Pages

daklikeeeeeeeee

Thursday, September 8, 2011

ბინდი 1 (ნაწილი 9)


    მან უკან დაიხია და ჯიუტად მოკუმა პირი.
    –მამა გელოდება–გამოსცრა ედვარდმა.
    მე ექიმს და ტაილერს შევხედე.
    –მარტო მინდა პირისპირ დაგელაპარაკო, თუ წინააღმდეგი არ ხარ.–არ დავუთმე მე.
    ედვარდი შეიჭმუხნა, შემდეგ მიმღებიდან გავიდა და სწრაფად გააბიჯა გრძელ დერეფანში. გავიქეცი, რომ არ ჩამოვრჩენოდი. როდესაც შევუხვიეთ ჩიხში აღმოვჩნდით, და ედვარდი ჩემსკენ შეოტრიალდა.
    –რა გინდა?–მკითხა გა
ღიზიანებულმა.
    –შენ დამპირდი, რომ ამიხსნიდი როგორ მოხდა ყველაფერი–შევახსენე მე, მაგრამ ისე თავდაჯერებით ვერა როგორც ვგეგმავდი. მისი მოულოდნელი მტრობა მაშინებდა.
    –სიკვდილს გადაგარჩინე, შენ კი კიდევ პრეტენზიები გაქვს!  შენი არაფერი მმართებს!
    ყოყმანით ვუხარი–შენ ხომ დამპირდი!
    –ბელა შენ თავი დაარტყი, და ვერ ხვდები რაებს ლაპარაკობ!–უხეშად მითხრა ედვარდმა.
    –თავი ძალიან კარგად მაქვს!
    –რა გინდა ჩემგან ბელა?–მის ხმაში მრისხანება გაისმა.
    –სიმართლის გაგება!–გაბედლად  ვუპასუხე მე.–მინდა ვიცოდე რის გამო მოვატყუე მამაშენი.
    –შენი აზრით რა მოხდა?
    ჩემი ვერსიის სათქმელად ერთი წუთი დამჭირდა:
    –მშვენივრად მახსოვს, რომ ჩემს გვერდით არ იყავი, ტაილერსაც არ დაუნახიხარ,  ამიტომ ნუ მეუბნები რომ ამნეზია მაქვს! ფურგონს ორივე  უნდა გავეჭყლიტეთ, მაგრამ შენ ის გააჩერე, ამასთან ისეთი  ძალით, რომ ფურგონის კარებს შენი ხელები დაეტყო,  ჰონდას კი  მხრის კონტურები. შენ ერთი ნაკაწრიც კი არ გაქვს... და კიდე ფურგონს შეეძლო ჩემთვის ფეხები გაესრისა, მაგრამ შენ  მხოლოდ კი არ გააჩერე  მაღლაც ასწიე...
     გავჩუმდი რადგან მივხვდი, რომ ჩემი მონათხრობი გიჟის ნაბოდვარს გავდა. იმედგაცრუებისაგან თვალებზე ცრემლები მომდაგა და პირი მოვკუმე, რომ ტირილი არ დამეწყო.
    ედვარდი უნდობლად მიყურებდა.
    –ფიქრობ, რომ ფურგონი ავწიე?–დამაჯერებელი ტონით მითხრა, მაგრამ ამან ეჭვები უფრო გამიძლიერა, როგორც ჩანს მსახიობობა კარგად შეეძლო.
    თანხმობის ნიშნად თვი დავუქნიე.
    _შენ მონაყოლს არავინ დაიჯერებს–დამცინავად მითხრა მან.
    –სხვებისთვის მოყოლას არც ვაპირებ,–ყველა სიტყვა ნელა, გარკვევით წარმოვთქვი , რათა ბრაზი შემეკავებინა.
    –მაშინ რა მნიშვნელობა აქვს?–გაკვირვებულმა მკითხა მან.
    –ჩემთვის აქვს–მტკიცედ ვუთხარი– არ მიყვარს როცა ვიტყუები, და მინდა ვიცოდე რისი გულისთვის ვაკეთებ ამას.
    –ნუთუ ძნელია უბრალოდ მადლობა გადამიხადო და ყველაფერი დაივიწყო?– მკითხა დაღლილმა.
    –მადლობ! –ვთქვი გაბრაზებულმა.
    –არ დაწყნარდები არა?
    –რათქმა უნდა არა!
    –ვშიშობ დიდი იმედგაცრუება გელის.
     გაბრაზებულები ვუყურებდით ერთმანეთს. პირველმა დავწყე ლაპარაკი, რადგან მისი ულამაზესი ფერმკრთალი სახისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩემს ძალებს აღემატებოდა.
    –შენთვის რაღა მნიშვნელობა აქვს?–ცივად ვკითხე მე.
    –არ ვიცი–ხმადაბალ მითხრა მან  და მომეჩვენა რომ გულნატკენი იყო.
    შემდეგ აღარაფერი უთქვამს შეტრიალდა და წავიდა.
    ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ რამდენიმე წუთი ადგილიდან ვერ დავიძერი, შემდეგ ნელა უკან გავუყევი დერეფანს.
