Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 13)


                        
              თავი მეათე
              შეკითხვები  

   დილას რთული იყო ჩემი თავის რაღაც ნაწილის გადარწმუნება, რომელსაც სჯეროდა რომ გასული საღამო სიზმარი იყო. ლოგიკა ჩემს მხარეს არ იყო, ან შეიძლება ნეიტრალობას ინარჩუნებდა. იმ აზრს ვებღაუჭებოდი, რომ რაღაცეების წარმოდგენა არ შემეძლო- მაგალითად მისი სუნის. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემით ასეთი რაღაც ვერ დამესიზმრებოდა.
    ნისლი და სიბნელე იყო ფანჯრის მიღმა, სრულიად იდეალური ამინდი. მიზეზი აღარ ექნებოდა რომ სკოლაში არ მოსულიყო. ჩემს თბილ ტანსაცმელში გამოვეწყვე, მახსოვდა რომ ქურთუკი არ მქონდა. რაც უფრო ამტკიცებდა
რომ ჩემი მოგონება ნამდვილი იყო.
   დაბლა რომ ჩავედი ჩარლი ისევ წასული დამხვდა- იმაზე მეტად ვაგვიანებდი ვიდრე მეგონა. გრანოლას ფილა სამ ლუკმაში გადავსანსლე, რძე პირდაპირ მუყაოს კოლოფიდან დავაყოლე და სწრაფად გავედი გარეთ. იმ იმედით, რომ წვიმა მანამდე არ დაიწყებოდა სანამ ჯესიკას ვიპოვიდი.
   არაჩვეულებრივად ნისლიანი დღე იყო; ჰაერი მისით იყო გაკვამლული. ყინულოვნად ვგრძნობდი ნისლს სადაც მეხებოდა კანზე სახესა და ყელზე. ვერ მოვიცდიდი სანამ დათბებოდა, რომ ჩემი პიკაპით წავსულიყავი. ისეთი სქელი ნისლი იყო, რომ რამდენიმე ნაბიჯიღა რომ დამრჩა გზაზე გასასვლელად, მხოლოდ მაშინ  დავინახე რომ იქ მანქანა იდგა: ვერცხლისფერი მანქანა. ჩემმა გულმა ბრაგვანი მოადინა, მერე არითმიულად დაიწყო ცემა, ბოლოს კი ორმაგი სიჩქარით. 
    არ დამინახია საიდან მოვიდა, მაგრამ ის უცებ გაჩნდა და კარები გამიღო. 

_არ გინდა დღეს ჩემთან ერთად წამოხვიდე სკოლაში?-მკითხა მან, თან ჩემი ჯერ კიდევ გაოცებული გამომეტყველებით ერთობოდა. სიმტკიცე გაისმა მის ხმაში. ის არჩევანის საშუალებას მაძლევდა- ნებას მრთავდა, რომ თუნდაც უარი მეთქვა და მე ვიცოდი რომ მის გარკვეულ ნაწილს ამის იმედი ჰქონდა. სულ ტყუილად. 
_სიამოვნებით. მადლობ.- ვთქვი,შევეცადე მშვიდი ხმა შემენარჩუნებინა. როგორც კი თბილ მანქანაში შევაბიჯე, შევამჩნიე მგზავრის სკამის საზურგეზე გადაკიდებული მისი მოწითალო-მოყავისფრო ქურთუკი. კარი ჩემს უკან დაიხურა და შესაძლებელზე სწრაფად უკვე ჩემს გვერდით იჯდა. 
_ქურთუკი წამოგიღე. არ მინდა გაცივდე ან სხვა რამე დაგემართოს. -მზრუნველი ხმა ჰქონდა. შევამჩნიე, რომ თვითონ არ ეცვა ქურთუკი,უბრალოდ თხელი ნაქსოვი ნაცრისფერი გულამოჭრილი მაისური გრძელი მკლავებით. ისევ, ქსოვილი მიკრული იყო მის იდეალურად დაკუნთულ გულ-მკერდზე. დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ მისი სხეულიდან სახეზე გადამეტანა ყურადღება.
_არც მასეთი ფაქიზი ვარ- ვთქვი, მაგრამ ქურთუკი მაინც გადავიფარე კალთაზე და მკლავები მის გრძელ სახელოებში შევყავი, მაინტერესებდა მისი სუნი ისეთივე სასიამოვნო იქნებოდა თუ არა. უკეთესი იყო.
_ნუთუ?- შემეწინააღმდეგა ისეთი დაბალი ხმით, რომ ეჭვი შემეპარა უნდოდა თუ არა რომ გამეგო. 
    ნისლში გახვეულ ქუჩებზე მივდიოდით, უმეტესად დიდი სიჩქარით, მოუქნელად ვგრძნობდით თავს. ყოველ შემთხვევაში მე ვგრძნობდი. გასულ ღამეს ყველა კედელი დაიმსხვრა ჩვენს შორის...თითქმის ყველა. არ ვიცოდი დღესაც ისეთივე გულწრფელები ვიქნებოდით თუ არა. ამან ენა დამიბორკა. ველოდებოდი ის როდის მეტყოდა რამეს.
   შემობრუნდა რომ დაეცინა ჩემთვის.
_აბა, დღეს არ არის 20-20 შეკითხვა?
_ჩემი კითხვები გაღიზიანებს?- ვუთხარი, გულზე მომეშვა რომ რაღაც მითხრა.
_არც იმდენად, რამდენადაც შენი რეაქციები- ისე ჩანდა თითქოს ხუმრობდა, მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი. წარბები შევჭმუხნე.
_ცუდად ვრეაგირებ?
_არა, პრობლემაც ესაა. ისე გულგრილად იღებ ყველაფერს- ეს არაბუნებრივია. ეს ყველაფერი კი ინტერესში მაგდებს, სინამდვილეში რას ფიქრობ. 
_ყოველთვის იმას გეუბნები რასაც ვფიქრობ.
_ოღონდ შესწორებულს
_არც ისე
_საკმარისად იმისთვის რომ გადარეულივით მატარო.
_აღარ მინდა მაგის გაგონება- ჩავიბუტბუტე თითქმის ჩურჩულით. როგორც კი სიტყვები ჩემს ტუჩებს მოსწყდა მაშინვე ვინანე. ტკივილი ჩემს ხმაში ძალიან მოკრძალებული იყო. მარტო იმის იმედიღა თუ მექნებოდა, რომ მან ეს ვერ შეამჩნია. 
    მან არაფერი მიპასუხა და დამაინტერესა ხასიათი ხომ არ გავუფუჭემეთქი. გაურკვეველი სახე ჰქონდა, როცა სკოლის სადგომზე მივედით. რაღაც აზრი დაგვიანებით მესტუმრა.
