Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 2)


   ჩარლი უხერხულად მომეხვია ცალი მხრით, როცა თვითმფრინავიდან ჩამოვბროძიკდი.
_მიხარია შენი ნახვა ბელს,- ღიმილით მითხრა, როცა ავტომატურად დამიჭირა და შემაკავა. -მაინცდამაინც არ შეცვლილხარ. რენე როგორაა?
_დედა კარგადაა, მეც მიხარია შენი ნახვა, მა, - Carli ნებას არ მრთავდა სახელით მიმემართა.
   მხოლოდ რამდენიმე ჩანთა მქონდა. ჩემი არიზონული ტანსაცმლის უმეტესობა შეუფერებელი იყო ვაშინგტონისთვისდედაჩემმა და მე ამოვწურეთ ჩვენი სახსრები, რომ ზამთრის გარდერობი როგორმე შემევსო, თუმცა მაინც საკმაოდ ღარიბული იყო ის. ყველაფერი ადვილად მოთავსდა კრეისერის საბარგულში.
_მაგარი მანქანა ვიპოვე შენთ
ვის, თან ნამდვილად იაფად!-გამომიცხადა, როცა უსაფრთხოების ღვედებს ვიკრავდით.
_რა მანქანაა?- დავეჭვდი, რადგან არ მომეწონა მისი სიტყვებიმაგარი მანქანა შენთვის , მერჩივნა უბრალოდ ეთქვამაგარი მანქანაო“.
_პიკაპია, შევროლე.
_სად iSove?
_გახსოვს ბილი ბლექი ლა პუშიდან?-  ლა პუში ინდიელების პაწაწინა ნაკრძალია სანაპიროზე.
_არა.
_ზაფხულში ჩვენთან ერთად თევზაობდა ხოლმე.- მიკარნახა ჩარლიმ.
   ეგ უკვე ყველაფერს ხსნიდა, რატომ არ მახსოვდა იგი. ყოვველთვის კარგად გამომდიოდა  უსარგებლო ინფორმაციის დაბლოკვა.
_ახლა ის ინვალიდის ეტლში ზის.- გააგრძელა ჩარლიმ როცა არაფერი ვუპასუხე. -მანქანას  ვეღარ ატარებს, ამიტომ შემომთავაზა, რომ იაფად მომყიდდა პიკაპს.
_რომელწლიანია?- მისი გამომეტყველების ცვლილებით მივხვდი, რომ ეს იყო კითხვა, რომელზეც იმედი ქონდა, რომ არ დავსვამდი.
_ძრავაზე ბევრი იწვალა ბილიმ- მხოლოდ რამდენიმე წლისაა, მართლა.
   იმედი მქონდა მასე ცუდად არ მიცნობდა ჩარლი, რომ დაეჯერებინა ასე იოლად დავნებდებოდი. „როდის იყიდა პიკაპი ბილიმ?“
_მგონი 1984-ში.
_ახალი იყიდა?
_ისა, არა. ახალი ადრეულ სამოციან წლებში იყო- დიდი დიდი გვიან ორმოცდაათიანებში.- გაუბედავად აღიარა.
_ჩარ..მამა, მანქანებზე არაფერი არ ვიცირამე რომ გაუფუჭდეს ვერ შევაკეთებ, ხელოსნისთვის კი ფული არ მაქვს...
_ბელა, ნაწილები კარგად მუშაობს. ასეთებს უკვე აღარც აკეთებენ.
ნაწილები... ჩემთვის გავიფიქრე... ბოლოსდაბოლოს ზედმეტსახელად ხომ მაინც ივარგებს.
_მაინც რამდენად იაფია ეგ იაფი?- ყველაფრის მიუხედავად, ეს ის ნაწილი იყო, რომელზეც კომპრომისზე ვერ წავიდოდი.
_ძვირფასო, შენთვის იმგვარად იაფი, რომ მე უკვე გიყიდე. აქ გადმოსვლის აღსანიშნავ საჩუქრად.- ჩარლიმ გვერდულად გამომხედა იმედიანი გამომეტყველებით.
   ოჰოო. უფასოდ.
_არ იყო საჭირო,მამა. ჩემით ვაპირებდი მანქანის ყიდვას.
_არც მაგის წინააღმდეგი ვიქნებოდი. უბრალოდ მინდა აქ ბედნიერი იყო.- ამას რომ ამბობდა გზას უყურებდა. ჩარლის დიდად არ უყვარდა ემოციების ხმამაღლა გამოხატვა. მისი ეს თვისება მემკვიდრეობით მივიღე. მეც პირდაპირ ვიყურებოდი როცა ვუპასუხე.
_ძალიან მაგარია, მადლობ. ამას ნამდვილად დაგიფასებ.- საჭირო არ იყო დამემატებინა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი ფორქსში- შეუძლებელი იყო. ჩემთან ერთად რატომ უნდა დატანჯულიყო. თანაც ნაჩუქარ პიკაპს კბილი... თუ ძრავა არ გაესინჯება.
_არაფრის,- წაიბურტყუნა ჩემი მადლობებით შეცბუნებულმა.
  რამდენიმე კომენტარი ამინდზე გავცვალეთ, რომელიც ნესტიანი იყო და მეტისმეტადფართოთემა იყო სასაუბროდ. დანარჩენ დროს კი წყნარად ვიყურებოდით ფანჯრებში.
   რა თქმა უნდა ლამაზ იყო აქაურობა, ამას ვერ უარვყოფ. ყველაფერი მწვანე იყო: ხეები, ხავსით დაფარული მისი ტანი, ტოტებზე ფარდაგებივით ჩამოფარებული ბალდახინი, გვიმრით დაფარული მიწა. ფოთლებს შორის ჰაერიც კი მწვანე მეჩვენებოდა.
   მეტისმეტი სიმწვანე იყო- უცხო პლანეტას გავდა.
   ბოლოსდაბოლოს მივაღწიეთ ჩარლის სახლს. ის ისევ იმ პატარა ორ საძინებლიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც დედასთან ერთად მათი ქორწინების შემდეგ რამდენიმე დღეში იყიდა. მათი ქორწინება ფაქტიურად სწორედ იმ დღეებისგან შედგებოდა. იქ, იმ სახლის წინ, რომელიც არასდროს შეცვლილა, ეყენა ჩემი ახალი- უფრო სწორად ჩემთვის ახალი- პიკაპი. გახუნებული წითელი ფერის იყო დიდი, მომრგვალებული გვერდებით და ამოზნექილი კაბინით. ჩემდა დიდად გასაოცრად, მე ის შემიყვარდა. არ ვიცოდი, საერთოდ გაივლიდა თუ არა, მაგრამ მასში ადვილად წარმოვიდგენდი ჩემს თავს. ამას დამატებული რკინის მყარი კონსტრუქცია, რომელიც არასდროს ზიანდება- ასეთებს ავარიის შემდეგ თუ დაინახავთ გაუკაწრავს, უცხოური მანქანების ნამსხვრევებში.

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)