    როგორც ჩანს ჩემზე და ტეილორზე მთელი სკოლა ღელავდა, რადგან მოსაცდელში უამრავი აღელვებული ხალხი დამხვდა. ჩარლი ჩემსკენ დამოვარდა, მაგრამ ჩემის სახის გამომეტყველებით შეშინებული, ორ ნაბიჯში გაჩერდა.
    –ყველაფერი კარგად მაქვს–პირქუშად ვუპასუხე მე. მრისხანებისგან ჯერ კიდევ მაკანკალებდა და ლაპარაკის სურვილი საერთოდ არ მქონდა.
    –ექიმმა რა თქვა?
    –რომ ყველაფერი რიგზე მაქვს და შემიძლია სახლში წავიდე–ამოვიოხრე და დავინახე ხალხში როგორ მოიკვლევდნენ გზას მაიკი, ჯესიკა და ერიკი –ჩქარა წავედით!
    ჩარლიმ ხელი მომხვია მხრებზე და გასავლელისაკენ წამიყვანა. მეგობრებს მორცხვად დავუქნიე ხელი და დავანახე რომ სანერვიულო არაფერი არ იყო. მხოლოდ მაშინ მომეშვა როდესაც პატრულის მანქანაში ჩავსხედით.
    ჩუმად მივდიოდით. იმდენად ვიყავი ჩაძირული ჩემს ფიქრებში, რომ ჩარლის ვერც კი ვამჩნევდი.  ედვარდის ასეთმა თავდაცვითმა ქცევამ, ჩემი ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა.
     ჩარლი მაშინ დამელაპარაკა, როდესაც სახლში მივედით.
    –ბელა ... რენეს უნდა დაურეკო–დამნაშავესავით მითხრა მან.
    –დედას დაურეკე?– წამოვიძახე  შეძრწუნებულმა .
    –მაპატიე.
    მანქანიდან გადმოვედი და კარები ხმაურიანად დავხურე.
    დედა ისტერიკაში იყო. სანამ დამიჯერებდა ოცდათჯერ მაინც გავუმეორე რომ ყველაფერი კარგად მქონდა.  რენე მევედრებოდა, რომ ფენიქსში დავბრუნებუილიყავი, იმაზე კი საერთოდ არ ფიქრობდა, რომ სახლში არავინ იყო. მისი თხოვნები საერთოდ არ მაღელვებდა, მე მხოლოდ ედვარდზე და მის საიდუმლოზე ვფიქრობდი. რა სულელი ვარ, რა სულელი! ფორქსიდან წასვლის სურვილიც კი დავკარგე, ამას ვინ იფიქრებდა!
    ასეთ სიტუაციაში ყველაზე ჭკვიანური თავის მომძინარება იყო. ჩარლი ცალი თვალით მითვალთვალებდა სატუმრო ოთახიდან, რაც ნერვებზე ძალიან მოქმედებდა.
    აბაზანაში შევედი და სამი ტაბლეტი ტაილენოლი დავლიე.


                                                               თავი მეოთხე
                                               დაპატიჟება

    იმ ღამით პირველად მესიზმრა ედვარდ კალენი. უკუნი სიბნელე იყო, სინათლის ერათადერთ წყაროს კი მისი კანი წარმოადგენდა. ედვარდის სახე არ დამინახავს, მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი, რადგან ის ჩემგან მიდიოდა და სიბნელეში მტოვებდა. სწრაფად გავრბოდი მაგრამ ვერ ვეწეოდი, ხმამაღლა ვეძახდი, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა. შეშინებულს და განერვიულებულს გამეღვიძა შუა ღამით და შემდეგ დიდხანს ვერ ვიძინებდი. ამის შემდეგ ედვარდი თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდა, მაგრამ სადღაც შორს იყო და ვერ ვეწეოდი.
    უბედური შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ  ძალიან რთული პერიოდი იყო, დაძაბულობით და ნერვიულობით აღსავსე.
     ჩემდა საუბედუროდ ერთი კვირა სკოლაში ყველაზე პოპულარული ადამიანი გავხდი. ტაილერ კროული ყველგან თან დამყვებოდა, მთხოვდა მეპატიებინა მისთვის და დახმარებას მთავაზობდა. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ყველაზე მეტად იმ დღის დავიწყება მინდოდა, მით უმეტეს რომ არაფერი სეროზული არ მომსვლია. მაგრამ ტაილერისგან  თავის დაღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა.! დასვენებებზე უკან დამდევდა, ლანჩზე კი ჩვენ მაგიდასთან იჯდა. იმის ახსნა არ არის საჭირო რომ ერიკი და მაიკი არც ისე მეგობრულად იყვნენ მის მიმართ განწყობილები, მე კი თავს კიდევ ერთი თაყვანისმცემელი დამატყდა, რომელიც ნამდვილად არ მჭირდებოდა.
