Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 15)



                                        თავი მეთოთხმეტე
                 სულის სხეულზე გამარჯვება

     ის კარგად ატარებდა, უნდა ვაღიარო რომ  ზომიერ სიჩქარეს ინარჩუნებდა.  ისევე როგორც ბევრი სხვა რამ მისთვის ესეც სრულიად ადვილ საქმიანობას წარმოადგენდა. არც ისე დიდ ყურადღებას აქცევდა გზას, თუმცა საბურავები გზიდან ერთი სანტიმეტრითაც კი არ გადასულა. ის ცალი ხელით მართავდა საჭეს, მეორით კი ჩემი ხელი ეჭირა სავარძელზე. ზოგჯერ ჩამავალ მზეს მიაშტერდებოდა ხოლმე, ხან მე- ჩემს სახეს შეავლებდა თვალს, თმას ფანჯარაში მიქროლებდა ქარი, ჩვენი ხელები ერთმანეთში იყო გადაწნული.

   რადიო ძველი სიმღერების სადგურზე გადართო, და იმ სიმღერებს ყვებოდა, რომლებიც მე ადრე
მოსმენილიც არ მქონდა. მან ყველა სტროფი ზეპირად იცოდა.
   _50იანების მუსიკა გიყვარს?-ვკითხე.
   _50იან წლებში კარგი მუსიკა იქმნებოდა.  ბევრად უკეთესი ვიდრე 60აინ ან 70იან წლებში. -ის შეკრთა- აი, 80იანების მოსმენას კი ძლივს თუ გაუძლებ.
   _ოდესმე მეტყვი სინამდვილეში რამდენი წლის ხარ?-ფრთხილად ვკითხე, არ მინდოდა მისთვის მხიარული ხასიათი დამეკარგა.
   _ამას შენთვის ამხელა მნიშვნელობა აქვს? -გულზე მომეშვა, როცა სახეზე ისევ შერჩა უღრუბლო ღიმილი.
   _არა, მაგრამ ჯერ კიდევ მაინტერესებს...-სახე დამეჭყანა- არაფერია შენს ღამეულ საიდუმლოებებზე ამოუხსნელი.
   _მაინტერესებს ეს ხასიათს გაგიფუჭებს თუ არა,- ჩაილაპარაკა თავისთვის. მზეს მიაშტერდა; ასე გაიარა რამდენიმე წუთმა.
   _მითხარი და ნახავ- ვთქვი ბოლოს.
  ამოიოხრა, შემდეგ თვალებში შემომხედა, ისე ჩანდა თითქოს რაღაც დროის განმავლობაში სულ დაავიწყდა გზა. რაც მან ჩემს თვალებში დაინახა ალბათ წაახალისა. ისევ მზეს შეხედა- ჩამავალი სფეროს ნათებამ ააელვარა მისი ლალისფრად შეფერადებული კანი- და დაილაპარაკა.

   _ჩიკაგოში დავიბადე 1901 წელს. -გაჩერდა და თვალის კუთხით გამომხედა. სულაც არ ვიყავი გაოცებული, მოთმინებით ველოდი რას მეტყოდა კიდევ.  ოდნავ გამიღიმა და გააგრძელა- კარლაილმა 1918 წლის ზაფხულში საავადმყოფოში მიპოვა. 17 წლის ვიყავი, ესპანური გრიპით ვკვდებოდი.
  გაიგონა როგორ ჩავისუნთქე, თუმცა ეს ჩემი საკუთარი ყურებისთვისაც კი ძლივს გასაგონი იყო. ისევ ჩამხედა თვალებში.
   _კარგად არც მახსოვს,- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ადამიანის მახსოვრობა კი სწრაფად ხუნდება. -სანამ გააგრძელებდა ცოტა ხანი თავის ფიქრებში იყო ჩაკარგული- მახსოვს რა გრძნობა იყო როცა კარლაილმა გადამარჩინა. ეს არც ისე იოლია დასავიწყებლად.
   _შენი მშობლები?
   _ისინი უკვე დახოცილები იყვნენ ამ ავადმყოფობით. მე მარტო ვიყავი. აი რატომ ამირჩია. მთელ ამ ეპიდემიის ქაოსში ვერავინ შეამჩნევდა ჩემს გაქრობას.
   _მან როგორ... გადაგარჩინა?
   სანამ მიპასუხებდა რამდენიმე წუთი გავიდა. ჩანდა რომ ფრთხილად არჩევდა სიტყვებს.
   _ეს საკმაოდ რთული იყო. არც ისე ბევრ ჩვენგანს აქვს საკმაო თავშეკავების უნარი რომ დაასრულოს ეს. მაგრამ კარლაილი ყოველთვის ყველაზე ადამიანური, ყველაზე შემწყნარებელი იყო... არამგონია ისტორიაში მისი სწორი კიდევ ნახო ვინმე- გაჩერდა- ჩემთვის ეს ძალიან, ძალიან აუტანელი იყო. 
   მისი ტუჩების მდგომარეობით მივხვდი, რომ ამ თემაზე მეტს აღარაფერს იტყოდა. დავთრგუნე ჩემი ცნობისმოყვარეობა, თუმცა ის შორს იყო ამოწურვისგან. მისი განსაკუთრებული გამოსვლის შემდეგ ბევრ რამეზე უნდა მეფიქრა, ისეთ რაღაცეებზე რაც ჩემზე იწყებდა მოქმედებას. მის სწრაფ გონებას უეჭველად უკვე გაგებული ჰქონდა ჩემი ყველა რეაქცია რომელიც ძლივს მოვიშორე თავიდან.
   მისმა რბილმა ხმამ ფიქრი შემაწყვეტინა.
   _ის მარტოსული ცხოვრების გამო მოიქცა ასე. რომელიც ხშირადაა არჩევანის გაკეთების წინაპირობა. მე პირველი ვიყავი კარლაილის ოჯახში, თუმცა მან ამის შემდეგ მალევე იპოვა ესმი. ის კლდიდან ჩამოვარდა. ესმი პირდაპირ საავადმყოფოს მორგში წაიყვანეს, მაგრამ როგორღაც მისი გული ჯერ კიდევ მუშაობდა. 
   _ესეიგი ჯერ უნდა მოკვდე, რომ გახდე...- ჩვენ არასდროს ვახსენებდით ამ სიტყვას და არც ახლა არ შემეძლო მისი დასახელება.
   _არა, ასე მხოლოდ კარლაილი გახდა ვამპირი. ის ამას არასდროს არ გაუკეთებდა ადამიანს რომელსაც სხვა არჩევანი ჰქონდა. -როცა მამამისზე ლაპარაკობდა მის ხმაში ღრმა პატივისცემა იგრძნობოდა. -თუმცა ის ფიქრობს რომ თავის შეკავება ადვილია, როცა- გააგრძელა მან- სისხლი უძლურ ადამიანს ეკუთვნის. - მან უკვე დაბნელებულ გზას გახედა და მე ისევ მივხვდი რომ საკითხი იხურებოდა.
   _და ემეტი და როზალი?
   _კარლაილმა შემდეგი როზალი მოიყვანა ოჯახში. კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ მას იმედი ჰქონდა როზალი ის იქნებოდა ჩემთვის რაც ესმი იყო მისთვის -კარლაილი ჩემთან ფრთხილად განიხილავდა თავის ფიქრებს -თვალები დაახამხამა.- მაგრამ ის ჩემთვის დაზე მეტი არასდროს ყოფილა. მხოლოდ 2 წლის შემდეგ იპოვა მან ემეტი. ის ნადირობდა- ჩვენ იმ დროს აპალაჩებში ვიყავით- და დათვი იპოვა, რომელსაც ემეტი დაეშავებინა. როზალიმ ის კარლაილს მიუყვანა, ასობით მილზე მეტი ატარა, ეშინოდა რომ თვითონ ვერ შეძლებდა მისი გადარჩენის დროს თავის შეკავებას. მე მხოლოდ ახლა ვიწყებ წარმოდგენას რა რთული იქნებოდა მისთვის ეს მგზავრობა. - ჩემი მიმართულებით ისროლა მზერა და ჯერ კიდევ ერთმანეთში გადახლართული ჩვენი ხელები აწია, რომ ლოყაზე ჩამოესვა თავისი ხელის ზურგი. 
   _მაგრამ მან ეს შეძლო,- გავამხნევე, თვალი ავარიდე მისი თვალების აუტანელ სილამაზეს. 
   _ჰო, -მან ჩაიბუტბუტა- მან რაღაც ისეთი დაინახა ემეტის სახეზე რამაც საკმარისად გააძლიერა. ისინი მას შემდეგ ერთად არიან. ზოგჯერ ისინი ჩვენგან განცალკევებით ცხოვრობენ როგორც დაქორწინებული წყვილი. მაგრამ ისეთი ახალგაზრდები, როგორადაც ყველას თავს ვაჩვენებთ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდებით. ფორქსი ჩვენთვის ზედგამოჭრილი ჩანდა, ამიტომაც შევედით საშუალო სკოლაში. -გაიცინა- მგონი რამდენიმე წელში მოგვიწევს მათ ქორწილში წასვლა, კიდევ ერთხელ.
   _ელისი და ჯასპერი?
   _ელისი და ჯასპერი ორი ძალიან იშვიათი ქმნილებაა. მათ ორივემ განავითარეს თავიანთ თავებში კეთილსინდისიერება, ხელმძღვანელობის გარეშე. ჯასპერი ეკუთვნოდა... სხვა ოჯახს, ძალიან განსხვავებული სახის ოჯახს. ის დათრგუნული იყო და თავისთვის დახეტიალობდა. ის ელისმა იპოვა. ჩემს მსგავსად, მასაც ჩვენნაირებისთვის დამახასიათებელი ნიჭი აქვს.
   _მართლა?-მოხიბლულმა შევაწყვეტინე- მაგრამ, ხომ მითხარი რომ ფიქრების მოსმენა მხოლოდ შენ შეგიძლია?
   _მართალა. მას სხვა რაღაცეები შეუძლია. ის ხედავს რაღაცეებს- რაღაცეებს რაც შეიძლება მოხდეს, რაღაცეები რაც ახლო მომავალში მოხდება. მაგრამ მისი ხილვები ძალიან სუბიექტურია. მომავალი ქვაზე დაწერილი არ არის. რაღაცეები იცვლება.
   ყბები მჭიდროდ მიეკრო ერთმანეთზე და მზერა ისე სწრაფად მტყორცნა და ისე სწრაფადვე გაიხედა რომ დარწმუნებული არც ვიყავი რომ ეს ყველაფერი არ მომჩვენებია.
   _როგორ რაღაცეებს ხედავს?
   _მან ჯასპერი დაინახა და მიხვდა რომ ბიჭი მას ეძებდა, სანამ თვითონ ჯასპერი მიხვდებოდა ამას. მან კარლაილი და ჩვენი ოჯახი დაინახა, და ისინი ერთად წამოვიდნენ ჩვენს საძებნელად. ის ძალიან მგრძნობიარეა არაადამიანების მიმართ. ის ყოველთვის ხედავს, მაგალითად, როცა ჩვენნაირების ჯგუფი სადმე ახლოსაა. და რაიმე სახის საფრთხეს რომელსაც შესაძლოა ისინი ჩვენთვის წარმოადგენდნენ.
   _ბევრნი არიან... თქვენნაირები? -გაოცებული ვიყავი. ნეტავ ჩვენ შორის რამდენი მათგანია რომელიც თავის თავს არ ამჟღავნებს?
  _არა, არც ისე ბევრი. მაგრამ უმეტესობა არ სახლდება ერთსადაიმავე ადგილას. მხოლოდ ჩვენნაირებს, რომლებმაც უარი თქვეს ხალხზე ნადირობაზე.- ეშმაკური გამოხედვა ისროლა ჩემი მიმართულებით.-შეუძლიათ იცხოვრონ ადამიანების გვერდიდიდი ხნის განმავლობაში. მხოლოდ ერთი ჩვენნაირი ოჯახი ვიპოვეთ ალასკაზე ერთ პატარა სოფელში. რაღაც დროის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ იმდენი ვიყავით, რომ ძალიან ვიქცევდით ყურადღებას. ისინი რომლებიც ცხოვრობენ... განსხვავებულად, ცდილობენ ბანდა შექმნან.  
    _დანარჩენები?
    _უმეტესობა მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. რაღაც დრო ჩვენ ყველა ასე ვცხოვრობდით. ეს ყველაზე მეტად მოსაწყენია. მაგრამ მაშინაც და ახლაც სხვებს გავურბივართ, რადგან ჩვენი უმეტესობა ჩრდილოეთს ამჯობინებს.
     _რატომ?
   უკვე ჩემი სახლის წინ ვიყავით, ამიტომ ძრავა გამორთო. სიჩუმე და სიბნელე გამეფებულიყო, უმთვარე ღამე იყო. შესასვლელის სინათლე არ ენთო და მივხვდი, რომ მამაჩემი ჯერ არ იყო მოსული სახლში.
     _შუადღისას თვალები გახელილი არ გქონდა?- გამომაჯავრა - შენ გგონია მზის შუქზე ქუჩაში ისე მოვახერხებდი გასვლას, რომ საგზაო ავარიები მაინც არ გამომეწვია? სწორედ ესაა იმის მიზეზი თუ რატომ ავირჩიეთ ოლიმპიის ნახევარკუნძული, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მზიანი ადგილი მსოფლიოში. ძალიან მაგარი შეგრძნებაა როცა დღეც შეგიძლია გარეთ გასვლა. წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორი აუტანელი გახდება ღამე,  მარტოობის 80 წლიs შემდეგ
_ლეგენდებიც მაქედან იწყება?
