაჭედილ ზედა თაროზე შევტენე და მის წინ შემოვბრუნდი. ღრმად დაღარულ სახეზე გაურკვეველი გამომეტყველება ჰქონდა.
    _ჩარლი კიდე კარგა ხანს არ დაბრუნდება.-თითქმის უხეში ხმა მქონდა.
  თანხმობის ნიშნად დამიქნია თავი, მაგრამ არაფერი უთქვამს.
_მადლობა კიდევ ერთხელ შემწვარი თევზისთვის.-სიტყვა გადავუკარი.
  თავი ქნევა გააგრძელა. ამოვიოხრე და გულხელი დავიკრიფე.
  როგორც ჩანს მიხვდა, რომ მცირე საუბარზე დავთანხმდი.
   _ბელა,-თქვა მან, შემდეგ კი წაიყოყმანა.
  მე ვუცდიდი.
   _ბელა,-თქვა მან ისევ.- ჩარლი ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარია.
   _დიახ.
  ყოველ სიტყვას დიდი სიფრთხილით ამბობდა თავისი გრუხუნა ხმით.
_შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ კალენთან რაღაც დროს ატარებდი.
_დიახ.- მოკლედ გავიმეორე.
  თვალები დაუვიწროვდა.
_შეიძლება ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ არა მგონია ეს კარგი აზრი იყოს.
_მართალი ხართ.-დავეთანხმე.- ეს თქვენი საქმე არ არის.
 ჩემი ტონის გაგონებაზე თავისი განაცრისფერებული წარბები აქაჩა.
_შენ ალბათ არ იცი, მაგრამ კალენების ოჯახს უსიამოვნო რეპუტაცია აქვთ ნაკრძალში.
_სიმართლე რომ ვთქვათ, ამაზე მსმენია.-მტკიცე ხმით შევატყობინე. ამან ის გააოცა.- მაგრამ ეს რეპუტაცია დაუმსახურებელია, არა? რადგან კალენებს არასდროს დაუდგამთ ფეხი ნაკრძალში, ხომ ასეა?- დავინახე, ცოტა უხეშად რომ შევახსენე მათი შეთანხმება, რომელმაც მისი ტომი დაიცვა, ამან ის ცოტა ხნით დაადუმა.
_მართალია.-დამეთანხმა, ფხიზელი თვალები ჰქონდა.-როგორც ჩანს... კარგად ინფორმირებული ხარ კალენებთან დაკავშირებით. იმაზე მეტად ინფორმირებული ვიდრე ველოდი.
  დავაშტერდი.
_შეიძლება იმაზე მეტად ინფორმირებულიც კი ვიდრე თქვენ ხართ.
  თავისი სქელი ტუჩები შეჭმუხნა, როცა ჩემი ნათქვამი გაიაზრა.
_შეიძლება.- დაუშვა, მაგრამ გამჭრიახი თვალები ჰქონდა.-ჩარლიც ასეთივე ინფორმირებულია?
  ჩემი ჯავშანის სუსტი ნაპრალი იპოვა.
_ჩარლის ძალიან მოსწონს კალენები.-პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე. მან ნათლად დაინახა, რომ თავის დაძვრენას ვცდილობდი. უბედური გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა გაოცებული სულაც არ ჩანდა.
_ეს ჩემი საქმე არ არის.-თქვა მან.-მაგრამ ჩარლის საქმე კი ნამდვილადაა, ხომ ასეა?
_თუმცა ეს ჩემი საქმე უფროა, მნიშვნელობა არ აქვს მე ვფიქრობ თუ არა, რომ ეს ჩარლის საქმეა, ხომ ასეა?
  მაინტერესებდა თუ მიხვდა მაინც ჩემს შეცბუნებულ შედავებას, როცა ვიბრძოდი, რომ არაფერი დამეთმო. მაგრამ ის ჩანდა რომ მიხვდა. ის მანამ ფიქრობდა ამაზე, სანამ წვიმა სახურავზე ჭყაპუნობდა და მხოლოდ ეს არღვევდა სიჩუმეს.
_ჰო,-ბოლოსდაბოლოს დამნებდა.-მგონი ეს შენი საქმეცაა.
  შვებით ამოვისუნთქე.
_მადლობ, ბილი.
_მხოლოდ დაფიქრდი რას აკეთებ, ბელა. -დაიჟინა.
_კარგი.-სწრაფად დავეთანხმე.
 წარბები შეჭმუხნა.
_ამით იმის თქმა მინდა, რომ ნუ იზამ იმას რასაც აკეთებ.
  თვალებში შევხედე, რომელშიც ჩემდამი მზრუნველობის გარდა არაფერი ჩანდა, და ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.
  წინა კარი ხმამაღლა გაჯახუნდა, მის ხმაზე შევხტი.
_მანქანაში არავითარი სურათი არ არის,-ჯეიკობის ჩივილისგამომხატველმა ხმამ მანამდე მოაღწია ჩვენამდე სანამ თვითონ მოვიდოდა. კუთხეში რომ შემოუხვია დავინახე პერანგის მხრების წვიმისგან დალაქავებოდა, თმებიდან წყალი მოწვეთავდა.
_ამმმ. -ბილი ღრუტუნებდა, უცებ შეეცვალა გამომეტყველება, სავარძელი შემოაბრუნა რომ პირით თავისი ვაჟისკენ ყოფილიყო.-მგონი სახლში დავტოვე.
   ჯეიკობმა დრამატულად დაახამხამა თვალები.
_დიდებულია.
_კარგი, ბელა, ჩარლის გადაეცი,-ბილი გაჩერდა სანამ გააგრძელებდა-რომ გამოვუარეთ.
_კარგი.-ჩავიბუტბუტე.
  ჯეიკობი გაოცებული ჩანდა.
_უკვე მივდივართ?
_ჩარლი გვიანობამდე არ მოვა.-აუხსნა ბილიმ, როცა ეტლი ჯეიკობის გვერდით გააგორა.
_აა,-ჯეიკობი იმედგაცრუებული ჩანდა.-კარგი, მაშინ. მგონი მოგვიანებით გნახავ, ბელა
_რა თქმა უნდა.-დავეთანხმე.
_თავს გაუფრთხილდი.-გამაფრთხილა ბილიმ. არაფერი არ ვუპასუხე.
   ჯეიკობი მამამის გარეთ გასვლაში დაეხმარა. დამშვიდობების ნიშნად ოდნავ გავუქნიე ხელი, სწრაფად გავაპარე მზერა ჩემი პიკაპისკენ, რომელიც ამჯერად ცარიელი იყო და შემდეგ მანამდე დავხურე კარების სანამ ისინი თვალს მიეფარებოდნენ.
   რამდენიმე წუთი კორიდორში ვიდექი და მათი მანქანის ხმას ვუსმენდი როცა უკანა სვლით გამოიყვანეს და წავიდნენ. იქვე დავრჩი სადაც ვიდექი, ველოდებოდი გაღიზიანება და მღელვარება როდის ჩამიცხრებოდა. როცა საბოლოოდ ცოტათი გადამიარა დაძაბულობამ კიბეებისკენ გავემართე რომ ჩემი ელეგანტური ტანისამოსი გამომეცვალა.
   რამდენიმე სხვადასხვა ზედატანი მოვიზომე, არ ვიცოდი ამაღამ რა მოხდებოდა. როცა დავფიქრდი რა მელოდა წინ, რაც უკვე გადავიტანე ის უმნიშვნელოდ მომეჩვენა. ახლა როცა ედვარდის და ჯასპერის ზეგავლენისგან განთავისუფლებული ვიყავი, წინასწარ დავიწყე საკუთარი თავის შემზადება, რომ მოგვიანებით შეძრწუნება არ დამუფლებოდა. ტანსაცმლის შერჩევას სწრაფად მოვრჩი- ძველი ფლანელის პერანგი და ჯინსი ჩავიცვი- ვიცოდი მაინც მთელი ღამე ჩემს საწვიმარ ლაბადაში უნდა გამეტარებინა.
  ტელეფონმა დარეკა და კიბეებზე ჩავირბინე ყურმილის ასაღებად. მხოლოდ ერთადერთი ხმის გაგონება მინდოდა; სხვა ნებისმიერის ხმა ჩემთვის იმედგაცრუება იქნებოდა. მაგრამ ვიცოდი რომ თუ მას ჩემთან საუბარი მოუნდებოდა, ალბათ უბრალოდ ჩემს ოთახში გაჩნდებოდა.
_გისმენთ? -სუნთქვაშეკრულმა ვიკითხე.
_ბელა? მე ვარ.-თქვა ჯესიკამ.
_ა, გამარჯობა, ჯეს.-რამდენიმე წუთით ავირიე სანამ რეალობაში დავბრუნდებოდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რამდენიმე დღე კი არა თვე გავიდა მას შემდეგ რაც ჯესის ბოლოს ველაპარაკე.-ცეკვებმა როგორ ჩაიარა?
_ძალიან მაგრად გავერთეთ!-მოგონებებად დაიღვარა ჯესიკა. მეტი თხოვნა და პატიჟი აღარ დასჭირვებია, წუთობრივად ჩამაბარა გასული ღამის ანგარიში. მმმ და აა ჩავაკვეხე რამდენიმე ადგილას, თუმცა ადვილი არ ყოფილა ყურადღების მიპყრობა იმაზე თუ რას ამბობდა. ჯესიკა, მაიკი, ცეკვები, სკოლა- ყველაფერი არაბუნებრივად და შეუფერებლად მეჩვენებოდა იმ დროს. თვალები ფანჯარას მივაპყარი, შევეცადე ღრუბლების მიღმა სინათლის ხარისხი განმესაჯა.
_გაიგონე რა ვთქვი?-მკითხა გაღიზიანებულმა.
_მაპატიე, რა?
_გითხარი, რომ მაიკმა მაკოცა! წარმოგიდგენია?
_შესანიშნავია, ჯეს!-ვთქვი.
_აბა, შენ  რას აკეთებდი გუშინ?-გამომიწვია ჯესიკამ, ჯერ კიდევ გაღიზიანებული ხმა ჰქონდა ჩემი უყურადღებობის გამო. ან შეიძლება იმიტომ გამინაწყენდა, რომ წვრილმანები არ გამოვკითხე.
_არაფერს, მართლა. უბრალოდ გარეთ დავეხეტებოდი მზეზე
  გარჟში ჩარლის მანქანის ხმა გავიგონე.
_ედვარდ კალენისგან მეტი აღარაფერი გაგიგია?
  წინა კარი გაჯახუნდა და გავიგონე ჩარლი როგორ დაბრაგუნობდა კიბის გარშემო, თავის მოწყობილობას იხსნიდა.
_მმმ.-ვყოყმანობდი,  დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჩემი ამბავი მეტი აღარაფერი  იყო.
_გამარჯობა, გოგონი!- დაიძახა ჩარლიმ, როცა სამზარეულოში შემოვიდა. ხელი დავუქნიე პასუხად.
ჯესიმ მისი ხმა გაიგონა.
_ა, მამაშენია მანდ. არაუშავს- ხვალ ვილაპარაკოთ. ტრიგონომეტრიაზე გნახავ.
_დროებით, ჯეს.-ყურმილი დავკიდე.
_გამარჯობა, მამა.-ვთქვი. ხელებს ნიჟარაში იხეხავდა. -თევზი სად არის?
_საყინულეში შევდე.