     რატომღაც ედვარდზე არავინ ლაპარაკობდა, თუმცა ხშირად ვიმეორებდი, რომ მან გადამარჩნა, გადამეფარა  რომ დავეცვი ფურგონისაგან, რომელიც სწრაფად გვიახლოვდებოდა და ამით თითონ ლამის დაშავდა. ჯესიკა, მაიკი და ერიკი ამტკიცებდნენ, რომ ედვარდი მხოლოდ მაშინ დაინახეს, როდესაც „ჰონდა“ გადაადგილეს.
    მას არავინ დაყვებოდა და არ სთხოვდა მოეყოლა როგორ მოხდა ყველაფერი; როგორც ყოველთვის  თავს არიდებდნენ. კალენები და ჰეილები ისევ იმ მაგიდასთან ისხდნენ, არ ჭამდნენ, მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ედვარდი ჩემსკენ აღარ იყურებოდა.
     ბიოლოგიაზე მერხის ნაპირში იჯდა, ჩემგან ისე შორს რამდენადაც ამის საშუალებას მერხი აძლევდა  და საერთოდ არ მამჩნევდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ხელები მუშტებად იკვრებოდა, ისე ძლიერ რომ მისი კანი კიდევ უფრო თეთრი ჩანდა,  ვფიქრობი მართლა ისეთი გულმავიწყი და აუღელვებელი იყო როგორიც ჩანდა თუ არა?
     მგონი ნანობდა, რომ გადამარჩნდა, მხოლოდ ეს ახსნა შემეძლო მომეძებნა ამ სიტუაციისათვის.
     ძალიან მინდოდა მასთან დალაპარაკება და ავარიიდან მეორე დღესვე ვცადე ამის გაკეთება. ბოლოს საავადმყოფოს მიმღების დერეფანში ვილაპარაკეთ და თითქმის ვიჩხუბეთ. ვბრაზობდი იმის გამო რომ არ უნდოდა სიმართლის მოყოლა , მიუხედავად იმისა რომ შეთანხმების პირობებს ზედმიწევნით ვიცავდი. ბოლოს და ბოლოს მან სიკვდილს გადამარჩინა. როგორ? ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს! მეორე დღეს ბრაზი უსაზღვრო მადლიერებაში გადამეზარდა.
     როდესაც ბიოლოგიაზე შევედი, ედვარდი უკვე მერხთან იჯდა და უაზროდ იყურებოდა წინ. მის გვერდით დავჯექი და ველოდებოდი რომ ჩემსკენ მოტრიალდებოდა, მაგრამ მას არც კი შევუმჩნევივარ.
     –გამარჯობა ედვარდ– ვუთხარი თავაზიანად, რათა მეჩვენებინა რომ მის მიმართ მეგობრულად ვიყავი განწყობილი.
    ჩემსკენ შემოტრიალდა, ისე რომ მზერით არც კი შევხვედრივარ, თავი დამიქნია და ისევ გაიხედა.
     ეს იყო ბოლო საუბარი, მას შემდეგ სიტყვაც არ მითქვამს, თუმცა ყოველდღე ერთ მერხღთან ვისხედით. ჩემ გრძნობებს ვერ ვეწინააღმდეგებოდი და სასადილოში ან მანქანების სადგომზე შორიდან მაინც ვუყურებდი. ვხედავდი,  მისი ოქროსფერი თვალები დღითი–დღე როგორ მუქდებოდა. კლასში კი იმდენივე ყურადღებას  ვიჩენდი მის მმიმართ, რამდენსაც ის ჩემს მიმართ. ამის გამო თავს უბედურად ვგრძნობდი, ამასთან არც სიზმრები  მაძლევდნენ მოსვენებას...
     მიუხედავად გამამხნევებელი შეტყობინებებისა, რენე მიხვდა რომ რაღაც რიგზე არ იყო და რამდენჯერმე  აღელვებულმა დამირეკა. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ცუდი ხასიათი ამინდის ბრალი იყო.
     სამაგიეროდ მაიკი იყო კარგ ხასიათზე. მან შვებით ამოისუნთქა, როდესაც მიხვდა  რომ ჩემს ლაბორატოორის პარტნიორთან ავარიის შემდეგ არც ისე კარგი ურთიერთობა  მქონდა. ახლა უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა თავს და ბიოლოგიის დაწყებამდე გვერდით მიჯდებოდა და დიდხანს ვსაუბრობდით, ედვარდს კი ყურადღებას არ ვაქცევდით.
     ავარიის შემდეგ თოვლი არ მოსულა, რის გამოც მაიკი ძალიან ნერვიულობდა, რადგან გუნდაობა ვერ მოახერხა.  მხოლოდ ის ახარებდა, რომ მალე პლაჟზე სასეირნოდ უნდა წავსულიყავით. თავსხმა წვიმები მთელი კვირა გაგრძელდა.
      მარტის პირველ ორშაბათს ჯესიკამ დამირეკა. აღმოჩნდა რომ ტრადიციულად  მალე ბალი უნდა გამართულლიყო, რომელზეც გოგოები ბიჭებს ეპატიჟებოდნენ და აინტერესებდა შეეძლო თუ არა მაიკთან ერთად წასვლა.