_ალბათ
_ელისიც ჯასპერივით სხვა ოჯახიდან მოვიდა?
_არა და სწორედ ესაა საოცრება. ელისს საერთოდ არ ახსოვს მისი ადამიანური ცხოვრება. არც ის იცის ვამპირად ვინ აქცია. რომ გამოფხიზლდა მარტო იყო. ვინც მას უკბინა უბრალოდ წავიდა, და ვერცერთი ჩვენგანი ვერ ხვდება რატომ, ან როგორ გააკეთა ეს. მას ეს განსაკუთრებული გრძნობა რომ არ ქონოდა, ჯასპერი და კარლაილი რომ არ ენახა და არ ცოდნოდა, რომ ერთ დღეს ერთ-ერთი ჩვენთაგანი გახდებოდა, ალბათ ახლა სხვა ჩვენნაირებივით გარეული ველური იქნებოდა.
   იმდენი რამ იყო რაზეც უნდა მეფიქრა, და კიდევ უფრო მეტი რისი კითხვაც მისთვის მინდოდა. მაგრამ ჩემდა დიდად გასაოცრად მუცელი ამიღმუვლდა. იმდენად დაინტერესებული ვიყავი მისი მონაყოლით, რომ არც შემიმჩნევია შიმშილის გრძნობა. ახლაღა გავაცნობიერე, როგორი მსუნაგი ვიყავი.
 _მაპატიე, სადილი გამოგატოვებინე
 _არაფერი მიჭირს, მართლა
_არც ისე ბევრ დროს ვატარებ იმათ გარემოცვაში ვინც საჭმელს ჭამს. დამავიწყდა
_შენთან ერთად მინდა დარჩენა- ამის თქმა სიბნელეში უფრო ადვილი იყო,მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი, როცა დავილაპარაკებდი ჩემი დამღუპველი ჩვევის გამო, ჩემივე ხმა გამცემდა მის წინაშე.
_შეიძლება შემოვიდე?
_გინდა რომ შემოხვიდე?- ვერ წარმომედგინა ეს ღვთიური ქმნილება მამაჩემის სამზარეულოს გაცვეთილ სკამზე მჯდომარე.
_კი, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს.-გავიგონე კარი წყნარად დახურა, და თითქმის იმავდროულად ის ჩემთვის გაღებულ კართან იდგა.
_ძალიან ადამიანური ჟესტია- კომპლიმენტი ვესროლე.
_ეგ კი ნამდვილად მეხერხება
   ჩემს გვერდით ღამეში ისე წყნარად მოდიოდა, რომ მუდმივად მიწევდა მისთვის თვალის შევლებადავრწმუნებულიყავი, რომ ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იყო. სიბნელეში ბევრად უფრო ნორმალურად გამოიყურებოდა. ისევ ფერმკრთალი, ისევ ზღაპრულად ლამაზი, მაგრამ არა ჩვენი შუადღისდროინდელი მზით განათებული მბრწყინავი ქმნილება. ჩემამდე მიაღწია სახლის და კარები გამიღო. შუაგზაზე გავჩერდი კარის ჩარჩოში.
_კარი ღია  იყო?
_არა, გასაღები სახურავის შვერილის ქვეშ იყო და ავიღე.
   შიგნით შევაბიჯე შესასვლელი სინათლე ავანთე და აქაჩული წარბებით შევხედე. დარწმუნებული ვიყავი მისი თანდასწრებით არასდროს გამომიყენებია სახლის გასაღები.
_შენით დაინტერესებული ვიყავი
_ მითვალთვალებდი? -ვკითხე, მაგრამ მაინცდამაინც ვერ მოვახერხე კანონდარღვევაში გამომჭერის ხმა მქონოდა. მლიქვნელობა არასოდეს მეხერხებოდა.
   როგორც შევატყვე სულაც არ ნანობდა ჩადენილს.
_ღამით სხვა რა უნდა მეკეთებინა?
  გავატარე და  ჰოლის გავლით სამზარეულოში შევიდა. მან შემასწრო იქ შესვლა, გიდის საჭიროებას არ განიცდიდა. ზუსტად იმ სკამზე დაჯდა, რომელზე წარმოდგენასაც ასე ვცდილობდი ცოტა ხნის წინ. მისმა სილამაზემ სამზარეულო გაანათა. რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ მისი მშვენიერებისთვის თვალი ამერიდებინა.
   მთელი ყურადღება ჩემ სადილის მომზადებაზე გადავიტანე, წინა ღამინდელი ლაზანია გამოვიღე მაცივრიდან, კვადრატული ფორმის ლაზანია თეფშზე მოვათავსე და მიკროტალღოვან ღუმელში გავაცხელე. ჩაშუშული პამიდორის და მაიორანის სურნელით აივსო სამზარეულო. თეფშისთვის თვალი არ მომიცილებია ისე ვთქვი:
_ხშირად?-სასხვათაშორისოდ ვკითხე.
_ჰა?-ისე ჟღერდა, თითქოს რაღაც ფიქრებიდან გამოარკვია ჩემმა კითხვამ.
   მე ისევ არ შევბრუნდი მისკენ ჯიუტად.
_ხშირად დადიხარ აქ?
_თითქმის ყოველ ღამე
   განცვიფრებული შემოვტრიალდი.
_რატომ?
_საინტერესო სანახავი ხარ როცა გძინავს- მშრალად თქვა- ძილში ლაპარაკობ.
_არა! -ძლივს ამოვისუნთქე. სახე ამიხურდა. მხარდაჭერისთვის სამზარეულოს დახლს მივმართე. რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ ძილში ვლაპარაკობდი, დედა დამცინოდა ამაზე. თუმცა არც კი გამივლია ფიქრში, რომ აქ ამაზე ნერვიულობა მომიწევდა.
   მისი გამომეტყველება დაუყოვნებლივ შეცვალა სინანულმა.
_ძალიან მიბრაზდები?
_გააჩნია!- ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სუნთქვის დროს შიგნიდან რაღაც მიკაკუნებდა.
   ის იცდიდა
_ჰა? პასუხის გაცემისკენ მიბიძგა.
_რა გაიგონე!- ამოვიღმუვლე   
    მოულოდნელად, უხმაუროდ გაჩნდა ჩემს გვერდით, ჩემი ხელები ფრთხილად მოიქცია თავის ხელებს შორის.
   _ნუ ღელავ!- თავი დაიცვა მან. სახე თვალებთან მომიტანა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა. შევკრთი. შევეცადე თვალი ამერიდებინა.
   _დედაშენი გენატრება-დაიჩურჩულა- მასზე ღელავ. როცა წვიმს, მისი ხმა მოუსვენარს გხდის. შენს სახლზე ბევრს ლაპარაკობდი ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს ნაკლებად. ერთხელ ყვიროდი ძალიან ბევრი მწვანილიაო. -რბილად გაიცინა, იმედი ქონდა უფრო მეტად აღარ გამანაწყენებლად.
_კიდევ?-ჩავეკითხე.
   მიხვდა რაზეც ვეკითხებოდი.
_ჩემი სახელი თქვი- აღიარა
   მარცხის ნიშნად ამოვიოხრე.
_ბევრჯერ?
_ზუსტად რამდენს გულისხმობბევრში”?
_ არა!- თავი ჩავკიდე.
   თავისი მკერდის პირისპირ ამიწია თავი რბილად, ბუნებრივად.
_ნუ იქნები თვით-კრიტიკული -ყურში ჩამჩურჩულა- სიზმრები რომ მესიზმრებოდეს, მარტო შენ დამესიზმრებოდი და ამის თქმის სულაც არ შემრცხვებოდა ბელა.
    შემდეგ ორივემ გავიგონეთ საბურავების ხმა, რომელიც აგურით მოკირწყლულ სახლთან მისასვლელ გზაზე გაისმა. მანქანის შუქფარები დავინახეთ, რომელიც ჰოლის ფანჯრიდან შემოვიდა და ჩვენამდე მოაღწია. მის მკლავებში გავხევდი.
_გინდა, რომ მამაშენმა გაიგოს რომ აქ ვარ?-მკითხა
_არამგონია კარგი აზრი იყოს...- ვცდილობდი სწრაფად მეფიქრა ამაზე.
_მაშინ სხვა დროს იყოს...
   და მარტო დავრჩი.
_ედვარდ! - დავისისინე.
   მოჩვენებითი ხითხითი გავიგონე, მეტი არაფერი.
   მამაჩემის გასაღები კარებში გადატრიალდა.
_ბელა?- დაიძახა. ამან წინაზე მეტად გამაღიზიანა; აბა სხვა ვინ იქნებოდა?
_აქ ვარ- იმედი მქონდა ისტერია ვერ შენიშნა ჩემს ხმაში. გამოვიღე ჩემი სადილი ღუმელიდან და მაგიდასთან დავჯექი სწორედ იმ დროს როცა ოთახში შემოვიდა. მისი ფეხის ნაბიჯის ხმა ხმაურიანი მომეჩვენა ედვარდთან გატარებული დღის შემდეგ.
_შეგიძლია მეც მომიტანო ლაზანია? დაქანცული ვარ. -ჩექმების ქუსლებზე შედგა, რომ გაეხადა, თან ედვარდის სკამს ეყრდნობოდა, რომ თავი შეემაგრებინა.
   ჩემი საჭმელი ავიღე, ერთი ლუკმა ჩავიდე პირში, როცა მისი საჭმელი გამოვიღე. ლაზანიამ ენა დამწვა. სანამ მისი გაცხელდებოდა 2 ჭიქა ავავსე რძით და ხარბად მოვიყუდე ჩემი ცეცხლი რომ ჩამექრო. ჭიქა რომ დავდგი შევამჩნიე, რომ რძე ცახცახებდა მასში და მივხვდი, რომ ხელი მიკანკალებდა. ჩარლი დაჯდა სკამზე, განსხვავება მასსა და მის წინა მკვიდრს  შორის სასაცილო იყო.
_მადლობ- მითხრა როცა მისი საჭმლიანი თეფში მაგიდაზე დავდე.
_როგორი დღე გქონდა?- ვკითხე. სიტყვები თავისით გამოქროლდნენ პირიდან; ვკვდებოდი ისე მინდოდა ჩემ ოთახში გაძურწვა.
_კარგი. ადვილად წამოვაგეთ თევზები ანკესზე... შენზე რას იტყვი? ყველაფერი მოასწარი რისი გაკეთებაც გინდოდა?
_არა- გარეთ მეტისმეტად კარგი ამინდი იყო საიმისოდ, რომ სახლში ვყოფილიყავი.-დიდი ლუკმა ჩავკბიჩე.
_კარგი ამინდი იყო,-დამენთანხმა. რა განცხადებაა, გავიფიქრე ჩემთვის.
   ლაზანიას ბოლო ლუკმაც გადავყლაპე. ჭიქა ავიღე და დავნთქი დარჩენილი რძე.
    ჩარლიმ გამაოცა თავისი დაკვირვებულობით.
_ჩქარობ?
_ჰო, დავიღალე. მინდა ადრე დავწვე.
_რაღაც დაძაბული მეჩვენები-შენიშნა. რატომ, ოჰ რატომ იპყრობს მის ყურადღებას ეს ყველაფერი მაინცდამაინც ამ ღამეს?
_მართლა?- სულ ეს იყო რისი თქმაც მოვახერხე. სწრაფად გავრეცხე ნიჟარაში ჭურჭელი და ჭურჭლის ტილოზე თავდაყირა მოვათავსე გასაშრობად.
_დღეს შაბათია- ჩაფიქრდა
  არაფერი ვუპასუხე.
_არავითარი გეგმები არ გაქვს ამაღამ?-მკითხა უცებ.
_არა, მამა, მინდა უბრალოდ დავიძინო.
_ქალაქში არცერთი ბიჭი ჯდება შენს გემოვნებაში?- ეჭვიანი ხმა ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა მაგრად ეთამაშა.
_არა, ჯერ-ჯერობით ვერცერთმა ბიჭმა ვერ მიიპყრო ჩემი ყურადღება.-ვფრთხილობდი, რომ ზედმეტად არ გამესვა ხაზი  სიტყვისთვის ბიჭები, თან ვცდილობდი პირმართალი ვყოფილიყავი ჩარლისთან.
_მეგონა მაიკ ნიუტონი... ხომ თქვი, რომ მეგობრულია შენს მიმართ?
_ ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, მამა.
_შენ მათთვის მაინც მეტისმეტად კარგი ხარ. მოიცადე სანამ კოლეჯში გადახვალ და მოათვალიერებ ბიჭებს.-ყველა მამის ოცნებაა, რომ მათმა ქალიშვილებმა გარეთ მანამ იბოდიალონ სანამ ჰორმონები უბიძგებენ ამისკენ.
_მგონი კარგი იდეაა-დავეთანხმე და თან კიბეებისკენ გავემართე.
_ღამე მშვიდობისა-დამადევნა. უეჭველად მთელი საღამო ყურადღებით იქნებოდა, დამელოდებოდა, რომ გამოვეჭირე.
_ხვალ დილას გნახავ, მამა.- გნახავ ჩემს ოთახში, რომ ამოიპარები ამაღამ შუაღამისას ჩემს შესამოწმებლად.
    შევეცადე, რომ ნაბიჯი ნელი და დაღლილი მქონოდა ჩემი ოთახისკენ კიბეებზე ასვლისას. მის გასაგონად ხმამაღლა დავხურე კარი, შემდეგ კი თითის წვერებზე შემდგარმა მივირბინე ფანჯარასთან. გავაღე და ღამის მდუმარებაში გავყავი თავი. სიბნელეში გულდასმით ვათვალიერებდი გაუვალი ხეების ჩრდილებს.