_შენი ოჯახის დანარჩენი წევრები სად არიან?- ვკითხე- უფრო გახარებულმა, რომ მასთან მარტო ვიყავი, მაგრამ მახსოვდა რომ, როგორც წესი მისი მანქანა სავსე იყო ხოლმე.
_როზალის მანქანით წამოვიდნენ- მხრები აიჩეჩა, როცა წითელი პრიალა კაბრიოლეტის გვერდით დააყენა მანქანა- არაჩვეულებრივია, არა?
_მმ, ვაუ- ამოვისუნთქე- თუ ეს მანქანა ჰყავს, შენი მანქანით რატომ დადის?
_როგორც ვთქვი, ეს მეტისმეტად განსაკუთრებულია. ჩვენ კი გვინდა ხალხში გავერიოთ.
_რაც ნამდვილად არ გამოგდით- გავიცინე და თავი გავაქნიე როცა მანქანიდან გადმოვედით. აღარ მაგვიანდებოდა; მისი გადარეული ტარების გამო სასწავლო დღის დაწყებამდე კიდევ დიდი დრო მქონდა. -მაშინ დღეს რატომ წამოვიდა როზალი თავისი მანქანით თუ თქვენი ძველებური წესი უფრო კონსპირაციულია?
_არ შეგიმჩნევია? ახლა ყველა წესს და კანონს ვამსხვრევ.- ის მანქანის წინ შემხვდა. ჩემს გვერდით ძალიან ახლოს მოაბიჯებდა, როცა სკოლის შენობაში შევდიოდით. მინდოდა ჩვენ შორის არსებული ის პატარა მანძილიც დამეფარა, მიმეღწია და შევხებოდი, მაგრამ მეშინოდა, რომ მას ეს არ მოეწონებოდა. 
_საერთოდ რატომ გყავთ ასეთი მანქანები?- ხმამაღლა გამოვხატე ჩემი გაოცება- თუ განცალკევებას ცდილობთ.
_კომპენსაციაა-ეშმაკური ღიმილით აღიარა- ყველას ძალიან სწრაფად ტარება გვიყვარს.
 _ხალხია- ჩავიჩურჩულე ჩასუნთქვისას.
   კაფეტერიის სახურავის შვერილის შეფარებულში ჯესიკა იცდიდა. მთელი ყურადღება თავისი მუწუკების გამოშვებაზე ქონდა გადატანილი. მკლავზე კი, მადლობა ღმერთს, ჩემი ქურთუკი ჰქონდა გადაკიდული.
_გამარჯობა ჯესიკა- ვთქვი როცა რამდენიმე ნაბიჯითღა ვიყავით დაშორებულები- მადლობ, რომ არ დაგავიწყდა. -სიტყვის უთქმელოდან გამომიწოდა ქურთუკი. 
_დილა მშვიდობისა, ჯესიკა!- თქვა ედვარდმა ზრდილობიანად. მისი ბრალი არ ყოფილა რომ ასეთი დაუძლეველი ხმა ჰქონდა. არც ის რაც  მის თვალებში  იყო შეთვისებული.
_ისა...გამარჯობა- გაფართოებული თვალები ჩემზე გადმოიტანა, ცდილობდა არეული ფიქრებისთვის თავი მოეყარა- მგონი, ტრიგონომეტრიაზე გნახავ- მრავალმნიშვნელოვანი  მზერით გადმომხედა, რომელიც ამოოხვრით აღვკვეთე. რა ჯანდაბა უნდა მეთქვა მისთვის?
_ჰო, მოგვიანებით გნახავ
  ის წავიდა, ორჯერ გაჩერდა რომ მხარეს ზემოდან ჩვენ შევეთვალიერებინეთ.
_მისთვის რის თქმას აპირებდი?- ჩამირაკრაკა ედვარდმა
_ეი, მე მეგონა ჩემი აზრების წაკითხვა არ შეგეძლო!- ავსისინდი
_არც შემიძლია-მითხრა მან, გაოცებულმა. შემდეგ კი მიხვდა რატომ ვუთხარი და თვალები გაუნათდა- სამაგიეროდ მისი აზრების წაკითხვა შემიძლია- საკლასო ოთახში ჩაგისაფრდება.
   ამოვიკვნესე, როცა მისი ქურთუკი ჩამოვიქაჩე და გავუწოდე, მის ნაცვლად ჩემი ჩავიცვი.მან თავისი მკლავზე გადაიკიდა.
_აბა, რის თქმას აპირებდი მისთვის?
_ცოტათი დამეხმარე- ვითხოვე- რა უნდა რომ იცოდეს?
   თავი გააქნია და ბოროტად გაიკრიჭა.
_ეს სამართლიანი არ იქნება
_არა, არ მიზიარებ რაც იცი- აი რა არის უსამართლობა.
   რამდენიმე წუთი ფიქრობდა სანამ მივაბიჯებდით. ჩემი პირველი გაკვეთილის საკლასო ოთახის კართან გარეთ გავჩერდით.
_აინტერესებს საიდუმლო პაემანი გვქონდა თუ არა. და კიდევ აინტერესებს ჩემს მიმართ რას გრძნობ- ბოლოსდაბოლოს ამოღერღა.
_ესეც ასე! რა უნდა ვუთხრა? -ვეცადე უმანკო გამომეტყველება შემენარჩუნებინა. ხალხი გვერდს გვივლიდა რომ კლასში შესულიყვნენ, ალბათ გვიყურებდნენ, მაგრამ ძლივს ვამჩნევდი მათ. 
_ჰმმმმ- გაჩუმდა რომ დაეჭირა გზააბნეული თმის კულული, რომელიც ჩემი კისრისკენ გარბოდა და თავის ადგილზე დააბრუნა. ჩემმა გულმა ზეაქტიურად დაიწყო ცემა. -გთავაზობ რომ პირველზე დაეთანხმო... თუ წინააღმდეგი არ იქნები-ეს სხვა ახსნა-განმარტებებზე ადვილია.
_არ ვარ წინააღმდეგი-მისუსტებული ხმით ვთქვი.
_რაც შეეხება მის მეორე შეკითხვას... მეთვითონაც სიამოვნებით მოვისმენ მაგ კითხვაზე პასუხს- პირის ერთი მხარე ჩემს საყვარელ ცერა ღიმილით აიქაჩა- შესაბამისად სწრაფად ვერ ამოვისუნთქე რომ ამ შენიშვნაზე მეპასუხა. ის შებრუნდა და წავიდა.
_ლანჩზე გნახავ-მხარს ზემოდან მომძახა. სამი ადამიანი, რომელიც კარში შედიოდა გაჩერდა, რომ ჩემთვის შემოეხედა.
