Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 6)


      როგორც კი შევედი ადმინისტრაციის თბილ კორპუსში მაშინვე შეშინებეულმა კარებისკენ გავიწიე. ადმინისტრაციის დახლთან ედვარდ კალენი იდგა. აჩეჩილი ბრონზიფერი თმები მაშინვე ვიცანი. მგონი ვერ გაიგო კარების დაჯახუნება. კედელს მივეყრდენი და სმენად გადავიქეცი.
     დაბალი ძალიან სასიამოვნო ხმით კალენი ადმინისტრატორს ეკამათებოდა. უპრობლემოდ გავიგე რაც უნდოდამას უნდოდა ბიოლოგიის მეექვსე გაკვეთილი ნებისმიერ სხვა დღეზე გადაეტანა.
     შეუძლებელია, ნუთუ  ყველაფრის შუაში მართლა მე ვარ, არა ალბათ კლასში სანამ შევიდოდი რამე მოხდა. ცოტაა პრობლემები რომლებიც შეიძლება ბიჭს ქონდეს? არა მე რატომ უნდა ვეჯავრებოდე?
     შემოსასვლელი კარები გაიღო და ქარმა დახლზე დალაგებული ფურცლები და ჩემი თმები ააფრიალა. პატარა გოგომ უჩუმრად გადასცა ადმინისტრატორს რაღაცა საქაღალდე და გავიდა. ედვარდ კალენი ნელა მოტრიალდა
და ცივმა თვალებმა ისევ  მესროლა ზიზღით სავსე მზერა. მისი გაბრაზებული სახეც კი ულამაზესი იყო. რაღაცა წამებით ცხოველური შიში ვიგრძენიამ ბიჭში არის რაღაცა  ეშმაკისეულიყოვლისმომცველი შიში გაქრა, მაგრამ კიდევ დიდხანს ვგრძნობდი თავს ცუდად.
      –რას ვიზამთ ვერაფერს გავაწყობთ!– თქვა კალენმა დაბალი ხავერდოვანი ხმითყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის! მაპატიეთ რომ დრო წაგართვით.–ქუსლებზე შემოტრიალდა და უცებ გავიდა ქუჩაში.
     აკანკალებული ფეხებით მივედი დახლთან და ადმინისტრატორს ანკეტა გადავეცი.
     –როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?–მკითხა ქალმა
     –ყველაფერი კარგადაა–  ხმა მიკანკალებდა, ამიტომ  პასუხი არადამაჯერებელი გამომივიდა.
     როდესაც პიკაპთან მივედი, სადგომი  თითქმის ცარიელი დამხვდა. მანქანაში სიმყუდროვე იყო. როგორც ჩანს ამ საშინელ ადგილას მანქანა იქნება ჩემი თავშესაფარი. საქარე მინას მივჩერებოდი და თან ვფიქრობი იმაზე რაც დღეს მოხდა,საკმაოდ მალე გავიყინე. ძრავა აღმუვლდა და აცრემლებული ჩარლისთან წავედი.



                                    თავი მეორე

                       გადაშლილი წიგნი

მეორე დღე უკეთესი და უფრო მარტივი იყო.... და ამასთან უარესიც.
     უკეთესი იმიტომ, რომ ჯერ არ წვიმდა, თუმცა ცა მუქი ნაცრიფერი ღრუბლებით იყო დაფარული.   მარტივი იმიტომ რომ უკვე ვიცოდი სკოლაში  რაც მელოდა. მაიკი ინგლისურზე ჩემს გვერდით იჯდა, შემდეგ  კი ერიკის განრისხებული მზერის თანხლებით მომდევნო გაკვეთილზე გამაცილა. „იმედგაცრუებული ვიყავიგუშინდელთან შედარებით ისე აღარ მაშტერდებოდნენ. ლანჩზე მაიკთან, ერიკთან, ჯესიკასთან და კიდე რამდენიმე მოსწავლესთან ერთად მივედი. ურთიერთობები თანდათან ეწყობოდა.