_ედვარდ?- დავიჩურჩულე, თავს ნამდვილ იდიოტად ვგრძნობდი.
  მისი წყნარი, სიცილნარევი პასუხი ზურგსუკნიდან მომესმა.
_დიახ?
   მე შემოვტრიალდი, ცალი ხელი ყელისკენ გამიფრინდა გაოცების ნიშნად.
  ის გაბადრული იწვა ჩემს საწოლზე, ხელები თავქვეშ ამოეწყო, ფეხები თავისუფლად იყო გადმოკიდებული საწოლის კიდიდან, ნამდვილი სიმშვიდის სავანე იყო.
_ვაი!- ძლივს ამოვთქვი, მერყევად ვეშვებოდი იატაკზე.
_მაპატიე- ტუჩები შეატყუპა, ცდილობდა სიცილისგან თავი შეეკავებინა.
_1 წუთი მაცადე, გული ამიმუშავდეს
   ნელა წამოჯდა, რომ ისევ არ შევეშინებინე. შემდეგ წინ გადმოიხარა და თავისი გრძელი მკლავებით გადმომწვდა, რომ წამოვეყენებინე, მკლავებზე ისე მომეჭიდა თითქოს ახალფეხადგმული ბავშვი ვიყავი. საწოლზე თავის გვერდით დამსვა.
_ჩემს გვერდით რატომ არ დაჯდები?-შემომთავაზა, თავისი ცივი ხელი ჩემსაზე დამადო. -გულის საქმე როგორაა?
_ჯობია ეგ შენ მითხრა, დარწმუნებული ვარ შენ უკეთესად გესმის ჩემი გულისცემა ვიდრე მე.
  ვიგრძენი მისმა წყნარმა სიცილმა როგორ შეარხია საწოლი.
  ასე ვიჯექით სიჩუმეში რამდენიმე წუთი, ორივე ჩემს გულისცემის შენელებას ვუსმენდით. მე ედვარდის ჩემს ოთახში ყოფნაზე ვფიქრობდი, იმ დროს როცა მამაჩემი სახლში იყო.
_შეგიძლია კიდევ ერთი წუთი მომცე როგორც ადამიანს?-ვკითხე.
_რა თქმა უნდა- ხელით მანიშნა რომ შემეძლო გამეკეთებინა რასაც ვაპირებდი.
_აქ დარჩი-ვთქვი, შევეცადე მკაცრი ხმა მქონოდა.
_არის მემ!- და ჩემი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი ქანდაკებად იქცა. 
   გავბრუვდი, ჩემ პიჟამას ჩავავლე ხელი, ჩემი სააბაზანო ჩანთა ავიღე მაგიდიდან. შუქი გამორთული დავტოვე, გარეთ გავსხლტი და კარები მოვიხურე.
   კიბეებიდან ამოსული ტელევიზორის ხმა გავიგონე. სააბაზანოს კარი ხმამაღლა მოვაჯახუნე, რომ ჩარლი ჩემთვის თავის მოსაბეზრებლად არ ამოსულიყო.
   ვჩქარობდი. მძვინვარედ გავიხეხე კბილები, ვცდილობდი სრულქმნილი და ჩქარი ვყოფილიყავი, ლაზანიას ყოველგვარ კვალს ვაქრობდი. მაგრამ შხაპის ცხელი წყალი ასეთი სწრაფი ვერ იქნებოდა. ზურგზე დაძაბული კუნთები მომიდუნა, პულსი დამირეგულირა. ჩემი შამპუნის ნაცნობმა სუნმა მაგრძნობინა, რომ იგივე პიროვნება ვიყავი რაც იმ დილით. ვცდილობდი ჩემს ოთახში მჯდარ მომლოდინე ედვარდზე არ მეფიქრა, რადგან ისევ თავიდან მომიწევდა დამამშვიდებელი პროცესის დაწყება. ბოლოს, მეტი შეყოვნება აღარ შემეძლო. წყალი გადავკეტე და ნაჩქარევად გავიმშრალე ტანი პირსახოცით. ჩემი დახვრეტილი მაისური და ნაცრისფერი შარვალი ამოვიცვი. გვიანი იყო სინანული, რომ ვიქტორია სიკრეტის აბრეშუმის პიჟამა არ წამოვიღე ფორქსში, რომელიც დედამ 2 წლის წინ მაჩუქა და რომელიც ჯერ კიდევ იარლიყებიანი ეგდო უკანა სახლის რომელიღაც უჯრაში.
   პირსახოცით გავიმშრალე თმები და სწრაფად გადავივარცხნე სავარცხლით. კალათაში მოვისროლე პირსახოცი, სავარცხელი და კბილის პასტა ჩემი შხაპის ჩანთაში ჩავაგდე. შემდეგ დაბლა გავექანე, რომ ჩარლის ვენახე სველი თმებით პიჟამაში გამოწყობილი.
_ღამე მშვიდობისა, მამა
_ღამე მშვიდობისა, ბელა- ჩემი გამოჩენით გაოცებული ჩანდა. იქნებ ამას მაინც შეეჩერებინა, რომ ღამით არ შევემოწმებინე.
   ორ-ორ კიბეს ვახტებოდი ისე ავირბინე კიბეები, ვცდილობდი არ მეხმაურა და ჩემ ოთახში შევვარდი. ჩემს უკან კარი მჭიდროდ მოვიხურე.
   ედვარდი ოდნავადაც არ შერხეულა, ადონისის ქანდაკება უძრავად იჯდა ჩემს გახუნებულ საბანზე.
  მისმა შემფასებელმა მზერამ ჩემი ნოტიო თმები დაიჭირა, შემდეგ ჩამოძონძილი მაისური. ცალი წარბი აქაჩა.
_მშვენიერია
  სახე დამეჭყანა.
_არა, მართლა გიხდება
_მადლობ-დავიჩურჩულე. მის გვერდით დავჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე. ხის იატაკის ხაზებს ვუყურებდი.
_ეს ყველაფერი რა საჭირო იყო?
_ჩარლის გონია, რომ ვიპარები
_ვა- გაუკვირდა- რატომ?-თითქოს მან უკეთესად არ იცოდა ჩარლის ფიქრები ვიდრე მე შემეძლო გამოცნობა.
_აშკარად ზეაღელვებულად გამოვიყურები.
   ნიკაპი ამიწია, სახეზე მაკვირდებოდა.
_ძალიან თბილი ჩანხარ
  ჩემი სახისკენ ნელა მოღრიცა სახე, ცივი ლოყა კანზე დამადო. სრულიად მშვიდად ვიყავი.
_მმმმმმმმმმ...- ჩაისუნთქა.
  სანამ მეხებოდა კითხვის სწორად დალაგება გამიჭირდა. წუთი დამჭირდა გაფანტული ყურადღების მოსაკრებად.
_როგორც ჩანს... ახლა უფრო გიადვილდება, ჩემთან ახლოს ყოფნა. 
_ასე გგონია? -ჩაიბუტბუტა. ჩემს ყბაზე სრიალებდა მისი ცხვირი. ჩრჩილის ფრთებზე მსუბუქად ვგრძნობდი მის ხელს, რომელიც ჩემს ნოტიო თმებს მიწევდა, ასე შეეძლო ტუჩებით შემხებოდა თმისგან განთავისუფლებულ ყურისძირში.
_ბევრად, ბევრად უფრო გიადვილდება-ვთქვი, შევეცადე ამომესუნთქა.
_ჰმმ
_მაინტერესებდა...-ისევ დავიწყე, მაგრამ მისი თითები ნელა მისრიალებდნენ ჩემს ლავიწებზე, და ფიქრის ძაფი გამიწყდა.
_გისმენ?-ამოისუნთქა.
_რატომაა ასე- ჩემმა ათრთოლებულმა ხმამ შემაცბუნა.- როგორ ფიქრობ?
  მის სუნთქვის ტალღა ვიგრძენი ყელზე როცა გაიცინა.
_ სულის სხულზე გმარჯვება
  უკან გავიწიე; როგორც კი გავინძერი, გაშეშდა- უკვე აღარ მესმოდა მისი სუნთქვის ხმა.
   რამდენიმე წუთის განმავლობაში ფრთხილად ვუყურებდით ერთმანეთს, შემდეგ კი, როცა მისი მჭიდროდ შეტყუპებული ყბები ნელ-ნელა მოდუნდა, ჩაფიქრებული გამომეტყველება გაუხდა.
_რამე არასწორად გავაკეთე?
_არა- პირიქით. მაგიჟებ-ავუხსენი.
  ჩემი ნათქვამის აღსაქმელად ცოტა დრო დასჭირდა და როცა დაილაპარაკა ნასიამოვნები ხმა ჰქონდა.
_მართლა?-ძლევამოსილმა ღიმილმა თანდათან გაუნათა სახე.
_აპლიდისმენტების რაუნდიც ხომ არ გინდა?-ირონიულად ვკითხე.
გაიკრიჭა.
_მე უბრალოდ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ-გამანათლა- გასულ ასწლეულში პირველად- გაჯავრებული ხმა ჰქონდა- ასეთი ვერაფერი წარმომედგინა. არ მჯეროდა, რომ ვნახავდი ვინმეს ვისთან ყოფნაც მენდომებოდა... ჩემი ძმებისგან და დებისგან განსხვავებულად. და აღმოვაჩენდი, რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია, მაინც კარგად გამომივიდოდა... შენთან ყოფნა.
_შენ ყველაფერი კარგად გამოგდის- შევნიშნე.
  მხრები აიჩეჩა, დაუშვა რომ ასე იყო და ორივემ ერთად გავიცინეთ ჩურჩულით. "  
_მაგრამ ახლა ასე რატომ გიადვილდება?- ჩავაცივდი- შუადღისას...
_სულაც არ მიადვილდება -ამიოხრა -მაგრამ შუადღისას ჯერ კიდევ... არ მქონდა მიღებული გადაწყვეტილება. ამის გამო ბოდიშს გიხდი, ჩემი მხრიდან ასეთი საქციელი მიუტევებელია.
_მიუტევებელი სულაც არ არის- არ დავეთანხმე
_მადლობ-გამიღიმა- ხედავ,-გააგრძელა და თავი დახარა- დარწმუნებული არ ვიყავი, რომ საკმარისი ძალა მქონდა. -ჩემი ერთი ხელი აიღო და სახეზე მსუბუქად დაიდო. -და სანამ შესაძლებლობა არსებობდა, რომ მე შეიძლება... დავეძლიე ავ სურვილებს.-ჩემი მაჯის სურნელი ჩაისუნთქა- მე...მგრძნობიარე ვიყავი.  სანამ ჩემი თავი არ დავარწმუნე, რომ საკმარისად ძლიერი ვიყავი, და რომ საერთოდ არ არსებოდა შესაძლებლობა, რომ მე... ოდესმე შევძლებდი...
   არასდროს მინახია სიტყვებს ასე ძლიერად შებრძოლებოდა. ამ დროს ისეთი... ადამიანური იყო.
_ესეიგი ახლა არ არსებობს მაგის შესაძლებლობა?
_სულის სხეულზე გამარჯვება- გაიმეორა და გაიღიმა, მისი კბილები სიბნელეშიც კი ანათებდნენ.
_ოჰო, ეს ადვილი იყო- ვთქვი.
  თავი უკან გადაწია და გაიცინა, ჩურჩულივით წყნარად, თუმცა ხანგრძლივად.
_ადვილი შენთვის იყო!- შემისწორა, თითის წვერით შემეხო ცხვირზე. 
   შემდეგ კი სახე მკვეთრად სერიოზული გაუხდა. 
_ვცდილობ- ნატანჯი ხმით დაიჩურჩულა- თუ ძალიან... გამიჭირდება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ წასვლას შევძლებ.
   მოვიღუშე. არ მომწონდა წასვლაზე ლაპარაკი.
_და ხვალ უფრო გამიჭირდება!- გააგრძელა მან.- მთელი დღე თავში მიტრიალებს შენი სუნი, და ამან საოცრად უგრძნობი გამხადა. თუ დიდი ხნის განმავლობაში შორს ვიქნები შენგან, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს. თუმცა არამგონია ყველაფერს ხაზი გადაესვას.
_მაშინ ნუ იქნები ჩემგან შორს- ვუპასუხე. შეუძლებელი იყო ჩემს ხმაში ამ დიდი წადილის დამალვა.
_მაწყობს- მიპასუხა, სახე თვინიერმა ღიმილმა მოუდუნა.- ბორკილები მოიტანე- შენი პატიმარი ვარ.- როცა ეს თქვა გრძელი ხელები ხელბორკილებივით შემომხვია მაჯებზე. გაიცინა თავისი მელოდიური სიცილით. იმ ღამეს უფრო მეტს იცინოდა, ვიდრე მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე. 
_ჩვეულებრივზე... ოპტიმისტური ჩანხარ- აღვნიშნე- აქამდე ასეთი მხიარული არ მყავხარ ნანახი. 
_და აქამდე ვერ წარმოგედგინა რომ ასეთი ვიქნებოდი?- გაიღიმა- პირველი სიყვარულის ტრიუმფია, მეტი არაფერი. დაუჯერებელია, არა, განსხვავება რაიმეს წაკითხვას, სურათებზე ნახვას და განცდას შორის?
_ძალიან დიდი სხვაობაა- დავეთანხმე- ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე წარმომედგინა.
_მაგალითად- მისი სიტყვები ახლა უკვე სწრაფად მოედინებოდა, ყურადღების დაძაბვა მჭირდებოდა რომ არცერთი გამომრჩენოდა.- ეჭვიანობის განცდა. მასზე ასი ათასჯერ მაქვს წაკითხული, მინახავს როგორ განასახიერებდნენ ამას მსახიობები ათასობით სხვადასხვა დადგმასა და ფილმში. სულ ახლახან კი სრულიად ნათლად განვიცადე. მაგრამ ამან შოკში ჩამაგდო...-დაიჭყანა- გახსოვს ის დღე, როცა მაიკმა ცეკვებზე დაგპატიჟა?