   კლასში სწრაფად შევედი, სახეაწითლებული და გაღიზიანებული. თაღლითს გავდა. ახლა უფრო მეტადაც კი ვღელავდი იმაზე რა უნდა მეთქვა ჯესიკასთვის. ჩემს ჩვეულ ადგილზე დავჯექი, ძირს დავაბრეხვე ჩემი ჩანთა უარესად გაღიზიანებულმა.
_დილა მშვიდობისა, ბელა!- მითხრა მაიკმა გვერდიდან. ავიხედე, რომ დამენახა მისი უცნაური, უარყოფილი სახის გამომეტყველება. - როგორ მოგეწონა პორტ ანჯელესი?
_ძალიან - ვერაფერი მოვიფიქრე ისეთი, რომ პატიოსნად მეთქვა სიმართლე-დიდებული იყო-ენის ბორძიკით დავასრულე- ჯესიკამ ძალიან საყვარელი კაბა იყიდა.
_ორშაბათის საღამოზე ხომ არაფერი უთქვია?- მკითხა, მისი თვალები ანათებდნენ. გამეღიმა რომ საუბარმა ასეთი მიმართულება მიიღო.
_თქვა, რომ ძალიან კარგად გაატარა დრო.
_მართლა?- ენთუზიაზმით ჩამეკითხა.
_ნამდვილად.
   შემდეგ მისტერ მეისონმა წესრიგისკენ მოგვიწოდა და გვთხოვა ჩვენ-ჩვენი ნაშრომებისთვის მიგვეხედა. ინგლისურის და მთავრობის გაკვეთილებმა ბუნდოვნად ჩაიარა, რადგან ვნერვიულობდი როგორ ამეხსნა რაღაცეები ჯესიკასთვის და ვიტანჯებოდი ედვარდი მართლა მოისმენდა რას ვიტყოდი, ჯესიკას ფიქრების საშუალებით თუ არა. რამდენად მოუქნელი იყო მისი ეს პატარა ნიჭი- როცა ის სიკვდილისგან არ მიცავდა.
   ნისლი თითქმის მთლიანად გაიფანტა 2 საათისთვის, მაგრამ დღე ისევ ბნელი იყო დაბალი, შეკუმშული ღრუბლების გამო. მე ცას შევღიმე.
   ედვარდი მართალი იყო, რა თქმა უნდა. როცა ტრიგონომეტრიაზე შევედი, ჯესიკა უკანა რიგში იჯდა, თავის გვერდით სკამზე მეპატიჟებოდა. უხალისოდ წავედი მისკენ, რომ გვერდით მივჯდომოდი, ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩემი თავი, რომ აჯობებდა რაც შეიძლება მალე მომეშორებინა თავიდან ეს საქმე.
_ყველაფერი მომიყევი! -მანამ მიბრძანა სანამ დავჯდებოდი
_რა გაინტერესებს?- შევეცადე დამეზუსტებინა
_რა მოხდა გასულ ღამეს?
_მასთან ერთად ვივახშმე, მერე კი სახლში მიმიყვანა
  მომაშტერდა, სახე სკეპტიკურ გამომეტყველებას გაეშეშებინა.
_ისე სწრაფად როგორ მიხვედი სახლში?
_შეშლილივით ატარებს მანქანას, ეს შემაძრწუნებელი იყო! - იმედი მქონდა რომ ედვარდი ამას გაიგებდა.
_ეს პაემანი იყო- შენ მას შეუთანხმდი,რომ იქ შეხვდებოდი?
   ამაზე არ მიფიქრია
_არა- ძალიან გამიკვირდა იქ რომ ვნახე.
   ტუჩები იმედგაცრუებით აეპრიხა, როცა ჩემს ხმაში აშკარა გულწრფელობამ გაიჟღერა.
_მაგრამ მან დღეს სკოლაში მოგიყვანა?-ჩამეძია.
_ჰო- ესეც ძალიან გამიკვირდა. მან გუშინ ღამით შეამჩნია, რომ ქურთუკი არ მქონდა- ავუხსენი.
_ესიგი კიდევ შეხვდებით?
_მან შემომთავაზა, რომ სიეტლში წამიყვანს შაბათს, რადგან ის ფიქრობს, რომ სათამაშო პიკაპი არ შეეფერება ასეთ მოგზაურობას, ეს ითვლება?
_კი- მან თავი დამიქნია.
_მაშინ, კი, კიდევ შევხვდებით.
_ო-ჰ-ო -სამ მარცვლად გაწელა- ედვარდ კალენი.
_ვიცი- დავეთანხმე. „ოჰო“ ეს ის სიტყვა არ იყო, რასაც მე ვფიქრობდი.
_მოიცა!-მისი ხელები ჰაერში აფრინდა, ხელისგულები ჩემსკენ, თითქოს საგზაო მოძრაობას აჩერებდა- მან გაკოცა?
_არა- ჩავიბუტბუტე- არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა
 იმედგაცრუებული ჩანდა. დარწმუნებული ვიყავი- მეც ასევე.
_ფიქრობ რომ შაბათს... ?- წარბები აქაჩა.
_ეჭვი მეპარება- უკმაყოფილება ჩემს ხმაში უბადრუკად შევნიღბე.
_რაზე ილაპარაკეთ? -ჩურჩულით გამომკითხა ახალი ინფორმაცია. გაკვეთილი დაიწყო, მაგრამ მისტერ ვარნერი დიდ ყურადღებას არ იჩენდა ჩვენდამი და მარტო  მე და ჯესიკა არ ვიყავით მოყაყანეთა შორის.
_რავიცი ჯეს, ბევრ რამეზე- ვუჩურჩულე- ცოტა ინგლისურის ესეზეც ვილაპარაკეთ.- ძალიან ძალიან ცოტა. მგონი ედვარდმა წამიერად ახსენა ეს. _გთხოვ,ბელა- შემეხვეწა- წვრილმანები მომიყევი
_კარგი...რაღაცას მოგიყვებიი. უნდა გენახა მიმტანი როგორ ეპრანჭებოდა- ეს უკვე მეტისმეტი იყო. მაგრამ ედვარდი მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას.- ნება მივეცი ედვარდს დამტკბარიყო იმაზე ფიქრით, რომ ამით ძალიან მასიამოვნა.
_ეს კარგის ნიშანია-თავი დამიქნია- ლამაზი იყო ის მიმტანი?
_ძალიან- თან ალბათ 19 ან 20 წლის.
_მით უკეთესი. მგონი მართლა მოსწონხარ ედვარდს.
_მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ ძნელი სათქმელია. ის, ხომ ყოველთვის ასეთი იდუმალია- მის სასარგებლოდ წამოვისროლე ბოლო ფრაზა, ამოვიხვნეშე.