_რამდენიმე ნაჭერს მოვიპარავ სანამ გაიყინება- ბილიმ ჰარი ქლეარვოთერის შემწვარი თევზი მოგვართვა.-შევეცადე ენთუზიაზმით აღსავსე ხმა მქონოდა.
_მართლა?-ჩარლის თვალები გაუნათდა.-ჩემი საყვარელი საჭმელია.
  ჩარლიმ ხელის ბანას მორჩა სანამ სადილს გავამზადებდი. სულ ცოტა ხანში მაგიდასთან ვისხედით და ჩუმად ვჭამდით. ჩარლის მოსწონდა თავისი სადილი. სასოწარკვეთილს მაინტერესებდა როგორ უნდა შემესრულებინა ჩემი ვალდებულება, გამწარებული ვცდილობდი მომეფიქრებინა, როგორ წამომეჭრა ეს თემა.
 _შენთვითონ რას აკეთებდი დღეს?-მკითხა, ჩემი ოცნებებიდან გამომგლიჯა.
_შუადღით სახლის გარშემო დავბოდიალობდი...-უფრო სწორად მხოლოდ შუადღის ძალიან მოკლე ბოლო ნაწილში. ვცდილობდი მხიარული ხმა შემენარჩუნებინა, მაგრამ მუცელი დამიცარიელდა.- ამ დილას კი კალენებთან ვიყავი.
  ჩარლის ჩანგალი გაუვარდა ხელიდან.
_დოქტორ კალენთან?-გაოცებულმა მკითხა.
  თავი მოვიკატუნე, რომ მისი რეაქცია ვერ შევამჩნიე.
_ჰო
_რას აკეთებდი იქ?-ჩანგალი ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღებული.
_ედვარდ კალენთან პაემანისდამაგვარი მაქვს ამაღამ,და მას უნდოდა რომ მისი მშობლებისთვის წარვედგინე...მამა?
    ისე ჩანდა თითქოს ჩარლის ანევრიზმა ჰქონდა.
_მამა, კარგად ხარ?
_ედვარდ კალენთან ერთად მიდიხარ?-დაიქუხა.
ო_ო.
_მე მეგონა კალენები მოგწონდა.
_შენთვის ძალიან დიდია.-მაღალფარდოვნად წარმოთქვა.
_ორივე ერთ კლასში ვართ-შევუსწორე, თუმცა ისეთი მართალი იყო, როგორც ვერც კი იოცნებებდა.
_მოიცა...-გაჩერდა.- ედვინი რომელი მათგანია?
_ედვარდი ყველაზე უმცროსია, მოწითალო ყავისფერ-თმიანი. -ლამაზი, ღვთაებრივი....
_ა, კარგი. მგონი ეს,-თავისთავს ებრძოდა,-უკეთესია. დიდის დანახვა არ მსიამოვნებს ხოლმე. დარწმუნებული ვარ ის კარგი ბიჭია და ყველაფერი, მაგრამ ძალიან... მომწიფებული ჩანს შენთვის. ეს ედვინი შენი შეყვარებულია?
_მას ედვარდი ქვია, მამა.
_შენი შეყვარებულია?
_რაღაც მაგდაგვარი.
_გასულ ღამეს მითხარი, რომ ქალაქში არცერთი ბიჭი არ გაინტერესებდა.- მაგრამ მან თავისი ჩანგალი აიღო და მე მივხვდი რომ უარესი უკვე გადავიტანე.
_მაგრამ, ედვარდი ქალაქში არ ცხოვრობს, მამა
  ღეჭვის პარალელურად აგდებული მზერა მესროლა.
_და, სხვათაშორის-გავაგრძელე- ჩვენ ურთიერთობა ადრეულ ეტაპზეა და ნუ შემაცბუნებ შეყვარებულზე ლაპარაკით, კარგი?
_როდის მოვა?
_რამდენიმე წუთში
_სად მიყავხარ?
  ხმამაღლა ამოვიკვნესე.
_დარწმუნებული ვარ შენებურ ესპანურ ინკვიზიციას ამზადებ მისთვის. ვაპირებთ, რომ მის ოჯახთან ერთად ვითამაშოთ ბეისბოლი.
  კოპები შეეკრა, შემდეგ კი ბოლოსდაბოლოს ჩაიხითხითა.
_შენ  ბეისბოლს თამაშობ?
_ალბათ უმეტესწილად ვუყურებ
_როგორც ჩანს მართლა მოგწონს ეგ ბიჭი.- ეჭვიანად დამაკვირდა.
  ამოვისუნთქე და თვალები დავახამხამე მის ამ ჩემთვის სასარგებლო შენიშვნაზე.
   სახლის წინ მოსული მანქანის ძრავის ღრიალი გავიგე. წამოვხტი და ჭურჭლის გასუფთავება დავიწყე.
_დაანებე თავი, მე მივხედავ. ზედმეტად მანებივრებ.
  კარის ზარმა დარეკა, ჩარლი ამაყად წავიდა რომ კარი გაეღო. მე ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებოდი.
  გაცნობიერებული არ მქონდა გარეთ როგორ მაგრად წვიმდა. ედვარდი შემოსასვლელის სინათლის რკალში იდგა, საწვიმარი ლაბადების რეკლამის მამაკაც მოდელს გავდა.
_შემოდი, ედვარდ.
  შვებით ამოვისუნთქე, როცა ჩარლიმ მისი სახელი სწორად წარმოთქვა.
_მადლობთ, ოფიცერო სვონ.-თქვა ედვარდმა თავაზიანი ხმით.
_ჩარლი დამიძახე. ქურთუკი მომეცი.
_მადლობთ, სერ.
_დაჯექი, ედვარდ.
  დავიჭყანე.
   ედვარდი მოქნილად დაჯდა ერთადერთ სკამზე, მე კი მაიძულა ოფიცერი სვონის გვერდით დივანზე დავმჯდარიყავი. სწრაფად ვესროლე უსიამოვნო მზერა. მან ჩარლის ზურგსუკან ჩამიკრა თვალი.
_გავიგე, რომ ჩემი ქალიშვილი ბეისბოლის საყურებლად მიგყავს.-მხოლოდ ვაშინგტონში იქნებოდა ფაქტი, რომ ღიაცისქვეშა სპორტის თამაშის დროს არ ატარებდნენ საწვიმარ ვედროებს.
_დიახ, სერ. ასეთია ჩვენი გეგმა.-ის გაოცებული არ ჩანდა, რომ მამაჩემს სიმართლე ვუთხარი. თუმცა ის ალბათ გვისმენდა.
_მგონი, ბეიბოლის თამაშში შენ აჯობებ
ჩარლიმ გაიცინა, ედვარდიც მას შეუერთდა.
_კარგი.-წამოვდექი.- გეყოფათ ჩემს ხარჯზე სიცილი. წავედით.-ჰოლში დავბრუნდი და ქურთუკი ჩავიცვი. ისინიც გამომყვნენ.
_არ დაიგვიანო, ბელს.
_ნუ ღელავ, ჩარლი, ადრე მოვიყვან სახლში.-დაჰპირდა ედვარდი.
_ჩემ გოგოს გაუფრთხილდი, კარგი?
  ამოვიკვნესე, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს.
_ჩემთან უსაფრთხოდ იქნება, გპირდებით, სერ.
  ედვარდის ყოველ სიტყვაში გაჟღერებულ გულწრფელობაში ეჭვის შეტანა არ შეეძლო ჩარლის.
  ამაყად გავედი გარეთ. ორივემ გაიცინეს, ედვარდი უკან მომყვა.
  შესასვლელში უსიცოცხლოდ გავჩერდი. იქ, ჩემი პიკაპის უკან, ურჩხული ჯიპი ეყენა. მისი საბურავები ჩემს წელზე მაღალა ვრცელდებოდა. წინა და უკანა ფარებზე რკინის ცხაურები ჰქონდა მიმაგრებული, თავზე კი 4 დიდი პროჟექტორი ეყენა. მოძრავი სახურავი ჭყეტელა წითელი იყო.
  ჩარლიმ ხმადაბლა წაუსტვინა.
_უსაფრთხოების ღვედები შეიკარი.- სული შემეხუთა.
  ედვარდმა ჩემი მხრიდან მოუარა მანქანას და კარი გამიღო.  მიწასა და მანქანის სალონს შორის მანძილი გავზომე და შიგნით ასახტომად მოვემზადე. მან ამოიოხრა და შემდეგ ცალი ხელით ამწია. იმედი მქონდა ეს ჩარლიმ ვერ შენიშნა.
  სანამ ის მანქანას მძღოლის მხარეს შემოუვლიდა ჩვეულებრივი, ადამიანური სიჩქარით, მე უსაფრთხოების ღვედის შეკვრას ვცდილობდი. მაგრამ ძალიან ბევრი ბალთები იყო.
_ რა არის ეს ყველაფერი?- ვკითხე როცა მან კარი გააღო.
_ეს უგზოობის აღჭურვილობაა
_ ო_ო
  ვცდილობდი ყველა ბალთისთვის შესაფერისი ადგილი მეპოვა, მაგრამ ეს ვერც ისე სწრაფად მოვახერხე. ისევ ამოიოხრა და გადმოიხარა, რომ დამხმარებოდა. მიხაროდა, ძლიერი წვიმის გამო ფანჯრის მიღმა შესასვლელში მდგარ ჩარლის ნათლად რომ ვერ ვხედავდი. რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ ვერც ის დაინახავდა ედვარდის ხელი როგორ შეყოვნდა ჩემს ყელზე და როგორ ჩამომისრიალა ხელი ლავიწებზე. შევეშვი მისთვის დახმარების მცდელობას და მთელი ყურადღები იმაზე გადავიტანე, რომ სუნთქვა არ გამხშირებოდა.
  ედვარდმა გასაღები გადაატრიალა და ძრავა ღრიალით გამოცოცხლდა. ჩვენ სახლს მოვცილდით.
_მმ... რამხელა ჯიპი გყოლია
_ემეტისაა. ვიფიქრე, რომ მთელი გზა ფეხით სირბილი არ მოგეწონებოდა.
_ამ მანქანებს სად ინახავთ?
_სახლის ერთ-ერთი ფლიგელი გარაჟად გადავაკეთეთ.
_უსაფრთხოების ღვედის შეკვრას არ აპირებ?
   ურწმუნო მზერა მესროლა.
  შემდეგ კი უცებ რაღაცას ჩავწვდი.
_მთელი გზა ფეხით სირბილი? ესეიგი, გზის რაღაც ნაწილის გარბენას მაინც ვაპირებთ?-ჩემი ხმა რამდენიმე ოქტავით მაღლა ახტა.
   მჭიდროდ გაიკრიჭა.
_შენ არ ირბენ.
_გული ამერევა.
_თვალები დახუჭე და არაფერი მოგივა.
  ტუჩზე ვიკბინე, პანიკას ვებრძოდი.
  გადმოიხარა რომ თავზე ეკოცნა და შემდეგ ამოიკვნესა. საგონებელში ჩავარდნილმა შევხედე. 
_წვიმაში ისეთი სასიამოვნო სუნი გაქვს-ამიხსნა.
_ეს კარგია თუ ცუდი?-ფრთხილად ვკითხე.
  ამოიოხრა.
_ერთიც და მეორეც, როგორც ყოველთვის, ერთიც და მეორეც. 