  თავი დავუქნიე, თუმცა ის დღე სრულიად სხვა მიზეზის გამო მახსოვდა. 
_ეს ის დღე იყო როცა ისევ დამელაპარაკე.
_გაოცებული ვიყავი აღშფოთების ცეცხლით, თითქმის მძვინვარე ვიყავი, რაც ვიგრძენი- თავდაპირველად ვერც მივხვდი რა გრძნობა იყო ეს. ჩვეულებრივზე მეტად გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ არ მესმოდა რას ფიქრობდი, რატომ უთხარი უარი მას. ეს უბრალოდ შენი მეგობრის გულისთვის გააკეთე? თუ სხვა ვიღაც არსებობდა შენს ცხოვრებაში? ვიცოდი, რომ უფლება არ მქონდა ამაზე მედარდა. ვცდილობდი არ მედარდა.
_შემდეგ კი ხაზი გამოიკვეთა- ჩავიცინე. სიბნელეში მოვიღუშე.
_არაგონივრული აღელვებით ვიცდიდი რომ მომესმინა რას უპასუხებდი, რომ შენი გამომეტყველება დამენახა. ვერ ვუარყოფდი შვებას, რომელიც შენს სახეზე გაღიზიანებული გამომეტყველების დანახვისას ვიგრძენი.
_სწორედ იმ ღამეს მოვედი აქ პირველად. მთელი ღამე ვიბრძოდი თავს, სანამ მძინარეს გიყურებდი ღრმა ნაპრალით იმას შორის რაც ვიცოდი, რომ სწორი იყო, მორალურად, ეთიკურად და იმას შორის რაც მე მინდოდა. ვიცოდი რომ თუ შენს იგნორირებას გავაგრძელებდი, რაც სწორი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ან თუ რამდენიმე წლით წავიდოდი, სანამ შენ აქ იქნებოდი, ერთ დღეს დათანხმებოდი მაიკს ან სხვა მის მსგავსს. ამაზე ფიქრმა საშინლად გამაბრაზა.
   _და შემდეგ- დაიჩურჩულა- ძილში ჩემი სახელი თქვი. ისე მკაფიოდ თქვი, რომ თავიდან მეგონა გაიღვიძე. მაგრამ შენ მოუსვენრად გადაბრუნდი, კიდევ ერთხელ თქვი ჩემი სახელი და ამოიოხრე.ამის შემდეგ ძალაგამოლეულად ვიგრძენი თავი, შევბარბაცდი. და მივხვდი რომ შენს იგნორირებას ვეღარ შევძლებდი- რამდენიმე წუთი ჩუმად იყო, ალბათ ჩემი გულის არითმიულ გულისცემას უსმენდა.
   _მაგრამ ეჭვიანობა... უცნაური რამეა. ბევრად უფრო ძლიერი რამ ვიდრე მეგონა. და უგუნურიც! ახლახან, როცა ჩარლიმ იმ უნამუსო მაიკ ნიუტონზე რაღაც გკითხა...- გაბრაზებულმა გააქნია თავი.
 _უნდა მცოდნოდა, რომ მოგვისმენდი- ამოვიკვნესე.
 _რა თქმა უნდა
_თუმცა ამან  ეჭვიანობა განგაცდევინა, ხომ ასეა?
_ამაში გამოუცდელი ვარ; შენ ადამიანს აღადგენ ჩემში, ყველა შეგრძნება უფრო ძლიერი ხდება როცა ის ახალია.
_მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ- გავაჯავრე- მას შემდეგ რაც გავიგე, რომ როზალი- როზალი, ნამდვილი მშვენიერების განსახიერება,  შენთვის იყო ნაგულისხმევი.ემეტი რომ არა როგორ შევეჯიბრებოდი მას?
_შეჯიბრი არ არის- კბილები გამოანათა. ჩემი ხელები ზურგზე შემოიხვია, გულში მიკრავდა. რაც შემეძლო სიმშვიდე შევინარჩუნე, სუნთქვითაც კი ფრთხილად ვსუნთქავდი.
_ვიცი, რომ შეჯიბრი არ არის- მის ცივ კანზე ამოვიბუტბუტე- სწორედ ესაა პრობლემა.
_რა თქმა უნდა როზალი ნამდვილად არის ლამაზი თავისებურად, მაგრამ დასავითაც რომ არ მყავდეს, ემეტიც რომ არ იყოს მასთან, ის ვერასდროს მიიქცევდა ჩემი ყურადღების მეათედს, არა, მეასედს ვიდრე შენ იქცევ. -ამჯერად სერიოზული, ჩაფიქრებული იყო.- თითქმის 90 წელი ჩემნაირებს შორის გავატარე, და შენ... სულ ვფიქრობდი, რომ დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში, ვერ ვხვდებოდი რას ვეძებდი.  და ვერც ვერაფერს ვერ ვპოულობდი, რადგან შენ ჯერ არ იყავი დაბადებული.
_ ეს უსამართლობაა - დავიჩურჩულე, სახე ისევ მის მკერდზე მქონდა მიყრდნობილი, მის ამოსუნთქვას და ჩასუნთქვას ვუსმენდი.-მე მოცდა საერთოდ არ დამჭირვებია. ასე იოლად რატომ უნდა მიმეღო ეს ყველაფერი?
_მართალი ხარ- გახალისებული დამეთანხმა- შენთვის ნამდვლად უნდა გამერთულებინა.- ცალი ხელი გაინთავისუფლა, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ხელში მოექცია ჩემი განთავისუფლებული მაჯა. რბილად გადამისვა სველ თმაზე ხელი, თავიდან წელამდე. -შენი იმ ყოველი წამის გარისკვა გიწევს, რომელსაც ჩემთან ერთად ატარებ, ეს ნამდვილად არაა ბევრი. მოგიწევს ზურგი შეაქციო ბუნებას, ადამიანობას... რა არის ამის ფასი?
_ ძალიან ცოტა- სულაც არ ვფიქრობ რომ რამე ჩამომართვეს.
_ჯერ არა.-მისი ხმა სავსე იყო უძველესი დარდით.
   ვეცადე უკან გავწეულიყავი, რომ მის სახეზე შემეხედა, მაგრამ ხელები მაგრად მომიჭირა მაჯებზე.
_რა___-კითხვის დასმა დავიწყე, მაგრამ მისმა სხეულმა უცებ საგანგაშო მზადყოფნა გამოხატა. გავშეშდი, მაგრამ მან უცებ გამინთავისუფლა ხელები, და გაქრა. ჩემ სახეზე დაცემა ვიწროდ ავიცილე თავიდან.
_ჩაწექი- დამისისინა. არ ვიცოდი სიბნელეში საიდან მითხრა ეს.
  საბნის ქვეშ შევძვერი, გვერდზე დავწექი, იმ პოზაში რა პოზაშიც როგორც წესი მეძინა ხოლმე. კარის გაღების ხმა გავიგონე, როცა ჩარლიმ შემოიხედა, რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი. სწორად ამოვისუნთქე, გაზვიადებული მოძრაობით.

   რამდენიმე წუთი გავიდა. გაყურსული ვუსმენდი, დარწმუნებული არ ვიყავი რომ კარის გახურვის ხმა გავიგონე.  ედვარდის ცივი მკლავი შემომეხვია, გადასაფარებლის ქვეშ, ტუჩები ყურთან მომიტანა.
_საშინელი მსახიობი ხარ- მე ვიტყოდი რომ მსახიობის კარიერა საშენო არ არის.
_ჯანდაბას კარიერა- ჩავიბუტბუტე. ჩემი გული ნეკნებს ასკდებოდა.
  რაღაც მელოდიას ღიღინებდა, რომელიც მე ვერ ვიცანი; იავნანასავით ჟღერდა.
 გაჩერდა.
_შეიძლება გიმღერო, რომ დაიძინო?
_კარგი-გამეცინა- ისე ამბობ თითქოს დაძინებას მოვახერხებ როცა აქ ხარ ჩემთან!
 _ სხვა დროს ახერხებდი ამას.-შემახსენა
_მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რომ შენ აქ იყავი -ცივად შევეპასუხე.
_ასე, რომ თუ არ გეძინება...-შემომთავაზა, ჩემ ტონს ყურადღება არ მიაქცია. სუნთქვა გამიჩერდა.
_თუ არ მეძინება...?
   მან ჩაიცინა.
_მაშინ რა გინდა რომ გააკეთო?
  მაშინვე ვერ ვუპასუხე.
_ჯერ არ ვიცი- ვთქვი ბოლოს
_მითხარი როცა მოიფიქრებ
  მის გრილ სუნთქვას ყელზე ვგრძნობდი, ვგრძნობდი მისი ცხვირი როგორ დასრიალებდა ჩემს ყბაზე, ჩაისუნთქა.
_მეგონა უგრძნობი იყავი.
_თუ ღვინის სმისგან თავს ვიკავებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის არომატს ვერ ვაფასებ- დაიჩურჩულა- ყვავილისნაირი სუნი გაქვს, ლავანდის...თუ ფრეზიის. -შენიშნა მან.- ძალიან გემრიელი.
_ჰო, ის დღე დღედ არ ითვლება, როცა ვინმე არ მეუბნება როგორ მადისაღმძვრელად გემრიელი სუნი მაქვს.
  ჩაიცინა და შემდეგ ამოიხვნეშა.
_მოვიფიქრე რა მინდა,-ვუთხარი- მინდა მეტი გავიგო შენზე
_რამე მკითხე.
 ჩემს კითხვებს შორის ყველაზე სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვა ამოვარჩიე.
_ამას რატომ აკეთებ?- ვთქვი- ჯერ კიდევ არ მესმის, როგორ შეგიძლია ასე ძლიერად შეეწინააღმდეგო იმას რაც... ხარ. გთხოვ არასწორად ნუ გამიგებ, რა თქმა უნდა ძალიან მიხარია ასე რომ იქცევი. უბრალოდ ვერ ვხვდები პირველ რიგში რატომ მოგბეზრდებოდა.
  ცოტა ხანი ყოყმანობდა სანამ პასუხს გამცემდა.
_ძალიან კარგი კითხვაა, და შენ პირველი არ ხარ ვინც ეს მკითხა. დანარჩენები- ჩვენნაირების უმრავლესობა,რომლებიც ასეთუისე ეგუებიან ჩვენს გადაწყვეტილებას- მათაც აინტერესებდათ როგორ ვცხოვრობდით. მაგრამ შენ ხედავ, რომ ჩვენ უბრალოდ... განსაზღვრული სახით გავნაწილდით...ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ისე აღვსდგეთ- რომ ვერ შევძლოთ ბედისწერის იმ საზღვრებში მოქცევა, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ უნდა.  ვცდილობთ რაც შეიძლება ჰუმანურები ვიყოთ. 

   გაუნძრევლად ვიწექი მორიდებულ სიჩუმეში გამომწყვდეული.
_დაგეძინა?-რამდენიმე წუთში დაიჩურჩულა.
_არა
_სულ ეს იყო რაც გაინტერესებდა?
  თვალები დავახამხამე.
_არა
_კიდევ რა გინდა რომ იცოდე?
_რატომ შეგიძლია აზრების წაკითხვა- რატომ მარტო შენ? და ელისი, მომავალს ხედავს... ეს რატომ ხდება?
  მისი მხრების აჩეჩვა ვიგრძენი სიბნელეში.
_ზუსტად არ ვიცით. კარლაილს ამაზე თავისი თეორია აქვს... მას სჯერა, რომ ჩვენ ყველას მოგვაქვს რაღაც ყველაზე ძლიერი ადამიანური შტრიხები მომდევნო ცხოვრებაში, სადაც ისინი უფრო ძლიერდებიან- როგორიცაა ჩვენი აზრები, და შეგრძნებები. ის ფიქრობს, რომ მე ჩემს გარშემომყოფთა ფიქრებისადმი მგრძნობიარე ვიყავი. და ელისს ჰქონდა რაღაც წინათგრძნობები, სადაც არ უნდა ყოფილიყო.
_კარლაილმა და დანარჩენებმა რა წამოიღეს მომდევნო ცხოვრებაში?
_კარლაილმა თანაგრძნობის უნარი წამოიღო. ესმიმ ვნებიანად სიყვარულის უნარი. ემეტმა თავისი ძალა, როზალიმ თავისი... შეუპოვრობა. ან შეგიძლია ამას უბრალოდ სიჯიუტე დაარქვა.- ჩაიცინა- ჯასპერი ძალიან ცნობისმოყვარეა. ის ძალიან ქარიზმატული იყო პირველ ცხოვრებაში, შეეძლო გარშემომყოფებზე ისეთი გავლენა მოეხდინა, რომ მისებურად დაენახათ ყველაფერი.  ახლა მას გარშემომყოფების ემოციებზე მანიპულირება შეუძლია- მაგალითად, შეუძლია ოთახში მყოფი გაბრაზებული ხალხი დაამშვიდოს ან პირიქით, ააღელვოს ძილმორეული ბრბო.  ეს ძალიან ფაქიზი ნიჭია.

   განვიხილე შეუძლებელი რაღაცეები რაზეც ის ლაპარაკობდა, და ვეცადე იოლად მიმეღო. მოთმინებით მელოდა სანამ ვფიქრობდი.

_ეგ ყველაფერი საიდან დაიწყო? ვგულისხმობ, კარლაილმა შენ შეგცვალა, ისიც შეცვალა ვიღაცამ და ასე შემდეგ...