_არვიცი როგორ მამაცი უნდა იყო, რომ მისთან მარტო დარჩე- ამოისუნთქა მან.
_რატომ?- შოკში ვიყავი, მაგრამ ჯესიკამ ჩემი რეაქცია ვერ გაიგო.
_ის ხომ ასეთი... დამაშინებელია. მე პირადად, სათქმელს თავს ვერ მოვუყრიდი.- ისეთი სახე მიიღო, ალბათ იმდღევანდელ დილას ან გასულ ღამეს იხსენებდა, როცა ედვარდმა დაუძლეველი ძალით გაუყარა თვალი თვალში ჯესიკას.
_მეც ვიბნევი, როცა მის გარემოცვაში ვარ- ვაღიარე.
_ჰო, ის ხომ დაუჯერებლად ბრწყინვალეა. -ჯესიკამ მხრები აიჩეჩა, როცა ბზარები ამოავსო, რომელიც ალბათ თავის წიგნში თვითონვე გააკეთა.
_ამაზე გაცილებით ბევრად უცნაურია ედვარდი.
_ჰოო? რაში გამოიხატება მისი უცნაურობა?
  ვისურვებდი ამ კითხვაზე თავის არიდების საშუალება მქონოდა. მითუმეტეს,რომ იმედი მქონდა ედვარდი ხუმრობდა მოსმენაზე.
_სიმართლე გითხრა ვერ აგიხსნი... ბევრად უფრო დაუჯერებელია სახის მიღმა. -ვამპირი, რომელსაც უნდა კარგი იყოს- რომელიც წინდაუკან დარბის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს, ვერ იქნება ურჩხული... ოთახის წინ, სიღრმეს მივაშტერდი.
_ეს შესაძლებელია? -ხითხითებდა ჯესიკა.
   ყურადღება არ მივაქციე მის ამ რეაქციას და თავი მოვაჩვენე ვითომ მისტერ ვარნერს ვუსმენდი. 
_ესეიგი ედვარდი მოგწონს?- თავის დანებებას არ აპირებდა
_ჰო- მოკლედ ვთქვი.
_მინდოდა მეკითხა, მართლა მოგწონს? -დაიჟინა.
_ჰო- ვთქვი ისევ, თან გავწითლდი. იმედი მქონდა ეს წვრილმანი მისი ფიქრების სიაში არ აღირიცხებოდა.
   ჯესიკას ერთმარცვლიანი პასუხებიც აკმაყოფილებდა.
_როგორ მოგწონს?
_ძალიან.- გადავუჩურჩულე- უფრო მეტად ვიდრე მას მოვწონვარ. მაგრამ არ ვიცი ამ საქმეს რა ეშველება. -ამოვიოხრე, ერთი გაწითლება მეორეში აირია.
  შემდეგ კი, საბედნიეროდ, მისტერ ვარნერმა საპასუხოდ გამოიძახა ჯესიკა.
   ჯესიკას აღარ მიეცა საშუალება ამ თემაზე ელაპარაკა გაკვეთილის განმავლობაში და როგორც კი ზარი დაირეკა ყურადღება სხვა თემაზე გადავატანინე.
_ინგლისურზე მაიკმა მკითხა რამე ხომ არ გითქვია ორშაბათის საღამოზე.- ვუთხარი მას.
_ხუმრობ?! მერე შენ რა უპასუხე?- ღრმად ამოისუნთქა, ყურადღება უკვე სრულიად გადატანილი იყო.
_ ვუთხარი,რომ შენ თქვი კარგად გავერთეო- ნასიამოვნები ჩანდა.
_მითხარი ზუსტად რა გითხრა და შენი ზუსტი პასუხი! 
   გზის დანარჩენი ნაწილი გადამჭრელი წინადადების აგებულების ახსნაში გავლიეთ, და ესპანურის გაკვეთილის უმეტესი ნაწილი მაიკის სახის გამომეტყველების დაწვრილებით აღწერაში. უფრო გამიადვილდებოდა მაიკის სახის გამომეტყველების დახატვა, იმაზე რომ არ მენერვიულა,რომ სასაუბრო თემა ისევ ჩემზე გადმოვიდოდა. 
   შემდეგ ლანჩის ზარი დაირეკა. როგორც კი წამოვხტი სკამიდან, უხეშად ჩავტენე წიგნები ჩანთაში, ჩემი ამაღლებული განწყობა ენიშნა ჯესიკას.
_დღეს ჩვენთან ერთად არ დაჯდები, ხომ ასეა?- მიხვდა ის.
_არამგონია.- დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი, რომ ისევ მოუხერხებლად არ გაქრებოდა.
   მაგრამ ესპანურის კლასის კარს მიღმა, კედელზე მიყრდნობილი- უფრო ბერძენი ღმერთის მსგავსი ვიდრე სხვა დანარჩენის- ედვარდი მე მელოდებოდა. ჯესიკამ თვალი შეავლო, თვალები დაახამხამა და გავიდა.
_მოგვიანებით გნახავ, ბელა- მისი ხმა სავსე იყო ქვეტექსტებით. ტელეფონზე ზარს გამორთვა მომიწევდა.
_გამარჯობა- კმაყოფილი და ამავდროულად გაღიზიანებული ხმა ჰქონდა. ის ყველაფერს ისმენდა, ეს აშკარა იყო.
_გამარჯობა
   სხვაზე არაფრის თქმაზე არ შემეძლო ფიქრი, არც ის ლაპარაკობდა-ვივარაუდე,რომ დროს ზოგავდა- ასე, რომ ჩუმად მივდიოდით კაფეტერიისკენ. ედვარდის გვერდით სიარული გადატვირთულ ლანჩის დროის ციებ-ცხელებაში ამ სკოლაში ჩემს პირველ დღეს გავდა; ყველა მე მიყურებდა.
   მწკირივისკენ გამიძღვა, ისევ არაფერი უთქვია, მაგრამ რამდენიმე წუთში ერთხელ გადმომხედავდა ხოლმე, მისი გამომეტყველება საზრიანი იყო. ჩანდა, რომ გაღიზიანებამ დაძლია კმაყოფილება მისი სახეზე. ქურთუკის ელვა შესაკრავს ნერვიულად ვაწვალებდი.
  დახლთან მივიდა და ლანგარი საჭმლით აავსო.
_რას აკეთებ?- შევედავე- ეს ყველაფერი ჩემთვის მოგაქვს?
   მან თავი გააქნია, თან წინ მიიწევდა, რომ ფული გადაეხადა.
_ნახევარი ჩემთვისაა, რა თქმა უნდა
   ცალი წარბი ავწიე.