     –წინააღმდეგი ხო არ ხარ? ნუთუ შენ არ აპირებდი მის დაპატიჟებას?–გაოცდა ის როდესაც ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ იყო.
     –არა ჯესს, მე არ მოვდივარ– დავამშვიდე. ცეკვები ჩემს შესაძლებლბებს აღემატებოდა.
     –იქ კარად გავერთობით–უგულოდ მარწმუნებდა ჯესიკა. როგორც ჩანს ჩემი მოულოდნელი პოპულარბა, იმაზე კიდევ უფრო ნაკლებად მოწონდა ვიდრე მე.
     –მაიკთან კარგი დროის გატარებას გისურვებ!– გამახნევებლად ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე.
     შემდეგ  დღეს ტრიგონომეტრიაზე და აესპანურზე ჯესიკა საეჭვოდ და ჩუმად იქცეოდა. დასვენებებზე აშკარად გამირბოდა, იმის სურვილი კი ნამდვილად არ მქონდა მეკითხა რა მოხდა. თუ ნიუტონმა უარი უთხრა, მაინც არ გამოტყდება.
     ჩემი ეჭვები გამართლდა როდესაც ლანჩის დროს ჯესიკა მაიკის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა და  ერიკთან დაიწყო საუბარი.
     მაიკი ჩუმად მიმაცილებდა ბიოლოგიის კლასამდე და მისი მოღუშული სახე ცუდ ნიშნად მომეჩვენა, მაგრამ მხოლოდ მაშინ დამელაპარაკა, როდესაც ჩემს ადგილზე დავჯექი. როგორც ყოველთვის ედვარდის გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი.
     –წარმოგიდგენია?– დაიწყო მაიკმა–ჯესიკა ცეკვებზე მეპატიჟება.
     –შესანიშნავია!–გახარებულმა წამოვიძახე.–დროს კარგად გაატარებთ.
     –ხო მაგრამ...–გაჩერდა ჩემი სიხარულით დაბნეული– მე ვითხარი რომ მოვიფიქრებ.
     –რატომ?–ვკითხე მკაცრად, გულში კი მიხაროდა, რომ ჯესიკასთვის კატეგორიული უარი ჯერ არ ჰქონდა ნათქვამი.
     მაიკს თავი არ აუწევია, გაწითლდა, შევხედე და შემეცოდა.
     –მე იმედი მქონდა, რომ შენ დამპატიჟებდი–ძლივს გასაგონად მითხრა მან.
     დიდი ხნით გავჩუმდი, საკუთარი თვი მეზიზღებიდა იმის გამო, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მაგრამ ამ დროს თვალის კუთხით შევამჩნიე, რომ ედვარდი რეფლექსურად, რამდენიმე სანტიმეტრით ჩემსკენ მოტრიალდა.
     –მაიკ ჯესიკას უნდა დათანხმდე– ვუთხარი მკაცრად.
     –შენ უკვე დაპატიჟე ვინმე?–საინტერესოა თუ დაინახა ედვარდმა როგორ  ესროლა ნიუტონმა მზერა?
    –არა ცეკვებზე საერთოდ არ მოვდივარ– სასწრაფოდ დავარწმუნე მე.
    –კი მაგრამ რატომ?–ახსნა მომთხვა მაიკმა. იმაზე ლაპარაკი ნამდვილად არ მსურდა რომ ბეჰემოტივით ვცეკვავ, ამიტომ ახალი გეგმა მოვიფიქრე.
     –სიეტლში მივდივარ.
     ქალაქიდან გასლა მართლა მჭირდებოდა, ხოდა რატომაც არა სიეტლში ამ შაბათს?
     –ნუთუ არ შეიძლება სხვა დღეს წახვიდე?– მაიკი შეეცადა გადამეფიქრებინა.
     –სამწუხაროდ არა, –ვუთხარი მე, –და გთხოვ ჯესიკა არ ალოდინო, არ გამოვა ლამაზად.
     –მართალი ხარ, – მითხრა და მოწყენილი თავისი ადგილისკენ წავიდა.
     სახეზე ხელები ავიფარე და ქუთუთოებზე თითები დავიჭირე თითქოს ვცდილობდი ჩემგან დანაშაულის და შეცოდების გრძნობები გამომედევნა. მისტერ ბანერმა გაკვეთილი დაიწო და თვალების გახელა მომიწია.
     ედვარდი ისევ მიყურებდა, ინტერესით და იმედგაცრუებით, როგორც ადრე. შევხედე დარწმუნებულმა, რომ მაშინვე გაიხედავდა. არაფერი მსგავსი, ის ისევ გამომცდელად მიყურებდა. ღმერთო, რა ლამაზია! ხელები ამიკანკალდა.
     –მისტერ კალენ?– თქვა მასწავლებელმა,  ედვარდს იმ პასუხს სთხოვდა კითხვაზე, რომელიც მე არ გამიგია.
     –კრებსის ციკლი–უპასუხა ედვარდმა და უხალისოდ გადაიტანა მზერა მისტერ ბანერზე.
