Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი პირველი)

სტეფანი მეიერი
ბინდი

ეძღვნება ჩემს დიდ დას, ემილის,
რომლის ენთუზიაზმის გარეშეც ეს ამბავი ალბათ ახლაც დაუმთავრებელი იქნებოდა.
       მაგრამ ნაყოფი ხისა ცოდნისა კეთილისა და ბოროტისა
არ უნდა შეჭამო შენ 
იმ დღეს როცა შენ შეჭამ მას
შენ უეჭველად მოკვდები


                            პროლოგი

    ადრე სიკვდილზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია, თუმცა ბოლო დროს ამის მიზეზი საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ მაშინაც კი როდესაც ასეთი აზრები თავში მომდიოდა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა.
    სუნთქვაშეკრული ვიდექი და სიხარულით მოელვარე თვალებში ვუყურებდი, დიდი დარბაზის ბოლოში მდგარ მაძებარს..
    გაიღო საკუთარი სიცოცხლე სხვისთვისმითუმეტეს საყვარელი ადამიანისთვის კარგი გზაა სიცოცხლის დასასრულებლად.
    ვხვდებოდო რომ სწორედ ფორქსში ჩამოსვლით ჩავიგდე თავი საფრთხეში, მაგრამ ამას მაინც არ ვნანობდი, მიუხედავად სულისშემძვრელი შიშისა.
    როდესაც ყველაზე სანუკვა
რი ოცნებები ახდენას იწყებს, ადრე თუ გვიან განგება მაინც გაზღვევინებს ამისთვის.
    მაძებარმა ნაზად გამიღიმა და ნელა მომიახლოვდა.






                 თავი პირველი                                               პირველი შთაბეჭდილებები