   ისევ იქით წავიდა სადაც ერთხელ ერთად ვიჯექით. გრძელი მაგიდის მეორე ბოლოდან უფროსკლასელები გაოცებულები მოგვაშტერდნენ, როცა ერთმანეთის პირდაპირ დავსხედით. ედვარდმა ეს არ შეიმჩნია.
_აიღე რაც გინდა- თქვა მან და ლანგარი ჩემკენ გამოაჩოჩა.
_მაინტერესებს, -ვთქვი, როცა ლანგრიდან ვაშლი ავიღე, და ხელში ვატრიალებდი- რას იზამ თუ ვინმე გაიძულებს საჭმლის ჭამას?
_შენ ყოველთვის რაღაც გაინტერესებს. -სახე დაემანჭა, თავი გააქნია. შემომხედა, თვალში თვალს მიყრიდა, როცა ლანგრიდან პიცის ნაჭერი აიღო განზრახ ჩაკბიჩა ერთი ლუკმა, სწრაფად დაღეჭა, და შემდეგ გადაყლაპა. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი.
_თუ ვინმე ტალახის შეჭმას გაიძულებს, შეძლებ ამის გაკეთებას, ხომ ასეა?- შემწყნარებლურად მკითხა.
  ცხვირი შევჭმუხნე.
_ერთხელ შევჭამე... იძულებით- ვაღიარე- არც ისე ცუდი იყო.
  მან გაიცინა.
_სულაც არ მიკვირს- რაღაცამ ჩემს მხარს ზემოთ მისი ყურადღება მიიპყრო.
_ჯესიკა ყველაფერს აანალიზებს რასაც მე ვაკეთებ- მოგვიანებით შენთან განიხილავს ამ ყველაფერს. - მან დანარჩენი პიცა ჩემსკენ გამოწია. ჯესიკას ხსენებამ მისი ყოფილი გაღიზიანება დააბრუნა მის სახეზე.
   ვაშლი ადგილზე დავაბრუნე და პიცის ნაჭერი ავიღე, თვალს ვარიდებდი ედვარდს, ვიცოდი სადაცაა დაიწყებდა.
_ესეიგი მიმტანი ლამაზი იყო, არა?- სხვათაშორის მკითხა.
_მართლა არ შეგიმჩნევია?
_არა, ყურადღება არ მიმიქცევია. ისედაც ბევრი საფიქრალი მქონდა.
_საცოდავი გოგო- ამჯერად საკუთარ თავს ნება მივეცი დიდსულოვანი ვყოფილიყავი.
_რაღაცამ რაც ჯესიკას უთხარი... გამაღიზიანა- მან უარი თქვა დაბნეულობაზე. მშრალი ხმა ჰქონდა და ამომხედა წამწამებს ქვემოდან თავისი შეწუხებული თვალებით.
_არ მიკვირს, რომ რაღაც ისეთი გაიგონე რაც არ მოგეწონა. ალბათ იცი მოყურადეებზე რას ამბობენ ხოლმე- შევახსენე.
_ხომ გაგაფრთხილე, რომ მოგისმენდით.
_მე კი გაგაფრთხილე, რომ ყველაფერ იმის გაგება არ მოგინდებოდა რასაც მე ვფიქრობ.
_გამაფრთხილე- დამეთანხმა, მაგრამ ჯერ კიდევ უხეში ხმა ჰქონდა. - ამის მიუხედავად სრულიად მართალი მაინც არ ხარ. მინდა ყველაფერი ვიცოდე რასაც ფიქრობ- ყველაფერი. უბრალოდ მინდა, რომ... რაღაცეებს მასე არ ფიქრობდე.
   მოვიღუშე.
_ეგ სულ სხვა საქმეა.
_მაგრამ ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის.
_მაშინ რა? - ამ დროს მაგიდის მოპირდაპირე გვერდებიდან ერთმანეთისკენ გადახრილები ვიყავით.მას თავისი დიდი თეთრი ხელები ნიკაპის ქვეშ გადაეჭდო ერთმანეთზე. მე წინ ვიყავი გადახრილი,  მარჯვენა ხელი ყელზე მქონდა მოხვეული. ჩემი თავისთვის დამჭირდა შეხსენება, რომ ხალხით გადაჭედილ კაფეტერიაში ვისხედით და ალბათ რამდენიმე ცნობისმოყვარე თვალიც ჩვენსკენ იყო მოპყრობილი. ძალიან ადვილი იყო ჩვენს საიდუმლოში თავით გადაშვება, ცოტა დაძაბული ბუყბუყით.
_მართლა გჯერა, რომ შენ მეტად მოგწონვარ ვიდრე მე?- ჩამოარაკრაკა მან. ჩემსკენ ახლოს გადმოიხარა როცა ეს მითხრა, მისმა მუქმა ოქროსფერმა თვალებმა განმგმირა.
  ვეცადე გამეხსენებინა როგორ ამომესუნთქა. მისთვის თვალის არიდება დამჭირდა ამისთვის.
_ისევ იგივეს აკეთებ- ჩავიბუტბუტე
 თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა
_რა?
_თვალს მჭრი მომხიბლველობით- ვაღიარე, ვეცადე ყურადღება მის ზურგს უკან ყურებაზე გადამეტანა.
_ა- წარბები შეჭმუხნა.
_შენი ბრალი არაა- ამოვიოხრე- ამას ვეღარაფერს უშველი
_ჩემ კითხვაზე პასუხის გაცემას არ აპირებ?
   დაბლა დავიხედე.
_კი
_კი, პასუხის გაცემას აპირებ, თუ კი, შენ მართლა მასე ფიქრობ?- ისევ გაღიზიანებული იყო.
_კი, მე მართლა ასე ვფიქრობ.- ისევ მაგიდის ქვეშ ვიყურებოდი. ჩემი თვალები ლინოლიუმზე დახატულ ხის მარცვლებს უთვალთვალებდა. სიჩუმე ჩამოწვა. მე ჯიუტად ვამბობდი უარს ამჯერადაც მე დამერღვია პირველს ეს სიჩუმე, მაგრად ვებრძოდი ცდუნებას თვალი შემევლო მისი გამომეტყველებისთვის.
  ბოლოსდაბოლოს მან დაილაპარაკა, ხავერდოვანი რბილი ხმა ჰქონდა.
_ შენ ცდები
  ამოვიხედე რომ დამენახა როგორ თვინიერი მზერა ჰქონდა.
_შენ ეს ზუსტად ვერ გეცოდინება- ჩურჩულით შევეწინააღმდეგე. ეჭვით გავაქნიე თავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გული მის სიტყვებზე პულსირებდა და ასე საზიზღრად მინდოდა მათთვის დამეჯერებინა.
