Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი1 (ნაწილი 3)


_ვაა, მამა, მომწონს! მადლობ!- ახლა ჩემი ხვალინდელი შემაძრწუნებელი დღე, ბევრად ნაკლებად საშინელი იქნებოდა. არ მომიწევდა არჩევანის წინაშე დადგომა ორი მილის წვიმაში ფეხით სკოლაში წასვლასა და ოფიცერის კრეისერით მგზავრობაზე დათანხმებას შორის.
_მიხარია, რომ მოგწონს,- ჩახლეჩილი ხმით თქვა ჩარლიმ, ისევ დაბნეული ჩანდა.
    ჩემი ნივთები ერთ ასვლაზე ავიტანეთ მაღლა. მე დასავლეთის საძინებელი მერგო, რომელიც წინა ეზოს გადაჰყურებდა. ოთახი ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო; ის დაბადებიდან მე მეკუთვნოდა. ხის იატაკი, ღია ცისფე
რი კედლები, მაღალი ჭერი, გაყვითლებულ არშიიანი ფარდები ფანჯრებზე- ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო. ერთადერთი ცვლილება რაც ჩარლიმ ამ ოთახში განახორციელა, იყო ბავშვის საწოლი ჩვეულებრივით შეცვალა და საწერი მაგიდა დაამატა, მას შემდეგ რაც წამოვიზარდე. მაგიდაზე ახლა ნახმარი კომპიუტერი იდო, მოდემისთვის განკუთვნილი ტელეფონის სადენი იატაკზე იყო დასტეპლერებული უახლოეს სატელეფონო აპარატამდე. ეს დედაჩემის მოთხოვნა იყო, რომ ადვილად გვეკონტაქტა. ჩემი ბავშვობის დროინდელი სარწეველა სავარძელი ისევ კუთხეში იდგა.
   კიბის თავში ერთადერთი პატარა სააბაზანო იყო, რომლის ჩარლისთან გაზიარებაც მომიწევდა. ვცდილობდი ამაზე ბევრი არ მეფიქრა.
   ჩარლის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ თავს არ მოგაბეზრებს. მარტო დამტოვა, რომ მშვიდად ამოვბარგებულიყავი და დავლაგებულიყავი, ასეთი გმირობები დედაჩემს ნამდვილად არ შეეძლო. მარტო ყოფნა კარგი იყო, რადგან იძულებული არ ვიყავი ყალბად გამეღიმა და კმაყოფილი გამომეტყველება მიმეღო; შვებას ვგრძნობდი, როცა მოღუშული მივჩერებოდი თავსხმა წვიმას და რამდენიმე ცრემლის წვეთს გაქცევის ნებას ვაძლევდი. თუმცა ნამდვილი ტირილის გაგრძელების ხასიათზე არ ვიყავი. ამას ძილისწინისთვის შემოვინახავ, როცა მომავალ დილაზე ფიქრი მომიწევს.
   ფორქსის საშუალო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა შემაშინებლად უდრის მხოლოდ 357- ამიერიდან 358 მოსწავლეს. იქ, საიდანაც ჩამოვედი, მხოლოდ დაბალ კლასში სწავლობდა 700ზე მეტი მოსწავლე. აქ ყველა ბავშვი ერთად გაიზარდა- ალბათ მათმა ბებია-ბაბუებმაც ერთად აიდგეს ფეხი.
   მე აქ ალბათ ახალი გოგონა ვიქნები, დიდი ქალაქიდან, ცნობისმოყვარეობის ობიექტი, უცნაურობა.
   შეიძლება ტიპიურ ფენიქსელ გოგოებს რომ ვგვანებოდი, ეს ჩემს უპირატესობად მექცია. მაგრამ გარეგნულად, ვერცერთ ადგილს ვერ ვერგები. უნდა ვყოფილიყავი გარუჯული, სპორტული, ქერა- ფრენბურთის მოთამაშე ან გულშემატკივართა გუნდის კაპიტანი- ეს ყველაფერი ხომ მზიან მხარეში ცხოვრებას შეესაბამება.