   დედამ ფანჯრებჩაწეული მანქანით მიმიყვანა აეროპორტში. ფენიქსში 25 გრადუსი სითბო იყო, ცა იდეალური, უღრუბლო ლურჯიჩემი საყვარელი ბლუზი მეცვა, უმკლავებოთეთრი თასმებით; ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი ჟესტი იყო. თბილი ქურთუკი თან მეკავა ხელში.  
  ვაშინგტონის შტატის ჩრდილო-დასავლეთით ოლიმპიურ ნახევარკუნძულზე არსებობს პატარა ქალაქი ფორქსი, თითქმის მუდმივი ღრუბლების ქვეშ. ამ არათანმიმდევრულ ქალაქში უფრო ხშირად წვიმს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების სხვა რომელიმე ადგილზე. სწორად ამ ქალაქის და მის ბნელ, ყველგან მყოფ ჩრდილს გაექცა დედა და მეც თან გამიყოლა, როცა სულ რამდენიმე თვის ვიყავი. სწორედ აქ მიწევდა ზაფხულში ერთი თვის გატარება ყოველ წელს, სანამ 14 წლის გავხდებოდი. მას შემდეგ კი აქედან ფეხი ამოვიკვეთე; ამის ნაცვლად, ბოლოს 3 ზაფხულის განმავლობაში, მამაჩემი, ჩარლი, ჩემთან ისვენებდა კალიფორნიაში 2-2 კვირით.
   სწორედ ფორქსი იყო ის ქალაქი სადაც ახლა ჩემი ნებით გადავდიოდი საცხოვრებლად- გადაწყვეტილება, რომლიც უდიდესი ტანჯვის ფასად მივიღემე მძულდა ფორქსი.
   სამაგიეროდ ფენიქსი მიყვარდა. მიყვარდა მზე და გულის გამაწყალებელი სიცხე. მიყვარდა მისი ხმაური და ცხოვრების ჩქარი ტემპი.
   _ბელა,- მითხრა დედამ- უკვე მეათასედ- სანამ თვითმფრინავში ჩავჯდებოდი. -შენ ვალდებული არ ხარ წახვიდე.
   დედა ძალიან მგავს, განსხვავება მხოლოდ მოკლე თმებსა და სიცილშია. გული შიშით შემეკუმშა როცა მის ფართო ბავშვურ თვალებს შევხედე. როგორ უნდა დამეტოვებინა ჩემი საყვარელი, მერყევი და თავქარიანი დედა თავისი თავის ანაბარა? მას რა თქმა უნდა ახლა ფილი ყავდა, ამიტომ გადასახადების საქმე მოგვარებული იქნებოდა, მაცივარშიც მუდმივად საჭმელი, საწვავი დედას მანქანაში და ამას გარდა მას ეყოლებოდა ადამიანი ვისაც დაურეკავდა თუ დაიკარგებოდა, მაგრამ მაინც....
   _მინდა წასვლა, - ვიცრუე. ტყუილები არასდროს მეხერხებოდა, მაგრამ ამ ტყუილს ისეთი სიხშირით ვამბობდი ამ ბოლო დროს, რომ უკვე თითქმის დამაჯერებლად ჟღერდა.
   _ჩარლის მოკითხვა გადაეცი.
   _კარგი.
   _მალე გნახავ,- დაიჟინა. -როგორც კი მოგინდება შეგიძლია მაშინვე დაბრუნდე სახლში- მეც მაშინვე დავბრუნდები როგორც კი დაგჭირდები.
   მაგრამ ეს rom მითხრა მის თვალებში მსხვერპლი დავინახე.
   _ჩემზე ნუ ღელავ,- შევაგულიანე,-ყველაფერი დიდებულად იქნება. მიყვარხარ, დე.
    წუთით მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ თვითმფრინავში ავედი, ის კი თვალს მიეფარა.
   ფენიქსიდან სიეტლში გადაფრენას 4 საათი სჭირდება, კიდევ ერთი საათი პატარა თვითმფრინავით პორტ-ანჯელესში გადაფრენას უნდა, შემდეგ კი მანქანით ერთსაათიანი მგზავრობაა საჭირო ფორქსამდე. ფრენა დიდად არ მაწუხებდა, აი, ჩარლისთან ერთად მანქანაში მთელი საათის გატარებაზე კი ცოტა არ იყოს ვღელავდი.
   ჩარლი მართლა მშვენივრად განეწყო ამ ყველაფრის მიმართ. გულწრფელად ნასიამოვნები ჩანდა, რომ მასთან პირველად გადავდიოდი საცხოვრებლად ამდენი ხნით. მან უკვე გამატარა რეგისტრაციაში ადგილობრივ საშუალო სკოლაში და აპირებდა მანქანის ყიდვაშიც დამხმარებოდა.
   მაგრამ ის მაინც უეჭველად ვიცოდი, რომ ჩარლისთან ყოფნისას მაინც ვიგრძნობდი უხერხულობას. ვერცერთ ჩვენგანს ვერ უწოდებდით ენაწყლიანს, თანაც არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მეთქვა გულგრილობის გარეშე. ვიცოდი, რომ ის ჩემი გადაწყვეტილებით რბილად რომ ვთქვათ ცოტათი დაბნეული იყო__  დედაჩემისა არ იყოს, არც მე არ დამიმალია ოდესმე, რომ ფორქსი მეზიზღებოდა.
   პორტ ანჯელესში რომ ჩავფრინდი წვიმდა. თუმცა ავის მომასწავებელ ნიშნად არ მიმიღია- ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო. მზეს უკვე დავემშვიდობე.
   ჩარლი თავისი კრეისერით მელოდა. ესეც მოსალოდნელი იყო. ჩარლი პილიციის ოფიცერი სვონი იყო ფორქსის პატივცემული მოსახლეობისთვის. ჩემი პირველი მიზეზი რატომაც მინდოდა მანქანის ყიდვა, ჩემი მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, იყო ის, რომ არ მინდოდა ქალაქში სახურავზე მოციმციმე წითელ-ლურჯ შუქებიანი მანქანით მევლო. არაფერი აფერხებს მოძრაობას ისე როგორც პოლიციელი.

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)