   არ ვიცი როგორ მოახერხა სიბნელესა და თავსხმა წვიმაში, მაგრამ როგორღაც მან გვერდით გზა იპოვა, რომელიც გზატკეცილზე მეტად მთის ბილიკი უფრო იყო. კარგა ხნის განმავლობაში საუბარი შეუძლებელი იყო, რადგან სავარძელზე ჯეკ ჰამერივით ზევით ქვევით ვეხეთქებოდი. როგორც ჩანდა ის ძალიან ნასიამოვნები იყო ამ მგზავრობით, რადგან მთელი გზა ფართო ღიმილი ჰქონდა სახეზე გადაკრული. შემდეგ კი გზის ბოლოს მივადექით; ხეებს ჯიპის გარშემო სამ მხარეს მწვანე კედლის ფორმა ქონდა მიღებული. ოდნავღა ცრიდა, უფროდაუფრო ნელდებოდა წვიმა ყოველ წუთს, ცა კი ღრუბლებს შორის უფროდაუფრო ნათელი ხდებოდა.
_მაპატიე, ბელა, აქედან ფეხით მოგვიწევს წასვლა
_იცი რა? აქ დაგელოდებით.
_სად გაქრა მთელი შენი გამბედაობა? ამ დილას არაჩვეულებრივი იყავი.
_წინაზე მომხდარი ჯერ არ დამვიწყებია.-ეგ კიარადა გუშინდელივით მახსოვს.
   ბინდბუნდში მანქანას ჩემს მხარეს მოუარა. ჩემი უსაფრთხოების ღვედის ბალთების შეხსნა დაიწყო.
_ამათ მე მივხედავ შენ შეგიძლია გზა განაგრძო-გავაპროტესტე
_ჰმმ...- ჩაფიქრდა სანამ სასწრაფოდ დაამატებდა- როგორც ჩანს, შენს მეხსიერებაში ხელის ფათური მომიწევს.
  სანამ რეაგირებას მოვახდენდი, ჯიპიდან გადმომწია და ფეხი მიწაზე დამადგმევინა. ახლა უკვე თითქმის ნისლდებოდა; როგორც ჩანდა ელისის ნათქვამი მართლდებოდა.
_ჩემ მეხსიერებაში ხელის ფათური?- ნერვულად შევეკითხე.
_რაღაც მაგდაგვარი. -ყურადღებით, შეუპოვრად მიყურებდა, მაგრამ მისი თვალების სიღრმეში იუმორი კრთოდა. ხელები ჯიპისკენ ჩემი თავის ორივე მხარეს მოათავსა და წინ გადმოიხარა, მაიძულა კარები დამეხურა. კიდევ უფრო ახლოს გადმოიხარა ჩემსკენ, მისი სახე სულ რამდენიმე დიუმზე იყო. გასაქცევი არსაით მქონდა.
_ახლა,-მან ამოისუნთქა და მხოლოდ მისმა სუნმაც კი ამირია ფიქრები.-ზუსტად რაზე ღელავ?
_მმ, მეშინია რომ ხეებს დავეჯახებით...-ძლივს ამოვისუნთქე-...და მოვკვდები. და კიდევ გულისრევაზე.
   ღიმილი ჩაუქრა. შემდეგ თავი ჩაღუნა და ნაზად შემახო ტუჩები ყელის ქვემოთ პატარა ჩაღრმავებაზე.
_კიდევ ღელავ?-ჩემ კანს მიღმა ამოიბუტბუტა.
_ჰო,-ვეცადე ყურადღება მომეკრიბა- ხეებზე დაჯახებასა და გულისრევაზე.
  მისმა ცხვირმა შეხებით გაავლო ხაზი ჩემი ყელიდან ნიკაპის წვერამდე. მისმა გრილმა სუნთქვამ შემიღიტინა.
_ახლა?-მისმა ტუჩებმა ჩემს ყბასთან დაიჩურჩულეს.
_ხეები,-ძლივს ამოვისუნთქე-მოძრაობით გამოწვეული გულისრევა.
   თავი აწია, რომ ქუთუთოზე ეკოცნა. 
_ბელა, შენ ხომ სინამდვილეში არ ფიქრობ, რომ ხეს დავეჯახები, არა?
_შენ არა, მაგრამ მე შეიძლება დავეჯახო.-მაგრამ ჩემ თავში დიდი თავდაჯერებულობა არ გაისმა. მან იოლი გამარჯვება იყნოსა.
  ლოყაზე ნელა მაკოცა, პირის კუთხესთან წამით გაჩერდა.
_როგორ ფიქრობ, ხეს ნებას მივცემ რამე გატკინოს?-მისი ტუჩები ოდნავ შემეხო ონდავ ათრთოლებულ ქვედა ტუჩზე.
_არა.-ამოვისუნთქე. ვიცოდი,რომ ჩემს ბრწყინვალე დაცვას მეორე მხარეც ჰქონდა, მაგრამ მისი ხსენება არ მინდოდა.
_ხედავ,-მისი ტუჩები ჩემ ტუჩებთან მოძრაობდა-საშიში არაფერია, ხომ ასეა?
_ასეა.-ამოვიოხრე და დავნებდი.
   ჩემი სახე თითქმის უხეშად მოიქცია ხელებში, და ახლა უკვე მართლა მაკოცა, მისი მყარი ტუჩები ჩემსაზე მოძრაობდა. 
   ახლა უკვე აღარაფერი იყო ჩემს საქციელში საპატიებელი. ახლა აშკარად უკეთესად შემეძლო კოცნა. და მე როგორც ჩანდა არ ვაპირებდი გაჩერებას იმ ზუსტი რეაქციით, რომლითაც პირველად გავაკეთე ეს. იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხო უმოძრაო მდგომარეობა შემენარჩუნებინა, მკლავები გავიწვდინე, რომ მჭიდროდ შემომეხვია ხელები მის ყელზე, და უცებ შევეწებე მის ქვისგან გამოკვეთილ სხეულს. ამოვიოხრე და ტუჩები მოვაშორე მის ტუჩებს.
  უკან შებარბაცდა, ნელა მიშვებდა ხელს.
_ჯანდაბა, ბელა! -ხელი გამიშვა და ძლივს ამოისუნთქა,-შემომაკვდები. გეფიცები, შემომაკვდები.
  გადავიხარე,ხელები იდაყვებზე გადავიხლართე.
_ურღვევი ხარ.-ამოვიბუტბუტე, ვცდილობდი სუნთქვა შემეკავებინა.
_შენთან შეხვედრამდე დავიჯერებდი მაგას. ახლა ჯობია წავიდეთ აქედან სანამ ნამდვილი სისულელე ჩამიდენია.-ამოიბუზღუნა. 
  როგორც წინაზე, ახლაც ისე მომიკიდა ზურგზე, და მივხვდი რომ დამატებითი ძალისხმევა დასჭიდა რომ ისეთი მშვიდი ყოფილიყო, როგორც იყო ხოლმე. ფეხები წელზე შემოვხვიე და მკლავებით ყელზე მახრჩობელასავით შემოხვევით დავიზღვიე თავი.
_თვალების დახუჭვა არ დაგავიწყდეს.-სერიოზულად გამაფრთხილა.
  სასწრაფოდ ჩავმალე სახე მისი მხრის კიდეში, ჩემს საკუთარ მკლავს ქვემოთ, თვალები მაგრად დავხუჭე.
  და ზუსტად ვერც გეტყოდით, რომ ჩვენ ნამდვილად ვმოძრაობდით. ვგრძნობდი ჩემს ქვემოთ როგორ სრიალებდა, ისე დინჯად მოძრაობდა, თითქოს ტროტუარზე მისეირნობდა. ცდუნებამ შემიპყრო ამომეჭყიტა, უბრალოდ დამენახა ისევ წინანდელივით თუ დაფრინავდა ხეებს შორის, მაგრამ ცდუნებას ვეწინააღმდეგებოდი. საზიზღარ თავბრუსხვევად ნამდვილად არ ღირდა ამის ნახვა. მისი აუღელვებელი ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის მოსმენით დავკმაყოფილდი.
  სრულიად დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გავჩერდით სანამ უკან არ გადმოიხარა და თმაზე არ შემეხო.
_მორჩა ბელა.
  თვალების გახელა გავბედე, და რა თქმა უნდა გაჩერებულები ვიყავით. გახევებულად ჩამოვუშვი მაგრად მოჭერილი კიდურები და მიწაზე ჩამოვსრიალდი, ჩემს ზურგსუკან მხარეს დავეშვი.
_ვაი!-გავღიზიანდი როგორც კი ნოტიო მიწაზე გავიშხლართე. 
   სკეპტიკური გამომეტყველებით შემომხედა, აშკარად ისევ გაგიჟებით უნდოდა სასაცილო მდგომარეობაში აღმოვეჩინე. ჩემმა შეცბუნებულმა გამომეტყველებამ მოშორებით უბიძგა  და სიცილის ღრიალი დააწყებინა.
   მე თვითონ წამოვდექი, ყურადღება არ მივაქციე  როცა ტალახი და გვიმრა ჩამოვიფერთხე ქურთუკიდან. ამან მასში მხოლოდ სიცილის გაძლიერება გამოიწვია. გაღიზიანებულმა გავაბოტე ტყისკენ.
  მისი მკლავი წელზე ვიგრძენი.
_სად მიდიხარ,ბელა?
_ბეისბოლის თამაშის საყურებლად. თამაშით დაინტერესებული აღარ ჩანხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ დანარჩენები უშენოდაც მშვენივრად გაერთობიან.
_არასწორი გზით მიდიხარ
  მისთვის არ შემიხედავს ისე შემოვბრუნდი, და ახლა საწინააღმდეგო მიმართულებით გავაბოტე. მან ისევ დამიჭირა.
_ნუ მიბრაზდები, ჩემ თავს ვერაფერი მოვუხერხე. შენი სახე უნდა გენახა.-სანამ სიცილის შეკავებას მოასწრებდა მანამდე ჩაიხითხითა.
_ოჰო, შენ ერთადერთი ხარ ვისაც გაბრაზების უფლება აქვს? -ვკითხე და წარბები ავწიე.
_შენ არ გიბრაზდები.
_ბელა, შემომაკვდები?-მჟავედ შევახსენე თავისი ნათქვამი.
_ეს უბრალოდ ფაქტის ფორმულირება იყო.
  შევეცადე ისევ შევბრუნებულიყავი მისკენ, მაგრამ სწრაფად დამიჭირა.
_შენ გაბრაზდი.-დავიჟინე.
_ჰო.
_ახლა არ თქვი რომ...
_შენზე არ გავბრაზებულვარ. ვერ ხედავ, ბელა?-უცებ დაიძაბა, ოხუნჯობის ყოველგვარი კვალი გაქრა. -ვერ ხვდები?
_რას უნდა ვხედავდე? -მოვითხოვე პასუხი, შეცბუნებული ვიყავი უფრო მისი უცაბედი ხასიათის ცვლილებით ვიდრე მისი სიტყვებით.
_შენზე გაბრაზებული არასდროს არ ვარ_ ან როგორ შემიძლია ვიყო? შენ ხომ ასეთი თბილი... მამაცი, მიმნდობი ხარ.
_მაშინ რატომ გაბრაზდი?-დავიჩურჩულე, მახსოვდა პირქუში განწყობები, რომლებიც მასთან მაშორებდა, რომელსაც ყოველთვის კარგად, გამართლებული ნირწამხდარი ხასიათით ვხსნიდი_ ნირწამხდრობით ჩემს სისუსტეზე, ჩემს ზოზინა ხასიათზე, ჩემს ურჩ ადამიანურ რეაქციებზე...