     როგორც კი უმშვენიერესი თვალების ტყვეობას დავაღწიე თავი წიგნს დავუწყე ყურება. საკუთარ თავს ვერ ვენდობოდი ამიტომ სახეზე თმა ჩამოვიფარე. არ შეიძლება გრძნობებს ავყვე, მიუხედავად იმისა რომ  პირველად რამდენიმე კვირს შემდეგ ედვარდმა შემომხედა. არ უნდა მივცე ნება ის გამიკეთოს რაც უნდა. ეს სასაცილოა, საცოდაობაა და... საშიშია.
     დანარჩენი გაკვეთილი ვცდილობდი ედვარდისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რადგან ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა შევეცადე ჩემი ქურდული მზერები შესამჩნევი არ ყოფილიყო. როგორც კი ზარი დაირეკა შვტრიალდი და ჩანთის ჩალაგება დავიწყე, იმ ,,იმედით,, რომ ედვარდი, როგორც ყოველთვის სწრაფად წავიდოდა შემდეგ  გაკვეთილზე.
     –ბელა?–ღმერთო ეს ხმა ჩემთვის ამდენს რატომ ნიშნავს, მე ხომ მას სულ ცოტა ხანია რაც ვიცნობ!
     ნელა, თითქოს ამის სურვილი არ მქონდა შემოვტრიალდი. მრცხვენია ვაღიარო, რომ მშვენიერი სახე როგორც მაგნიტი ისე მიზიდავდა. დარწმუნებული ვარ ფრთხილი სახის გამომეტყველება მქონდა, მაგრამ ედვარდი რას გრძნობდა  ნამდვილად არ ვიცოდი. რატომ არის ჩუმად?
     –შენ რა ისვე მელაპარაკები?–ვკითხე ნერვიულად, თუმცა გადავწყვიტე თავი ხელში ამეყვანა.
     მკვეთრად გამოკვეთილი ტუჩები შეტოკდა, ედვარდი ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა.
     –მთლად მასე არა....
     ცოტა რომ დავწყნარებულიყავი, თვალები დავხუჭე და ჩვისუნთქე.
     –მაშინ რა გინდა?– თვალგაუხელლად ვკითხე. საოცარია მგარამ ასე უფრო იოლი აღმოჩნდა საკუთარი აზრების გაკონტროლება.
     –მაპატიე–გულწრფელად მითხრა მან.– ვიცი რომ უხეშად ვიქცევი, მაგრამ ასე უკეთესია.
     საბოლოოდ გადავწყვიტე მისთვის შემეხედა. მისი სახე ძალიან სერიოზული იყო.
     –ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები.
     –ჯობია მე და შენ  არ ვიმეგობროთ–ამიხსნა მან, –დამიჯერე.
     ჩემი თვალები ეჭვით დავიწროვდნენ, –ერთხელ უკვე ვენდე.
     –ვწუხვარ, რომ ეს ადრე ვერ მოიფიქრე , –ვუკბინე მე– მაშინ სანანებლად  არ გექნებოდა  საქმე .
     –სნანებლად?–როგორც ჩანს ამ სიტყვამ და ჩემმა მკაცრმა ტონმა დააბნია, რას უნდა ვნანობდე?
     –მანქანამ რომ არ გადამიარა.– ედვარდი გაურკვევლობისგნ გაშეშდა, როდესაც ლაპარკი დაიწყო, მომეჩვენა, რომ ენას ძლივს იმორჩილებდა.
     –შენ ფიქრობ, ვანანობ, რომ სიკვდილს გადაგარჩინე?
     –კი არ ვფიქრობ, ვიცი!
     –არაფერიც არ იცი! –გაბრაზდა ედვარდი.
     სწრაფად შემოვტრიალდი, რომ თავი შემეკავებინა და ყველაფერი არ მეთქვა მისთვის. წიგნები შევაგროვე და კლასიდან სწრაფად გავედი. მინდოდა  თახიდან დრამატულად გავსულიყავი, მაგრამ რათქმა უნდა ზღურბლს ფეხი წამოვკარი და წიგნები დამებნა. მთელი წუთი ვფიქრობდი დამეტოვებინა წიგნები თუ ამეკრიფა და ბოლოს და ბოლოს საღ აზრს დავუჯერე. ჩავისუნთქე და დავიხარე წიგნებთან, მაგრამ ედვადმა დამასწრო, მოხერხებულად შეაგროვა წიგნები და მკაცრი სახით მომაწოდა.
     –მადლობა– ცივად ვუთხარი მე. თვალები დაუვიწროვდა
     –არაფრის–მიპასუხა მან.
     სწრაფად გავსწორდი, ამაყად გავიშალე მხრებში და სპორტდარბაზში ისე შევედი უკან არც მომიხედავს.
     ფიზკულტურამ საშინლად ჩაიარა. მარტში  კალათბურთი დავიწყეთ და ჩემი გუნდელები ბურთს თითქმის არ მანდობდნენ. სამაგიეროდ ხშირად ვეცემოდი და ჩემთან ერთად ვინმესაც ვაქცევდი. დღეს ჩემს შესაძლებლობებს გადავაჭარბე და ედვარდზე ფიქრში, ყოველ წუთს ვეცემოდი.