   ამის ნაცვლად, სპილოსძვლისფერკანიანი, ყავისფერი თვალები და არაჟღალთმიანიც კი ვიყავი მუდმივი მზიანი ამინდის მიუხედავად. ყოველთვის გამხდარი ვიყავი, თუმცა რაღაცნაირად ნაზი, აშკარად არაათლეტური; საჭირო  კოორდინაციის უნარი მაკლდა რომ საკუთარი თავი არ დამემცირებინა სპორტის თამაშის დროს და ჩემი თავი და ჩემთან ახლოს მდგომიც არ დამეშავებინა.
   როცა ტანსაცმლის ძველ ფიჭვის კარადაში შელაგებას მოვრჩი, სააბაზანოს ნივთებიანი ჩანთა ავიღე და საერთო სააბაზანოში შევედი, რომ მთელი დღის მგზავრობის შემდეგ თავი მომეწესრიგებინა. სარკეში საკუთარ სახეს ვუყურებდი და თან აბურდულ, ნესტიან თმას ვივარცხნიდი. შეიძლება სინათლის ბრალი იყო, მაგრამ უკვე გაყვითლებული, ავადმყოფური შესახედაობა მქონდა. შეიძლებოდა ლამაზი კანი მქონოდა- რადგან ძალიან ნათელი იყო, თითქმის გამჭვირვალე- მაგრამ ყველაფერი ფერზე იყო დამოკიდებული. აქ ფერი საერთოდ არ მქონდა.
   ჩემს ფერმიხდილ ანარეკლს რომ ვუყურებდი, იძულებული გავხდი ჩემს თავს გამოვტყდომოდი, რომ თავს ვიტყუებდი. საქმე მხოლოდ ის არ იყო, რომ ფიზიკურად ვერასდროს მოვერგებოდი ფორქსს, თუ ჩემი ადგილი სამათასიან სკოლაში ვერ ვიპოვე, რა შანსი მქონდა აქ?
   ჩემი ასაკის ბავშვებს კარგად ვერ ვეწყობოდი. შეიძლება უფრო მართალი ის იყო, რომ ვერანაირი ასაკის ხალხს ვერ ვეწყობოდი. დედაჩემთანაც კი, რომელთანაც მთელი პლანეტის მცხოვრებლებს შორის ყველაზე ახლოს ვიყავი, არასდროს მქონია ჰარმონიული ურთიერთობა, ის არასდროს იყო ზუსტად ჩემს ტალღაზე მომართული. ზოგჯერ მიკვირდა, მეც იგივეს ვხედავდი თუ არა რასაც სხვები. იქნებ ჩემს ტვინში რაღაც ისე ვერ იყო. თუმცა მიზეზს რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი შედეგი იყო. ხვალინდელი დღე კი უბრალოდ დასაწყისი იქნებოდა.
   ღამე კარგად არ მეძინა, გულიანი ტირილის შემდეგაც კი. მუდმივ წვიმის შხაპუნს  და ქარის ქროლას სახურავზე ვერა და ვერ ვეგუებოდი. საბანი თავზე წავიფარე, ამას მოგვიანებით ბალიშიც დავუმატე. მაგრამ შუაღამემდე მაინც ვერ დავიძინე, სანამ ბოლოსდაბოლოს წვიმამ შედარებით წყნარად არ დაიწყო ცრა.
   სქელი ნისლი იყო ერთადერთი რამ რაც დილას ჩემი ფანჯრის მიღმა დავინახე და ვიგრძენი როგორ დამიარა კლაუსტროფობიის შეტევამ სხეულში. აქ ცას ვერასდროს ნახავდი; გალიასავით იყო.