  ხელები ფრთხილად დამაწყო სახის ორივე მხარეს.
_ჩემს თავს მეთვითონ ვააფთრებ.-თქვა მან თვინიერად. -ასე თითქოს არ ჩანს, რომ გიცავ საფრთხეში ჩაგდებისგან. ჩემი შენს სიახლოვეს არსებობა უკვე რისკში გაგდებს. ზოგჯერ მართლა მძულს ჩემი თავი. უფრო ძლიერი უნდა ვიყო, უნდა შემეძლოს...
  ხელი პირზე დავადე.
_არ გინდა
  ხელზე ხელი მომკიდა და ტუჩებიდან მოიცილა, მაგრამ სახეზე მიიდო.
_მიყვარხარ,-თქვა მან. -ეს უბადრუკი მობოდიშებაა იმის გამო, რასაც ვაკეთებ, მაგრამ სიმართლე მაინცაა.
  მაშინ პირველად მითხრა რომ ვუყვარდი_ამდენი სიტყვით. ის ალბათ ვერც მიხვდა ამას, მაგრამ მე მშვენივრად გავაცნობიერე.
_ახლა კი გთხოვ ეცადე კარგად მოიქცე.-გააგრძელა მან, და დაიხარა რომ ტუჩები ნაზად შეეხო ჩემ ტუჩებზე.
   სათანადო სიმშვიდე შევინარჩუნე. შემდეგ ამოვიოხრე.
_შენ ოფიცერ სვონს დაჰპირდი, რომ სახლში ადრე მიმიყვანდი, დაგავიწყდა? ამიტომ ჯობია გზა გავაგრძელოთ.
_არის, მემ!
   სევდიანად გაიღიმა და გამანთავისუფლა, მხოლოდ ცალი ხელიღა მაკავშირებდა მასთან. რამდენიმე ნაბიჯზე გამიძღვა, მაღალ,ნოტიო გვიმრებსა და მოფარდაგებულ ხავსს მიღმა,გარშემო მასიური მათოთის ხეებში და ჩვენ უკვე ადგილზე ვიყავით, უშველებელი ღია მინდვრის კიდეში, რომელიც ოლიმპიური მწვერვალების ხეობაში მდებარეობდა. ბეისბოლის სტადიონის ზომაზე ორჯერ დიდი იყო.
   დავინახე, რომ დანარჩენები ყველანი იქ იყვნენ; ესმი, ემეტი და როზალი, რომლებიც ქვებისგან მოტიტვლებულ ადგილზე ისხდნენ ჩვენგან ყველაზე ახლოში, შეიძლება 100 იარდზე იყვნენ. ცოტა უფრო შორს ელისს და ჯასპერს ვხედავდი სულ ცოტა მეოთხედი მილის სიშორეზე, ჩნდებოდნენ რომ რაღაც წინ და უკან ესროლათ, მაგრამ ბურთს ვერ ვხედავდი. როგორც ჩანდა კარლაილი ბაზებს ხაზავდა, მაგრამ ნუთუ ისინი მართლა ასე შორს იყვნენ?
   როცა თვალთახედვის არეში გამოვჩნდით, სამნი წამოდგნენ ლოდებიდან.
   ესმი ჩვენსკენ წამოვიდა. ემეტიც მას მოჰყვა როზალის ზურგზე ხანგრძლივი მზერის შემდეგ. როზალი მოხდენილად წამოდგა და მინდვრისკენ წავიდა, ისე რომ ჩვენი მიმართულებით არც გამოუხედია. პასუხად მუცელი უხერხულად ამითრთოლდა.
_ეს შენ იყავი წეღან რაც გავიგონეთ, ედვარდ?- ჰკითხა ესმიმ როცა მოგვიახლოვდა.
_ისეთი ხმა იყო თითქოს დათვი იხრჩობოდა.-დააზუსტა ემეტმა.
  ყოყმანით გავუღიმე ესმის.
_კი, ის იყო.
_ბელა განუზრახავად სასაცილო იყო. -აუხსნა ედვარდმა, სწრაფად გამოასწორა.
  ელისს თავისი ადგილი მიეტოვებინა და მორბოდა, თუ მოცეკვავდა, ჩვენსკენ. ჩამოიქროლა და მოქნილად გაჩერდა ჩვენთან.
_დროა! -განაცხადა.
   როცა ეს თქვა, ჩვენს უკან ტყე ჭექა-ქუხილის გრუხუნმა შეარყია, შემდეგ კი დასავლეთით ქალაქს დაატყდა თავს.
_შემაძრწუნებელია, არა?- თქვა ემეტმა და ახლობლურად ჩამიკრა თვალი.
_წავედით.- ელისმა ემეტს ჩაკიდა ხელი და ერთად გავარდნენ ზომაზე დიდი მინდვრისკენ. ელისი ქურციკივით მირბოდა. თითქმის ისეთივე სწრაფი იყო როგორიც გრაციოზული,- ემეტიც კი ვერ შეედრებოდა ქურციკს.
_თამაშისთვის მზად ხარ?-მკითხა ედვარდმა, თვალებში თამაშის სურვილი და სინათლე ედგა.
   შევეცადე სათანადო ენთუზიაზმით სავსე ხმა მქონოდა.
_წავიდა გუნდი!
   ახარარდა მას შემდეგ რაც თმები ამიბურძგნა, დანარჩენ ორს დაედევნა. მისი სირბილი უფრო აგრესიული იყო, ქურციკზე მეტად ლეოეპარდს გავდა, და ის სწრაფად დაეწია მათ. მისმა გრაციამ და ძალამ სუნთქვა შემიკრა.
_ჩვენც ხომ არ წავსულიყავით?- მკითხა ესმიმ თავისი ნაზი, მელოდიური ხმით და მაშინღა გავაცნობიერე, რომ ედვარდს პირდაღებული მივჩერებოდი. ჩვეული გამომეტყველება დავიბრუნე და თავი დავუქნიე. ესმი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯიან დისტანციას იცავდა, დამაინტერესა ნუთუ ისევ ფრთხილობდა რომ არ შევეშინებინე? თავის ნაბიჯს ჩემსას უხამებდა და მოუთმენლობა სულაც არ ეტყობოდა.
_მათთან ერთად არ ითამაშებ?-მორცხვად ვკითხე.
_არა, მსაჯობა მირჩევნია- მათ პატიოსნებას ვუნარჩუნებ.-ამიხსნა მან.
_ესეიგი მოტყუებაც ეხერხებათ?
_ო, კი- უნდა მოისმინო რითი იმართლებენ ხოლმე თავს! უფრო სწორად, იმედი მაქვს არ მოისმენ ამ ყველაფერს, თორემ გეგონება მგლების ხროვამ გაზარდაო.
_დედაჩემივით ლაპარაკობთ,-გაოცებულს გამეცინა.
   მანაც გაიცინა.
_უმეტესწილად მათზე ისე ვფიქრობ, როგორც ჩემს შვილებზე. ჩემი დედობრივი ინსტიქტები ვერაფრით მოვიშორე- ედვარდმა არ გითხრა, რომ ბავშვი დავკარგე?
_არა.-განცვიფრებულმა ჩავიჩურჩულე. ვცდილობდი გამეგო ცხოვრების რა ეპიზოდს იხსენებდა.
_ჰო, ჩემი პირველი და ერთადერთი შვილი დავკარგე. დაბადებიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა, საცოდავი პაწაწინა არსება.-ამოიოხრა.-ამან გული გამიტეხა,-იცი,სწორედ ამიტომ გადმოვხტი კლდიდან.- მშრალად დაამატა მან.
_ედვარდმა მითხრა, რომ გ-გადმოვარდი კლდიდან. -ენა დამება.
_ის ყოველთვის ჯენტლმენია, -გაიღიმა- ედვარდი პირველი იყო ჩემს ვაჟთაგან. მასზე ყოველთვის ასე ვფიქრობდი, იმის მიუხედავადაც კი, რომ ის ჩემზე სულ ცოტა ერთის მხრივ მაინცაა უფროსი. -მან თბილად გამიღიმა,-სწორედ ამიტომ მიხარია, რომ მან შენ გიპოვა,ძვირფასო, -მისი პირიდან გამოთქმული ალერსი ბუნებრივად ჟღერდა. -ის ძალიან დიდი ხანი იყო ეულად; მტანჯველი იყო ჩემთვის მისი მარტო ყოფნა.
_ესეიგი თქვენ წინააღმდეგი არ ხართ?-ვკითხე, ისევ ვყოყმანობდი.-რომ მე... მისთვის სრულიად შეუფერებელი ვარ?
_არა, -ის ჩაფიქრდა - შენ ის ხარ რაც მას უნდა. ეს როგორმე იმოქმედებს,-თქვა მან, თუმცა შუბლი დარდით დაუნაოჭდა. ქუხილის ახალი გრგვინვა დაიწყო.
   შემდეგ ესმი გაჩერდა; აშკარად მინდვრის კიდეს მივაღწიეთ. როგორც ჩანდა დანარჩენები გუნდებად განაწილდნენ. ედვარდი მინდვრის მარცხენა მხარეს იყო, კარლაილი პირველ და მეორე ბაზებს შორის, ელისს ბურთი ეჭირა, რაღაც ლაქაზე იდგა, რომელიც ალბათ ჩამწოდებლის ადგილი იყო.
  ემეტი ალუმინის კეტს იქნევდა; თვალს ვერ ვასწრებდი ჰაერში კეტის მოქნევას, მხოლოდ მისით გამოწვეული წუილის ხმა მესმოდა. ველოდი ის როდის მოუახლოვდებოდა მთავარ ბაზას, მაგრამ შემდეგ მივხვდი, როცა მან პოზიცია დაიკავა, რომ ის უკვე ადგილზე იყო- იმაზე შორს ჩამწოდებლის ადგილიდან ვიდრე წარმომედგინა. ჯასპერი მისგან რამდენიმე ნაბიჯზე იდგა, ის მეორე გუნდში იყო. რა თქმა უნდა არცერთმათგანს არ ცმია ხელთათმანები.
_კარგი.-დაიძახა ესმიმ სუფთა ხმით, რომელსაც ვიცოდი რომ ედვარდიც კი გაიგონებდა, მიუხედავად იმისა, რომ ასე შორს იყო.-დასცხეთ!
  ელისი წელში გასწორებული იდგა, მაცდურად უმოძრაოდ. მისი სტილი იდუმალი უფრო იყო ვიდრე, საშიში. წელთან ორივე ხელით ეჭირა ბურთი, და შემდეგ, კობრას თავდასხმასავით სწრაფად აიქნია მარჯვენა ხელი და იმავწამს ბურთი ჯასპერის ხელში გატკაცუნდა.
_სტრაიკი იყო?- ვუჩურჩულე ესმის.
_თუ არ მოიგერიე სტრაიკია,-ამიხსნა.
  ჯასპერმა ბურთი ელისის მომლოდინე ხელს დაუბრუნა. ელისმა თავის თავს ოდნავ გაღიმების უფლება მისცა. შემდეგ კი ისევ მოიქნია ხელი.
    კეტი როგორღაც ზუსტად იმ დროს მოიქნიეს, რომ უჩინარ ბურთს ძლიერად დატაკებოდა. დაჯახების ხმა მსხვრევის, ავდრისმომასწავლებელი იყო; მისი ექო მთებში გაისმა- მაშინვე ჩავწვდი ჭექა-ქუხილის საჭიროებას.