_რატომ ფიქრობ ასე? - მისი წყლიანი ტოპაზის თვალები, გამჭოლად ანათებდნენ-მეჩვენებოდა, რომ ამაოდ ცდილობდნენ, ჩემი გონებიდან სიმართლე პირდაპირ გადმოექაჩათ. 
   ისევ სახეზე შევხედე, ვიბრძოდი რომ მის ჯიბრზე ნათლად მეფიქრა, მომეფიქრებინა რამე ისეთი რითაც ავხსნიდი რატომ ვფიქრობდი ასე. სიტყვებს ვეძებდი საამისოდ, მას მოუთმენლობა დაეტყო. გუნება გავუფუჭე ჩემი სიჩუმით, შევატყვე იღუშებოდა. ყელიდან ავიღე ხელი და ერთი თითი ავწიე.
_მოდი, დავფიქრდეთ- დავიჟინე. გამომეტყველება გადაეწმინდა, ახლა კმაყოფილი ჩანდა რადგან მისთვის პასუხის გაცემას ვგეგმავდი. ხელი მაგიდაზე დავდე, მარცხენა ხელი ისე გავწიე, რომ ჩემი ხელისგულები ერთმანეთზე ყოფილიყო გადაჭდობილი. ჩემს ხელებს ჩავაშტერდი, მოვუჭერდი და გავუშვებდი თითებს, როცა ბოლოსდაბოლოს დავილაპარაკე.
_აშკარა ფაქტების გარდა, ზოგჯერ...- შევყოყმანდი- მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვერ ვიქნები- მე ხომ აზრების კითხვა არ შემიძლია- მაგრამ მგონია, რომ ცდილობ მითხრა მშვიდობით, მაშინ როცა სულ სხვა რამეს ამბობ. - ეს საუკეთესო სიტყვები იყო რომელიც მომაფიქრდა იმ ტანჯვის გრძნობის გამოასახატავად, რომელიც ხშირად მეუფლებოდა.
_მიხვედრილი ხარ- დაიჩურჩულა მან და მე ისევ გავიგონე მასში ტანჯვა, როცა ჩემი შიში დაადასტურა.-მიუხედავად ამისა, სწორედ მაგიტომ ცდები.-დაიწყო მან ახსნა, მაგრამ თვალები დაუვიწროვდა- რას გულისხმობდი „აშკარა ფაქტებში“?
_შემომხედე- ვუთხარი თუმცა, არც იყო საჭირო რადგან ის ისედაც მე მიყურებდა- მე სრულიად ჩვეულებრივი ვარ- თუ არ ჩავთვლით უარყოფით რაღაცეებს, ვთქვათ როგორიცაა სიკვდილთან-მიახლოებული გამოცდილებები და  ისეთი მოუქნელი ვარ, თითქმის უუნარო. და შემდეგ შენ თავს შეხედე- ხელი მისკენ და მისი გამაოგნებელი სრულყოფილებისკენ გავიქნიე.
   ერთ წუთს წარბი გაბრაზებით შეეჭმუხნა, შემდეგ ხელი მოისვა როცა მისმა თვალებმა ჩვეული გამოხედვა დაიბრუნეს.
_იცი, შენ თავს სათანადოდ არ ახასიათებ.  ვაღიარებ, რომ მართალი თქვი სიკვდილთან დაკავშირებულ უარყოფით მახასიათებლებზე.- ბოროტად ჩაიქირქილა- მაგრამ შენ არ იცი ამ სკოლის ყველა მამრობითი სქესის ადამიანი რას ფიქრობდა შენზე პირველ დღეს. 
   განცვიფრებულმა დავახამხამე თვალები
_არ მჯერა...- ჩავიბუტბუტე ჩემთვის. 
_დამიჯერე, ამ ერთხელ მაინც,- ჩვეულებრივი ნამდვილად არ ხარ.
  გაოცება უფრო ძლიერი იყო ვიდრე სიამოვნება როცა ვხედავდი რა გამომეტყველებით მეუბნებოდა ამას. სასწრაფოდ შევახსენე ჩემი პირველადი არგუმენტი.
_ მაგრამ მე არ ვცდილობ დამშვიდობებას. -შევნიშნე
_ ვერ ამჩნევ? აი, რა ამტკიცებს ჩემს სიმართლეს. თუ მე დამშვიდობება შემიძლია ეს ნიშნავს, რომ მე უფრო მეტად ვღელავ შენზე. -თავი გააქნია, ჩანდა რომ თავის ფიქრს ებრძოდა-  თუ დაშორება აუცილებელია, ჩემს თავს მივაყენებ ტანჯვას,რომ ტანჯვისგან დაგიცვა, შენს სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნა.
   თვალი თვალში გავუყარე.
_შენ გგონია მე არ ვიზამდი მაგას?
_შენ არასოდეს გახდები იძულებული არჩევანი გააკეთო.
   უეცრად, გაურკვეველი განწყობა ისევ შეეცვალა; ცელქმა, გამანადგურებელმა ღიმილმა ხელახლა მოაწესრიგა მისი ნაკვთები. 
_რა თქმა უნდა შენი დაცვა სრულ-დროიან საქმიანობას გავს, რომელიც მუდმივად მოითხოვს ჩემს მეთვალყურეობას.
_დღეს არავის დაუპირებია ჩემთვის რაიმეს დაშავება -შევახსენე, თან მადლიერი ვიყავი რომ საუბარი ოფრო მსუბუქ თემაზე გადავიდა. აღარ მინდოდა მასთან კიდევ მელაპარაკა დამშვიდობებებზე. თუ მაინც აუცილებელი იქნებოდა ეს, ვიფიქრე, რომ სპეციალურად ჩავიგდებდი თავს საფრთხეში რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი... სანამ მისი მახვილი თვალი ამ ფიქრებს სახეზე შემატყობდა მანამდე განვდევნე ისინი. aმ აზრმა ნამდვილად გასაჭირში ჩამაგდო.
_ჯერ- დაამატა მან.
_ჯერ- დავეთანხმე მე. უნდა დამესაბუთებინა, მაგრამ ახლა მინდოდა მოსალოდნელი კატასტროფებისთვის მზად ყოფილიყო.
_კიდევ მაქვს შენთან შეკითხვა- ისევ შემთხვევითი სახე ჰქონდა.
_გისმენ.
_მართლა აუცილებლად უნდა წახვიდე სიეტლში, თუ უბრალოდ საბაბი იყო, რომ შენი თაყვანისმცემლებისთვის უარის თქმა აგეცილებინა თავიდან?
  მოგონებები წამომიტივტივდა.
_იცი, ჯერ კიდევ არ მიპატიებია შენთვის ტაილერთან დაკავშირებული ამბავი.-გავაფრთხილე- შენი ბრალია, რომ ახლა თავს იტყუებს თითქოს მასთან ერთად მივდივარ გამოსაშვებ საღამოზე.
