Pages

daklikeeeeeeeee

Monday, September 12, 2011

ახალი სასწავლო წელი ახალციხის უნივერსიტეტში (2011-2012)

 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 12 სექტემბერს დაიწო და რასაკვირველია საზეიმოდაც გაიხსნა. კონცერტი 10 საათზე იწყებოდა, ასე რომ მეგობრებთან ერთად მეც ზუსტად 10 ზე ვიყავი უნის ეზოში :) თავდაპირველად იყო რექტორისა და
დეკანების მისალმება პირველკურსელებისადმი და საერთოდ სტუდენტებისადმი, შემდეგ კი ჩატარდა  კონცერტი.
ფოლკლორული ანსამბლი "თამარიონი"
   კონცერტის შემდეგ მოეწყო პირველკურსელებთან შეხვედრა. მახსოვს, როცა პირველკურსელი ვიყავი, როგორი დაძაბული ველოდი ამ წუთს. როგორც კი რუპორში გამოაცხადეს "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები გამოცხადნენ სამეცნიერო ბიბლიოთეკაშიო", მაშინვე იქით გავიქეცი :) მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია, როცა სტუდენტებით გატენილ ბიბლიოთეკაში შევაბიჯე... გული საშინლად მიცემდა და წამდაუწუმ ვიმეორებდი "მე სტუდენტი ვარ", "სტუდენტი"... ეხლა, როცა რუპორით ჩვენი ფაკულტეტის სახელი გამოაცხადეს და სტუდენტები 404 აუდიტორიაში დაიბარეს, გული ამიჩქარდა, გამახსენდა ის დაძაბულობა, ორი წლის წინ რომ გამოვიარე და ცოტათი შემშურდა კიდეც იმ სტუდენტების, რომლებიც ეხლა იწყებდნენ ყველაფერს :)
             კონცერტი დამთავრდა, ხალხი დაიშალა და ჯგუფელები ცხრილის სანახავად წავედით... სხვათაშორის ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი ახალი ცხრილით... კარგად არის გადანაწილებული ლექციები, რაც ვფიქრობ  დაგვეხმარება ახალი საგნების დაძლევაში...
          ამის შემდეგ ჯგუფელების ნაწილმა(რასაკვირველია პირველ დღეს ყველა არ იყო) პიცერიას მივაშურეთ და რამდენიმე საათი მშვენივრად გავატარეთ :) ცოტა დავლიეთ, ცოტა ვიცინეთ, ცოტა ვიჭორავეთ... :) მოკლედ ენთმანეთის მონატრება ცოტათი მაინც ავინაზღაურეთ...
         ხვალიდან ნორმალურ რეჟიმში იწყება სწავლა და მეც მოუთმენლად ველი  ლექციებს :).

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)