  ბურთი მეტეორივით გაიტყორცნა მინდვრის თავზე, გარშემორტყმული ტყის სიღრმისკენ გაფრინდა.
_ჰოუმრანი, -ჩავიბუტბუტე.
_მოიცადე, -გამაფრთხილა ესმიმ, ყურადღებით უსმენდა, ცალი ხელი ჰაერში აწია. ემეტი ბუნდოვნად ჩანდა ბაზებს შორის როგორ დარბოდა, კარლაილი მას ფეხდაფეხ მისდევდა. მივხვდი ედვარდი აგებდა.
_აუთია! -დაიყვირა ესმიმ მკვეთრად. ურწმუნოდ მივაჩერდი ედვარდს, როცა ხეებიდან გადმოხტა, ბურთი ეკავა ზემოთ აწეულ ხელში, მისი ფართო ღიმილი მეც კი დავინახე.
_ემეტი ყველაზე ძლიერად უტყამს.-ამიხსნა ესმიმ.-მაგრამ ედვარდი ყველაზე სწრაფად დარბის.
  გადაწოდება ჩემს ურწმუნო თვალწინ გაგრძელდა. შეუძლებელი იყო აღმექვა ის სიჩქარე, რა სიჩქარითაც ბურთი მიფრინავდა, ტემპი რომლითაც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სირბილში მინდვრის გარშემო.
   მეორე მიზეზსაც მივხვდი, რატომ ელოდებოდნენ ისინი ჭექა-ქუხილს, როცა ჯასპერმა, იმის გამო რომ ედვარდის უცდომელი ბურთის აღების უნარი თავიდან აერიდებინა, ბურთი კარლაილს ესროლა. კარლაილმა ბურთი დაიჭირა, შემდეგ კი ჯასპერს დაეწია პირველივე ბაზასთან. როცა ისინი ერთმანეთს დაეჯახნენ, ორი მასიური კლდის დაჯახების ხმა გაისმა. აღელვებული წამოვხტი, მაგრამ ისინი როგორღაც უვნებლები აღმოჩნდნენ.
_არაფერი უჭირთ.-თქვა ესმიმ მშვიდი ხმით.
  ემეტის გუნდი ერთით წინ იყო- როზალიმ მოახერხა შემოექროლა ბაზების გარშემო, მას შემდეგ რაც ემეტმა კიდევ ერთხელ ძლიერად ტყორცნა ბურთი- როცა ედვარდმა მესამე აუტი დაიჭირა. მან ჩემსკენ გამოირბინა, აღფრთოვანებისგან ბრწყინავდა.
_რაზე ფიქრობ?-მკითხა.
_ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ვეღარასდროს შევძლებ გონებაჩლუნგი ბებრების „ბეისბოლის უმაღლესი ლიგის“ თამაშის ყურებას.
_ისე ამბობ თითქოს მანამდე თავს იკლავდი ამით.-გაიცინა.
_ცოტა იმედგაცრუებული ვარ, -გამოვაჯავრე.
_რატომ?-გაოცეულმა მკითხა.
_კარგი იქნებოდა მეპოვნა სულ ერთადერთი რამ მაინც რასაც შენზე უკეთესად გააკეთებდა ვინმე მთელს პლანეტაზე.
   სახეზე თავისი განსაკუთრებული ცერა ღიმილი აენთო, ამან სუნთქვა შემიკრა.
_ მე მაღლა ვარ,- თქვა მან და უკან გაბრუნდა.
  ედვარდი ჭკვიანურად თამაშობდა, ბურთს დაბალ დონეზე ინარჩუნებდა, შორს როზალის ყოველთვის მზად-მყოფი ხელისგან მიუწვდომლად, ელვასავით იპყრობდა ორ ბაზას, სანამ ემეტი ბურთის თამაშში დაბრუნებას შეძლებდა. კარლაილმა ერთი ისეთი გაისროლა ბურთი მინდვრიდან- მისმა გუგუნის ხმამ ყურები მატკინა- რომ მან და ედვარდმა ერთად მოიგეს. ელისმა მოხდენილად დაურტყა მათ გაშლილ ხელებზე თავისი ხელები.
  თამაშის განმავლობაში ანგარიში მუდმივად იცვლებოდა და ისე ეღლაბუცებოდნენ ერთმანეთს, როგორც ქუჩის მოთამაშეები, როცა მეთაურს ცვლიან. დროდადრო ესმი მათ წესრიგისკენ მოუწოდებდა. ქუხილის გრგვინვა გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ ჯერ ისევ მშრალები ვიყავით, როგორც ელისმა იწინასწარმეტყველა.
   კარლაილი ბურთის მოგერიებას აპირებდა, ედვარდი იჭერდა, როცა ელისმა უცებ მძიმედ ამოისუნთქა. მზერა ედვარდს მივაპყარი, როგორც ყოველთვის, დავინახე ელისს როგორ შეხედა. მათი მზერა შეხვდა და რაღაცა წამიერად შეატყობინეს ერთმანეთს. ედვარდი უკვე ჩემს გვერდით გაჩნდა, სანამ დანარჩენები მოასწრებდნენ ელისისთვის ეკითხათ რა მოხდა.
_ელის?-ესმის დაძაბული ხმა ჰქონდა.
_ვერ დავინახე-ვერ გეტყვით.-დაიჩურჩულა მან.
   ამ დროისთვის უკვე ყველანი ერთად იყვნენ შეჯგუფებულები.
_რა მოხდა, ელის?-ძლიერი მშვიდი ხმით კითხა კარლაილმა.
_ისინი იმაზე ბევრად სწრაფად მოდიოდნენ ვიდრე მეგონა. წინაზე არასწორი ხილვა მქონდა.-ჩაიბუტბუტა.
   ჯასპერი მისკენ გადაიხარა, დამცველის პოზა მიიღო.
_რა შეიცვალა?-ჰკითხა.
_გაიგონეს როგორ ვთამაშობდით, ამან მათი მიმართულება შეცვალა.- სინანულით თქვა ელისმა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა იმაში რისიც ეშინოდა.
  შვიდმა წყვილმა თვალმა მომანათა მზერა და სწრაფადვე ამარიდა თვალი.
_რამდენ ხანში მოვლენ?-იკითხა კარლაილმა, ედვარდისკენ შებრუნდა.
  დაძაბულმა გონების მოკრებამ გადაუარა სახეზე.
_5 წუთზე ნაკლებში. მორბიან- თამაში უნდათ.-მოიღუშა.
_შეგიძლია?-ჰკითხა კარლაილმა მას, მზერა ისევ ჩემსკენ მომართა.
_არა, ვერ ვატარებ....-მოკლედ მოჭრა.-თანაც მათ შეუძლიათ სუნი აიღონ და ნადირობა დაიწყონ.
_რამდენი არიან?-ემეტმა ჰკითხა ელისს.
_სამნი.-მოკლედ თქვა.
_სამნი.-ჩაიცინა ემეტმა.-ნება მივცეთ მოვიდნენ. -ფოლადის კუნთები დაეჭიმა მასიურ მკლავებზე.
   გაბზარული წამის განმავლობაში, რომელიც უფრო ხანგრძლივი მომეჩვენა, ვიდრე სინამდვილეში იყო, კარლაილი ფიქრობდა. მარტო ემეტი ჩანდა აღუშფოთებელი; დანარჩენები კარლაილის სახეს მისჩერებოდნენ აღელვებული თვალებით.
_მოდი, უბრალოდ თამაში გავაგრძელოთ.- გადაწყვიტა ბოლოს კარლაილმა. ცივი და თანაბარი ხმა ჰქონდა. -ელისმა თქვა, რომ მათ უბრალოდ აინტერესებდათ.
  ეს სიტყვები ისე ამოქროლდა, რომ სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა. ყურადღებით ვუსმენდი მას და უმეტესობა გავიგე მისი ნათქვამი, თუმცა ვერ გავიგე ახლა ესმი რას ეუბნებოდა ედვარდს ტუჩების ჩუმი მოძრაობით. მხოლოდ დავინახე ოდნავ როგორ გააქნია თავი ედვარდმა, და ესმის სახეზე შვება როგორ გამოესახა.
_შენ მიხედე, ესმი,-თქვა ედვარდმა-ახლავე დავუძახებ-და მაშინვე ჩემს წინ გაჩნდა.
   დანარჩენები მინდვრისკენ შებრუნდნენ, ფრთხილად კვეთდნენ ბნელ ტყვეს თავიანთი ზუსტი მზერით. ელისი და ესმი იმ ადგილის გარშემო განლაგდნენ სადაც მე ვიდექი.
_თმები ჩამოიშალე, -მითხრა ედვარდმა დაბალი, დინჯი ხმით.
  მორჩილად მოვიხსენი თმისამაგრი და თავი გავაქნიე.
_სხვები მოდიან.
_ჰო, სიმშვიდე შეინარჩუნე, ჩუმად იყავი და გვერდიდან არ მომცილდე, გთხოვ, -ხმაში დაძაბულობას კარგად მალავდა, მაგრამ მაინც გავიგონე. გრძელი თმები წინ გადმომიწია, სახის გარშემო.
_ეგ ვერ უშველის,-თქვა ელისმა ნაზად-მისი სუნი მინდვრის მეორე კიდეში მომდის.
_ვიცი,- მარცხის ქარაგმამ გაიჟღერა მის ტონში.
   კარლაილი მთავარ ბაზაზე დადგა, დანარჩენებმაც გულნაკლულად გააგრძელეს თამაში.
_ესმიმ რა გკითხა?-დავიჩურჩულე.
  ერთ წამს ყოყმანობდა სანამ მიპასუხებდა.
_მწყურვალები იყვნენ თუ არა-უხალისოდ ჩაიბუტბუტა.
  წამები გადიოდა; ახლა უკვე გულგრილად აგრძელებდნენ თამაშს. ვეღარავინ ბედავდა მაგრად დარტყმას, ემეტი, როზალი და ჯასპერი მინდორზე დალივლივებდნენ. დროდადრო, მიუხედავად იმისა, რომ შიშმა ტვინი გამიშეშა, როზალის მზერას ვგრძნობდი. მისი მზერა არაფრისმთქმელი იყო, მაგრამ მისი ტუჩების არაბუნებრივმა მდებარეობამ მაფიქრებინა, რომ ის გაბრაზებული იყო.
  ედვარდი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა თამაშს, თვალებიც და გონებაც ტყისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
_მაპატიე, ბელა, -მძვინვარედ ჩაიბუტბუტა- სულელური, უპასუხისმგებლო საქციელი იყო, შენს ასეთ საფრთხეში ჩაგდება. ძალიან ვწუხვარ.
   გავიგონე სუნთქვა როგორ შეუწყდა, თვალები მინდვრის მარჯვენა მხარეს შეეყინა. ნახევარი ნაბიჯი გადადგა, ჩემსა და იმას შორის ჩადგა რაც მოდიოდა.
   კარლაილი, ემეტი და დანარჩენებიც იგივე მიმართულებით შებრუნდნენ, იმ ხმის გაგონება, როგორ მოდიოდნენ ჩემი ყურებისთვის გულის შემაღონებელი იყო.