_კარგი რა, მას უჩემოდაც მიეცემოდა შემთხვევა, რომ შენ დაეპატიჟებინე- მე უბრალოდ მინდოდა ამ დროს შენი სახე მენახა. -ჩაიხითხითა. უფრო მეტად გავბრაზდებოდი ასე მომხიბლველად რომ არ გაეცინა. -მე რომ დამეპატიჟე, მეც უარს მეტყოდი?-მკითხა თან ისევ თავისთვის იცინოდა.
_ალბათ არა- ვაღიარე-მაგრამ მერე გავაუქმებდი ჩემს თანხმობას- ან ცრუ ავადმყოფობას ან დაჭიმულ კოჭს მოვიმიზეზებდი.
   საგონებელში ჩავარდა.
_რატომ?
   მწუხარედ გავაქნიე თავი.
_მგონი არასდროს გინახივარ სპორტდარბაზში, მაგრამ იმედი მაქვს მაინც მიხვდები.
_გინდა განაცხადო, რომ არ შეგიძლია სიბრტყეზე, მყარ ზედაპირზე ისე სიარული რომ რამე საფრთხეს არ გადაეყარო?
_აშკარად.
_ეს პრობლემა არ იქნებოდა- ძალიან თავდაჯერებულმა თქვა- მთავარია ვინ ხელმძღვანელობს- დაინახა, რომ შეწინააღმდეგებას ვაპირებდი და გამაჩერა- მაგრამ მაინც არ მიპასუხე- გადაწყვეტილი გაქვს სიეტლში წასვლა თუ არ ხარ წინააღმდეგი, რომ სხვა რამე გავაკეთოთ?
   როცა შევამჩნიე რომ მის წინადადებაში აღნიშნული იყო „ჩვენ“,დანარჩენს  მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
_ალტერნატივებისთვის მზად ვარ- დავუშვი-მაგრამ მოწყალება მოიღე, რაღაც უნდა გთხოვო. 
   ფრთხილი გამომეტყველება ქონდა, როგორც ყოველთვის როცა დაუმთავრებელ კითხვებს ვსვამდი.
_გისმენ
_შეიძლება მე ვატარო?-წარბები შეიჭმუხნა
_რატომ?
_ნუ, უმეტესწილად იმიტომ, რომ როცა ჩარლის ვუთხარი რომ სიეტლში მივდიოდი, მან თავისმხრივ მკითხა მარტო მივდიოდი თუ არა და იმ დროისთვის ასეც იყო. კიდევ რომ ეკითხა ალბათ არ მოვატყუებდი, მაგრამ არამგონია კიდევ მკითხოს, და პიკაპის სახლში დატოვება სალაპარაკო თემის უაზროდ წამოჭრა იქნება. და კიდევ იმიტომ, რომ შენი ტარება მაშინებს.
  თვალები შეარხია.
_რაც მე მეხება წესით ყველაფერი უნდა გაშინებდეს, შენ კი ჩემ ტარებაზე ღელავ. -ზიზღით გააქნია თავი, მაგრამ მისი თვალები მალევე გახდა სერიოზული- არ გინდა რომ მამაშენს უთხრა დღეს ჩემთან ერთად რომ გაატარებ?- მის კითხვაში ქვეტექსტები იყო, რომელიც მე ვერ გავიგე.
_ჩარლი ბუზს სპილოდ აქცევს- ამაში დარწმუნებული ვიყავი- ასეა  თუ ისე სად მივდივართ?
_კარგი ამინდი იქნება, ამიტომ საზოგადოების თვალისგან შორს მომიწევს ყოფნა... და თუ გინდა ამ დროს შეგიძლია ჩემთან იყო. -ის ისევ მიტოვებდა არჩევანის საშუალებას.
_და მაჩვენებ რა გემართება მზესთან დაკავშირებით?- ვკითხე უცნობების გარეშე ყოფნის იდეით აღფრთოვანებულმა.
_ჰო-გაიღიმა და გაჩერდა- მაგრამ შენ თუ არ გინდა... ჩემთან მარტო დარჩენა, ისევ გირჩევ რომ მარტო ნუ წახვალ სიეტლში. მაძრწოლებს იმაზე ფიქრი, რომ ამხელა ზომის ქალაქში რამდენ უბედურებას შეიძლება გადაეყარო.
   გავღიზიანდი.
_ფენიქსი სიეტლზე სამჯერ დიდია- ჯერ მარტო მოსახლეობით. ფიზიკური ზომით კი__
_მაგრამ იმ დროს აშკარად- შემაწყვეტინა- არ ეჩეხებოდი ამდენ უბედურებას ფენიქსში. ამიტომ მირჩევნია ჩემთან ახლოს იყო- მის თვალებში ისევ ბჟუტავდა უსამართლობა.
  მე არ შემეძლო არგუმენტების მოყვანა ან თვალებით დასაბუთება, ეს მაინც სადავო საკითხი იყო.
_თუ ასეა, შენთან მარტო დარჩენის წინააღმდეგი არ ვარ.
_ვიცი- ჩაფიქრებულმა ამოიოხრა- მაგრამ ჩარლის მაინც უნდა უთხრა.
_რატომ უნდა გავაკეთო ეს?
  უცებ მძვინვარე თვალები გაუხდა.
_რომ რაიმე პატარა მიზეზი მაინც მქონდეს რომ სახლში დაგაბრუნო
  ნერწყვი ხარბად გადავყლაპე, მაგრამ 1 წუთის ფიქრის შემდეგ, ჩემს გადაწყვეტილებაში უკვე დარწმუნებული ვიყავი.
_ შემთხვევას არ გავუშვებ ხელიდან
გაბრაზებულმა ამოიოხრა და განზე გაიხედა.
_მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ-შევთავაზე.
_რაზე გინდა რომ ვილაპარაკოთ? - მკითხა. ჯერ კიდევ გაღიზიანებული იყო.
  მიმოვიხედე, დავრწმუნდი, რომ არავინ გვისმენდა. თვალი რომ მოვავლე ოთახს, მისი დის, ელისის მზერა დავიჭირე, მე მიყურებდა. დანარჩენი კალენები ედვარდს უყურებდნენ. სასწაფოდ მოვაცილე მათ მზერა და დავსვი პირველივე შეკითხვა რომელიც თავში აზრად მომივიდა.
_რატომ იყავი გოუთ როკის მიდამოებში ამ შაბათ-კვირას...სანადიროდ? ჩარლიმ თქვა რომ დათვების გამო ეს არც ისე კარგი ადგილია ექსკურსიებისთვის.
  ისე შემომხედა თითქოს რაღაც ძალიან აშკარა გამოვტოვე.