_შენ საიდან მოხვედი? ევოლუციიდან? შემოქმედიდან? ჩვენ რატომ ვერ განვვითარდებოდით სხვა სახეობების მსგავსად, როგორც მტაცებელი და მსხვერპლი? ან თუ შენ არ გჯერა, რომ მთელი ეს სამყარო თავისით გამხდარიყო ასეთი, რომლის მიღებაც მეთვითონვე მიჭირს, იმის დაჯერებაც ისევე გაგიჭირდება, რომ იგივე ძალა რომელმაც შექმნა დახვეწილი ოქროს თევზი ზვიგენთან ერთად, პატარა სელაპები მკვლელ ვეშაპებთან ერთად, შეძლებდა ვამპირის და ადამიანის ერთდროულად შექმნას?
_მოდი დავაზუსტოდ- პატარა სელაპი მე ვარ, ხო მართალია?
_მართალია-გაიცინა და რაღაც თმაზე შემეხო- ნუთუ მისი ტუჩები?
  მინდოდა მისკენ შევბრუნებულიყავი, რომ მენახა მართლა მისი ტუჩები მეხებოდა თმაზე თუ არა. მაგრამ ჭკვიანად უნდა ვყოფილიყავი; არ მინდოდა მისთვის იმაზე მეტად გამერთულებინა ჩემთან ახლოს ყოფნა, ვიდრე აქამდე განიცდიდა.
_მზად ხარ დაიძინო?- მკითხა, მცირე სიჩუმე გაწყვიტა.- თუ კიდევ გაქვს კითხვები?
_სულ რაღაც 1-2 მილიონი კითხვა მაქვს.
_მაგრამ ჩვენ ხვალინდელი დღე გვაქვს, და მომდევნოც... იმის მომდევნოც...-შემახსენა. გავიღიმე, ამაზე ფიქრმა ეიფორიაში ჩამაგდო.
_დარწმუნებული ხარ, რომ დილას არ გაქრები?- მინდოდა უეჭველად დამეზუსტებინა- ამ ყველაფრის შემდეგ მითიური მგონიხარ.
_არ მიგატოვებ- მის ხმას დაპირების ბეჭედი ესვა.
_მაშინ ამაღამ კიდევ ერთ რაღაცას გკითხავ...- და გავწითლდი. სიბნელე ვერაფერს მშველოდა- დარწმუნებული ვიყავი ჩემ კანქვეშ უეცარი სითბო იგრძნო.
_რა არის?
_არაფერი, დაივიწყე. გადავიფიქრე
_ბელა, შეგიძლია ყველაფერი მკითხო.
  არაფერი ვუპასუხე და მოთმინება დაკარგულმა ამოიღმუვლა.
_ვფიქრობდი, ნელ-ნელა უფრო ნაკლებად გამაღიზიანებელი იქნებოდა ის, რომ შენი ფიქრები არ მესმის. მაგრამ ახლა მგონია რომ პირიქით უარესდება.
_მე მიხარია, რომ ჩემი ფიქრების წაკითხვა არ შეგიძლია. ისიც მყოფნის ჩუმ-ჩუმად რომ მისმენ რას ვლაპარაკობ ძილში.
_გთხოვ?- ისეთი დამარწმუნებელი ხმა ჰქონდა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო.
  თავი გავაქნიე.
_თუ არ მეტყვი, იმაზე ბევრად ცუდი რამე მეგონება ვიდრე სინამდვილეშია. -პირქუშად დამემუქრა- გთხოვ?- ისევ ეს მავედრებელი ხმა.
_კარგი- დავიწყე, თან მიხაროდა რომ სიბნელეში ჩემ სახეს ვერ ხედავდა.
_გისმენ.
_შენ მითხარი, რომ როზალი და ემეტი მალე დაქორწინდებიან... ქორწინება... ვამპირებისთვისაც იგივეა რაც ადამიანებისთვის?
  მართლა გაეცინა, მიმიხვდა რაზეც ვეკითხებოდი.
_სულ ესაა რაც გაწუხებდა?
  ავწრიალდი, ვერაფერი ვუპასუხე.
_ჰო, ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივეა-თქვა მან- ხომ გითხარი, ადამიანური სურვილების უმეტესობა შემორჩენილია, მაგრამ მას სხვა უფრო ძლიერი სურვილები ფარავს.
_აა- სულ ეს იყო რისი თქმაც შევძელი.
_რამე მიზანი ხომ არ იმალებოდა შენი ცნობისმოყვარეობის მიღმა?
_მაინტერესებდა... ხომ შეიძლება ერთხელაც... შენსა და ჩემს შორის...
 უცებ დასერიოზულდა, ვიგრძენი როგორ გაუხევდა სხეული. მეც გავშეშდი, ავტომატური რეაქცია იყო.
_არამგონია, რომ... ეს... შესაძლებელი იყოს ჩვენ შორის.
_რადგან ძალიან ძნელი იქნება შენთვის, თუ ასე... ახლოს ვიქნები?
_სწორედაც რომ. მაგრამ მაგაზე არ ვფიქრობდი. შენ უბრალოდ ძალიან ნაზი ხარ, ძალიან მყიფე. მე ჩემი ყოველი მოქმედების გააზრება მიწევს როცა შენთან ვარ, რომ არაფერი გატკინო. საკმაოდ იოლად შემიძლია შენი მოკვლა, ბელა, უბრალოდ შემთხვევითობით.-მისი ხმა რბილ ბუტბუტში გადაიზარდა. გაყინული ხელისგული დამადო ლოყაზე- ძალიან სულსწრაფი რომ ვიყო... ან თუნდაც ერთი წამით ყურადღება მოვადუნო, მოვიწიო, იმისთვის რომ უბრალოდ სახეზე შეგეხო, შეიძლება შემთხვევით დაგისმხვრიო თავის ქალა. ვერც კი წარმოიდგენ ისე დაუჯერებლად მსხვრევადი ხარ. მე ვერასდროს, ვერასდროს მივცემ ჩემ თავს ნებას, რომ კონტროლი დავკარგო როცა შენთან ვარ.
  მელოდა სანამ რამეს ვუპასუხებდი, მაგრამ როცა არაფერი ვუპასუხე ანერვიულდა.
_გეშინია?-მკითხა.
  ერთი წუთი მოვიცადე სანამ ვუპასუხებდი, რომ სიტყვები მართალი ყოფილიყო.
_არა, კარგად ვარ.
  რამდენიმე წუთი ფრთხილი ჩანდა.
_თუმცა ახლა მე დავინტერესდი-თქვა, უკვე შემსუბუქებული ხმა ჰქონდა.-ოდესმე გქონია...?- ჩაფიქრებულს გაუწყდა სიტყვა.
_რა თქმა უნდა არა-სახე წამომიწითლდა- ხომ გითხარი რომ ასეთი რამ აქამდე არავის მიმართ მიგრძვნია, ამის მსგავსიც არაფერი ყოფილა.
_ვიცი. უბრალოდ სხვების ფიქრები კარგად ვიცი. ვიცი, რომ სიყვარული და ვნება ყველასთვის ერთდროული არ არის.
_ჩემთვის არის. ზუსტად ახლა ისინი ერთდროულად არსებობენ ჩემთვის.-ამოვიოხრე.
_ძალიანაც კარგი. როგორც იქნა რაღაც საერთო აღმოგვაჩნდა-კმაყოფილი ხმა ჰქონდა.
_შენი ადამიანური ინსტიქტები... -დავიწყე. ის მელოდებოდა როდის გავაგრძელებდი.- ამ  მხრივაც მიმზიდველი ვარ შენთვის?
 გაიცინა და ოდნავ ამიჩეჩა თითქმის მშრალი თმა.
_შეიძლება ადამიანი არ ვარ, მაგრამ კაცი ნამდვილად ვარ,-დამარწმუნა.
  უნებლიედ დავამთქნარე.
_კითხვებზე უკვე გიპასუხე, ახლა უნდა დაიძინო- დაიჟინა.
_დარწმუნებული არ ვარ, რომ მოვახერხებ
_გინდა წავიდე?
_არა!- მეტისმეტად ხმამაღლა ვთქვი.
  მან გაიცინა, შემდეგ კი იგივე უცნობი იავნანის ღიღინი დაიწყო; მთავარანგელოზის მელოდიური ხმა ჩამესმა.
  უფრო მეტად დაღლილი ვიყავი, ვიდრე მეგონა, ისე ვიყავი გამოწურული გრძელი დღის გონებრივი და ემოციური სტრესით როგორც აქამდე არასდროს ვყოფილვარ, მისკენ მივიწიე, რომ მის ცივ მკლავებში დამეძინა.







                           თავი მეთხუტმეტე
                                               კალენები

        კიდევ ერთი ღრუბლიანი დღის მდუმარე სინათლემ საბოლოოდ გამაღვიძა. მოხრილი მკლავები თვალებზე დავიფარე, შეფიქრიანებული და გაოცებული ვიყავი. სიზმრის გახსენებას ვცდილობდი, ვიბრძოდი რომ ცნობიერებაში გადმომეტანა. ამოვიკვნესე და გვერდი ვიცვალე, იმედი მქონდა რომ ისევ ჩამეძინებოდა. შემდეგ კი წინა დღე ამომიტივტივდა გონებაში.
       –– ვაი!––ისე სწრაფად წამოვჯექი, რომ თავბრუ დამეხვა..
       ––თმები თივის ზვინს მიგიგავს...მაგრამ მე მომწონს––. კუთხეში მდგარი საქანაო სავარძლიდან მოისმა მისი აუღელვებელი ხმა.
       ––ედვარდ! შენ დარჩი!––გავმხიარულდი, გაუფიქრებლად წამოვხტი, რომ ოთახი გადამეჭრა და ჩავხუტებოდი. იმავე მომენტში როცა მივხვდი რას ვაკეთებდი გავშეშდი და ჩემივე გაუკონტროლებელმა ენთუზიაზმმა შოკში ჩამაგდო. ავხედე, მეშინოდა რომ არასწორად მოვიქეცი.
        მაგრამ ის იცინოდა.
        ––რა თქმა უნდა,–– მიპასუხა.   ჩემი რეაქციით გაოცებული, მაგრამ ნასიამოვნები ჩანდა. მისი ხელები ზურგზე მეხვეოდა.
       ფრთხილად მივადე თავი მხარზე, მისი კანის სურნელით ვტკბებოდი
        ––დარწმუნებული ვარ ყველაფერი სიზმარი იყო.
        ––მასეთი კრეატიულიც არა ხარ,–– დამცინა.
        ––ჩარლი!––გამახსენდა, ისევ დაუფიქრებლად წამოვხტი და კარისკენ გავემართე.
        ––ერთი საათის წინ წავიდა, უნდა დავამატო რომ მხოლოდ მას შემდეგ რაც შენი გამათბობელის სადენები შეაერთა.  უნდა ვაღიარო, რომ იმედგაცრუებული ვარ. სულ ესაა რისი გაკეთებაც შეუძლია, თუ წასვლას გადაწყვეტ?
        გავიაზრე სად ვიდექი, და მოვინდომე მისთვის უკმაყოფილოდ შემეხედა, მაგრამ ალბათ დილის მშვიდი სუნთქვა მექნებოდა. 
        ––ჩვეულებრივ, დილაობით ასეთი შეცბუნებული არ ხარ ხოლმე“ შენიშნა მან. ხელები გამიშალა რომ დავბრუნებოდი. თითქმის მოუგერიებელი მიპატიჟება იყო.
        ––კიდევ ერთი ადამიანური წუთი მჭირდება, –– ვაღიარე.
        ––დაგიცდი.
        აბაზანისკენ გავვარდი, შეუცნობელი ემოციები დამეუფლა. ვერც შინაგად ვცნობდი ჩემს თავს, ვერც გარეგნულად. სახე სარკეში სრულიად უცნაური მქონდა- თვალები მეტისმეტად ანთებული, წითელი უწესრიგო ლაქები ღაწვებზე. მას შემდეგ რაც კბილები გავიხეხე, ვეცადე აბურდული თმები გამეშალა. სახეზე ცივი წყალი შევისხი, და ვეცადე ჩვეულებრივად მესუნთქა, მაგრამ ამას შესამჩნევი წარმატება არ მოჰყოლია. ნახევრად შევირბინე ჩემს ოთახში.
       თითქმის სასწაულს უდრიდა მისი იქ ყოფნა, მისი მკლავები ისევ მიცდიდა. მან ჩემამდე მოაღწია, გული მერყევად შემიხტა. 
       ––კეთილი იყოს შენი დაბრუნება,–– ჩაიბუტბუტა და მკლავებში მომიქცია.
       წყნარად მარხევდა სიჩუმეში ჩახუტებულს.  .სანამ შევამჩნევდი, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა და თმებიც გადავარცხნილი ჰქონდა.
       ––წასული იყავი?–– ბრალი დავდე, მისი ახალი პერანგის საყელოს შევეხე.
       ––იმ ტანსაცმლით ხომ ვერ წავიდოდი რომლითაც მოვედი- მეზობლები რას იტყოდნენ?
        გავიბუტე.
       ––ძალიან ღრმად გეძინა; არაფერი გამომიტოვებია,–– თვალები მკრთალად გაუნათდა,––მანამდე ლაპარაკობდი.
      ამოვიკვნესე.––რა გაიგონე?
      ოქროსფერი თვალების მზერა დაურბილდა. ––თქვი რომ გიყვარვარ.
       ––ეგ ხომ უკვე იცოდი,–– შევახსენე, თავი დავხარე.
       ––მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, ამის კიდევ ერთხელ გაგონება“
       სახე მის მხარში ჩავმალე.