                            თავი მეთვრამეტე
                              ნადირობა

   ისინი ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ტყის პირიდან, 12 მეტრი შუალედით გამწკრივდნენ. პირველი კაცი გამოჩნდა და მაშინვე უკან დაიხია, მეორეს დაუთმო წინ ევლო, და მაღალი, მუქთმიანი კაცის გვერდით ისე დადგა, რომ ნათლად გამოჩნდა ვინ იყო ბანდის მეთაური. მესამე ქალი იყო; ამ მანძილიდან მხოლოდ იმის დანახვა შევძელი, რომ მის თმებს გასაოცარი მოწითალო ფერი დაჰკრავდა.
   ერთმანეთთან უფრო ახლოს დადგნენ, სანამ გზას გააგრძელებდნენ ედვარდის ოჯახისკენ, მტაცებლების ხროვას გავდნენ, რომელიც პატივისცემას გამოხატავს თავისნაირების უფრო დიდ ხროვასთან შეხვედრისას.
   როცა ისინი მოგვიახლოვდნენ, დავინახე, როგორ განსხვავდებოდნენ  კალენებისგან. კატის მსგავსი ნაბიჯებით მოდიოდნენ, მათი სვლა მუდმივად ისეთ შეგრძნებას ბადებდა რომ სადაცაა მიწაზე განერთხმებოდნენ. ჩვეულებრივი მოხეტიალეებივით ეცვათ: ჯინსები და ყოველდღიური, მძიმე, წყალგაუმტარი ქსოვილებით შეკერილი საყელოიანი პერანგები. ტანსაცმელი შემოფლეთილი იყო, თუმცა ეცვათ მაინც, დაბლა კი ფეხშიშველები იყვნენ. ორივე კაცს შეკრეჭილი თმა ჰქონდა, ქალის ბრწყინვალე ნარინჯისფერი თმები კი სავსე იყო ფოთლებით და ხის ნატეხებით.
   მათი ზუსტი თვალები ყურადღებიანად იყო მიპყრობილი კარლაილის უფრო ელეგანტურ, დახვეწილ დგომის მანერაზე. მას გვერდში ჯასპერი და ემეტი ედგა. კარლაილმა ფრთხილად გადადგა ნაბიჯი წინ, მათთან შესახვედრად. ყოველგვარი აშკარა კომუნიკაციის გარეშე მათ შორის, ყოველი მათგანი ერთნაირად გაიმართა წელში.
     სხვებზე წინ მყოფი კაცი უფრო ლამაზი იყო, ზეთისხილისფერი კანი ჰქონდა, თუმცა მასაც დაჰკრავდა ტიპიური სიფერმკრთალე, კრიალა შავი თმები ჰქონდა. საშუალო სიმაღლის, მაგარ კუნთიანი, რა თქმა უნდა, მაგრამ ემეტის კუნთების შემდეგ მისი კუნთები არაფერი იყო. ჩვეულებრივი ღიმილით გაიღიმა, ზეგავლენას თავისი ციმციმა თეთრი კბილების ნათებით ახდენდა.
  ქალი უფრო ველური ჩანდა, მისი თვალები მოუსვენრად დასრიალებდა იმ კაცს, რომელიც მათ გაუპირისპირდა და იმ ჯგუფს შორის, რომელიც მე შემომხვეოდა გარშემო, მისი აბურდული თმები ოდნავ სიოს დაქროლებაზე ცახცახებდა. მკაფიოდ მოხერხებულ პოზაში იდგა. მეორე კაცი მოკრძალებულად დალივლივებდა მათ ზურგს უკან, მეთაურზე უმნიშვნელო, მისი ღია ყავისფერი თმები და სწორი ნაკვთები ორივე გაურკვეველ იერს ანიჭებდა მას. მისი თვალები, თუმცა სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა, მაინც როგორღაც ყველაზე ფხიზელი ჩანდა.
  მათი თვალებიც განსხვავდებოდა. არა ოქროსფერი ან შავი თვალები ჰქონდათ, როგორც მოველოდი, არამედ მოშავო წითელი, რომელიც გამაღიზიანებელი და ავბედითი იყო.
  მუქთმიანი კაცი, რომელიც ისევ იღიმოდა, კარლაილისკენ წავიდა.
_ვიფიქრეთ, რომ თამაშის ხმა ისმოდა,-თქვა მან მოდუნებულ ხმაში ძალიან უმნიშვნელო ფრანგული აქცენტით,-მე ლორენი ვარ, ესენი კი ვიქტორია და ჯეიმსი არიან. -მან ხელით მიუთითა ვამპირებისკენ თავის ზურგსუკან.
_მე კარლაილი ვარ. ეს ჩემი ოჯახია, ემეტი და ჯასპერი, როზალი, ესმი და ელისი, ედვარდი და ბელა.-ჩვენზე ჯგუფობრივად მიუთითა, განზრახ არ აპყრობდა ყურადღებას თითოეულს ცალ-ცალკე. შოკში ჩავვარდი, როცა მან ჩემი სახელი თქვა.
_კიდევ რამდენიმე მოთამაშისთვის ადგილი გაქვთ?-გულღიად კითხა ლორენმა.
  კარლაილმა ლორენის მეგობრულ ხმას თავისი ხმა შეუხამა.
_სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ უკვე ვამთავრებდით თამაშს. მაგრამ სიამოვნებით გეთამაშებით სხვა დროს. ამ მიდამოებში დარჩენას დიდი ხნით გეგმავთ?
_ჩვენ ჩრდილოეთით მივდიოდით, მაგრამ დაგვაინტერესა ვინ იყო სამეზობლოში. დიდი ხანია აღარ წავწყდომივართ სხვა კლანს.
_ეს რეგიონი როგორც წესი ცარიელია ჩვენი და თქვენნაირი შემთხვევითი სტუმრების გამოკლებით.
  დაძაბული ატმოსფერო ნელ-ნელა განიმუხტა სასხვათაშორისო საუბრით; მივხვდი, რომ ჯასპერი იყენებდა თავის განსაკუთრებულ ნიჭს, რომ სიტუაცია ეკონტროლებინა.
_რა საზღვრებში ნადირობთ?-სასხვათაშორისოდ კითხა ლორენმა.
  კარლაილმა ყურადღება არ მიაქცია მის გამოკითხვაში ჩამალულ თვალთმაქცობას.
_ოლიმპიურ ზონაში, ზემო და ქვემო სანაპირო საზღვრებში მონაცვლეობით. შორიახლოს მუდმივ საცხოვრებელს ვინარჩუნებთ. კიდევ ერთი ჩვენი მსგავსი მუდმივი დასახლებაა დენალისთან ახლოს.
  ლორენი ოდნავ გადაქანდა უკან თავის ქუსლებზე.
_მუდმივი? ამას როგორ ახერხებთ?-მის ხმაში პატიოსანმა ცნობისმოყვარეობამ გაიჟღერა.
_ჩვენთან ხომ არ წამოხვიდოდით სახლში და იქ კომფორტულად ხომ არ გვესაუბრა?-დაპატიჟა კარლაილმა.-ეს საკმაოდ გრძელი ისტორიაა.
  ჯეიმსმა და ვიქტორიამ გაოცებული მზერა გაცვალეს ერთმანეთში სიტყვა „სახლის“ ხსნებაზე, მაგრამ ლორენმა უკეთესად გააკონტროლა თავისი გამომეტყველება.
_შემოთავაზება ძალიან საინტერესოდ და კეთილშობილურად ჟღერს.-გულკეთილად გაიღიმა მან.- ონტარიოდან წამოსვლის შემდეგ სულ ვნადირობთ და ამიტომ თავის მოწესრიგების შესაძლებლობა არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში.-მისმა თვალებმა მოწონებით გადაინაცვლა კარლაილის სუფთა გარეგნობაზე.
_გთხოვთ საწყენად ნუ მიიღებთ, მაგრამ ჩვენ დავაფასებდით, თუ კი თავს შეიკავებდით ამ არემარეში ნადირობისგან. ხომ გესმით, შეუმჩნევლები უნდა დავრჩეთ.-აუხსნა მას კარლაილმა.
_რა თქმა უნდა.- ლორენმა თავი დაუქნია.-ჩვენ ნამდვილად არ გვინდა თქვენს ტერიტორიაზე შემოჭრა. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ახლახანს ვჭამეთ სიეტლთან.-მან გაიცინა. კანკალმა დამიარა ხერხემალში.
_გზას გაჩვენებთ, თუ ჩვენთან ერთად სირბილს ისურვებთ- ემეტ და ელის თქვენ შეგიძლიათ ბელასთან და ედვარდთან ერთად წახვიდეთ ჯიპის წამოსაყვანად.-სასხვათაშორისოდ დაამატა.
  სამი რამ ერთდროულად მოხდა სანამ კარლაილი ლაპარაკობდა. თმა მსუბუქმა ნიავმა ამითამაშა, ედვარდი გახევდა, და მეორე კაცმა, ჯეიმსმა, თავი გარშემო დაატრიალა, ყურადღებით მათვალიერებდა, ნესტოები გაუფართოვდა.
   სწრაფი სიმტკიცე დაუფლა ყოველ მათგანს, როცა ჯეიმსი მიწაზე განსართხმელად დაიხარა. ედვარდმა კბილები გაახრჭიალა, დაცვის მიზნით განერთხა მიწაზე, ავისმომასწავებელი ღრენა აპობდა მის ტუჩებს.
  ეს ხმა არაფრით გავდა იმ მხიარულ ხმებს დილას რომ მესმოდა; მისი ხმა ყველა იმ ხმაზე მეტად მუქარის გამომხატველი იყო რომელიც ოდესმე გამიგონია, თავიდან ფეხებამდე სიცივემ დამიარა.
_რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-გულწრფელი გაოცებით წამოიძახა ლორენმა. არც ჯეიმსს და არც ედვარდს არ მოუდუნებიათ თავიანთი აგრესიული პოზა. ჯეიმსი ცრუ მანევრით გადაიხარა გვერდით, ედვარდიც გაიწია პასუხად.
_გოგონა ჩვენთან ერთადაა.-კარლაილის ძლიერი ხმა ჯეიმსისკენ იყო მიმართული. როგორც ჩანდა ლორენმა ჯეიმსზე ნაკლები სიძლიერით დაიჭირა ჩემი სუნი, მაგრამ მიხვედრილობა ახლა უკვე სახეზე ეწერა.
_სასუსნავი წამოიღეთ?-იკითხა მან, ურწმუნო გამომეტყველებით უნებლიედ გადმოდგა ნაბიჯი წინ.
  ედვარდმა ბევრად უფრო მრისხანედ და უხეშად შეუღრინა, ტუჩები მბზინავ, გამოშიშვლებულ კბილებს მაღლა აეპრიხა. ლორენმა უკან დაიხია.
_გითხარით, გოგონა ჩვენთან ერთადაა, -მტკიცე ხმით გაუმეორა კარლაილმა.
_მაგრამ ის, ხომ ადამიანია, -გააპროტესტა ლორენმა. მაგრამ მისი სიტყვები აგრესიულად კი არა, უბრალოდ გაოცებით თქვა.
_დიახ.-ემეტმა გამოამჟღავნა, რომ კარლაილის მხარეს იყო, ის ჯეიმსს უყურებდა, რომელიც ნელა გასწორდა, მაგრამ მისი თვალები არ მშორდებოდა, ნესტოები ისევ გაფართოებული ჰქონდა. ედვარდი ჩემს წინ ლომივით მომართული დარჩა.