_დათვებიც?- მძიმედ ამოვისუნთქე, მან თავდაჯერებულად გაიღიმა- იცი, დათვებზე ნადირობის სეზონი ჯერ არ დაწყებულა- მკაცრად დავამატე, რომ ჩემი შეძრწუნება დამემალა.
_თუ ყურადღებით წაიკითხავ შეამჩნევ, რომ კანონები მხოლოდ იარაღით ნადირობას ეხება- მაცნობა.
   ჩემს სახეს სიამოვნებით უყურებდა, რომელიც ნელა გამოესახა სახეზე.
_დათვები?- ძნელად გავიმეორე.
_გრიზლი ყველაზე მეტად უყვარს ემეტს- ისევ იმპროვიზირებული ხმა ჰქონდა, მაგრამ მისი თვალები ყურადღებით შეისწავლიდნენ ჩემს რეაქციას. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა.
_ჰმმმ -ვთქვი და პიცის კიდევ ერთი ნაჭერი ავიღე, რომ დაბლა დასახედად მიზეზი მქონოდა. ნელა დავღეჭე და შემდეგ ამოუხედავად მოვსვი კოკა-კოლას დიდი ყლუპი.
_აბა?- ვთქვი რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა საბოლოოდ წავაწყდი მის ამჯერად-აღელვებულ მზერას- შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად?
  წარბი აწია და მისი ტუჩის კუთხეები უკმაყოფილოდ დაეშვა.
_პუმა.
_აა, - ვთქვი ზრდილობიანი დაუინტერესებელი ტონით, ისევ ჩემს სასმელს დავხედე.
_რა თქმა უნდა- თქვა, ჩემი ტონი მისაზე აისახა- დიდ სიფრთხილეს ვიჩენთ რომ წინდაუხედავ ნადირობაში არ გამოგვიჭირონ. ვცდილობთ ისეთ ადგილებში ვინადიროთ სადაც დიდი რაოდენობით მტაცებლები ბინადრობენ- სადამდეც გვჭირდება იქამდე ვდენით მათ. ირემი და ცხენირემი აქ ყოველთვის ბევრია და მათზეც ვნადირობთ, მაგრამ რა არის ამაში სახალისო?- გამოჯავრებით გამიღიმა.
_მართლაცდა- ამოვიბუტბუტე პიცის კიდევ ერთი ლუკმიდან.
_ადრეული გაზაფხული ემეტის საყვარელ დათვზე ნადირობის სეზონია-  სწორედ იმ დროს გამოდიან ზამთრის ძილიდან და ამიტომ უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან ვიდრე სხვა დროს. -გაეღიმა ძველი ხუმრობის გახსენებაზე.
_გაღიზიანებულ გრიზლიზე სახალისო რა არის? ჰაჰ! -თავის დაქნევით დავეთანხმე.
   თავის ქნევით ახითხითდა.
_გთხოვ მითხარი სინამდვილეში რას ფიქრობ.
_ვცდილობ წარმოვიდგინო, მაგრამ არ შემიძლია-ვაღიარე- იარაღის გარეშე როგორ ნადირობთ?
_ოო, ჩვენ გვაქვს იარაღი-წამით გამოანათა თავისი ნათელი კბილები მუქარის გამომხატველ ღიმილში. დროზე შევიკავე თავი სანამ გამაკანკალებდა.- მაგრამ არა ისეთი, რომელიც ნადირობის კანონების წერის დროს გაითვალისწინეს. თუ ნანახი გაქვს ტელევიზორში დათვის თავდასხმა, მაშინ შეგიძლია ცხადად წარმოიდგინო ემეტის ნადირობა.
   ამჯერად ვეღარ შევიკავე კანკალი, რომელმაც ხერხემალში დამიარა. მზერით სწრაფად გავკვეთე კაფეტერია ემეტისკენ, მადლობელი ვიყავი, რომ ის ჩემსკენ არ იყურებოდა. კუნთის მსხვილი რგოლები,რომლებიც მკლავებზე და სხეულზე ჰქონდა შემოხვეული, ახლა როგორღაც უფრო საშიშად გამოიყურებოდა.
  ედვარდმა ჩემს მზერას გააყოლა თვალი და ჩაიხითხითა. მას შევხედე ნირწამხდარმა.
_შენც დათვს გავხარ?- ვკითხე ხმადაბლა.
_უფრო მეტად პუმას, როგორც მეუბნებიან- მსუბუქად თქვა- ალბათ ჩვენი უპირატესობები მიანიშნებს ამაზე.
   შევეცადე გამეღიმა.
_ალბათ - გავიმეორე, მაგრამ ჩემი გონება სავსე იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო სურათებით რომელთა შეერთებაც მე არ შემეძლო- ესეც ისეთი რამაა რაც აუცილებლად უნდა ვნახო?
_არავითარ შემთხვევაში!- სახე ჩვეულებრივზე მეტად გაუთეთრდა, და თვალები უცებ მძვინვარე გაუხდა. უკან გადავიხარე, შეცბუნებული და - არასდროს ვაღიარებდი მასთან-  მისი რეაქციით შეშინებული. ისიც უკან გადაიხარა, თან მკერდისკენ მოხარა მხრები. 
_ჩემთვის მეტისმეტად საშიში იქნება?- ვკითხე როცა ჩემი ხმის დამორჩილება შევძელი.
_ასე რომ ყოფილიყო ამაღამ წაგიყვანდი მაგის სანახავად- გამჭოლი ხმით თქვა- შიშის ჯანსაღი დოზა ნამდვილად მოგიხდებოდა. ამაზე სასარგებლო ვერაფერი იქნება შენთვის.
_მაშინ რატომ არ მაჩვენებ?- ჩავაცივდი, შევეცადე ყურადღება არ მიმექცია მისი გაბრაზებული გამომეტყველებისთვის.
   კარგა ხანს დაჟინებით მიყურებდა.
_მოგვიანებით გეტყვი- თქვა მან ბოლოს. ერთი მოქნილი მოძრაობა და უკვე ფეხზე იდგა- ვაგვიანებთ
   გარშემო მიმოვიხედე, გამიკვირდა როცა მივხვდი რომ ის მართალი იყო და კაფეტერია თითქმის ცარიელი იყო. როცა მასთან ერთად ვიყავი დრო და ადგილი ისეთი არეული ბუნდოვანება იყო, რომ სრულიად დავიკარგე ორივეს ნაკვალევში.  წამოვხტი,სკამის საზურგეზე გადაკიდებულ ჩემს ჩანთას მოვავლე ხელი.
_მოგვიანებით იყოს- დავეთანხმე. არ დამავიწყდება. 





AA


No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)