       ––მიყვარხარ...–– დავიჩურჩულე.
       ––შენ ახლა ჩემი ცხოვრება ხარ,–– უბრალოდ მიპასუხა.
       იმ დროისთვის მეტი აღარაფერი მქონდა სათქმელი. წინ და უკან ვირხეოდით სანამ ოთახი უფრო არ განათდა.
        ––საუზმის დროა,–– თქვა მან ბოლოს, შემთხვევით––დარწმუნებული ვარ იმიტომ რათა დაემტკიცებინა ჩემთვის რომ ახსოვდა ყველა ჩემი ადამიანური სისუსტე.
       ორივე ხელი ყელზე მოვიკიდე და მას მივაშტერდი გაფართოებული თვალებით. შოკმა გადაკვეთა მისი სახე.
        ––ვხუმრობ!––სიცილი ამიტყდა მე,––შენ კი მითხარი რომ მსახიობობის ნიჭი არ მაქვს!
        ზიზღით შეჭმუხნა წარბები.
        –– სულაც არ იყო სასაცილო.
        –– სასაცილო იყო და შენ ეს იცი,–– ეს კი ვთქვი მაგრამ მაინც ყურადღებით ჩავაკვირდი ოქროსფერ თვალებში, რომ დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილად მაპატია. აშკარად მაპატია.
        ––შეიძლება კიდევ ერთხელ გამოვთქვა?–– მკითხა.
        ––ადამიანის საუზმის დროა.
        ––კარგი, კარგი. –– დავთანხმდი მე.
        წამოდგომაც ვერ მოვასწარი, როცა უცებ ედვარდმა ზურგზე მომიგდო და თვალის დახამხამებაში სამზარეულოში აღმოვჩნდით. ის ყურადღებას არც კი აქცევდა ჩემს პროტესტებს, ეტყობა მისთვის ამის გაკეთება მართლაც არაფერია.
       ძალიან გამიკვირდა,–– სამზარეულო სადღესასწაულოდ განათებული იყო. ედვარდმა ფრთხილად დამსვა სკამზე.
        –– საუზმეზე რა გვაქვს? –– ვიხუმრე მე. ის კი ასეთ კითხვას ნამდვილად არ ელოდა.
        –– მართალი გითხრა არ ვიცი. და შენ რა გიყვარს?––სიცილით წამოვდექი.
        –- ყველაფერი რიგზეა, მე დიდი გოგო ვარ და შემიძლია საკუთარ თავზე ვიზრუნო!
       ავიღე სიმინდის ბურბუშელები თაფლითა და თხილით, დავყარე თეფშზე და რძე დავასხი. ის თვალს არ მაცილებდა, ცოტა უხერხულად ვიგრძენი  თავი.
       –– იქნებ რამე გეჭამა? –– გაუბედავად ვკითხე მე.
       მან თვალები გადაატრიალა.
       ––ბელა!..
       მისი გამჭოლი მზერის ქვეშ დავიწყე ჭამა. რა აუცილებელია ასე ყურადღებით უყურო ადამიანს როგორ იღეჭება?  სადაცაა გადამცდება! .. გადავწყვიტე საუბრის დაწყება.
       –– დღეს რას ვშვრებით?
       –– ჰმმმ... არ გინდა ჩემი ოჯახი გაიცნო?–– ახლა მართლა კინაღამ გდამცდა ბურბუშელა.
       –– ნუთუ გეშინია? –– იმედით მკითხა ედვარდმა.
       –– კი,–– ვაღიარე მე. რა საჭიროა თავის მოჩვენება, როცა პასუხი ისედაც ნათლად ჩანს თვალებში?
       –– ნუ გეშინია,–– გაეცინა ედვარდს,–– შენს დაცვას როგორმე მოვახერეხებ!
       ახლა ჩემი ჯერი მოვიდა ჭერს შევხედო!
       –– მე შენი ოჯახის კიარა იმის მეშინია, რომ მათ არ მოვეწონები!––ავუხსენი მე,–– განა არ გაუკვირდებათ, როცა სახლში სტუმრად ჩემნაირს მიიყვან? მათ იციან რომ, მე ვიცი...
       –– დიდიხანია უკვე იციან. გუშინ ჩემმა საყვარელმა ნათესავებმა ნიძლავი დადეს, დაგაბრუნებ თუარა შინ! –-ედვარდს გაეღიმა, მაგრამ მისი ხმა სერიოზულად ჟღერდა.–– არ მესმის როგორ უნდა დადო ნიძლავი ელისის წინააღმდეგ! ასეა თუ ისე ჩვენს შორის საიდუმლოებები არ არის. რომელ საიდუმლოზეა ლაპარაკი, როცა მე მათ აზრებს ვკითხულობ, ელისი კი ჩვენს მომავალს ხედავს!
      –– ესეიგი ელისმა იცის, რომ მოვალ?–– ედვარდმა უცნაურად შემომხედა.
      –– საერთოდ კი,––თქვა მან და შეტრიალდა, რომ მისი სახე არ დამენახა. დავინტერესდი.
      –– გემრიელია?–-სასწრაფოდ შეცვალა თემა მან.––  შესახედად არც ისე მადის აღმძვრელად გამოიყურება.
      –– რა გითხრა, მართალია ეს არ არის გაზაფხულის გრიზლი... –– ყურადღება არ მიმიქცევია მისი უკმაყოფილო გამომეტყველებისთვის. საინტერესოა, რატომ შეიშმუშნა ელისზე რომ ვკითხე. კითხვის დასმა მინდოდა, ამიტომ უცებ შევჭამე ბურბუშელა.
      ისევ ადონისის ქანდაკებად ქცეული, შუა სამზარეულოში იდგა და ფანჯარას გაჰყურებდა. შემდეგ შემოტრიალდა და გამიღიმა.
     –– შენც უნდა გამაცნო მამა.
     –– ის შენ გიცნობს,–-შევახსენე მე.
     –– მაგრამ არა ისე როგორც შენს მეგობარს.
     –– რატომ?
     –– განა ასე არ უნდა იყოს?–– უდანაშაულო გამომეტყველებით დაინტერესდა ედვარდი.
     –– არ ვიცი, –– ვუთხარი მე, ცუდია რომ ასეთი სიტუაციების გამოცდილება არ მაქვს. ანდა ჩვენს ურთერთობას ჩვეულებრივი წესები შეესაბამება? –– ეს არ არის აუცილებელი. მე იმას არ ველოდები რომ შენ... არ გაიძულებ სხვა ვინმედ მოიჩვენო თავი!
     ედვარდმა გაიღიმა.
     –– მე არ ვაჩვენებ სხვა ვინმედ თავს!
     ტუჩზე ვიკბინე, თან ნერვიულად ვათამაშებდი თეფშზე დარჩენილ ბურბუშელებს.
     –– ესეიგი ეტყვი ჩარლის რომ შენი ბოიფრენდი ვარ?
     –– და შენ ჩემი ბოიფრენდი ხარ? –– თან წამით წარმოვიდგინე ჩარლის და ედვარდის საუბარი.
     –– რა გითხრა, ამ სიტყვას ბევრი მნიშვნელობა აქვს.
     –– მართალი გითხრა, ვფიქრობ, რომ შენ ჩემთვის მეტი ხარ, ვიდრე უბრალოდ ბოიფრენდი. –– თვალები ჯერ კიდევ არ მომიცილებია თეფშისთვის.
      –– აუცილებელი ხომ არ არის მამაშენი დეტალებში გავარკვიოთ, ––თავდაჯერებით წარმოთქვა ედვარდმა და თითით ჩემს ნიკაპს შეეხო, –– რაღაცით ხომ უნდა ავუხსნათ ჩემი შენთან ყოფნის მიზეზი? და სულაც არ მინდა პოლიციის შეფმა სვონმა ამიკრძალოს ამ სახლთან მოახლოვება.
          –– და შენ მართლა გინდა ჩემთან ყოფნა?–– აღელვებუმა ვკითხე, –– მართლა მოხვალ ხოლმე სტუმრად?
          –– სანამ ეს შენ მოგწონს. –– სერიოზულად მიპასუხა მან.
          –– მე მინდა სულ ჩემთან იყო, –– ჩავიბუტბუტე.
          ედვარდი ნელა მოუახლოვდა მაგიდას და ხელით ნაზად შეეხო ჩემს სახეს, ახლა ის რას ფიქრობდა არ ვიცოდი, გამომეტყველებით ვერაფერს მივხვდი.
          ––შენ ეს არ მოგწონს? –– ვკითხე დაძაბულმა. ის დიდხანს, დიდხანს მიყურებდა თვალებში, მერე კი თემის შეცვლა გადაწყვიტა და მკითხა:
          –– დაამთავრე ჭამა?
          ––  კი,–– იმწამსვე წამოვხტი მაგიდიდან.
          –– მაშინ ჩაიცვი, მე აქ დაგელოდები.
          ––   ავირბინე კიბეებზე, მაგრამ ნახევარ გზაზე გავჩერდი, –– მართლა დამელოდები?
          ედვარდს გაეცინა და თვალები გაუბრწყინდა.
          –– პატიოსან სიტყვას გაძლევ!
          ავირბინე, უკვე ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ დამიცდიდა. რა ჩავიცვა? არამგონია სადმე ეწეროს რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაიცვა ვამპირების ოჯახთან პირველი შეხვედრისთვის. უცნაურია, ეს სიტყვა თვითონ შემოიჭრა ჩემს გონებაში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდი არ გამომეყენებინა, მაშინაც კი როცა საკუთარ თავთან მარტო ვიყავი.
          არჩევანი ხაკისფერ გრძელ კაბასა და მუქ ლურჯ ბლუზზე შევაჩერე, ცალი თვალით სარკეს გავხედე და მივხვდი, რომ თმას ვერეფერი უშველიდა აკვრის გარდა. დარჩა ფეხსაცმელის არჩევა. მე კიბეებისკენ გავედი და ედვარდს დავუძახე, რომ დავრწმუნებულიყავი მართლა  მიცდიდა.
         –– საჭესთან ვინ დაჯდება?
         –– რა კითხვაა?–– გაეცინა, –– რათქმაუნდა მე!
         ესეიგი დაბალ მოსახერხებელ ფეხსაცმელებს ვიცმევ!
         ––მზად ვარ! ––გამოვაცხადე მე.–– როგორია? იმედია წესიერად მაცვია!
         მან ხელი მომკიდა, ცოტახანს ასე მიყურებდა მერე კი თავისკენ მიმიზიდა.
         –– შენ როგორც ყოველთვის შეცდი... განა წესიერია  ასე ვნებიანად და მომხიბვლელად გამოიყურებოდე?
         ––  რას გულისხმობ მომხიბვლელობაში?–– ფრთხილად ვკითხე მე. ხომ არ ჯობს გამოვიცვალო?
       ედვარდმა ამოისუნთქა და თავი გადააქნია.
       –– როგორ შეიძლება ასეთი სულელი იყო?–– გაეღიმა მას და შუბლზე მაკოცა,–– ოთახი თვალ წინ სადღაც ჩაცურდა.–– აგიხსნა რით მხიბლავ?..
       თხელი თითები, თითქოს პეპლის ფრთები, ეფერებოდნენ ჩემს ხელებსა და წელს... მისი სუნთქვა უფრო ჩქარა ეხებოდა ჩემს კანს.  პულსი საგრძნობლად ამიჩქარდა.  მერე კი ფრთხილად შემახო თავისი ცივი ტუჩები.
       აქ კი გონება დავკარგე.
       –– ბელა? ––წამოიყვირა შეშინებილმა.
       –– შენს გამო ცუდად გავხდი!
       –– ოჰ რა გიყო არ ვიცი... –– აღელვებული, ის ყველაზე მეტად გავდა ადამიანს, –– გუშინ თმებში ჩამაფრინდი, დრეს კი გონება დაკარგე!
       მე გამეცინა და ჩემდა საუბედუროდ ვეღარ გავჩერდი, ედვარდმა ჩამიხუტა და წელზე ხელს მისვამდა, სანამ სიცილი სლოკინში არ გადამეზარდა.
        –– ისტერიკა გაქვს?
        მე თავი გადავაქნიე, მაგრამ მივხვდი რომ მართალი იყო. აზრიანი ლაპარაკის უნარიც დავკარგე.–– ან სიცილი, ან სლოკინი!
         ედვარდმა მძიმედ ამოისუნთქა და სადღაც გაქრა. წამში კი სამზარეულოდან ჭურჭლის ხმა შეომესმა, თან  რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის.
          კიდევ წამი და ისევ ჩემს გვერდით ჩანდა წყლიანი ჭიქით ხელში, რადენიმე ყლუპი და ისევ შევძელი სუნთქვა.
         –– აი რა გამოდის, როცა ზედმეტად კარგად კოცნი, –– ამოიოხრა ედვარდა.
        –– პრობლემაც მაგაშია.–– წავილუღლუღე მე, –– ყველაფერს ზედმეტად კარგად აკეთებ, და ხედავ როგორ მიბრუნდება ყველაფერი?
        –– გონება ხომ არ გებინდება?
        –– არა, გულის წასვლას არ გავს. მგონი უბრალოდ დამავიწყდა როგორ უნდა სუნთქვა!
        –– ასეთ მდგომარეობაში არსად არ წახვალ.
        –– ყველაფერი რიგზეა! –– წამოვხტი მე, –– შენი ოჯახი ისედაც იფიქრებს რომ გიჟი ვარ, ასე რომ არაფერს ვკარგავ!
         –– ასე თუ იფიქრებენ, ალბათ ამის საფუძველიც ექნებათ.
         –– ოჰ, გმადლობ!..