       უარესი იმიტომ, რომ ძალიან დაღლილი ვიყავიქარის ზუზუნში  დაძინება ისევ გამჭირდა. ამასთან ერთად ტრიგონომეტრიაზე მისტერ ბარნერმა შეკითხვა დამისვა და არასწორად ვუპასუხე. ასევე მომიწია ფრენბურთის თამაში, ჩემი ჩაწოდებული ბურთი კი მოწინააღმდეგე გუნდის გოგოს თავში მოხვდა. ეს დღე უსაშნლესი aRmoCnda, მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ედვარდ კალენი სკოლაში არ გამოჩენილა.
       მთელი დილა აღელვებული  ველოდი ლანჩს სადაც  ცივ, ზიზღით სავსე მზერას შევხვდებოდი. ზოგჯერ მინდოდა კიდეც, რომ მივსულიყავი მასთან და მეკითხა რაში იყო საქმე. ღამე დიდი ტექსტიც მოავამზადე, მაგრამ თავს ტყუილად ვიტყუებ, არასდროს მეყოფა გამბედაობა კალენს პირველმა დაველაპარაკო!
     მე და ჯესიკა სასადილოში შევედით. დარბაზს თვალი შემოვავლე, მისი უცნაური ნათესავები დავინახე, მაგრამ თითონ ედვარდი არსად  ჩანდა.
     ამ დროს მაიკი დაგვეწია და იმ მაგიდასთან წაგვიყვანა სადაც მისი მეგობრები ისხდნენ. ვცდილობდი მათი საუბრისთვის მომესმინა, მაგრამ სინამდვილეში მოუთმენლად ველოდებოდი ედვარდის გამოჩენასიმედი მქონდა რომ შემოვიდოდა, ყურადღებსა არ მომაქცევდა და ჩემი ყველა ეჭვი გაიფანტებოდა. მაგრამ კალენი არ გამოჩენილა, მე კი თანდათან უფრო ვნერვიულობდი.
     ბიოლოგიის გაკვეთილზე დამძიმებული გულით წავედი. მაიკი მაცილებდა და თან  ოქროსფერი რეტრივერების თვისებებზე მელაპარაკებოდა. სუნთქვა შეკრულმა ხელი ვკარი კარებსკალენი კლასში არ აღმოჩნდა და იმედგაცრუებული წავედი ჩემი ადგილისაკენმაიკი არცერთი ნაბიჯით არ მრჩებოდა და  ზარის დარეკვამდე ზაფხულის არდადეგების გეგმებს მიზიარებდა. ნაღვლიანად  გამიღიმა და თავის მერხისკენ წავიდა, სადაც მუქკანიან გოგონასთან იჯდა. სამწუხაროდ, მომიწევს მაიკს რამე მოვუხერხოპატარა ქალაქში სიფრთხილეა საჭირო, მე განსაკითრებული ტაქტით არ გამოვირჩეოდი, მეგობრები კი თითქმის არ მყავდა.
      მერხთან მარტო ჯდომა ძალიან მოხერხებულია. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი ამაში თავი დამერწმუნებინა. თუმცა ძნელი აღმოჩნდა იმ აზრის იგნორირება რომ კალენი სკოლაში ჩემს გამო არ მოვიდა. გულუბრყვილობაა ჩემი  მხრიდან იმაზე ფიქრი რომ , ამ უცხო ბიჭზე ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოვახდინე. რა სისულელეა!
      როგორც იქნა ბოლო გაკვეთილი დამთავრდა. სასწრაფოდ გავიქეცი გასახდელში, სადაც ჯინსი და მუქი ლურჯი სვიტერი ჩავიცვი. საბედნიეროდ  მაიკს შეუმჩნევლად გავეპარე  და გადავურჩი მის ლექციას რეტრივერებზე. ჩქარა გავედი სადგომზე, რადგან მინდოდა ჩემი ახალი ნაცნობებისთვის გამესწრო. არავისთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა, მანქანაში ჩავჯექი და ჩანთის ქექვა დავიწყე, რომ მენახა ყველაფერი ადგილზე იყო თუ არა.