  როცა ლორენმა დაილაპარაკა, უკვე დამშვიდებული ტონი ჰქონდა- ცდილობდა მტრული ისტუაცია განემუხტა.
_როგორც ჩანს, ერთმანეთზე ბევრი ახალი რამის შეტყობა მოგვიწევს.
_ნამდვილად, -კარლაილის ხმა ჯერ კიდევ ცივი იყო.
_მაგრამ ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდებოდით თქვენს მიპატიჟებას, -მან თვალები ჩემსკენ გამოანათა, შემდეგ ისევ კარლაილს შეხედა,- და რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს დავუშავებთ ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე არ ვინადირებთ, როგორც უკვე გითხარით.
 ჯეიმსმა ურწმუნოდ და გაღიზიანებით შეავლო თვალი ლორენს, შემდეგ კი კიდევ ერთი ხანმოკლე მზერა გაუცვალა ვიქტორიას, რომლის თვალებიც ისევ მტრულად დაქროდა სახიდან სახეზე.
  კარლაილი რამდენიმე წუთს აფასებდა ლორენის გულღია გამომეტყველებას სანამ რამეს იტყოდა.
_ჩვენს გზას გიჩვენებთ. ჯასპერ, როზალი, ესმი?-დაიძახა მან. ისინი ერთად შეგროვდნენ ჩემს წინ ისე, რომ არ გამოვჩენილიყავი. ელისი მუდმივად ჩემს გვერდით იდგა, ემეტი ნელა იხევდა უკან, მისი მზერა ამ დროსაც ჯეიმსს მიჯაჭვოდა.
_წავედით, ბელა.- ხმადაბლა და პირქუშად თქვა ედვარდმა.
  მთელი ეს დრო ადგილზე მქონდა ფესვები გადგმული,  შეძრწუნებული სრულიად უმოძრაოდ ვიყავი. ედვარდი იძულებული გახდა იდაყვში ჩაევლო ხელი და შევენჯღრიე, რომ ტრანსიდან გამოვეყვანე. ელისი და ემეტი ახლოს იყვნენ ჩვენს უკან, მე მმალავდნენ. ედვარდის გვერდით წავიბორძიკე, ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი შიშისგან. ვერ გავიგე მთავარი ჯგუფი უკვე წასული იყო თუ არა. ედვარდის მოუთმენლობა თითქმის თვალშისაცემი გახდა, როცა ადამიანური სიჩქარით მივედით ტყისპირთან.
  ხეებში შესვლისას ედვარდმა ნაბიჯის შეუნელებლად მომიგდო ზურგზე. რაც შემეძლო მაგრად მოვეჭიდე, ჰაერში რომ ავარდა. დანარჩენებიც არ ჩამოგვრჩებოდნენ. თავი დახრილი მქონდა, მაგრამ თვალები, შიშისგან გაფართოებული, ვერაფრით დავხუჭე. მოჩვენებებივით დაქროდნენ ახლა უკვე დაბნელებულ ტყეში. მხიარულების გრძნობა, რომელიც ედვარდს ეუფლებოდა ხოლმე როცა დარბოდა ახლა სრულიად გამქრალიყო, მისი ადგილი მძვინვარებას დაეკავებინა, რომელიც აიძულებდა მას უფრო დიდი სისწრაფით ევლო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვყავდი ზურგზე მოკიდებული, დანარჩენებს მაინც ზურგში დევნა უწევდათ.
   ჯიპამდე შეუძლებლად ხანმოკლე დროში მივაღწიეთ. ედვარდმა ცოტა შეანელა მოძრაობა, როცა უკანა სავარძელზე შემსვა.
_ღვედები შეუკარი.-ემეტს უთხრა, როცა ის ჩემს გვერდით შემოსრიალდა.
  ელისი უკვე წინა სავარძელზე იყო, ედვარდი კი ძრავასამუშავებდა. ის გამოცოცხლების ნიშნად აღრიალდა, ედვარდმა მანქანა გამშრალი გზისკენ მოატრიალა.
  ედვარდი რაღაცას ისე სწრაფად იღრინებოდა, რომ ვერაფერი გავიგე, თუმცა ძალიან გავდა ღვთისგმობის საგალობელს.
   ჯაყჯაყა მგზავრობა ამჯერად უარესი იყო, სიბნელემ ის უბრალოდ უფრო საშიში გახადა. ემეტი და ელისი ორივე გვერდითი ფანჯრებიდან იყურებოდნენ.
  მთავარ გზაზე გამოვვარდით, და თუმცა ჩვენი სიჩქარე იზრდებოდა, ახლა უკვე ბევრად უკეთესად ვხედავდი სად მივდიოდით. ჩვენ კი სამხრეთით მივდიოდით, ფორქსისგან შორს.
_სად მივდივართ?-ვიკითხე.
  არავინ მიპასუხა. შემოხედვითაც კი არავის შემოუხედია.
_ჯანდაბა, ედვარდ! სად მიგყავარ?
_აქედან შორს უნდა წაგიყვანოთ- ძალიან შორს-ახლავე,-უკან არ მოუხედია, გზას გაჰყურებდა. სპიდომეტრეზე საათში ასხუთი მილი იკითხებოდა.
_მოატრიალე მანქანა! სახლში უნდა წამიყვანო! -ვიყვირე. სულელურ აღჭურვილობას გავებრძოლე, ღვედების გახევა ვცადე.
_ემეტ, -ულმობელად თქვა ედვარდმა.
 და ემეტმა ძლიერად დამიჭირა ხელები.
_არა! ედვარდ! არა, შენ ამას ვერ იზამ.
_იძულებული ვარ, ბელა, ახლა გთხოვ წყანარად იყავი.
_არა! უნდა დამაბრუნო- ჩარლი ერთ საათში დარეკავს! ისინი მთელს შენს ოჯახს დაუწყებენ ძებნას_ ესმის და კარლაილს! მათ წასვლა მოუწევთ, სამუდამოდ დამალვა!
_დამშვიდდი, ბელა, -ცივი ხმა ჰქონდა,- წინათაც დავმალულვართ.
_მაგრამ არა ჩემ გამო! თქვენ ამ ყველაფერს ჩემ გამო არ დაანგრევთ!-მთელი ამაოებით ვიბრძოდი მძვინვარედ.
  ელისმა პირველად დაილაპარა.
_გზიდან გადაიყვანე მანქანა.
  ედვარდმა მას უდრეკი მზერა ესროლა, შემდეგ კი სიჩქარე მოუმატა.
_ედვარდ, მოდი უბრალოდ ამაზე დავილაპარაკოთ.
_შენ არ გესმის! -ნირწამხდარმა ამოიღრიალა. ამხელაზე არასდროს გამიგონია მისი ხმა; ჯიპის საზღვრებში მისი ხმა გამაყრუებელი იყო. სპიდომეტრის ისარი 150ს უახლოვდებოდა,-ის კაცი მაძებარია, ვერ დაინახე? ის მაძებარია!
  ვიგრძენი ემეტი როგორ გახევდა ჩემს გვერდით, გამაკვირვა მისმა რეაქციამ ამ სიტყვაზე. ეს სიტყვა ამ სამისთვის აშკარად უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე ჩემთვის; მინდოდა გამეგო რატომ, მაგრამ ვერ გავბედე კითხვის დასმა.
_გზიდან გადაიყვანე მანქანა, ედვარდ, -გონიერი ხმა ჰქონდა ელისს, მაგრამ მასში იმ ძალაუფლებამ გაიჟღერა, რომელიც მანამდე არასდროს გამიგონია.
  სპიდომეტრი 120ზე ჩამოვიდა.
_მიდი, ედვარდ.
_მისმინე, ელის, მისი აზრები დავინახე. თვალთვალი მისი ვნებაა, მისი აკვიატებული აზრი, და მას ბელა უნდა, ელის,- მაინცდამაინც ბელა. ამაღამ ნადირობას იწყებს.
_მან ხომ არ იცის სად....
  ედვარდმა მას შეაწყვეტინა.
_როგორ ფიქრობ რამდენი ხანი დასჭირდება მას ქალაქში ბელას  სუნით საპოვნელად? მან მანამდე შეადგინა გეგმა სანამ ლორენის პირს მოწყდებოდა დაპირების სიტყვები.
  მძიმედ ამოვისუნთქე, ვიცოდი ჩემი სუნი მას სადაც მიიყვანდა.
_ჩარლი! თქვენ მას იქ ვერ დატოვებთ! მას ვერ დატოვებთ!- აღჭურვილობის მიღმა გავიბრძოლე.
_ბელა მართალია, -თქვა ელისმა.
  მანქანა უმნიშვნელოდ შენელდა.
_მოდი ერთი წუთით ჩვენს არჩევანს დავუკვირდეთ, -დამაჯერებლად თქვა ელისმა.
  მანქანა ისევ შენელდა, ახლა უკვე შესამჩნევად, უცებ წამოვიყვირეთ დიდი გზის გვერდით გაჩერების დროს. წინ მაგრად გადავიხარე, ღვედებმა დამიჭირა, შემდეგ კი მწარედ მივებერტყე საზურგეს.
_არჩევანი არ გვაქვს, -სისინებდა ედვარდი.
_ჩარლის არ მივატოვებ!-გამგმირავად ვიყვირე.
  მან საერთოდ არ მომაქცია ყურადღება.
_ბელა უნდა დავაბრუნოთ,-თქვა ბოლოს ემეტმა.
_არა, -მტკიცედ თქვა ედვარდმა.
_ჯეიმსი ჩვენზე სუსტია, ედვარდ. მას ბელას შეხების შესაძლებლობაც კი არ ექნება.
_ჯეიმსი მოიცდის.
  ემეტმა გაიღიმა.
_მოცდა მეც შემიძლია.
_შენ არ დაგინახავს_ ამიტომაც არ გესმის. ზოგჯერ ის ნადირობას გეგმავს, ის ურყევია. მისი მოკვლა მოგვიწევს.
  ემეტი ამ აზრით განაწყენებული სულაც არ ჩანდა.
_აი ესაა არჩევანი.
_და ქალი. ისიც მის მხარესაა. თუ ისინი ბრძოლაში ჩაებმებიან, მეთაურიც მათ მხარეს იქნება.
_ჩვენც საკმარისად ვართ.
_სხვა არჩევანიც არის,- წყნარად თქვა ელისმა.
  ედვარდი მას მძვინვარედ მიუბრუნდა, შხამნარევი ღრენის ხმა ჰქონდა.
_ სხვა - არჩევანი - არ - გვაქვს !!!
  მე და ემეტი ორივე გაოცებულები მივაჩერდით, მაგრამ ელისი გაოცებული არ ჩანდა. ხანგრძლივი წუთის განმავლობაში გაგრძელდა სიჩუმე როცა ედვარდი და ელისი ერთმანეთს მიჩერებოდნენ.
  სიჩუმე მე დავარღვიე.
_ვინმეს ჩემი გეგმა აინტერესებს თუ არა?
_არა, -ამოიღრინა ედვარდმა. ელისმა მას შეხედა როგორც იქნა გამომწვევად.
_მისმინე, -ვითხოვე -დამაბრუნე.
_არა,-შემაწყვეტინა.
  მას შევხედე და გავაგრძელე.