         ედვარდმა მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა, მერე კი მოულოდნელად მითხრა:
         –– მუქი ლურჯი ძალიან გიხდება.–– მე გამაჟრჟოლა.
         მთელი წუთი ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.
        –– მისმინე, მთელი ძალით ვცდილობ საკუთარი  სული   დავიკავო, და ხომ არ ჯობს დროზე გავიდეთ?
       ვეფხვის თვალების სწრაფი შემაფასებელი გამოხედვა.
       –– შენ იმის კიარ გეშინია, რომ ვამპირებთან სტუმრად მიდიხარ, არამედ იმის რომ მათ არ მოეწონები?
       –– ზუსტად!
       –– შესანიშნავი გოგონა ხარ!–– თავი გადააქნია ედვარდმა და კარებისკენ წავიდა.
       –– და ხომ არ ჯობია რომ... –– მაგრამ ედვარდმა პიკაპის გასაღები მაჩვენა.
       მე ფეხის წვერებზე ავიწიე რომ სახლის გასარებს მივწვდომოდი, ის კი მომეპარა და ხელში ამიყვანა. ––მე გავშეშდი, ედვარდს კი ისეთი სახე ქონდა თითქოს მობეზრდა ჩემი ყველაფრის მიმართ გაოცება და პიკაპისკენ წამიყვანა.
       –– მეც მომწონს ტარება, –– შევეცადე შემეპარებინა მისთვის, მაგრამ მას უკვე გაეღო მგზავრის გარები.
       –– ბელლა მე უამრავი ძალა დავხაჯე იმისთვის, რომ გადამერჩინე. ასე რომ ახლა უფლებას ვერ მოგცემ თავი საფრთხეში ჩაიგდო ისეთ ბდგომარეობაში, რომ მანქანის კიარა საკუთარი თავის ტარება არ შეგიძლია.
       –– შესანიშნავად ვატარებ!
       –– მე ბევრად უკეთესად!–– მიპასუხა მან უკვე მძღოლის ადგილიდან.
       –– ასე რომ არ აკეთებდე, დამავიწყდებოდა კიდეც რომ ადამიანი არ ხარ.
       –– როგორ?
       –– რომ გამოჩნდები, მგონია ამ წამს მიწიდან ამოიზარდათქო
       –– აბა სულ ასე ნელა ხომ ვერ ვივლი!
       მე შევხედე მის გლუვ ფერმკრთალ სახეს, რომელსაც არამიწიერი სილამაზე ამშვენებდა, მისი სხეული ისეთივე ცივი და მკვრივი იყო როგორც მარმარილო...
        როცა გზას გავუდექით, მაშინ მივხვდი რომ არ ვიცოდი სად ცხოვრობდნენ კალენები. ჩვენ გავსცდით ფორკსს და ტყისკენ ავიღეთ გეზი. ტყე თანდათან უფრო ბნელდებოდა. მერე კი ხეები ისევ შეთხელდა და გავედით მინდრზე... თუ ეს პატარა მდელო იყო?  სახლის ირგვლივ მომწვანო კვამლი  დაცერავდა, ალბათ იმიტომ რომ მას ექვსი საკვამური ქონდა. რატომღაც კალენების სახლი სხვანაირად წარმომედგინა, ის დიდებული, ძლიერი და ძველი იყო, რომელიც მფლობელის კარგ გემოვნებაზე მეტყველებდა.
         რადგანაც სხვა მანქანა ვერსად დავინახე, მივხვდი, რომ სადღაც ახლოს მდინარე ხმაურობდა.
         –– ვაუ!
         –– მოგწონს? ––გამიღიმა ედვარდმა.
         –– ძალიან საინტერესოა...
         მას გაეცინა თმაზე  მომეფერა და მითხრა:
         –– მზად ხარ?
         –– რათქმაუნდა არა, მაგრამ მოდი შევიდეთ!
         –– მამაცი ზღვის კატუნია!
         გაღიმებას ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. თმა შევისწორე და ძლივს ამოვისუნთქე.
          ––შესანიშნავად გამოიყურები, –– შემაგულიანა ედვარდმა. ჩვენ ტერასას მივუახლოვდით. ალბათ მიხვდა რომ ვღელავდი,  და ხელი დამიჭირა.
           კარი გაიღო და იმედგაცრუება... იქ არაფერი არ გავდა ვამპირებზე დაბინდულ წარმოდგენებს. ოთახი ნათელი და მყუდრო იყო! ერთ დროს აქ ალბათ ოთახებიც იყო, მაგრამ ის ახლა დიდ ჰოლად უქცევიათ. სამხრეთ კედელი გამჭვირვალე იყო, იქედან მდელო ჩანდა, რომრლიც აუჩქარებელ მდინარესკენ ეშვებოდა. დასავლეთ კედლის მთავარი სამკაული ფართო კიბე იყო, რომელიც ზემოთ ადიოდა. ხოო კალენებს უგემოვნებაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ!
           შესასვლელიდან მარცხნივ დიდ როიალთან ედვარდის მშობლები გველოდებოდნენ.
           ექიმ კალენს ერთხელ უკვე შევხვდი, მაგრამ განა ეს ხელს შემიშლიდა კიდევ ერთხელ მოვხიბლულიყავი მისი სილამაზით?! მის გვერდით  ესმი უნდა იდგეს, ის ერთადერთია ვინც კალენებიდან არ მინახავს. ნაზი სახე, მაღალი ღაწვებით, ულამაზესი ღია ფერის დატალღული თმა–– როგორ გავს უხმო ფილმის სახიობს!  ის სხვებთან შედარებით უფრო სავსე აღნაგობისაა, და უფრო ჩვეულებრივადაც გამოიყურება. ორივემ მოსალმების ნიშნად გაგვიღიმეს, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც არ მოგვიახლოვდნენ, ალბათ არ უნდოდათ შემშინებოდა.
          ––კარლაილ, ესმი, –– დაარღვია ედვარდმა უხეხული სიჩუმე, –– გაიცანით ეს ბელაა.
          –– კეთილი იყოს შენი მოსვლა ბელა, ––თქვა ექიმმა კალენმა და  ხელი გამომიწოდა, მე ეგრევე ჩამოვართვი ხელი.
          –– გამარჯობათ ექიმო კალენ.
          –– ძალიან გთოვ უბრალოდ კარლაილი დამიძახე.
          –– კარლაილ, –– გავიღიმე მე. საკუთარი გამბედაობით გაკვირვებულმა. ჩემს გვერდით ედვარდმა შვებით ამოისუნთქა.
          გულითადი ღიმილით მომიახლოვდა ესმი. პატარა კოხტა ხელი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა.
         –– ძალიან მიხარია ბოლოსდაბოლოს შენი გაცნობა, ––გულახდილად მითხრა მან.
         –– გმადლობ, მეც ძალიან მიხარია, –– და ეს მართლაც ასე იყო. თითქოს ზღაპარში აღმოვჩნდი და ხელს ფიფქიას ვართმევდი.
         –– ელისი და ჯასპერი სად არიან? –– იკითხა ედვარდმა, მაგრამ მშობლებმა პასუხის გაცემაც ვერ მოასწრეს, რომ კიბეზე ორივენი გამოჩნდნენ.
         –– ეი ედვარდ! –– ხალისით დაიძახა გოგნამ, ჩამოხტა კიბიდან და პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდა. კარლაილს და ესმის აშკარად არ მოეწონათ ელისის საქციელი, მე კი პირიქით მომწონდა მისი თავისებურობა.
         –– გამარჯობა ბელა!–– წამოიძახა გოგონამ და მხრებზე მომეხვია. კარლაილი და ესმი გაოცებისგან დამუნჯებულიყვნენ, მე კი როცა აღფრთოვანებამ გამიარა, გამიხარდა რომ ელისს ასე მოვეწონე და თავისიანად მთვლის. მომეჩვენა, რომ ედვარდი რაღაცით უკმაყოფილო იყო, მაგრამ როცა მისკენ გავიხედე მისი სახე არაფერს გამოხატავდა.
         –– მისმინე, საოცარი სუნი აგდის! –– განაცხადა გოგონამ, მე კი საშინლად გავწითლდი.
         უხერხული პაუზა ჩამოვარდა, მაგრამ ამ დროს ჯასპერი მოვიდა, ის ძალიან ლამაზი აღნაგობის და მაღალი იყო. ნამდვილი მეფე!  ... ისე წყნარად და მყუდროდ ვიგრძენი თავი!  შემთხვევით ედვარდის თვალებს შევხვდი და მათში უკმაყოფილება დავინახე. ესეიგი უკვე მოვასწარ რაღაცის არასწორად გაკეთება!
         –– გამარჯობა ბელა! –– მითხრა ჯასპერმა. და მერე თითქმის შეუმჩნევლად შეირხა, მომეჩვენა რომ მას ელისმა კრა ხელი. ასეა თუ ისე მაინც ამ ბიჭთან ჯობს ფრთხილად ვიყო.
         –– გამარჯობა, ჯასპერ, –– პასუხად გავუღიმე. ძალიან მიხარია თქვენი  გაცნობა.  თქვენთან საოცარი სილამაზე და სიმყუდროვეა, –– რბილად დავამატე მე.
         ––გმადლობ, –– გამიღიმა ესმიმ, აშკარად მიმიღო უკვე უშიშარ არსებად. –– ჩვენც ძალიან გვიხარია შენი სტუმრობა.
         გამოდის ემეტს და როზალის არ უნდათ ჩემი გაცნობა! მაშინვე გამახსენდა ედვარდის პასუხი, როცა ვუთხარი რომ მათ მე არ მოვწონდი.
          უსიამოვნო ფიქრებისგან კარლაილმა დამიხსნა, რომელიც  მრავალმნიშვნელოვნად უყურებდა ედვარდს, შემდეგ კი უმცროსმა კალენმა თავი დაუქნია. თავი ისე დავიჭირე თითქოს არაფერი დამინახავს,  ვუყურებდი ულამაზეს როიალს,  რომრლიც ოდნავ მოშორებით იდგა. მოულოდნელად ბავშვურმა მოგონებებმა შემახსენეს თავი, როცა საოცრად მინდოდა რენესთვის როიალი მეყიდა ლატარეას საშუალებით. მას უზომოდ უყვარდა მუსიკა, თუმცა მხოლოდ თავისთვის უკრავდა. ჩვენ ყველაზე იაფიანი პიანინო გვქონდა, მაგრამ მიყვარდა ყურება როცა ის უკრავდა. მაშინ დედა ისეთი ბედნიერი და უდარდელი ჩანდა, თითქოს ის ჩამოსულიყო შორეული ქვეყნიდან, სადაც არც მწუხარება და არც ტკივილი არსებობს. მუსიკალურ სკოლაშიც კი შემიყვანა, მაგრამ იმდენად ცუდად ვუკრავდი, რომ მალევე შევეშვი.
       ასეთი ყურადღება ესმის არ გამორჩენია.
       –– უკრავ? –– მკითხა მან, და თავი რიალისკენ გადააქნია.
       –– სამწუხაროდ არა. და თქვენ?
       –– არა, –– გაეცინა ესმის, –– როიალი ედვარდისაა. განა მას არ მოუყოლია რომ მუსიკა ძალიან უყვარს?
       –– არა, –– წყენით გავხედე ედვარდს. ესმი გაოცებული იყო.
       ––  გამოდის მას ამქვეყნად ყველაფერი შეუძლია  არა? –– გულუბრყვილოდ ვთქვი მე.
       ჯასპერმა ჩაიხითხითა, ესმიმ კი გამჭოლი მზერა მიაპყრო ედვარდს.
      –– იმედია ზედმეტად თავი არ გამოგიჩენია, ეს თავხედობაა. –– მკაცრად უთხრა ქალმა.
      –– სულ ცოტათი, –– ჩაეცინა ედვარდს და ესმისაც სახე შეურბილდა, მათ მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს თითქოს რაღაცაზე მოილაპარაკეს.
      –– იქნებ ბელასთვის დაგეკრა? –– შესთავაზა ესმიმ.
      –– შენ ხომ თქვი, რომ თავის ზედმეტად გამოჩენა თავხედობაა, –– გაეცინა ედვარდს.
      –– ყველა წესს აქვს გამონაკლისი!
      –– მე სიამოვნებით მოვუსმენდი, –– გადავწყვიტე ჩარევა.
      –– ესეიგი მოვილაპარაკეთ,–– გაუხარდა ესმის, თან ხელი წაჰკრა ინსტრუმენტისაკენ შვილს. მე კი ედვარდის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი.
       მან სასტიკი მზერით შემომხედა... და მაშინვე ოთახი აივსო ისეთი ღვთაებრივი მელოდიით, რომ გეგონებოდათ როიალს ერთი კიარა ორი ადამიანი უკრავსო. ჩემი პრიმიტიული ცოდნითაც  კი მივხვდი რომ ეტიუდი ურთულესი იყო. მე ასე ვიჯექი, განძრევაც კი ვერ გამებედა, როცა მოულოდნელად სიცილი გავიგონე.
       მან გააგრძელა დაკვრა და მხიარულად ჩამიკრა თვალი.
       –– მოგწონს? –– სხვათაშორის მკითხა ედვარდმა.
       –– შენ დაწერე?–– აღფრთოვანებით წავიბუტბუტე.
       –– ესმის საყვარელი ეტიუდია, –– დამიქნია თავი. მე კი თვალები დავხუჭე და უძლურად გავაქნიე თავი.   
       –– ყველაფერი რიგზეა? –– შემეკითხა მან.
       –– უბრალოდ თავს სრულ არარაობად ვგრძნობ!
        მელოდია უფრო შენელდა და მიჩუმდა, ის უკვე ჩემთვის კარგად ნაცნობ იავნანად გადაიქცა.  თვალს არ ვაცილებდი  მის თითებს, რომლებიც ასე მსუბუქად მოძრაობდნენ კლავიშებზე.