      გუშინ საღამოს  აღმოვაჩნე , რომ ჩარლიმ მხოლოდ კვერცხის შეწვა იცოდა. გადავწყვიტე ყოველდღე მომემზადებინა მისთვის საუზმე და ვახშამი. სახლში პროდუქტები თითქმის არ იყო. სია შევადგინე, ფული  თუნუის ქილიდან ავიღე, რომელსაც ეწერასაჭმლისთვისდა სკოლის შემდეგ გადავწყვიტე სუპერმარკეტში შევსულიყავი.
      გასაღები გადავატრიალე და მანქანა გამაყრუებელი ხმაურით დაიძრა. ყურადღება არ მიმიქცევია მოსწავლეებისათვის რომლებიც ყურებზე ხელებს იფარებდნენ ხმაურის გამო და დაველოდე ჩემ ჯერს სკოლის კარებში გასასვლელად. მანქანაში ვიჯექი და თავი ისე მეჭირა თითქოს ამ საშნელ ხმას სხვა მანქანა გამოსცემდა. ამ დროს დავინახე კალენები და ჰეილები, რომლებიც  ახალვოლვოშისხდებოდნენ. მათი ლამაზი სახეებით მოჯადოებულს, ადრე მათი ტანსაცმლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მხოლოდ ეხლა შევნიშნე, რომ უბრალოდ კი ეცვათ მაგრამ ემჩნეოდათ, რომ ტანსაცმელი ძვირფასი იყო, ალბათ რომელიმე საავტორო კოლექციიდან. ფული და სილამაზეეს უკვე ზედმეტია! ასე ხშირად  ხდება ხოლმე და არც კალენები იყვნენ გამონაკლისები, თუმცა ასეთ პატარა ქალაქში ეს მათთვის არც ისე სახაებიელო უნდა ყოფილიყო.
      საქმე მარტო ფორქსში არ არის, როგორც ჩანს კალენებს მოწონთ იზოლაციაში ყოფნა, რადგან ვერ წარმომიდგენია კარი, რომელიც მათი სილამაზის წინ დახურული იქნება.
       როგორც ყველა, კალენებიც უყურებდნენ ჩემს პიკაპს. მე პირდაპირ ვიყურებოდი და შვებით ამოვისუნთქეროცა სკოლის საზღვრებს გავცდი.
       სუპერმარკეტი ახლოს აღმოჩნდასკოლიდან სამხრეთით  სულ რამდენიმე ქუჩის შემდეგ. ფორქსისთვის საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და თავი კარგად ვიგრძენი. შეგიძლია ათვარიელო რაც გინდა  ისე, რომ წვიმის წვეთების ხმა არ გაწუხებდეს. ფენიქსშიც ყოველთვის მე ვყიდულობი პროდუქტებს , ამიტომ ყველაფერს მალე მივაგენი.
      სახლში მისულმა პროდუქტები ჩემებურად დავალაგე, იმედია ჩარლი წინააღმდეგი არ იქნება. დიდი კარტოფილები ფოლგაში გავახვიე და აირღუმელში შევალაგე,  ხორცს კი მარინადი მოვუმზადე.
      შემდეგ მაღლა ავედი, სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე და ნოტიო თმები შევიკარი. სანამ გაკვეთილებს შეუდგებოდე  ელექტონულ ფოსტას შევამოწმებ.
     სამი ახალი შეტყობინება დამხვდა
     „ბელა,
    – მწერდა დედა–გთხოვ როგორც კი ჩახვალ მომწერე! როგორ ჩაფრინდი? იმედი მაქ წვიმა ჯერ არ მოგწყინდა. ძალიან მენატრები! ფლორიდისთვის ყველაფერი გავამზადე მაგრამ ვარდისფერ მაისური  ვერაფრით ვერ ვიპოვე. ნეტა სად გაქრა? ფილმა მოგიკითხა.
 გკოცნი დედა“
     ამოვიოხრე და მეორე წერილი გავხსენი რომელიც დედას პირველიდან რვა საათის შემდეგ გამოეგზავნა.
    „ბელა!
     რატომ არ მპასუხობ?
    დედა“
     ბოლო, დღეს დილით იყო გამოგზავნილი.
    „იზაბელა!
    ექვსის ნახევრამდე თუ არ მომწერ პასუხს ჩარლის დავურეკავ“.
     საათს დავხედე. ხუთის ნახევარია. დედაჩემი რომ ვიცი, ჯობია ვიჩქარო.