     ზარი დაირეკა და როგორც ყოველთვის შვება ვიგრძენი. სადგომისკენ გავრბოდი, არავისთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა. ავარიაში ჩემი პიკაპი რათმქაუნდა თითქმის არ დაშავებულა, მხოლოდ გვერდითა შუქების გამოცვლა და საბარგულის შეღებვა დასჭირდა. ტაილერის მანქანა კი მისმა მშობლებმა ნაწილებად გაყიდეს.
     გული ლამის გამისკდა, როდესაც ჩემ პიკაპთან მუქი ფიგურა დავინახე. ეს რათქმა უნდა ერიკი იყო. ესღა მაკლდა!
     –გამარჯობა ერიკ!
     –გამარჯობა ბელა!
     –რა მოხდა?–ვკითხე და თან პიკაპის კარების გაღება დავიწყე. მისი ხმის კანკალს თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ამიტომ შემდეგი  წინადადება მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის.
     –ვიფიქრე... იქნებ ჩემთან ერთად წამოხვალ ცეკვებზე?– მისი ხმა კიდევ უფრო აკანკალდა.
     –მე მეგონა რომ გოგოები ეპატიჟებიან ბიჭებს–მთელი ძალით შევეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი.
     –ნამდვილად მასეა. მორცხვად მიპასუხა ერიკმა.
     საბედნიეროდ  მოვახერხე თვის ხელში აყვანა.
     –დაპატიჟებისთვის გმადლობ, –ვუთხარი ღიმილით, –მაგრამ შაბათს სიეტლში მივდივარ.
     –რა გაეწყობა–ამოიოხრა ერიკმა–სხვა დროისთვის იყოს.
     –აუცილებლად, –დავეთანხმე  გახარებული, მაგრამ მაშინვე ენაზე ვიკბინე. იმედია ჩემს დაპირებას ერიკი პირდაპირ არ მიიღებს.
     ის სკოლსკენ წაბორიალდა, მე კი ჩუმი სიცილის ხმა გავიგე. გვერძე ედვარდ კალენმა ჩამიარა. პირდაპირ იყურებოდა და გარშემო არავის ამჩნევდა. მანქანაში ჩავჯექი, კარები მოვიჯახუნე, გასაღები გადავატრიალე და ფრთხილად დავიწყე ჩემი ადგილიდან გამოსვლა.  ედვარდი ვირტუოზულად გამოვიდა სადგომიდან, გამასწრო, ჩემს წინ დადგა და გაჩერდა, როგორჩ ჩანს თავის ოჯახს ელოდებოდა –შესანიშნავი ოთხეული სწორედ ამდროს გამოვიდა სასადილოდან. საშინლად მინდოდა მისი ახალ „ვოლვოს“ დავჯახებოდი, მაგრამ გარშემო ბევრი თვითმხილველი იყო. უკანა ხედვის სარკეში ჩავიხედე და დავინახე რომ, მანქანების რიგი იდგა. ზუსტად ჩემს უკან კი ტაილერ კროული იყო თავისი ახალი „ნისანით“ და გამარჯობის ნიშნად ხელს მიქნევდა. ასეთ მდგომარეობაში არ მინდოდა მასთან ურთიერთობა.
     ვიჯექი და ვოლვოს ვუყურებდი, როდესაც ფანჯარაზე ვიღაცამ დამიკაკუნა. თავი მივატრიალე და ტაილერი დავინახე, ინსტინქტურად ისევ სარკეში ჩავიხედე და დავინახე ნისანი, რომელიც ისევ დაქოქილი იყი. მომიწია მგზავრის მხარეზე ფანჯრის ჩაწევა.
      –მაპატიე ტაილერ– დავიყვირე  გაღიზიანებულმა , კალენს ვერ გავასწარი. მე არაფერ შუაში არ ვარ ამხელა საცობი რომ შეიქმნა.
     –დავინახე, უბრალოდ რადგან აქ გავიჭედეთ მინდოდა რაღაც მეთხოვა,– ჩაეცინა კროულის.
     ო არა! ოღონდ ეს არა!...
     –ცეკვებზე არ დამპატიჟებ?–აუღელვებლად მკითხა მან.
     –ტაილერ ქალაქში არ ვიქნები, – უთხარი უხეშად. მაგრამ ის ხომ დამნაშავე არ იყო, რომ მანამდე მაიკმა და ერიკმა მოთმინება დამაკარგვინეს.
     –ხო მაიკმა მითხრა, –გამომიტყდა ტაილერი.
     –აბა რატომ...
     –ვიფიქრე, რომ უბრალოდ თავიდან მოიცილე–მხრები აიჩეჩა ტაილერმა.
     ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ დამნაშავეა.
     –ვწუხვარ ტაილერ, –მთელი ძალით ვცდილობდი გაბრაზება დამემალა, –მაგრამ ქალაქიდან, მართლა გავდივარ.
     –ეგ არაუშავს წინ გამოსაშვები საღამოც გვაქვს.