       –– ეს ნაწილი შენ გეძღვნება,–– დაიჩურჩულა ედვარდმა.
       არ მეგონა თუ შეიძლებოდა, როიალს ასეთი ხმა ჰქონოდა, მაგრამ ალბათ საქმე დამკვრელის ოსტატობასა და გრძნობებშია.
       –– იცი მათ ძალიან მოეწონე, განსაკუთრებით ესმის! –– გაეცინა მას.
       მექანიკურად მოვიხედე და დავინახე, რომ ჰოლი დაცლილიყო.
       –– რატომ წავიდნენ?
       –– ალბათ გადაწყვიტეს რომ უკეთესია მარტო დავრჩეთ.
       –– საიდან მოიტანე, რომ მათ მოვწონვარ?
       –– რავიცი, მაგათ აზრების კითხვას მე ვერავინ დამიშლის.
       –– ხო თუმცა! და როზალი და ემეტი... –– გაუბედავად დავიწყე მე.
       ედვარდი მოიღუშა.
       ––როზალიზე არ ინერვიულო, ის მოვა,–– დამაჯერებლად მითხრა მან, როცა დაინახა რომ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი.
       ––  და ემეტი?
       –– რათქმაუნდა ძმა არანორმალურად მთვლის, მაგრამ ის მხოლოდ იმიტომ არ მოვიდა,  რომ როზალის წმინდავს ცრემლებს.
       –– ასე რამ გაანაწყენა? –– ვკითხე მე, თან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მინდოდა პასუხის მოსმენა.
       –– მისთვის ეს სიტუაცია არც ისე კომფორტულია, ჭკუიდან გადადის იმის გამო რომ ვიღაცამ ჩვენი საიდუმლო გაიგო, თან კიდე ეჭვიანობს.
       –– როზალი ეჭვიანობს? –– დაბნეულმა ვკითხე. ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა როზალის––ასეთი სილამაზის პატრონს ჩემი შეშურებოდა.
      –– შენ ადამიანი ხარ, ქალი, –– მხრები აიჩეჩა ედვარდმა,–– სწორედ ამტომ ეჭვიანობს.
      –– ღმერთო! –– გაოცებულმა წამოვიძახე მე, –– ჯასპერიც კი...
      –– აქ კი დამნაშავე მე ვარ, –– ნაღვლიანად ჩაიცინა ედვარდმა, –– გახსოვს რომ გიყვებოდი,რომ ის სულ ახლახან შემოუერთდა ჩვენს ოჯახს. ძალიან გაუჭირდა თავის ხელში აყვანა.
       –– ესმი და კარლაილი? –– უცებ ვკითხე მე, იმის იმედით რომ ედვარდი ჩემს შიშს ვერ შეამჩნევდა.
       –– ისინი კმაყოფილები არიან , თუკი კმაყოფილი ვარ მე. ესმი  მაინც მიგიღებდა კოჭლი და ელამი რო ყოფილიყავი. ის ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ კარლაილმა  ზედმეტად ადრეულ ასაკში გადამაქცია და რომ ვერ მოვასწარი ვყოფილიყავი სულიერად მთლიანი... ის ლამის დნებოდა ყოველ ჯერზე, როცა ხელს გკიდებდი...
       –– მგონი ელისიც გახარებულია...
       –– ხო, მაგას თავისი ინტერესი აქვს!
       მთელი წუთი ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.  ედვარდი რაგაცას მიმალავს, მაგრამ კარგი მოვითმენ, მერე კი დრო და დრო შევეცდები გავარკვიო.
       –– რაზე მოილაპარაკეთ შენ და კარლაილმა? ––სხვათაშორის ვიკითხე მე.
       –– ესეიგი შეამჩნიე?
       –– რათქმაუნდა,–– ისევ მშვიდად ვუპასუხე.
       –– მას რღაცის თქმა სურდა ჩემთვის და არ იცოდა მომინდებოდა თუარა გამხელა შენთვის.
       –– და შენ გინდა გამიმხილო?
       –– იძულებული ვარ, რადგან შემდეგი რამდენიმე დღე ან ერთი კვირა მომიწევს ვიყო...  უფრო მეტად ფრთხილად და ყურადღებით. სულაც არ მინდა ტირანად და დესპოტად აღმიქვამდე.
        –– ნამდვილად ტირანი ხარ, –– უდარდელად ვთქვი მე, –– მაგრამ ეს მე სრულებით მაკმაყოფილებს, რა არის ამაში განსაკუთრებული?
        –– არც არფერი. ელისი გრძნობს სტუმრების მოახლოვებას, მათ იციან ჩვენი ოჯახის შესახებ, და უნდათ რომ გაგვიცნონ.
        –– სტუმრები?
        –– ხო, ისინი ჩვენგან განსხვავებულები არიან და სხვაგვარად ნადირობენ.  ქალაქს არ გაეკარებიან, თუმცა ერთი კია სანამ არ წავლენ აქედან, თვალს არ მოგაცილებ.
        ამჯერად მან ნამდვილად შეამჩნია, რომ შიშისგან ვკანკალებ.
        –– ოხ როგორც იქნა ნორმალური რეაქცია! –– გაეცინა ედვარდს,–– მე კი უკვე მეგონა რომ მთლად დაკარგე თვითდაცვის უნარი!
        მე ნელნელა დავწყნარდი, თან ჰოლს ვათვალიერებდი.
        –– რა შენმა მოლოდინმა არ გაამართლა?––თვითკმაყოფილებით მკითხა ედვარდმა.
        –– არც ისე, –– ვაღიარე მე.
        –– არც კუბოები, არც თავის ქალები კუთხეებში! ობობის ქსელებიც კი არ არის, რა სამწუხაროა!
        ––არაჩვეულებრივი და ამასთნავე ნათელია, –– არ მიმიქცევია ყურედღება მისი ირონიისთვის ისე ვთქვი.
        –– ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით სახლებით!
        მელოდია, რომელსაც ედვარდი უკრავდა, ჩემი იავნანა, დასასრულს მიუახლოვდა თუმცა ბოლო აკორდები მოულოდნელად  სევდიანები აღმოჩნდნენ. უკანასკნელი ნოტი და ჰოლში სიჩუმემ დაისადგურა.
       –– გმადლობ, –– ჩავიბუტბუტე მე, და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ცრემლი მომრევია, ისინი ჩუმად მოვიწმინდე.
       მაგრამ ერთი პატარა ურჩი წვეთი მაინც ჩამოვარდა და ის ედვარდმა მომწმინდა. მან ასწია სველი თითი, ყურადღებით დააკვირდა და შემდეგ ტუჩებთან მიიტანა.
       არ ვიცოდი რა მეთქვა, მან კი ოცნებით გადაატრიალა თვალები და გამიღიმა.
       –– გინდა სხვა ოთახების დათვალიერება?
       –– და კუბოები მართლა არ არის? –– ვკითხე   იმის იმედით რომ ირონიის უკან მღელვარება არ ისმოდა.
       მან ღიმილით ჩამკიდა ხელი და კიბეებისკენ წამიყვანა.
       –– არავითარი კუბოები, გპირდები!
        მაღალი საფეხურებით ჩვენ მეორე სართულზე ავედით. აქ კი უკვე კედლები თაფლისფერ სივრცეს ქმნიდნენ, ამას კი მეტი სითბო შემოჰქონდა.
       –– როზალისა და ემეტის  ოთახი, კარლაილის კაბინეტი, ელისის ოთახი, –– მანიშნებდა ედვარდი დახურულ კარებებზე.
       –– დერეფანის ბოლოს მივუახლოვდით და დამბლადაცებულივით გავშეშდი  კედელზე ხის ფიგურის დანახვისას, ედვარდმა შეამჩნია ჩემი უხერხულობა და გაეღიმა.
       –– შეგიძლია გაიცინო. ეს კი ნამდვილი პარადოქსია!
        მე არც ვაპირებდი სიცილს, ხელი ჩმდაუნებურად წავწიე ხის ჯვრისაკენ, ელემენტარული არიფმეტიკის მოშველიებით მივხვდი, რომ ჯვარი სამას ორმოცდაათ წელზე მეტისაა. ვცდილობდი გამეაზრებინა ყველაფერი.
       –– რაზე ფიქრობ? –– მკითხა ედვარდმა.
       –– რამდენი წლისაა კარლაილი? –– კითხვაზე კითხვით ვუპასუხე, თან თვალს ვერ ვაშორებდი ჯვარს.
       –– მან ახლახან აღნიშნა სამას სამოცდამეორე დაბადების დღე.
       ბოლოს ძლივს მოვწყვიტე თვალი  ჯვარს და ედვარდს შევხედე. თავში უკვე ათასი კითხვა მიტრიალებდა.
        მათი დასმა ვერ მოვასწარი, ედვარდი თვითონ  მიხვდა და დაიწყო:
        –– კარლაილი დაიბადა ლონდონში 1640 წელს, ოდნავ ადრე სანამ კრომველის მმართველობა დაიწყებოდა. უფრო ზუსტად კი რომ გითხრა, ადრე უბრალო ხალხის დაბადების თარიღებს არ იწერედნენ.
        მივხვდი, რომ ედვარდი მაკვირდებოდა ამიტომ შევეცადე მღელვარება არ გამომეხატა. მერე სახლშიც მეყოფა, როცა მშვიდ გარემოში ვიქნები!
        ის იყო ინგლისელი მღვდლის ერთადერთი შვილი, მას დედა დაბადებისთანავე დაეღუპა. ამიტომ იზრდებოდა მამასთან. როდესაც პროტესტანტები გაძლიერდნენ, ის მონწილეობდა კათოლიკეთა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა აჯანყებებში. და კიდევ მას მტკიცედ სჯეროდა ჯადოქრების, მაქციების და ... ვამპირების არსებობა.
       ამ სიტყვს ხსენებაზე   გავშეშდი, მაგრამ როგორც ჩანდა ედვარდმა ვერაფერი შეამჩნია, ის მოყოლას აგრძელებდა.
        –– ისინი წვავდნენ ათასობით უდანაშაულო ხალხს, რადგანაც ვინც მართლა ასეთი იყო, მათი დაჭერა თითქმის არ ხერხდებოდა. მღვდელმა კი რეიდების ხელმძღვანელად თავისი დამჯერი შვილი დააყენა. თავიდან კარლაილი ერთმა იმედგაცრუებამ შეიპყრო: მას არ შეეძლო უდანაშაულოების დაწვა და უმანკო ხალხში ეშმაკის დანახვა. სამაგიეროდ ის მამაზე ჭკვიანი და სამართლიანი აღმოჩნდა. მან იპოვა ნამდვილი  ვამპირები, რომლებიც ხალხთან ახლოს ცხოვრობდნენ და ღამით ნადირობდნენ. იმ დროშიც კი, როდესაც ურჩხულები არსებობდნენ არა მარტო ლეგენდებში, თავის გატანა და გადარჩენა ძალიან უჭირდათ.  ასე რომ ერთ დღეს კარლაილი წავიდა სანადიროდ ჩირაღდნითა და ცხელი კუპრით ხელში, –– საშიში ტონოთ აგრძელებდა ედვარდი, –– მათ კარლაილისა და ხალხის  მოსვლა გაიგეს.  ბოლოს გამოჩნდა ერთ-ერთი მათგანი.
        მან უფრო ჩუმად გააგრძელა, სიტყვებს ძლივს ვარჩევდი.
       –– ეს იყო ყველაზე მოხუცი და შიმშილისგან დაუძლურებული ვამპირი. მან იგრძნო ადამიანთა სუნი, გააფრთხილა სხვებიც და გასაქცევად მოემზადნენ.  ოცდასამი წლის კარლაილი მებრძოლთა სათავეში იდგა. კარლაილი აზრით მოხუცი ძალიან მშიერი რომ არ ყოფილიყო გაქცევას თავისუფლად შეძლებდა, მაგრამ   თავი ვერ შეიკავა და პირიქით დავდასხმას შეეცადა ხალხზე. პირველად კარლაილს უკბინა, ორი მოკლა და ერთი თან გაიყოლა, რადგან ხალხი უკვე მისკენ დაიძრა. კარლაილი ბნელ ქუჩაში დატოვა მარტო.
       ედვარდი გაჩუმდა, სიტყვებს ეძებდა.
       ––  კარლაილმა იცოდა რას იზამდა მამამისი, სხეულებს დაწვავდნენ, დაწვავდნენ დაჭრილთა სხეულებსაც კი. საკუთარი სიცოცხლე რომ გადაერჩინა, ის ინტუიციას დაეყრდნო. სანამ ხალხი ვამპირებს მიზდევდა, ის საწინააღმდეგო მხარეს გაიქცა. მან იპოვა სარდაფი, სადაც სამი დღე გაატარა და ვერავინ იპოვა.   მხოლოდ მაშინ, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა მიხვდა ვინც იყო.
       არ ვიცი რა ირეკლებოდა ჩემს სახეზე, მაგრამ შემომხედა თურა გაჩუმდა.
       –– თავს კარგად გრძნობ?
       –– ყველაფერი რიგზეა, –– დავაწყნარე ის, –– ერთი კია, რომ ედვარდი ზედმეტად ყურადღებიანი იყო იმისთვის, რომ ვერ შეემჩნია ჩემს თვალებში ანთებული ცნობისმოყვარეობა.
       –– შენ კიდევ დაგრჩა კითხვები, –– გაიღიმა მან.
       –– რავიცი... კი რამდენიმე.
              წავიდეთ, –– მან ხელი ჩამკიდა, –– ახლა ყველაფერს თვითონ მიხვდები. 


No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)