ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, 10 ივლისს უცნაურმა ზარმა გამაღვიძა... შემატყობინეს, რომ ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო და 12-21 ივლისის ნაკადში მეპატიჟებოდნენ... იმდენად გაოცებული ვიყავი, ვერც კი გამოვხატავდი ჩემს უსაზღვრო სიხარულს... :) ამას ისიც დაემატა, რომ დიდი მსჯელობის შედეგად მამა გაშვებაზე დამთანხმდა...ორი დღის შემდეგ მე უკვე ანაკლიაში მივქროდი და წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა საოცარი დღეები და როგორი წარუშლელი შთაბეჭდილებები მელოდა...
პირველი დღე ძირითადად ბავშვების განაწილებას დაეთმო... დაგვანაწილეს სხვადასხვა რაზმებში და გაგვაცნეს ლიდერები... საოცარი ლიდერები მყავდა, თიკომ და ტონიმ ნამდვილად მოახერხეს რაზმის შეკვრა და საოცარი დღეების ჩუქება.
ბუნგალო ღამით |
როგორც ხედავთ ძალიან ლამაზი და სუფთა სამზარეულოა. კერძებიც ძალიან გემრიელია, თუმცა ბევრი უკმაყოფილო იყო. ამის შემდეგ დავიშალეთ და ოთახებში დავბრუნდით. უცხოელები ჩამოსულან და დიდი ორომტრიალი იყო მათი დაბინავების გამო. არვიცი რატომ, მაგრამ შუქიც ჩაქრა, წვიმა წამოვიდა და ასეთ პირობებში ხდებოდა მათი მოვლა პატრონობა. თურმე არც თეთრეული წამოეღოთ :) ამიტომ ზოგი პარკით დარბოდა, ზოგი ჩანთით... მოკლედ დიდი გაუგებრობა იყო, ამიტომ ოთახებში შევედით და "მეზობლები" ერთმანეთს გავეცანით :) მგონი სწორედ ამ საღამოს ჩატარდა პირველი შეჯიბრი, რომელშიც რასაკვირველია ჩემმა რაზმმა(mad factory-მ) გაიმარჯვა
მეორე დილით 6 საათზე გამეღვიძა და ვერაფრით დავიძინე, ამიტომ მეგობარი გავაღვიძე და ეზოში გავისეირნეთ. წინა დღეს წესები გაგვაცნეს, ამიტომ სანაპიროზე გავლა ვერ გავბედეთ და აუზთან ჩამოვჯექით. მარინე კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და მშვენივრად გავერთეთ. ფოტოზე რომ ძაღლია ისიც ანაკლიის საკუთრებაა :) სეირნობისას გავიცანით და ფოტოებიც გადავიღეთ :) სულ უკან დაგვყვებოდა, ალბათ ამოწმებდა წესებს ვარღვევდით თუ არა :):):)
სწორედ იმ დღიდან დაიწყო ნამდვილი "ანაკლიური" ცხოვრება, ენერგიული (დილის ვარჯიშებით გაჯერებული), საინტერესო, შემეცნებითი(სხვადასხვა ტრენინგები), გასართობი(უუუუსაინტერესობა თამაშები, ზღვა, დისკოთეკები), სპორტული(ჩემპიონატებით აღსავსე) და სხვ.
საუზმის შემდეგ ლიდერებმა ჩვენს სადარბაზოში(მეთორმეტეში, რადგანაც მეთორმეტე რაზმი ვიყავით) შეგვკრიბეს და "დღის განრიგი" გაგვაცნეს. გვითხრეს, რომ ღამე მოეწყობოდა ჯგუფების გაცნობა(კონცერტის სახით) და ამიტომ რაიმე უნდა დაგვედგა. ჩემი რაზმი იმით იყო გამორჩეული, რომ ჯგუფში მომღერლებიც მყავდა, მოცეკვავეებიც და თვით კავეენის მამაც :) ჩვენმა კავეენის მამამ, დათომ, იგივე "კრეჭელამ", უძლიერესი სპექტაკლი ნარკომანიის შესახებ დაგვადგმევინა სულ რამდენიმე საათში, სადაც თქვენი მონა მორჩილიც თამაშობდა, (მაგ როლმა შეიწირა ჩემი საცოდავი მუხლი, დღემდე რომ დაზიანებულია ) ასევე ჩვენმა მოჭიკჭიკე მერცხალმა ლიზიმ სიმღერა დაწერა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რომლის ტექსტი დაახლოებით ასეთი იყო: "everybody in whole world smokes, everybody in whole world drinks, it's very dangerous for our life, everybody need healthy lifestyle." გიტარის თანხლებით მართლა კარგი გამოვიდა, თან საოცარი ხმა აქვს. ის და გიო საოცრად ასრულებდნენ. ჩვენი რეპეტიციები სტადიონზე მიმდინარეობდა, ჩვენთვის წყნარად ვმუშაობდით და მგონი ამიტომაც იყო ასეთი კარგი :) თუმცა ერთი რამ ვერ გავითვალისწინეთ :( ჩვენს სიტყვებს მიკროფონში არ ვამბობდით, ამხელა მაყურებლისთვის კი გაუგებარი აღმოჩნდა სპექტაკლის შინაარსი. თუმცა ბოლოს გიომ და ლიზიმ დააგვირგინეს თავიანთი სიმღერით და კმაყოფილები ჩამოვედით სცენიდან. საოცარი ღამე იყო, მგონი 1 საათამდე გაგრძელდა რაზმების წარდგენა.