    „დედა
   დაწყნარდი, ახლავე ყველაფერს დაწვრილებით მოგწერ. გთხოვ ნაჩქარევად ნურაფერს გააკეთებ.
     ბელა“.
     როგორც კი პირველი წერილი გავაგზავნე, მაშინვე მეორეს წერას შევუდექი.
   „დედა!
    ყველაფერი კარგადაა. რათქმაუნდა წვიმს. სკოლას არაუშავს, უბრალოდ უკვე ნასწავლის გამეორება მიწევს. უკვე გავიცანი ბავშვები, მათთან  ერთად დავდივარ ლანჩზე.
    ვარდისფერი კოფთა ქიმწმენდაშია, პარასკევს უნდა გამოგეტანა.
წარმოგიდგენია? ჩარლიმ პიკაპი მიყიდა! ძალიან მომწონს, ძველია მაგრამ საიმედო, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია.
      მეც ძალიან მომენატრე. როგორც  კი რამე ახალი იქნება მოგწერ. ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგადაა!
      გკოცნი ბელა“
     ლიტერატურაში „ჭექაქუხილის უღელტეხილს“ გავდიოდით, გადავწყვიტე გადამეკითხა და ისე გავერთე, რომ ჩარლის მოსვლა ძლივს გავიგე. სასწრაფოდ დაბლა ჩავედი, კარტოფილი გამოვიღე.
    –ბელა შენ ხარ?– დამიძახა მამამ ნაბიჯების ხმაზე.
    ნეტა  კიდე  ვის ელოდებოდა?
    –გამარჯობა მამა! კეთილი იყოს შენი დაბრუნება.
    –მადლობა– იარაღი მოიხსნა , თან  მიყურებდა როგორ ვტრიალები სამზარეულლოში. როგორც ვიცოდი ჩარლის სამსახურში არასდროს გამოუყენებია იარაღი, მაგრამ ფისტოლეტი ყოველთვის მზდყოფნაში ქონდა. ბავშვობაში როცა ჩამოვდიოდი მამა მას ტყვიებს აცლიდა და მალავდა. ახლა კი როგორც ჩანს  მიაჩნია რომ საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ შემთხვევით თავი მოვიკლა,  და საკმარისად ჭკვიანი იმისთვის რომ ეს განზრახ გავაკეთო.
    –ვახშმად რა გვაქვს?– ფრთხილად იკითხა ჩარლიმ. დედას ექსპერიმენტების ჩატარება უყვარდა, თუმცა მისი შედევრების ჭამა ხშირად უსაფრთხო არ იყო. როგორც ჩანს ჩარლის ეს 17 წლის შემდეგაც არ დავიწყბია.
     –შემწვარი კარტოფილი და დაბეგვილი ხორცი– ვუპასუხე და  შვებით ამოისუნთქა.
     ალბათ მისთვის უხერხული იყი უსაქმოდ დგომა, ის სასტუმრო ოთახში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. სანამ ხორცი გამზადდებოდა, სალათი გავაკეთე და მაგიდა გავშალე. მორჩა, შემიძლია ჩარლის დავუძახო!
      –მადის აღმძვრელი სუნია– შემაქო მან.
      –მადლობ!
      რამდენიმე წუთი ჩუმად ვჭამდით. სიჩუმე არც მე მაწუხებდა და არც ჩარლის. ვფიქრობ, შევეჩვევით ერთმანეთს.
      –სკოლა როგორ მოგეწონა? ახალი მეგობრები გყავს?– მკითხა მამამ როცა სალათის ჭამას მორჩა.
     –ესპანურზე და ტრიგონომეტრიაზე ჯესიკასთან ვზივარ, ლანჩზე ერთად დავდივართ. კიდე  მაიკი მომეწონა , მაღალი  ქერათმიანი. მასთან არ მოიწყენ! სხვა მოსწავლეებსაც არაუშავთ ერთის გარდა.
    –მაღალი და ქერათმიანი ალბათ მაიკ ნიუტონია. კარგი ბიჭია, კარგი ოჯახი ჰყავს. მამამისს ფორქსში სპორტული მაღაზია აქვს. საქმეები კარგად მისდის.