   საუზმობა ჩარლისთან ერთად წყნარი მოვლენა იყო. მან წარმატება მისურვა სკოლაში. მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ ვიცოდი ტყუილად ჰქონდა ამ წარმატების იმედი. იღბალი და მე მაინცდამაინც დიდი მეგობრები ვერ ვიყავით. ჩარლი პირველი წავიდა პოლიციის შტაბში, რომელიც მისი ცოლიც იყო და ოჯახიც. მისი წასვლის შემდეგ კვადრატული ფორმის ძველ, მუხის მაგიდასთან ერთ-ერთ შეუფერებელ სკამზე ჩამოვჯექი, და მისი მუქი პანელებით მორთულკედლებიანი, კაშკაშა ყვითელ სათავსოებიანი და თეთრი ლინოლეუმის იატაკიანი სამზარეულოს თვალიერება დავიწყე. არაფერი შეცვლილა. დედაჩემმა კარადები 18 წლის წინ ყვითლად შეღება, როცა ცდილობდა რომ სახლში მზის სინათლე შემოეტანა. მომიჯნავე ცხვირსახოცის ზომის ოთახში პატარა ბუხარი და მასზე სურათების მწკრივი იდგა. პირველი ქორწილის სურათი იყო, ჩარლი და დედაჩემი ლას ვეგასში, შემდეგ სურათზე ჩვენ სამნი, ჩემი დაბადების შემდეგ დამხმარე მედდის მიერ გადაღებული, ამას მოჰყვებოდა ჩემი სკოლის სურათების სერია გასულ წლამდე. მათი თვალიერება არ მსიამოვნებდა- ვნახოთ რა გამომივა, როცა ჩარლის ვთხოვ სადმე სხვაგან დაალაგოს, ყოველ შემთხვევაში სანამ აქ ვცხოვრობ.
   შეუძლებელი იყო ყოფილიყავი ამ სახლში და ვერ მიმხვდარიყავი, რომ ჩარლის დედაჩემი არასდროს დავიწყებია. ამის შეგრძნებამ უხერხულობაში ჩამაგდო.
   არ მინდოდა სკოლაში ძალიან ადრე მივსულიყავი, მაგრამ სახლში გაჩერებაც აღარ შემეძლო. ქურთუკი ჩავიცვი, რომელიც ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან და ტოქსინებისგან დამცავ სკაფანდრს უფრო წააგავდა და წვიმაში გავაბოტე.
   ჯერ მხოლოდ ცრიდა, ასე რომ სანამ უცბად ავიღებდი გასაღებს მუდმივი სამალავიდან, კარის ზემოთ შვერილიდან და კარს დავკეტავდი არ დავსველებულვარ. ჩემი ახალი წყალგაუმტარი ჩექმების ჭყაპუნი ნერვებს მიშლიდა. სიარულის დროს ქვიშის ჩვეულებრივი ხრაშუნი მენატრებოდა. ძალიან კი მინდოდა გავჩერებულიყავი და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანებულიყავი ჩემი პიკაპით, მაგრამ ძალიან ვჩქარობდი ნისლიან ნესტს გავქცეოდი, რომელიც ჩემს თავზემოთ ტრიალებდა და კაპიუშონის ქვეშ ეკვროდა ჩემს თმას.
   პიკაპში სასიამოვნო სიმშრალე იყო. ბილის ან ჩარლის აშკარად დაესუფთავებინა ის, მაგრამ მუქი ფერის ნაჭერგადაკრულ სავარძლებს მაინც ასდიოდა თამბაქოს, ბენზინისა და პიტნის ოდნავ შესამჩნევი სუნი. ძრავა სწრაფად დაიქოქა, ჩემდა სანუგეშოდ, თუმცა ხმამაღლა, ღრიალით გამოცოცხლდა და ნელ-ნელა უფრო აუწია ხმას. ასეთ ძველ პიკაპს რომ აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნაკლი, სავალდებულოც კი იყო. ანტიკვარული რადიო მუშაობდა, ამას კი ნამდვილად არ ველოდი.

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)