     სანამ ხმის ამოღება მოვასწარი, ტაილერი უკვე თავის მანქანასთან იყო. ვგრძნობდი, რომ სახე გაბრაზებული მქონდა. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე ელისი, როზალი, ემეტი და ჯასპერი, როგორ სხდებოდნენ მანქანაში.  მისი უკანა ხედვის სარკეში დავინახე, რომ ედვარდი მე მიყურებდა და  გულიანად იცინოდა, თითქოს ყველა სიტყვა გაეგო, რაც ტაილერმა მითხრა. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ პედალზე ფეხი არ დამეჭირა და დავჯახებოდი, მის მგზავრებს არაფერი მოუვიდოდათ, სამაგიეროდ მანქანის და ედვარდის ხასიათის გაფუჭებას შევძლებდი. გასაღები გადავატრიალე, მაგრამ კალენები უკვე ჩამსხდარიყვნენ მანქანაში და ედვარდმა მანქანა გააქროლა. სახლში ნელა წავედი,  თან მთელი გზა ვბურტყუნებდი.
     სახლში მისულმა გადავწყვიტე ქათამი მომემზადებინა მექსიკურად, მართალია მალე ვერ გავაკეთებდი, მაგრამ ყურადღებას გადავიტანდი. ბოსტნეული სუნელებით უკვე თითქმის მზად იყო, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ყურმილის აღება მეზარებოდა, რადგან ეს ან ჩარლი, ან დედა იყო.
     ტელეფონზე გახარებული ჯესიკა აღმოჩნდა. მაიკს სკოლის შემდეგ გაეჩერებინა და მისი მიპატიჟება მიეღო. მთელი გულით მივულოცე. ჯესიკა ჩქარობდა, რადგან ანჯელასთვის და ლორენისთვის უნდა დაერეკა და თავისი სიხარული გაეზიარებინა. შევთავაზე, რომ ანჯელას  ერიკი დაეპატიჟებინა, ლორენს კი, რომელიც არასდროს არ მამჩნევდა სასადილოში,–ტაილერი. ჯესიკას ძალიან მოეწონა ეს აზრი. ახლა როცა ის მაიკთან ერთად მიდიოდა ცეკვებზე, უკვე გულით წუხდა რომ მე ვერ მივდიოდი. მომიწია მისთვის სიეტლზე მომეყოლა.
     ყურმილი დავკიდე  და თავით საჭმლის მომზდებაში გადავეშვი. ქათამი კვადრტებად უნდა დამეჭრა ისე რომ ხელი არ გამეჭრა.                 თავბრუ მეხვეოდა იმის გამო რაც დღეს ედვარდმა მითხრა. რატომ ჯობს რომ არ ვიმეგობროთ?
     გული შემეკუმშა–როდესაც მივხვდი რატომ მითხრა ასეთი სიტყვები. ალბათ მიხვდა როგორ ძლიერ ვიყავი მისით გატაცებული, ის კი საერთოდ არ იყო ჩემით დაინტერესებული, ამიტომ ამჯობინებდა  რომ თავი ჩემგან შორს დაეჭირა.
     მე მას საერთოდ არ ვაინტერესებ... თვალებზე ცრემლი მომადგა–ეს დაგვიანებული რეაქცია იყო ხახვზე. მე არ ვიყავი საინტერესო, ის კი სრულყოფილი, იდუმალი, ლამაზი, ჭკვიანი, მიხვედრილი იყო და ამასთან ფურგონის ერთი ხელით გაჩერება შეეძლო.
     რა ვქნა! თავს დავანებებ! ერთი წელი როგორმე გავძლებ ამ ჯურღმულში, შემდეგ კი ჩრდილო დასავლეთის ან ჰავაის, რომელიმე უნივერსიტეტი სტიპენდიას შემომთავაზებს და აქედან წავალ. ქათამს აირღუმელში ვდებდი და თან ვოცნებობდი მზეზე, პალმებზე და ოქროსფერ პლაჟზე.
     ჩარლიმ ზღურბლზევე იგრძნო ქათმის არომატი და ეჭვით მიყურებდა. ალბათ აქ ახლომახლო არსად არ იყო მექსიკური რესტორანი. მაგრამ მამა გამბედავი  აღჩნდა და გასინჯა. როგორც ჩანს მოეწონა. სასაცილო იყო იმის ყურება, თანდათან როგორ მანდობდა სამზარეულოს.
     –მამა? – დავუძახე როდიესაც ჭამას მორჩა.
     –გისმენ ბელა–
     –შაბათს სიეტლში მინდა წასვლა მთელი დღით, კარგი?–ნებართვის თხოვნა არ მინდოდა, მაგრამ ასე უფრო თავაზიანად გამოვიდოდა.
     –რისთვის?–მკითხა გაკვირებულმა, თითქოს ფორქსზე უკეთესი ქვეყანაზე არაფერი არსებობდა.
     –წიგნები მინდა, აქაურ ბიბლიოთეკაში თითქმის არაფერი არ არის. კიდევ ტანსაცმელსაც დავათვალიერებ.