    –კალენებს იცნობ?– გაუბედავად ვკითხე.
    –ექიმი კალენი და მისი ოჯახი? ექიმი შესანიშნავი კაცია.
    –ვშიშობ მისი შვილები....  ე–ე... არც ისე პოპულარულები არიან . სკოლაშ ისინი არ უყვართ.
     ჩემდა გასაოცრად ჩარლი გაბრაზდა.
     –ასეც ვიცოდი!–ჩაიბურტყინა მან– ექიმი კალენი შესანიშნავი ქირურგია, შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში ემუშავა და იმაზე ასჯერ მეტი აიეღო ვიდრე აქ იღებს. ჩვენ ძალიან გაგვიმათლა, რომ ის აქ ცხოვრობს, გავიმართლა რომ მისმა ცოლმა ჩვენ ქალაქში გადაწყვიტა ცხოვრება. ფორქსისთვის ის ნამდვილი განძია, მისი შვილიები კი ძალიან კარგად არიან აღზრდილები არიან. როცა კალენები ჩამოვიდნენ, მეგონა პრობლემები ექნებოდათ– ამდენი მოზარდი სახლში, ამასთან ექიმს არ დაუმალია, რომ ისინი ნაშვილები არიან. მისი შვილები იმ ახალგაზრდებზე მოწესრიგებულები აღმოჩნდნენ, რომელთა ოჯახებიც რამდენიმე თაობაა რაც  აქ ცხოვრობს. რა თქმა უნდა ერთად არიან– ისინი ხომ ერთი ოჯახი არიან, მაგრამ კალენები დიდი ხანი არ არის რაც  ქალაქში ჩამოვიდნენ, ადგილობრივებს კი საჭორაო თემა სჭირდებათ!
      ვაღიარებ, ჩარლისგან ამდენი ლაპარაკი არასდროს მომისმენია. როგორც ჩანს მას არ მოსწონდა რასაც ქალაქში ლაპარაკობდნენ.
     –კალენები საკმაოდ კარგები ჩანდნენ– დავუთმე ჩარლის– უბრალოდ სხვებისგან ცალკე არიან, ეს არის და ეს. უცნაურია ისინი ხომ ძალიან სიმპათიურები არიან.
     –შენ ექიმი არ გინახავს!– გაეცინა მამას– კარგია, რომ ცოლი ყავს, მაგრამ მედდების უმრავლესობა მაინც გიჟდება მასზე...
    ვახშამმა ჩუმად ჩაიარა, შემდეგ ჩარლი ალაგებაში მომეხმარა და ისევ ტელევიზორთან დაჯდა, მე კი ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. ხელით! მამა არ აღიარებდა ჭურჭლისარეცხ მანქანას.
    ძალით ავედი მაღლა სადაც საშნაო დავალება მელოდებოდა მათემატიკაში. მგონი მამასაც არ  უყვარს ზუსტი მეცნიერებები.
    ღამე გასაოცრად წყნარი აღმოჩნდა და სწრაფად დამეძინა.
    დანარჩენმა კვირამ მშვიდად ჩაიარა. სკოლას მივეჩვიე, პარასკევისთვის კი თითქმის ყველა მოსწავლეს ვცნობდი სახეზე. გოგოები ფიზკულტურაზე მეხმარებოდნენ, ბურთს მხოლოდ მაშინ მიგდებდნენ როცა მასწავლებელი გამოჩნდებოდა.
   ედვარდ კალენი გაკვეთილებზე არ დადიოდა.
   ყოველდღე ვუყურებდი მისი ნათესავები , მის გარეშე  როგორ  შემოდიოდნენ სასადილოში. მხოლოდ ამ დროს შემეძლო მოდუნება და ლაპარაკში მონაწილეობის მიღება. ძრითადად  ლა–პუშში წასვლაზე ლაპარაკობდნენ, რომელსაც მაიკი მეგობრებთან ერთად , ორი კვირაში გეგმავდა. მეც დამპატიჟეს და ზრდილობის გამო დავთანხმდი. იმედია სანაპიროზე ცოტა სიმშრალე და სითბო მაინც იქნება.



No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)