ასევე ძალიან საინტერესო იყო ოლიმპიადის გახსნა. როგორც ფოტოზე ხედავთ, ორ რიგად ჩაგვამწკრივეს მთელი ბანაკი, ჩაირთო "ველური" მუსიკა, დაფდაფები და გაიხსნა ჭიშკარი, რომელიც არასდროს იღებოდა. იქიდან კი ასეთ საოცარ ფორმებში ჩაცმული ლიდერები გამოვიდნენ, ხელში ოლომპიადის ცეცხლით. ამ ცეცხლით შემოიარეს მთელი ბანაკი, ჩვენც უკან მივყვებოდით ცეკვით და ყიჟინით, ბოლოს ეს ცეცხლი ყველაზე მაღალ წერტილზე აიტანეს(ეს წერტილი აუზების თავზე მდებარე ჩამოსაცურებლები იყო :) ) და ოლიმპიადა გახსნილად გამოაცხადეს. იმ დღიდან დაიწყო შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში: კალათბურთში, ფეხბურთში, სირბილში, ჩოგბურთში, ფრენბურთში და სხვ. ვამაყობ, რომ ჩემი რაზმი ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და თასით დაგვაჯილდოვეს ოლიმპიადის დახურვის დღეს. ასევე ჩვენმა რაზმმა დაამარცხა სახელგანთქმული ნაკრები(რომელიც ანაკლიის ლიდერებისგან შედგებოდა), რომელსაც წინა რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემპიონის ტიტული ქონდა. ამ თამაშს უძღვებოდა თვით ანაკლიის დიჯეი მიკროფონით ხელში და ყველას საზეიმოდ ამცნობდა გატანილი გოლების შესახებ. :) მოკლედ საოცარი იყო ეს ჩემპიონატები.
ძალიან კარგი იყო ექსკურსია ზუგდიდში, კონკრეტულად დადიანების სასახლეში... პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ გავისეირნეთ დადიანების სასახლის გვერდით მდებარე ბოტანიკურ ბაღში, ვითამაშეთ, გავერთეთ, ტბის პირას ტალღებიც კი ვაკეთეთ :) შემდეგ ზუგდიდის ქუჩებში გავისეირნეთ და მაღაზიები დავცალეთ(ანაკლიისთვის მოვიმარაგეთ რაღაცები).
თუმცა ყველაზე დაუვიწყარი მაინც ექსკურსია ბათუმში იყო. ეს ერთგვარი თამაში იყო, city game უნდა გვეთამაშა. ლიდერებს დაურიგეს ფურცლები, სადაც იყო 16 ღირსშესანიშნაობის ფოტო, რომლებიც ბათუმის ტერიტორიაზეა "მიმობნეული". შეჯიბრის არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ ვინმეს დახმარებით ან ჩვენივე ძალებით უნდა გვეპოვა ფოტოზე გამოსახული ადგილები და მთელ რაზმს ერთად გადაგვეღო ფოტო, ისე, რომ ეს ადგილი კარგად გამოჩენილიყო. დრო მოგვცეს 4 საათი. ამ დროში ვინც ყველაზე სწრაფად შეასრულებდა დავალებას, დაჯილდოვდებოდა სიმბოლური პრიზით. ესეც ჩვენი ფოტოები, რომელთა მოძებნამაც ისე დაგვღალა, რომ ორი კვირა ფეხები მტკიოდა, თუმცა ძალიან კარგი საშუალება იყო ბათუმის გასაცნობად, მითუმეტეს, რომ პირველად ვიყავი.
შეჯიბრის შემდეგ ნახევარი საათი დრო მოგვცეს, რაც გინდათ ის აკეთეთო. პარკში კონცერტი იყო, მაგრამ მისი მოსმენის თავი ვის ჰქონდა, მე და ნინიმ(ჩემმა რაზმელმა) მაშინვე სანაპიროსკენ მოვკურცხლეთ, შეზლონგებზე წამოვწექით და წავიჭორავეთ. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ჩვენ ხომ პატრიოტის მაისურებით და ქუდებით ვიყავით :)
საკმაოდ დასამახსოვრებელი იყო 20 ივლისი. მეორე დღეს ბანაკი უნდა დაგვეტოვებინა.
კინაღამ გამომრჩა, ეს პატარა ვაჟკაცი ნიკუშაა, ტონის შვილი, ცოლ-შვილი ჰყავდა ბანაკში. ბავშვებზე ვგიჟდები, ეს ანგელოზი სულ ხელში მყავდა. ძალიან მენატრება :(:(:(:(
ბოლო დღეს ოთახები დავცალეთ და მარშუტკებს დაველოდეთ... მღელვარე წუთები იყო... იყო ცრემლები და იყო სევდა... ბოლო წუთამდე ვიკავებდი ცრემლებს, თუმცა როცა მარშუტკაში ჩავჯექი და ანაკლიის კედლებს გავცდი, ბავშვივით ავქვითინდი და თავი მაისურში ჩავრგე... მივხვდი, თუ რა დავკარგე... ლამაზი ზღაპარი ხომ მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში და მას ყოველთვის აქვს დასასრული :(:(:(
ანაკლიავ, ძალიან, ძალიან მენატრები :(:(:(
No comments:
Post a Comment
გააკრიტიკე პოსტი :)