_დამაბრუნე. მამაჩემს ვეტყვი, რომ ფენიქსში დაბრუნება მინდა. ტანსაცმელს ჩავალაგებ. მოვიცდით, სანამ ეს მოთვალთვალე გვიყურებს, შემდეგ კი გავიქცევით. ის ჩვენ გამოგვყვება, და ჩარლის თავს დაანებებს. ჩარლი ერთ საათში არ დარეკავს, შენს ოჯახს საფრთხე არ დაემუქრება. შემდეგ შეგეძლება ნებისმიერ დაწყევლილ ადგილზე წამიყვანო სადაც გენდომება.
   განცვიფრებულები მომაჩერდნენ.
_ცუდი აზრი არ არის, მართლა,-ემეტის გაოცება ნამდვილი შეურაცყოფა იყო.
_წესით ამან უნდა იმოქმედოს- ჩვენ ასე უბრალოდ ვერ დავტოვებთ მამამისს დაუცველს. ხომ გესმის ეს,-თქვა ელისმა.
  ყველა ედვარდს ვუყურებდით.
_მეტისმეტად სახიფათოა- არ მინდა ჯეიმსი 100 მილზე ახლოს მოუახლოვდეს ბელას.
  ემეტი უკიდურესად თავდაჯერებული იყო.
_ედვარდ, ჯეიმსი ჩვენ ვერ მოგვერევა
  ელისი რამდენიმე წუთი ფიქრობდა.
_მის თავდასხმას ვერ ვხედავ. ის ეცდება დაგველოდოს როდის დავტოვებთ ბელას მარტო.
_დიდი ხანი არ დასჭირდება მას იმის მისახვედრად რომ ბელას მარტო დატოვებას არ ვაპირებთ.
_მოვითხოვ სახლში წამიყვანოთ, - ვეცადე მტკიცე ხმა მქონოდა.
  ედვარდმა თითები საფეთქლებზე მიიდო და თვალები ამგრად დახუჭა.
_გთხო, - ბევრად დაბალი ხმით ვთქვი.
  მას არ ამოუხედია. როცა დაილაპარაკა, მისი ხმა გამაფრთხილებლად ჟღერდა.
_შენ ამაღამვე წახვალ ფორქსიდან, მნიშვნელობა არ აქვს,  მოთვალთვალე დაგინახავს თუ არა. ჩარლის ეტყვი, რომ ერთ წუთსაც ვეღარ გაჩერდები ფორქსში. უთხარი ყველაფერი რაც გაჭრის. რაც ხელში მოგხვდება ის ჩაალაგე და შენს პიკაპში ჩაჯექი. არ მაინტერესებს ის რას გეტყვის. 15 წუთი გაქვს. გაიგე? 15 წუთი მას შემდეგ რაც სახლის ზღურბლზე შეაბიჯებ.
  ჯიპი აგრუხუნდა, მანქანა შემოატრიალა, საბურავებმა გაიხრჭიალეს. სპიდომეტრის ისარმა ციფერბლატზე მოძრაობა დაიწყო.
_ემეტ?- ვკითხე, კრიტიკულად მივუთითე ჩემს ხელებზე.
_ა, მაპატიე.-ხელი გამიშვა.
  რამდენიმე წუთმა სიჩუმეში გაიარა, თუ არ ჩავთვლით ძრავის გუგუნს. ისევ ედვარდმა დაილაპარაკა.
_აი როგორ მოხდება ყველაფერი. როცა სახლთან მივალთ, თუ მოთვალთვალე იქ არ იქნება, ბელას კარამდე მივიყვან. შემდეგ მას 15 წუთი ექნება, -ედვარდმა უკანა ხედვის სარკეში შემავლო თვალი.-ემეტ შენ გარეთ დარჩები. ელის, შენ პიკაპში ჩაჯდები. მე იმდენ ხანს ვიქნები სახლში რამდენ ხანსაც ბელა. მას შემდეგ რაც ის გარეთ გამოვა, თქვენ ორმა შეგიძლიათ ჯიპი წაიყვანოთ და კარლაილს მოუყვეთ ყველაფერი.
_არავითარ შემთხვევაში.-საუბარში ჩაეჭრა ემეტი.-მე შენთან ვრჩები.
_დაფიქრდი, ემეტ. არ ვიცი რამდენი ხნით მომიწევს გაქრობა.
_სანამ არ გავიგებთ რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, შენთან ერთად ვიქნები.
  ედვარდმა ამოიოხრა.
_თუ მოთვალთვალე იქ დაგვხვდება - ულმობლად გააგრძელა.- სახლთან არ გავაჩერებთ მანქანას.
_ჩვენ იქ მასზე ადრე მივალთ.-თავდაჯერებულად თქვა ელისმა.
  როგორც ჩანდა ედვარდი მას ეთანხმებოდა. რა პრობლემაც არ უნდა ჰქონოდა მას ელისთან, ამჯერად მასში ეჭვი არ ეპარებოდა.
_ჯიპს რა უნდა მოვუხერხოთ?-იკითხა ელისმა.
  ედვარდს ხმა გაუმკაცრდა.
_შენ წაიყვან სახლში.
_არა, არ წავიყვან, -მშვიდად თქვა მან.
  ისევ წამოვიდა ღვთის გმობის გაურკვეველი ნაკადი.
_ყველა ჩემს პიკაპში ვერ მოვთავსდებით.-დავიჩურჩულე.
 როგორც ჩანს ედვარდმა ვერ გაიგონა ჩემი ნათქვამი.
_მგონი აჯობებს მარტო გამიშვათ.-უფრო წყნარად ვთქვი.
   ეს გაიგონა.
_ბელა, მოდი ყველაფერი ჩემებურად გააკეთე, ამ ერთხელ,-კბილებსშორის გამოცრა.
_მისმინე, ჩარლი გონებასუსტი არ არის, -გავაპროტესტე, -თუ ხვალ ქალაქში არ იქნები, ეს საეჭვოდ მოეჩვენება.
_ ეგ ყველაფერი უადგილოა. ჩვენ უბრალოდ დავრწმუნდებით, რომ მამაშენი უსაფრთხოდ იქნება, სულ ესაა.
_შემდეგ რა უნდა ვქნათ ამ მოთვალთვალესთან დაკავშირებით? დაინახა წეღან როგორ იქცეოდი. ის იფიქრებს რომ ჩემთან ერთად ხარ, სადაც არ უნდა იყო.
  ემეტმა შემომხედა, ისევ შეურაცხმყოფლად გაოცებულმა.
_ედვარდ, მოუსმინე, -აიძულა -მგონი მართალია.
_ჰო, მართალია,-დაეთანხმა ელისი.
_მაგას ვერ ვიზამ,-გაყინული ხმა ჰქონდა ედვარდს.
_ემეტიც უნდა დარჩეს, -გავაგრძელე - მოთვალთვალემ ნამდვილად საკმარისად ნახა ემეტი.
_რა? -ემეტი მომიბრუნდა.
_უკეთესი იქნება თუ დარჩები,-დამეთანხმა ელისი.
  ედვარდი ელისს ურწმუნოდ მიაჩერდა.
_შენ ფიქრობ, რომ მარტო უნდა გავუშვა?
_რა თქმა უნდა არა, -თქვა ელისმა -მე და ჯასპერი წავიყვანთ.
_მაგას ვერ ვიზამ, -გაიმეორა ედვარდმა, მაგრამ ამჯერად მის ხმაში დანებების ნაკვალევი გაისმა. ლოგიკა ჭრიდა მასზე.
  ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
_ერთი კვირით აქ იბოდიალე, -მისი გამომეტყველება დავინახე სარკეში და გამოვასწორე -რამდენიმე დღით. ნება მიეცი ჩარლის დაგინახოს, რომ არ მოგიტაცებივარ, და ეს ჯეიმსი გაიტყუე სადმე შორს. უზრუნველყავი, რომ სრულიად დაკარგოს ჩემი კვალი. შემდეგ კი ჩამოდი და შემხვდი. შემოვლითი გზით რა თქმა უნდა, შემდეგ კი ჯასპერს და ელისს სახლში დაბრუნება შეეძლებათ.
   დავინახე, რომ ჩემს ნათქვამზე ფიქრობდა.
_სად შეგხვდე?
_ფენიქსში რა თქმა უნდა.
_არა. ის გაიგონებს სად მიდიხარ. -მოუთმენლად თქვა მან.
_შენც ისე მოაწყვე ყველაფერი, ვითომ ეს ხრიკია. მას ეცოდინება, რომ ჩვენ ვიცით, რომ ის გვისმენს. ის არ დაიჯერებს, რომ მართლა იქ მივდივარ სადაც ვთქვი რომ მივდიოდი.
_მოხერხებული გოგოა, -ჩაიცინა ემეტმა.
_და თუ ამან არ გაჭრა?
_ფენიქსში რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს, -შევატყობინე.
_არც მასეთი ძნელია სატელეფონო ცნობარის ხელში ჩაგდება.
_სახლში არ მივალ.
_ჰა? -გამომკითხა, მის ხმაში სახიფათო ტონმა გაიჟღერა.
_საკმაოდ დიდი ვარ, როგორმე ვიპოვი საჩემო ადგილს.
_ედვარდ, ჩვენ მასთან ერთად ვიქნებით.-შეახსენა ელისმა.
_ფენიქსში რის კეთებას აპირებ? -ჰკითხა ედვარდმა მას გესლიანად.
_სახლში ჯდომას.
_სწორედ ამაზე ვგიჟდები, -ემეტი უეჭველად ჯეიმსის კუთხეში მიმწყვდევაზე ფიქრობდა.
_მოკეტე, ემეტ.
_მისმინე, თუ ვეცდებით, რომ მოთვალთვალე ბელას აქ ყოფნის დროს დავიჭიროთ, უფრო დიდი შესაძლებლობაა, რომ ვინმეს რამე დაუშავდება,- ბელას რამე დაუშავდება ან შენ, მისი დაცვის მცდელობისას. ახლა თუ ჩვენ მას მარტო ჩავიგდებთ ხელში...- ნელი ღიმილით გაწყვიტა სიტყვა. მე მართალი ვიყავი.
  ქალაქში შესვლისას ჯიპი ნელა მიხოხავდა. ჩემი გაბედული საუბრის მიუხედავად, ვგრძნობდი თმები ყალყზე მედგა. ჩარლიზე ვფიქრობდი, რომელიც მარტო იყო სახლში და შევეცადე გულადი ვყოფილიყავი.
_ბელა, -ძალიან რბილი ხმით მითხრა. ელისმა და ემეტმა ფანჯრებში გაიხედეს, -თუ რამეს დაიმართებ- მნიშვნელობა არ აქვს რას- პასუხს მე ვაგებ. გესმის?
_მესმის.-ღრმად ჩავისუნთქე.
  ის ელისს მიუბრუნდა.
_შეუძლია ჯასპერს ამ მგზავრობაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს?
_ედვარდ, მიეცი შანსი. ჯასპერი ძალიან, ძალიან კარგად იქცევა, ყველაფერი აწონ-დაწონილი აქვს.
_ ჯასპერზე აგებ პასუხს?- კითხა მან.
  და პატარა მოხდენილმა ელისმა უკან დაწია ტუჩები შემაძრწუნებელ სახის დაჭყანვაში და ხორხისმიერი ღრენა ამოუშვა ყელიდან, რომლის გაგონებაზეც სავარძელზე მოვიბუზე.
  ედვარდს გაეღიმა მასზე.
_მაგრამ შენი შეხედულებები შენთვის შეინახე.-ჩაიბუტბუტა ედვარდმა უცებ.






No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)