     ჩარლის მეშვეობით მანქანის ყიდვა არ დამჭირდა, ამიტომ ფინანსური მდგომარება კარგი მქონდა, თუმცა საწვავში ბევრი ფული მეხარჯებოდა.
     –პიკაპი, ბევრს წვავს,–მითხრა ჩარლიმ, თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა.
     –ვიცი! საწვავისთვის მომიწევს გაჩერება მონტესანოში, ოლიმპიაში და ტაკომაში.
     –მარტო ჩახვალ?–მკითხა და ვერ მივხვდი ცდილობდა გაეგო მეგობარ ბიჭთან ერათდ მივდიოდი თუ არა, თუ უბრალოდ ღელავდა ჩემზე.
     –მარტო.
     –სიეტლი დიდი ქალაქია შეიძლება დაიკარგო.–მითხრა ჩარლიმ.
     –მამა ფენიქსი ხუთჯერ დიდია, მაგრამ არ დავკარგულვარ  და ამასთან რუკებში კარგად ვერკვევი.–ამოვიოხრე მე.
     –გინდა შენთან ერთად წამოვალ?
    შევეცადე მღელვარება დამემალა.
     –მამა მაღაზიებში უნდა ვიარო და მოიწყენ.!
     –კარგი მაშინ მარტო წადი.–როგორც ჩანს, ის  აზრი, რომ მაღაზიებში მოუწევდა სიარული არ მოეწონა.
     –მადლობა! –გავუღიმე მე.
     –ცეკვებზე ჩამოსვლას მოასწრებ?
     ჰმმ! რა საშინელებაა მხოლოდ ისეთ პატარა ქალაქებში როგორიც ფორქსია, მამებმა იციან როდის არის სკოლაში ცეკვები.
.
     –მამა მე არ ვცეკვავ!–უნდა გამიგოს, ბოლოს და ბოლოს  დედას ნამდვილად არ ვგავარ ასეთ მოუხერხებლობაში.
     – კარგი-კარგი,–მიპასუხა ჩარლიმ სასწრაფოდ.
     მეორე დღეს ვერცხლიფერი ვოლვოსგან, რაც შეიძლება შორს გავაჩერე მანქანა. არ მინდოდა სურვილებს ავყოლოდი და შემდეგ კალენებისთვის ახალი მანქანა მეყიდა. ჩანთა მხარზე გადავიკიდე და გაბედულად წავედი სკოლისკენ წვიმაში. თითქოს განგებ გასაღები დამივარდა და გუბეში ჩავარდა, დავიხარე მის ასაღებად, მაგრამ ვიღაც ძალიან მოხერხებულმა დამასწრო. გავსწორდი და დავინახე ედვარდი, რომელიც  ჩემი პიკაპის საბარგულს მიყუდებოდა.
     –როგორ აკეთებ ამას?–ვკითხე გაღიზიანებულმა.
     –რას ვაკეთებ? –გამიმეორა კითხვა, თან გასაღები გამომიწოდა.
     –მოულოდნელად, თითქოს არსაიდან გაჩენას.
     –ბელა მე დამნშავე არ ვარ რომ ასეთი უყურადღებო ხარ! –მისი ხავერდოვანი ხმა  როგორ ყოველთვის ხმადაბალი იყო.
     დაბღვერილი ვუყურებდი  უსაზღვროდ ლამაზ სახეს. დღეს ედვარდის თვალები ნათელი ფერის იყო, ოქროსფერ–თაფლიფერი.
     –გუშინ საცობი რატომ მოაწყვე? –მკაცრად ვკითხე, –როგორც მახსოვს ჩემი იგნორირება გადაწყვიტე და არა მდგომარეობიდან გამოყვანა.
     –ტაილერის გულისთვის, შანსი ხომ მასაც სჭირდებოდა–გაეცინა ედვარდს.
     –შენ...–მრისხანებისგან სუნთქვას ვერ ვახერხებდი და თან სალანძღავ სიტყვებს ვეძებდი. შიგნით მრისხანებისგან ყველაფერი მეწვოდა.
     –და საერთოდ, იგნორირებას სულაც არ გიკეთებ, –გააგრძელა მან.
     –მაშინ გამოდის იმის დასრულებას ცდილობ რაც ტაილერის მანქანას არ გამოუვიდა.
     მისი თვალები სიბრაზისგან გამუქდა და ტუჩები მოკუმა.
     –ბელა მაპატიე მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობ!–მითხრა დაბალი ცივი ხმით.
     ხელები ამექვა ისე მინდოდა მისთვის სილის გაწვნა! რა მემართება? ძალადობისთვის არასოდეს მიმიმართია, ყოველშემთხვევაში დღევანდელ დღემდე. დემონსტრაციულად შემოვტრიალდი და გზა გავაგრძელე.
     –დამიცადე! –ხმადაბლა დამიძახა ედვარდმა, მე კი გზას ვაგრძელებდი და თან გუბეებში მოუხერხებლად ვაბიჯებდი. ედვარდი ყოველგვარი სიძნელის გარეშე დამეწია.

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)