Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

საოცარი ამბავი კაცისა, რომელიც დამარხვიდან 40 დღის შემდეგაც ცოცხალი გადარჩა

  
Image by Margaret Bourke-White, 1946
         1880 წელს ლონდონში დაბეჭდილი ანგარიშის მიხედვით, ადამიანი, დაკრძალვიდან 40 დღის შემდეგ(ამ მდგომარეობაში ის აუცილებლად უნდა მომკვდარიყო)  ცოცხალი გადარჩა. არანაირი ტრიუკი ან სხვა მსგავ
სი რამ არ შეინიშნებოდა. მაშ როგორ მოახერხა მან გადარჩენა?
          ხშირად ხდება, რომ, როცა ადამიანს რაიმე დაუჯერებელი ემართება,  ბუნების ამ დიდ საჩუქარს სკეპტიკურად უყურებენ. ამგვარად, როდესაც მაჰარაჯა Ranjeet Singh - ს უთხრეს ერთი ინდოელი კაცის შესახებ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ შეეძლო ცოცხალი გადარჩენილიყო დამარხვიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი, მაჰარაჯამ მხოლოდ ეს თქვა: დაამტკიცოს, თუ უნდა რომ დავიჯეროთ.
          ამგვარად მაჰარაჯა შეეცადა ყველანაირად აეცილებინა თავიდან მოსალოდნელი სიყალბე. მან მოკლე დროში შეკრიბა დიდებულები. საპატიო კაპიტანმა ოსბორნმა ამ შემთხვევის შესახებ გააკეთა მოხსენება, რისი მიხედვითაც, საოცარი ნიჭის მქონე ადამიანი სახელად ჰარიდასი გაახვიეს ზეწარში, ხელები ჯაჭვით შეუკრეს, გაიყვანეს ქალაქგარეთ და დაკრძალეს მინისტრის კუთვნილ ბაღში. ბაღი გალავნით იყო გარშემორტყმული, ასე რომ ყოველგვარი უსაფრთხოება დაცული იყო.
Image: Herbert Ponting
            
 40 დღის შემდეგ საფლავი გახსნეს და ამოიყვანეს. კაცი, თუმცა ცივი იყო, ზუსტად იმ მდგომარეობაში იყო, როგორშიც 40 დღის წინ დატოვეს. მას შემდეგ რაც ოსბორნს ყურები დაუზილეს, გაათბეს და გამოაცოცხლეს, იგი დაუბრუნდა ცნობიერებას. ამ ანგარიშის ერთ-ერთი მოწმე Sir Claude Wade უკეთ გადმოგვცემს ამ ამბავს, რათა ეჭვი არ გვქონდეს თაღლითობაზე: "მე შევთავაზე Runjeet Singh-ს, რომ სანამ რეანიმაციაში გადაიყვანდნენ, გაგვეხსნა ტომარა და უკეთ შეგვეხედა სხეულისთვის.ასეც მოვიქეცით და შემიძლია აღვნიშნო, რომ ტომარა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მართლაც დამარხული იყო დიდი ხნის მანძილზე.
   სხეულის ხელები და ფეხები იყო ხისტი, სახე - სრული, თავი კი მხრებზე ისე იდო, თითქოს გვამი იყო. ამის შემდეგ დავუძახე სამედიცინო მხარის წარმომადგენელს, რომელიც ესწრებოდა ამ ყველაფერს და ვთხოვე შეემოწმებინა სხეული, ის ასეც მოიქცა, თუმცა ვერავითარი პულსი ვერ აღმოუჩინა, თუმცა სითბო მაინც იგრძნობოდა სხეულიდან.
   როდესაც მოსამსახურემ იგი დაბანა თბილი წყლით და მისმა სხეულმაც ცოტათი დაისვენა,  Runjeet Singh - მა და მე ვცადეთ მასაჟის დახმარებით გამოგვეცოცხლებინა იგი. შემდეგ მოსამსახურე შეეცადა ცოტაოდენი საკვები მაინც გადაეყლაპებინა მისთვის.
   რამდენიმე წუთის შემდეგ იგი გამოცოცხლდა და დაუბრუნდა ბუნებრივი ფერი. მან შეამჩნია მის გვერდით მჯდომი Runjeet Singh - ი და ჰკითხა: "ახლა გჯერა ჩემი?""
   მაჰარაჯამ საბოლოოდ ირწმუნა მისი და უსახსოვრა უამრავი საჩუქარი, მარგალიტის ყელსაბამი, ოქროს სამაჯურები და აბრეშუმის ქსოვილები, რომლებიც განსხვავებული კლასის წარმომადგენლებისთვის იყო მხოლოდ.

        როგორ მოახერხა fakir - მა დამარხვიდან 40 დღის შემდეგ ცოცხალი გადარჩენა?

    დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ fakir - ს იოგის და შამანის დახმარებით შეეძლო თავისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის კონტროლი მხოლოდ გონების ძალის დახმარებით.
    1925 წლის მოხსენების მიხედვით, ეგვიპტელ კაცს Tahra Bey-ს შეეძლო გაეზარდა თავისი გულისცემა წუთში 140 დარტყმამდე და პირიქით, შეენელებინა იგი წუთში 40 დარტყმამდე ან საერთოდაც გაეჩერებინა. ხოლო 1974 ში ტოგოელი კაცი დასავლეთ აფრიკიდან დაკრძალეს კუბოში და დააფარეს ბეტონის ფილები. როდესაც მაყურებლებმა ატეხეს პანიკა და ხელისუფლებას სთხოვეს მისი დახმარება, იგი სრულიად ცოცხალი ამოიყვანეს კუბოდან. მან თქვა, რომ მისი საიდუმლო მხოლოდ ხანგრძლივი მიწისქვეშა მედიტაცია იყო.

      fakir - ები ასევე ცნობილები არიან იმით, რომ მათ შეუძლიათ ცეცხლში გავლა ისე, რომ არ დაიწვან.
Image: The Secret Museum of Mankind
      Hadrias-მა, მაჰარაჯას fakir - მა თავისი მომნელებელი სისტემა რძის დალევით გაწმინდა, ხოლო მისი დაკრძალვის დღეს, მან გადაყლაპა თეთრეული, რომელიც სამი თითის სისქე და  და 30 იარდის სიგრძის იყო. მან ეს თეთრეული მაშინვე უკან ამოიღო კუჭის გაწმენდის შედეგად. სწორედ ამ წინასწარმა ვარჯიშებმა და მედიტაციამ გადაარჩინა იგი ცოცხალი.
   წლის სხვა დროს იგივე fakir -  დაკრძალეს ოთხი თვის განმავლობაში. ამჯერად მან წვერი გაიპარსა და როდესაც კვლავ ამოიყვანეს საფლავიდან, წვერი კვლავ იმავე მდგომარეობაში იყო. სწორედ ეს ადასტურებს, რომ დროის შეჩერება შესაძლებელია.

წყარო:       http://www.environmentalgraffiti.com

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)